მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა
ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

იტა­ლი­უ­რი "მონ­ტე­პას­კის" ყო­ფი­ლი 17 მო­თა­მა­შე, რო­მელ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე­ცაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Corriere Di Bologna იუ­წყე­ბა, ფი­გუ­რან­ტთა სი­ა­ში კი სა­ნი­კი­ძეს­თან ერ­თად მოხ­ვდნენ: კშიშ­ტოფ ლავ­რი­ნო­ვი­ჩი, რი­მან­ტას კა­უ­კე­ნა­სი, შონ სტონ­რუ­კი, რო­მე­ინ სატო, ბენ ეზე, ბო მა­კა­ლე­ბი, ჰენ­რი დო­მერ­კან­ტი, ნი­კოს ზი­სი­სი, ვლა­დი იუ­ლი­ევ­სკი, ბუტ­სი ტორნ­ტო­ნი, დე­ვიდ მოსი, მა­ლიკ ჰე­ირსტო­ნი, და­ვიდ ან­დერ­სე­ნი, დე­ვიდ ჰო­უ­კინ­სი, მი­ლო­ვან რა­კო­ვი­ჩი და იგორ რა­კო­ჩე­ვი­ჩი.

ჩა­მოთ­ვლი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბულ­ნი არი­ან "მონ­ტე­პას­კის" ექს-პრე­ზი­დენ­ტის ფერ­დი­ნან­დო მი­ნუ­ჩის საქ­მეს­თან, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ა­კა­ვეს.

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ მი­ნუ­ჩიმ სა­ხელ­მწი­ფოს 16 მლნ ევრო და­უ­მა­ლა, რო­მე­ლიც მო­თა­მა­შე­თა კონ­ტრაქ­ტე­ბი­სა და ხელ­ფა­სე­ბი­დან ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დის სა­ხით უნდა შე­ე­ტა­ნა. სა­უ­ბა­რია სი­ე­ნუ­რი კლუ­ბის­თვის "ოქ­როს ხა­ნა­ზე", რო­დე­საც "მონ­ტე­პას­კი" იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი ზე­დი­ზედ ხდე­ბო­და (2007-2013) და ევ­რო­ლი­გის "ოთხთა ფი­ნალ­ში" თა­მა­შობ­და.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, იტა­ლი­ურ­მა პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ი­წყო საქ­მის მო­ნა­წი­ლე­თა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რის გა­შიფვ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სი­ე­ნის "მონ­ტე­პას­კის" ღირ­სე­ბას 2012-13 წლებ­ში იცავ­და, სა­ი­და­ნაც ეს­პა­ნურ "სა­რა­გო­სა­ში" გა­და­ბარ­გდა და დღემ­დე ამ გუნ­დის ღირ­სე­ბას იცავს.

sportall.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

იტალიური "მონტეპასკის" ყოფილი 17 მოთამაშე, რომელთა შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძეცაა მოხსენიებული, გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ გამოცემა Corriere Di Bologna იუწყება, ფიგურანტთა სიაში კი სანიკიძესთან ერთად მოხვდნენ: კშიშტოფ ლავრინოვიჩი, რიმანტას კაუკენასი, შონ სტონრუკი, რომეინ სატო, ბენ ეზე, ბო მაკალები, ჰენრი დომერკანტი, ნიკოს ზისისი, ვლადი იულიევსკი, ბუტსი ტორნტონი, დევიდ მოსი, მალიკ ჰეირსტონი, დავიდ ანდერსენი, დევიდ ჰოუკინსი, მილოვან რაკოვიჩი და იგორ რაკოჩევიჩი.

ჩამოთვლილი კალათბურთელები დაკავშირებულნი არიან "მონტეპასკის" ექს-პრეზიდენტის ფერდინანდო მინუჩის საქმესთან, რომელიც ახლახან დააკავეს.

არსებობს ეჭვი, რომ მინუჩიმ სახელმწიფოს 16 მლნ ევრო დაუმალა, რომელიც მოთამაშეთა კონტრაქტებისა და ხელფასებიდან ბიუჯეტში გადასახადის სახით უნდა შეეტანა. საუბარია სიენური კლუბისთვის "ოქროს ხანაზე", როდესაც "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ხდებოდა (2007-2013) და ევროლიგის "ოთხთა ფინალში" თამაშობდა.

იტალიური გამოცემის ცნობით, იტალიურმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის მონაწილეთა სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული მიმოწერის გაშიფვრა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანიკიძე სიენის "მონტეპასკის" ღირსებას 2012-13 წლებში იცავდა, საიდანაც ესპანურ "სარაგოსაში" გადაბარგდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს.

sportall.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ