სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?
რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?

არა­ვის­თვის სი­ახ­ლე არ იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ქა­ლის "უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა" ჭო­რა­ო­ბაა. რო­გორც კი მშვე­ნი­ე­რი სქე­სის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თად მო­იყ­რის თავს, პირ­ველ რიგ­ში, ახალ­შე­ნა­ძენ ტა­ნი­სა­მოს­სა თუ ფეხ­საც­მლე­ზე იწყე­ბენ ბჭო­ბას. შემ­დეგ, სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებ­ზე წა­ი­ჭო­რა­ვე­ბენ და... იწყე­ბა "მთა­ვა­რი თე­მის" გან­ხილ­ვა – ქმრებ­სა და საყ­ვარ­ლებ­ზე წუ­წუ­ნი... რო­გორ გა­მორ­ჩა "იმ უნა­მუ­სოს" პირ­ვე­ლი კოც­ნის მე-10 წლის­თა­ვი?! რო­გორ გა­ა­ყო­ლა თვა­ლი "იმ მე­ქალ­თა­ნემ" დიდმკერ­დი­ან ქალს?! რო­გორ და­ი­წუ­ნა "იმ უგე­მოვ­ნომ" კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნის რე­ცეპ­ტით გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­შუ­შუ­ლი კომ­ბოს­ტო?! - და ა.შ. ამას წი­ნათ, სწო­რედ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოვ­ხვდი და ერთი ქა­ლის მიერ ქმრის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ საყ­ვე­დურს მე­ო­რე, თა­ვი­სი ქმრის ქე­ბას შე­ა­გე­ბებ­და ხოლ­მე და თან, დას­ტუ­რად ისეთ არ­გუ­მენტს მო­იყ­ვან­და, რომ და­ნარ­ჩე­ნებს გულ­ზე ხეთ­ქავ­და... ეს არ­გუ­მენ­ტე­ბი მით უფრო და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერ­და, რომ სულ რა­ღაც ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ქალ­ბა­ტონს მე­უღ­ლემ რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კა და მზრუნ­ვე­ლად ეკი­თხე­ბო­და: - ხომ არ და­ი­ღა­ლე? ხომ არ მო­გა­კი­თხო? თავს რო­გორ გრძნო­ბო?.. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, გე­ტყვით: აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მზრუნ­ვე­ლი ქმა­რი ეროვ­ნე­ბით ფრან­გი ყო­ფი­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვინ­ტე­რეს­დით და დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოვ­კი­თხე ყვე­ლა­ფე­რი. შემ­დეგ კი და­მე­ბა­და ლო­გი­კუ­რი კი­თხვა: ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბაა თუ უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი უმე­ტე­სად, მზრუნ­ვე­ლი ქმრე­ბი არი­ან?! პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად, იმ ქალ­ბა­ტო­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­თაც შოტ­ლან­დი­ე­ლი, არა­ბი და იტა­ლი­ე­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ჰყავთ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ფრან­გი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ნიტა გი­ვამ­ბობს. და­სას­რულ კი, ნახ­სე­ნე­ბი თავ­შეყ­რის ფი­ნალ­საც მო­გახ­სე­ნებთ...

- ნიტა, სად "იშო­ვეთ" ფრან­გი ქმა­რი?

- სად და საფ­რან­გეთ­ში. 1998 წელს გა­დავ­წყვი­ტე, სა­მუ­შა­ოდ ბელ­გი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ ჩა­სულ­მა, ვე­რა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხე და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ლტოლ­ვი­ლად ჩავ­ბა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ბა­ნაკ­ში გა­მამ­წე­სეს. შემ­დეგ მქონ­და რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო. ბელ­გი­ის მთავ­რო­ბამ მოლ­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ მომ­ცა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე. და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ნამ­ცხვრის სა­ცხობ­ში, შა­ბათ-კვი­რას კი, ოჯა­ხებ­ში დავ­დი­ო­დი და ბი­ნებს ვუ­ლა­გებ­დი. მშვე­ნი­ე­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მქონ­და, ამი­ტომ ხან­და­ხან თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი, გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბელ­გია საფ­რან­გე­თის მო­სა­ზღვრე ქვე­ყა­ნაა. ქა­ლა­ქი, სა­დაც მე ვცხოვ­რობ­დი, სა­ზღვარ­თან ახ­ლოს იყო. ამი­ტომ შე­მეძ­ლო, თა­ვი­სუფ­ლად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი საფ­რან­გეთ­ში. ერთ-ერთი ასე­თი სტუმ­რო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი დე­ნი­სი. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა. ხში­რად ის მა­კი­თხავ­და შინ, ხან­და­ხან, მე მივ­დი­ო­დი მას­თან სტუმ­რად... სამი თვის შემ­დეგ, შე­მომ­თა­ვა­ზა, ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი. უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი. ორი წლის წინ კი, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით და დე­ნისს ისე მო­ე­წო­ნა სა­ქარ­თვე­ლო, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარც ფიქ­რობს.

- ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეთ?

- დე­ნი­სი საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. რო­დე­საც მის ოჯახ­ში პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვა­ცე­ცებ­დი თვა­ლებს: ეზო­ში - აუ­ზე­ბი, შინ - ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, მო­ახ­ლე­ე­ბი... მის მშობ­ლებს ძალ­ზე მო­ვე­წო­ნე და მერე შე­ვი­ტყვე, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი სწო­რედ ისი­ნი ყო­ფი­ლან. დიდი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, სა­ქორ­წი­ნო კაბა რომ ვნა­ხე... დე­ნი­სი ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- გიყ­ვართ?

- რო­გორ გი­თხრათ... სიყ­ვა­რუ­ლი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს... პა­ტივს ვცემ და ძალ­ზე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის... პირ­ვე­ლად, სიყ­ვა­რუ­ლით გავ­თხოვ­დი; პა­ა­ტას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. ქორ­წი­ნე­ბის მე­ო­რე წლის­თავ­ზე კი ვთვლი­დი, რომ ჩემ­ზე უბე­დუ­რი ქალი ამ­ქვეყ­ნად არ და­დი­ო­და. შე­ეძ­ლო, შინ კვი­რა­ო­ბით არ მო­სუ­ლი­ყო, თუ დაბ­რუნ­დე­ბო­და, მა­ში­ნაც ისე­თი მთვრა­ლი, რომ ფეხ­ზე ძლივს იდგა. ამის გამო ავად­მყო­ფი ბავ­შვი შეგ­ვე­ძი­ნა და ხუთი თვის ჩვი­ლი დაგ­ვე­ღუ­პა. მთე­ლი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვა­ლი არ მო­მი­ხუ­ჭავს, ბავ­შვის სა­წოლ­თან მუხ­ლებ­ზე ვი­დე­ქი ხოლ­მე, თავი კი პა­წი­ას თავ­თან მქონ­და და­დე­ბუ­ლი, რომ მისი სუნ­თქვის­თვის მო­მეს­მი­ნა. ამ დროს ჩემი ქმა­რი ისე ხვრი­ნავ­და ხოლ­მე, რომ სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბო­და, მივ­სუ­ლი­ყა­ვი და და­მეხრჩო...

- ახლა შვი­ლი გყავთ?

- კი, ერთი შვი­ლი მყავს, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი - მაგ­და. ჩემი ქმა­რი და დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი მაღ­დას ეძა­ხი­ან. როცა შინ იყო, დე­ნი­სი ბავ­შვს ახ­ლო­საც არ მა­კა­რებ­და. ცდი­ლობ­და, თვი­თონ და­ე­ძი­ნე­ბი­ნა, პამ­პერ­სი გა­მო­ეც­ვა­ლა ან ეჭ­მია. - შენ და­ი­ძი­ნე, ისიც გე­ყო­ფა დღი­სით რომ იღ­ლე­ბიო, - მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე. აბა, ასეთ კაცს პა­ტი­ვი არ უნდა სცე? მაგ­და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, ჩვენ­თან სტუმ­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე. ის ოთხი წლის გახ­ლავთ. დე­ნის­მა ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლა, პა­ტივს სცემს ჩემს მშობ­ლებს, მე­გობ­რებს და სულ თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებს, რომ მიხ­ვდეს, რა მსი­ა­მოვ­ნებს და რა არა.

შემ­დე­გი რეს­პონ­დენ­ტი ცი­ცი­ნო ჯა­ფა­რი­ძე გახ­ლავთ. მას იტა­ლი­ე­ლი ქმა­რი ჰყავს, 5 წლის კრის­ტი და თავს ძალ­ზე ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

- ჩემი მე­უღ­ლე ჯოუი ტრო­პია გახ­ლავთ. ის სი­ცი­ლი­ე­ლია და ამე­რი­კა­ში გა­ვი­ცა­ნი.

- თქვენც სა­მუ­შა­ოდ წახ­ვე­დით ამე­რი­კა­ში?

- დიახ. მე მხატ­ვა­რი გახ­ლა­ვართ, ჩემ­მა ამე­რი­კელ­მა მე­გო­ბარ­მა მი­მიწ­ვია, გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად. მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ ვიტ­რა­ჟის­ტად ვით­ვლე­ბო­დი. ანა­პა­ში, ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად გა­მარ­თულ კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე. იმ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა გა­და­მი­ხა­დეს. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ამე­რი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ამი­სათ­ვის გავ­ყი­დეთ სახ­ლი, სა­დაც მე და ჩემი დები ვცხოვ­რობ­დით და შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ბინა ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ ორ­ჯერ მი­თხრეს უარი ვი­ზა­ზე. მე­სა­მე­დაც რომ გა­მო­მის­ტუმ­რეს უა­რით, გავ­ბრაზ­დი და შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, სა­ბუ­თე­ბი ნა­კუ­წე­ბად ვაქ­ციე. შემ­დეგ ჩემ­მა დამ შე­მა­გუ­ლი­ა­ნა - ერთხელ კი­დევ სცა­დეო, - ეს ნა­კუ­წე­ბი ფურ­ცელ­ზე და­ვა­წე­ბეთ და სა­კონ­სუ­ლოს ასე, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით ვეწ­ვიე. ამ­ჯე­რად გა­მი­მარ­თლა... გა­ო­ცე­ბულ კონ­სულს კი ავუხ­სე­ნი, რომ სა­ბუ­თე­ბი მე­ზობ­ლის ბავ­შვმა და­მი­ხია. ნიუ-იორკში ვცხოვ­რობ­დი. ვა­შინგტონ­ში კი ჩემი ნა­თე­სა­ვი გოგო ცხვო­რობ­და. გა­დავ­წყვი­ტე, მას­თან სუტმრად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. აე­რო­პორ­ტში რომ ჩავფრინ­დი, ჯოვი გა­ვი­ცა­ნი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ვე­ცა­ლე დამფრ­თხა­ლი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ბე­დის­წე­რას ვერ­სად წა­უხ­ვალ. ეს ჩემი ნა­თე­სა­ვი გო­გო­ნა ოჯახ­ში მუ­შა­ობ­და, ჯოვი კი ამ ოჯა­ხის უფ­რო­სის მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, სტუმ­რად რომ მო­ვი­და და იქ მნა­ხა, სი­ხა­რუ­ლით ცას ეწია. მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო, მე­უბ­ნე­ბო­და. მე კი გა­ვურ­ბო­დი. შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ბი­ძაშ­ვილს, მა­მა­კაცს ვკი­თხე რჩე­ვა. მან კი მი­თხრა – თუ იტა­ლი­ე­ლია და გე­უბ­ნე­ბა, რომ უყ­ვარ­ხარ, და­უ­ჯე­რე, მათ ტყუ­ი­ლი არ იცი­ა­ნო. ასე გავ­ხდი ჯო­ვის მე­უღ­ლე.

- ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეთ?

- მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი, რად­გან ჯვრის­წე­რას თბი­ლის­ში ვა­პი­რებთ. ჯოვი კა­თო­ლი­კეა, ჯერ მო­ი­ნათ­ლე­ბა, რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, შემ­დეგ კი ჯვარ­საც და­ვი­წერთ. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ მე ინ­გლი­სუ­რი არ ვი­ცო­დი, ჯო­ვიმ - ქარ­თუ­ლი და ერ­თმა­ნეთს ძლივს ვა­გე­ბი­ნებ­დით, რა გვინ­დო­და.

- რო­გო­რი მე­უღ­ლეა ჯოვი?

- ძალ­ზე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი. ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი დახ­მა­რე­ბით გავ­ზარ­დე. ამას წი­ნათ, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის ლო­ბი­ოს კერ­ძი მო­მიმ­ზა­და. მარ­თა­ლია, ჩემს ახ­ლობ­ლებს გა­უკ­ვირ­დათ, ლო­ბიო რო­მე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძი­აო? - მაგ­რამ მათ­თან ხორ­ცი­ა­ნი ლო­ბიო ძალ­ზე მი­ღე­ბუ­ლია. ერთხელ მეც მინ­დო­და, მის­თვის მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, გემ­რი­ე­ლი კერ­ძი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა. დავ­რე­კე ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან და ვკი­თხე, ჩა­ხოხ­ბი­ლი რო­გორ კეთ­დე­ბა-მეთ­ქი? მათი კარ­ნა­ხით მო­ვამ­ზა­დე, მაგ­რამ რო­დე­საც ჯო­ვიმ გა­სინ­ჯა, მი­თხრა: - მე­ო­რედ სამ­ზა­რე­უ­ლოს საქ­მე­ებ­ში აღარ ჩა­ე­რი­ოო...

- რითი გან­სხვავ­დე­ბა ის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­გან?

- თით­ქმის არაფ­რით. მე წარ­მო­შო­ბით სვა­ნი ვარ. ერთხელ, ჯო­ვიმ მკი­თხა – სვა­ნეთ­ში ცოლი რო­გორ მოჰ­ყავ­თო? ავუხ­სე­ნი რომ რო­დე­საც მა­მა­კა­ცი პირ­ვე­ლად მივა ქა­ლის სა­თხოვ­ნე­ლად, ჯერ უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რე­ბენ, მე­ო­რედ რომ მივა, გა­ლა­ხა­ვენ და ისე გა­მო­უშ­ვე­ბენ, შემ­დგე შე­საძ­ლოა ქალი გა­ა­ტა­ნონ, შე­საძ­ლოა, არა-მეთ­ქი. - ეს სი­ცი­ლი­ა­შიც ასე ხდე­ბაო, - მი­პა­სუ­ხა კმა­ყო­ფილ­მა.

30 წლის ეკა ლაგ­ვი­ლა­ვას ქარ­თველ მა­მა­კაც­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი შვი­ლი ჰყავს, 13 წლის ლიკა. შემ­დეგ დაქვრივ­და და თა­ვი­სი ბედი არაბ მუ­ჰა­მედ კჰად­რუფს და­უ­კავ­ში­რა. ეკას მუ­ხას­თან (ასე ეძა­ხი­ან მუ­ჰა­მედს) 4 შვი­ლი ჰყავს და ოთხი­ვე ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. უფ­რო­სი, მო­ნი­კა 7 წლის გახ­ლავთ და საკ­მა­ოდ შავგვრე­მა­ნია, 6 წლის მა­რი­ა­მი ქერა და ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, ხა­ლი­დი 4 წლის გახ­ლავთ - ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია და ფე­რით დე­დას ჰგავს, უმ­ცრო­სი სარა კი 2 წლის - ხორ­ბლის­ფე­რი, თაფ­ლის­ფერ­თვა­ლე­ბა ბავ­შვია.

- 1996 წელს, ჯგუფ­თან ერ­თად სა­მუ­შა­ოდ წა­ვე­დი დუ­ბა­ი­ში. სულ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი მუხა. თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და მალე მო­ი­პო­ვა ჩემი კე­თილ­გან­წყო­ბა. ცოტა ხან­ში დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც.

- მის­მა ოჯახ­მა რო­გორ მი­ი­ღო ქარ­თვე­ლი რძა­ლი?

- მას ჰყავს 8 დედ­მა­მიშ­ვი­ლი. მშობ­ლე­ბი და და-ძმა მა­რო­კო­ში ცხოვ­რო­ბენ. მისი ორი და კი, დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს. ორი­ვეს­თან ძალ­ზე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. დე­და­მი­სიც რამ­დენ­ჯერ­მე გვეწ­ვია სტუმ­რად და ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად გა­ვუ­გეთ. ამ ქალს სა­ხე­ზე რომ შე­ხე­დავთ, მიხ­ვდე­ბით – ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

- მუხა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან ყო­ფი­ლა. ეს მისი სურ­ვი­ლი იყო, რომ ოთხი შვი­ლი გყო­ლო­დათ?

- არა, სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ იქ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მუს­ლი­მა­ნუ­რი სამ­ყა­როა და ბავ­შვის მო­შო­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობს ხელს, რომ შვი­ლი იყო­ლი­ოს, მე­უღ­ლემ უნდა მის­ცეს თან­ხმო­ბა, ექიმ­თან მი­სას­ვლე­ლად. მე თან­ხმო­ბას ვერ ვღე­ბუ­ლობ­დი, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზის გამო - ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის, რად­გან მე ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და ხე­ლის მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს. ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ღმერ­თმა რამ­დე­ნი შვი­ლიც მომ­ცა, იმ­დე­ნი გა­მე­ჩი­ნა.

- თქვენ ახლა ღმერ­თი ახ­სე­ნეთ... თქვენ და თქვენს მე­უღ­ლეს სხვა­დას­ხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბა გაქვთ. ხომ არ აპი­რებთ, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის შეც­ვლას?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. თუნ­დაც ამის­თვის ოჯა­ხის დან­გრე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დავ­დგე. მე ჩემს რწმე­ნას არ ვუ­ღა­ლა­ტებ და ვფიქ­რობ, რომ შვი­ლებ­საც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით მოვ­ნათ­ლავ.

- მუს­ლი­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლე­ბი ჩად­რით და­დი­ან. თქვენ თუ იყე­ნებ­დით თავ­სა­ბუ­რავს?

- იქ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ჩად­რი ატა­რო. მე, რო­გორც არა­ლე­გა­ლი, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ყე­ნებ­დი ამ ატ­რი­ბუტს, რათა ჩემი ვი­ნა­ო­ბა და­მე­მა­ლა. ქა­ლე­ბი გა­რეთ ჩად­რით და­დი­ან, შინ კი ისე გა­მოპ­რან­ჭუ­ლე­ბი და და­ვარ­ცხნილ-"და­მა­ნი­კი­უ­რე­ბულ­ნი", რომ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ.

- რო­გო­რი მე­უღ­ლეა მუხა? ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­გან რით გან­სხვავ­დე­ბა?

- ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ ოჯახ­ში დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ცხოვ­რობ და შვი­ლე­ბის გაზ­რდა­შიც მშობ­ლე­ბი გეხ­მა­რე­ბი­ან. იქ ასე არ ხდე­ბა. ჩვენ, ორმა გავ­ზარ­დეთ ოთხი­ვე შვი­ლი. მუხა ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და – სახ­ლის და­ლა­გე­ბა­ში, გა­რე­ცხვა­ში, ბავ­შვე­ბი თით­ქმის მისი გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან.

- მუხა რას საქ­მი­ა­ნობ­და დუ­ბა­ი­ში?

- რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით, ის ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ - სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის მე­მონ­ტა­ჟედ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­დი­ო­დით, ვე­უბ­ნე­ბო­დი, სამ­სა­ხურს ნუ მი­ა­ტო­ვებ, დარ­ჩი, იქა­უ­რო­ბა მა­ინც არ მო­გე­წო­ნე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ და­ი­ჟი­ნა, მა­ინ­ტე­რე­სებს, შენი ქვე­ყა­ნა რო­გო­რია და უნდა ვნა­ხოო. ახლა კი უკან წას­ვლა უნდა და ვე­ღარ მი­დის.

- რა­ტომ?

- ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ვადა და­უმ­თავ­რდა. ახალ ვი­ზას კი არ აძ­ლე­ვენ, რად­გან ხელი მო­წე­რი­ლი არ გვაქვს. ხე­ლის მო­წე­რის უფ­ლე­ბას კი იმი­ტომ არ გვაძ­ლე­ვენ, რომ ვიზა არა აქვს. გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ. აქ სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვა. ერთხანს ჩემი მული გვიგ­ზავ­ნი­და სა­არ­სე­ბო თან­ხას, ახლა ისიც ვე­ღარ გვეხ­მა­რე­ბა და გაგ­ვი­ჭირ­და. ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არა­ბე­ბი არი­ან. მუ­ხამ მი­ა­კი­თხა, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ეხ­მარ­ნენ, ისევ იმის გამო, რომ ვიზა არა აქვს. გვი­ან ღა­მით გამ­წა­რე­ბულ­მა ჩა­ა­ლა­გა ჩან­თა­ში თა­ვი­სი ნივ­თე­ბი და გა­და­წყვი­ტა, პო­ლი­ცი­ას ჩაჰ­ბა­რე­ბო­და, რომ დე­პორ­ტა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მეც გავ­ყე­ვი. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მხო­ლოდ მო­რი­გე დაგ­ვხვდა. მან იქვე, სკამ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა: - აქ და­ჯე­ქი და დი­ლით უფ­რო­სე­ბი რომ მოვ­ლენ, იმათ და­ე­ლა­პა­რა­კეო. მუხა ეხ­ვე­წე­ბო­და - სა­კან­ში ჩამ­სვი­თო, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. ძლივს წა­მო­ვიყ­ვა­ნე შინ. მე­ო­რედ, ღა­მით ლო­გი­ნი­დან გა­ი­პა­რა, კვლავ გან­ყო­ფი­ლე­ბას მი­ა­კი­თხა და იმა­ვე პა­სუ­ხით მობ­რუნ­და უკან. ერთი სი­ტყვით, ვერ ახერ­ხებს შინ წას­ვლას, რომ მერე ჩვენც წაგ­ვიყ­ვა­ნოს.

- ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი­ვით ეჭ­ვი­ა­ნია?

- კი, ეჭ­ვი­ა­ნი არის. თვი­თონ ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და ამი­ტომ ეჭ­ვი­ა­ნობს. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის გამო ქარ­თუ­ლიც კი შე­ის­წავ­ლა, მაგ­რამ არ ლა­პა­რა­კობს. ბავ­შვე­ბი კი ამ ერთ წე­ლი­წად­ში, ქარ­თულს სრულ­ყო­ფი­ლად და­ე­უფლნენ. მუ­ხას ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია. ის მშვი­დი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბამ სულ გა­ა­გი­ჟა. ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობს და ხა­სი­ა­თიც გა­უ­ფუჭ­და. სულ ჯუ­ჯღუ­ნებს, თა­ვის თავ­ში ჩა­ი­კე­ტა და თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს.

- მათი კა­ნო­ნი მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თქვენ. რო­გორ უყუ­რებთ ამ ფაქტს?

- მე ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ამას. თუმ­ცა, არც მუ­ხას აქვს სურ­ვი­ლი, ჩემ გარ­და ცოლი კი­დევ ჰყავ­დეს...

ჩვენს სა­უ­ბარ­ში მუ­ხაც ჩა­ე­რია და რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მა­საც მივ­მარ­თე.

- რო­გორ მოგ­წონთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა?

- რა ვიცი, ხან მომ­წონს, ხან არა. ახლა ჩემს სამ­შობ­ლო­ში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ქალი არა­ბი ქა­ლე­ბის­გან?

- არა­ბი ცოლი არ მყო­ლია და არც მინ­და. ისი­ნი ძა­ლი­ან ფი­ცხე­ბი არი­ან. ეკა იმი­ტომ არ მო­მიყ­ვა­ნია ცო­ლად, რომ ქარ­თვე­ლია, უბ­რა­ლოდ, ძალ­ზე შე­მიყ­ვარ­და და ამი­ტომ დავ­ქორ­წინ­დით. ახლა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი მაქვს - დავ­ბრუნ­დე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, შემ­დგე ჩემი ცოლ-შვი­ლიც თან წა­ვიყ­ვა­ნო, მა­ნამ­დე კი ვი­მუ­შაო და მათი გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ფული მო­ვაგ­რო­ვო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბი არ შე­ი­ძი­ნეთ?

- მე გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის საქ­ცი­ე­ლით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ მთე­ლი დღე უსაქ­მუ­რად იყო, ეზო­ში იჯდე და კარტს ან დო­მი­ნოს თა­მა­შობ­დე? მერე და­ლე­ვენ და ერ­თმა­ნეთს ისე გა­მე­ტე­ბით ურტყა­მენ, თით­ქოს მტრე­ბი იყ­ვნენ. ერთი ტენ­დენ­ცია შევ­ნიშ­ნე: თუ ფული მაქვს, ყვე­ლა მეძ­მა­კა­ცე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი სულ "მუხა, მუ­ხას" ძა­ხილ­ში არი­ან. თუ არა და, არა­ვის ვჭირ­დე­ბი, კარ­ზე არა­ვინ მო­მი­კა­კუ­ნებს. ხან­და­ხან ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ მე­ძა­ხი­ან ხოლ­მე, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­მა­შობ, მაგ­რამ თუ თა­მა­შის დროს, შემ­თხვე­ვით ვინ­მეს ხელი მო­ვარ­ტყი, ისეთ ამ­ბავს ატე­ხენ, მტრი­სას... ახლა გი­ნე­ბა? - ჩემი დედა, ჩემი დედა! ამას რო­გორ ვი­ტყვი?! ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?

ახლა კი ისიც და­ვად­გი­ნოთ, რო­გო­რი მე­უღ­ლე­ე­ბი არი­ან "ქვე­და­კა­ბი­ა­ნი" მა­მა­კა­ცე­ბი. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ნა­თია ქურ­და­ძეა, მისი მე­უღ­ლე კი - შოტ­ლან­დი­ე­ლი არ­მან არ­ტილდსი. არ­მან­მა მე­უღ­ლეს ინ­ტერ­ვი­უ­ზე თა­ვა­ზი­ა­ნი დას­ტუ­რი მის­ცა, მაგ­რამ ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე რა­ტომ­ღაც უარი გვი­თხრა.

- ნა­თია, სად გა­ი­ცა­ნით არ­მა­ნი?

- აქ, თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნი. ხუთი წლის წინ ერეთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ჩვე­ნი მოწ­ვე­ვით უცხო­ელ­თა ჯგუ­ფი გვეს­ტუმ­რა. მათ შო­რის იყო არ­მა­ნიც. ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი ორი კვი­რის შემ­დეგ უკან გაბ­რუნ­და, არ­მა­ნი კი დარ­ჩა და არ და­უ­მა­ლავს, რომ მისი შე­ყოვ­ნე­ბის მი­ზე­ზი მე ვი­ყა­ვი. საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს და რო­დე­საც ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბა გან­ვუ­ცხა­დე, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი და თან, ქორ­წი­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. სულ მალე მეც მო­ვა­წეს­რი­გე აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი და ქორ­წი­ლამ­დე სამი დღით ადრე, ოც­და­ათ მე­გო­ბარ­თან და ნა­თე­სავ­თან ერ­თად ჩავფრინ­დი ლონ­დონ­ში (არ­მა­ნი იქ ცხოვ­რობ­და). მათი წე­სის მი­ხედ­ვით, სიძე-პა­ტარ­ძალ­მა ერთ ჭერ­ქვეშ ღამე არ უნდა გა­ა­თი­ოს ქორ­წი­ლამ­დე. ამი­ტომ ჩემი სტუმ­რე­ბი­ა­ნად სას­ტუმ­რო­ში მო­მა­თავ­სეს. იმ სა­ღა­მოს­ვე არ­მა­ნის მშობ­ლე­ბი და ძმა მეწ­ვივ­ნენ სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში და ძვირ­ფა­სი სა­ქორ­წი­ლო კაბა, ფეხ­საც­მე­ლი და სამ­კა­უ­ლი მო­მარ­თვეს. ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე სა­დე­დამ­თი­ლოს. კალ­თა­ში ჩა­მის­ვა და სულ შვი­ლო-შვი­ლოს მე­ძახ­და. ჩემს მა­ყარს თან ქარ­თუ­ლი სას­მე­ლი ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი და არ­მა­ნის ძმა ისე გა­მოთ­ვრა, ლა­მის სულ ძირს ხო­ხავ­და. მე­ო­რე დღეს სა­დე­დამ­თი­ლომ სა­კუ­თა­რი "შევ­რო­ლე­თი" მო­მა­კი­თხა, მა­ღა­ზი­ე­ბი მო­მა­ტა­რა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შემ­მო­სა. უამ­რა­ვი ფუ­თით დავ­ბრუნ­დი შინ. ყვე­ლა­ზე დიდი სი­ურპრი­ზი კი ქორ­წილ­ში მე­ლო­და. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი არ­მანს სულ კა­ცურ კაც­სა და ვაჟ­კაცს ეძახ­დნენ. ის კი ბო­ლო­კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მოგ­ვე­ჭი­მა და ლა­მის გული გა­მის­კდა, ისე სა­ცო­და­ვად უჩან­და გეტრსა და შოტ­ლან­დი­ურ კილტს შო­რის შიშ­ვე­ლი მუხ­ლე­ბი და ისე­თი უსუ­სუ­რი ჩან­და, ლა­მის ქორ­წი­ლი­დან გა­მო­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ თავი შე­ვი­კა­ვე. თუმ­ცა, ასე მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში, ჯვრის­წე­რის დროს იყო. შემ­დეგ მეც გა­მო­ვიც­ვა­ლე ტა­ნი­სა­მო­სი და მა­ნაც. შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქე...

- რო­გო­რი ქმა­რია არ­მა­ნი?

- უი, რას ამ­ბობ? მა­გას კი­თხვა რად უნდა? სა­უ­კე­თე­სო ქმა­რია, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი. ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე, თვი­თონ­ვე ცდი­ლობს, რომ თბი­ლის­ში გა­მო­მიშ­ვას და მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ნახ­ვით დავ­ტკბე. როცა მე აქ ვარ, არ­მა­ნი კი ლონ­დონ­ში, ყო­ველ დი­ლით მისი შეკ­ვე­თით თა­ი­გუ­ლი მო­აქვთ ჩემ­თვის. თუ თვი­თო­ნაც თბი­ლის­შია, დი­ლით 7 სა­ათ­ზე დგე­ბა და სა­ვარ­ჯი­შოდ მი­დის, იქი­დან კი თა­ი­გუ­ლით ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვერ ვთან­ხმდე­ბით, ის გახ­ლავთ, რომ მე შვი­ლი მინ­და, ის კი ფიქ­რობს, რომ ჯერ ამის­თვის მზად არ ვართ...

ახლა კი შე­პი­რე­ბი­სა­მებრ, შე­სა­ვალ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი თავ­შეყ­რის ფი­ნალს მო­გახ­სე­ნებთ. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ტამ ისე აქო თა­ვი­სი ფრან­გი ქმა­რი, რომ იქ მყოფ­მა ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ქმრის ქარ­თველ­მა ცოლ­მა ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და უთხრა: შე­საძ­ლოა, შენი ქმა­რი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი კა­ცის მსგავ­სი, ცე­ცხლო­ვა­ნი და ვაჟ­კა­ცუ­რი მა­ინც ვერ იქ­ნე­ბაო...

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#21 20.05.2004

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?

რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?

არავისთვის სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქალის "უმთავრესი მოვალეობა" ჭორაობაა. როგორც კი მშვენიერი სქესის რამდენიმე წარმომადგენელი ერთად მოიყრის თავს, პირველ რიგში, ახალშენაძენ ტანისამოსსა თუ ფეხსაცმლეზე იწყებენ ბჭობას. შემდეგ, საერთო ნაცნობებზე წაიჭორავებენ და... იწყება "მთავარი თემის" განხილვა – ქმრებსა და საყვარლებზე წუწუნი... როგორ გამორჩა "იმ უნამუსოს" პირველი კოცნის მე-10 წლისთავი?! როგორ გააყოლა თვალი "იმ მექალთანემ" დიდმკერდიან ქალს?! როგორ დაიწუნა "იმ უგემოვნომ" კულინარიული წიგნის რეცეპტით გაკეთებული ჩაშუშული კომბოსტო?! - და ა.შ. ამას წინათ, სწორედ ასეთ სიტუაციაში მოვხვდი და ერთი ქალის მიერ ქმრის მისამართით გამოთქმულ საყვედურს მეორე, თავისი ქმრის ქებას შეაგებებდა ხოლმე და თან, დასტურად ისეთ არგუმენტს მოიყვანდა, რომ დანარჩენებს გულზე ხეთქავდა... ეს არგუმენტები მით უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, რომ სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში, ამ ქალბატონს მეუღლემ რამდენჯერმე დაურეკა და მზრუნველად ეკითხებოდა: - ხომ არ დაიღალე? ხომ არ მოგაკითხო? თავს როგორ გრძნობო?.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით: აღმოჩნდა, რომ ეს მზრუნველი ქმარი ეროვნებით ფრანგი ყოფილა. ბუნებრივია, დავინტერესდით და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი. შემდეგ კი დამებადა ლოგიკური კითხვა: ეს შემთხვევითობაა თუ უცხოელი მამაკაცები უმეტესად, მზრუნველი ქმრები არიან?! პასუხის მისაღებად, იმ ქალბატონებს დავუკავშირდი, რომელთაც შოტლანდიელი, არაბი და იტალიელი მეორე ნახევრები ჰყავთ.

თავდაპირველად, ფრანგი მეუღლის შესახებ ქალბატონი ნიტა გივამბობს. დასასრულ კი, ნახსენები თავშეყრის ფინალსაც მოგახსენებთ...

- ნიტა, სად "იშოვეთ" ფრანგი ქმარი?

- სად და საფრანგეთში. 1998 წელს გადავწყვიტე, სამუშაოდ ბელგიაში წავსულიყავი. იქ ჩასულმა, ვერაფერი მოვახერხე და იძულებული გავხდი, ლტოლვილად ჩავბარებულიყავი. ბანაკში გამამწესეს. შემდეგ მქონდა რამდენიმე სასამართლო. ბელგიის მთავრობამ მოლქალაქეობა არ მომცა, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მოვიპოვე. დავიწყე მუშაობა ნამცხვრის საცხობში, შაბათ-კვირას კი, ოჯახებში დავდიოდი და ბინებს ვულაგებდი. მშვენიერი გამომუშავება მქონდა, ამიტომ ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი, გასართობ ადგილებში წავსულიყავი. ბელგია საფრანგეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობდი, საზღვართან ახლოს იყო. ამიტომ შემეძლო, თავისუფლად გადავსულიყავი საფრანგეთში. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს გავიცანი დენისი. ერთმანეთი მოგვეწონა. ხშირად ის მაკითხავდა შინ, ხანდახან, მე მივდიოდი მასთან სტუმრად... სამი თვის შემდეგ, შემომთავაზა, ცოლად გავყოლოდი. უყოყმანოდ დავთანხმდი. ორი წლის წინ კი, თბილისში ჩამოვედით და დენისს ისე მოეწონა საქართველო, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც ფიქრობს.

- ქორწილი გადაიხადეთ?

- დენისი საკმაოდ შეძლებული და წარმატებული ბიზნესმენია. როდესაც მის ოჯახში პირველად მოვხვდი, გაოცებული ვაცეცებდი თვალებს: ეზოში - აუზები, შინ - ანტიკვარული ნივთები, მოახლეები... მის მშობლებს ძალზე მოვეწონე და მერე შევიტყვე, რომ ჩვენი ქორწინების ინიციატორები სწორედ ისინი ყოფილან. დიდი ქორწილი გადავიხადეთ. თვალებს არ ვუჯერებდი, საქორწინო კაბა რომ ვნახე... დენისი ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია.

- გიყვართ?

- როგორ გითხრათ... სიყვარული ბევრს არაფერს ნიშნავს... პატივს ვცემ და ძალზე ძვირფასია ჩემთვის... პირველად, სიყვარულით გავთხოვდი; პაატას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ქორწინების მეორე წლისთავზე კი ვთვლიდი, რომ ჩემზე უბედური ქალი ამქვეყნად არ დადიოდა. შეეძლო, შინ კვირაობით არ მოსულიყო, თუ დაბრუნდებოდა, მაშინაც ისეთი მთვრალი, რომ ფეხზე ძლივს იდგა. ამის გამო ავადმყოფი ბავშვი შეგვეძინა და ხუთი თვის ჩვილი დაგვეღუპა. მთელი ამ თვეების განმავლობაში თვალი არ მომიხუჭავს, ბავშვის საწოლთან მუხლებზე ვიდექი ხოლმე, თავი კი პაწიას თავთან მქონდა დადებული, რომ მისი სუნთქვისთვის მომესმინა. ამ დროს ჩემი ქმარი ისე ხვრინავდა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდებოდა, მივსულიყავი და დამეხრჩო...

- ახლა შვილი გყავთ?

- კი, ერთი შვილი მყავს, ქართული სახელი დავარქვი - მაგდა. ჩემი ქმარი და დედამთილ-მამამთილი მაღდას ეძახიან. როცა შინ იყო, დენისი ბავშვს ახლოსაც არ მაკარებდა. ცდილობდა, თვითონ დაეძინებინა, პამპერსი გამოეცვალა ან ეჭმია. - შენ დაიძინე, ისიც გეყოფა დღისით რომ იღლებიო, - მეუბნებოდა ხოლმე. აბა, ასეთ კაცს პატივი არ უნდა სცე? მაგდა საფრანგეთში ცხოვრობს, ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ხოლმე. ის ოთხი წლის გახლავთ. დენისმა ქართული ისწავლა, პატივს სცემს ჩემს მშობლებს, მეგობრებს და სულ თვალებში მიყურებს, რომ მიხვდეს, რა მსიამოვნებს და რა არა.

შემდეგი რესპონდენტი ციცინო ჯაფარიძე გახლავთ. მას იტალიელი ქმარი ჰყავს, 5 წლის კრისტი და თავს ძალზე ბედნიერად გრძნობს.

- ჩემი მეუღლე ჯოუი ტროპია გახლავთ. ის სიცილიელია და ამერიკაში გავიცანი.

- თქვენც სამუშაოდ წახვედით ამერიკაში?

- დიახ. მე მხატვარი გახლავართ, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მიმიწვია, გამოფენის მოსაწყობად. მანამდე საკმაოდ წარმატებულ ვიტრაჟისტად ვითვლებოდი. ანაპაში, ერთ-ერთი რესტორნის მოსაპირკეთებლად გამართულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადამიხადეს. შემდეგ გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი. ამისათვის გავყიდეთ სახლი, სადაც მე და ჩემი დები ვცხოვრობდით და შედარებით იაფფასიანი ბინა ვიყიდეთ, მაგრამ ორჯერ მითხრეს უარი ვიზაზე. მესამედაც რომ გამომისტუმრეს უარით, გავბრაზდი და შინ დაბრუნებულმა, საბუთები ნაკუწებად ვაქციე. შემდეგ ჩემმა დამ შემაგულიანა - ერთხელ კიდევ სცადეო, - ეს ნაკუწები ფურცელზე დავაწებეთ და საკონსულოს ასე, გაუბედურებული საბუთებით ვეწვიე. ამჯერად გამიმართლა... გაოცებულ კონსულს კი ავუხსენი, რომ საბუთები მეზობლის ბავშვმა დამიხია. ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ვაშინგტონში კი ჩემი ნათესავი გოგო ცხვორობდა. გადავწყვიტე, მასთან სუტმრად წავსულიყავი. აეროპორტში რომ ჩავფრინდი, ჯოვი გავიცანი. თუმცა, მალევე გავეცალე დამფრთხალი, მაგრამ როგორც ჩანს, ბედისწერას ვერსად წაუხვალ. ეს ჩემი ნათესავი გოგონა ოჯახში მუშაობდა, ჯოვი კი ამ ოჯახის უფროსის მეგობარი აღმოჩნდა და რამდენიმე ხნის შემდეგ, სტუმრად რომ მოვიდა და იქ მნახა, სიხარულით ცას ეწია. მოსვენებას არ მაძლევდა, ცოლად გამომყევიო, მეუბნებოდა. მე კი გავურბოდი. შემდეგ, ამერიკაში მცხოვრებ ბიძაშვილს, მამაკაცს ვკითხე რჩევა. მან კი მითხრა – თუ იტალიელია და გეუბნება, რომ უყვარხარ, დაუჯერე, მათ ტყუილი არ იციანო. ასე გავხდი ჯოვის მეუღლე.

- ქორწილი გადაიხადეთ?

- მხოლოდ მეგობრები გვყავდა მოწვეული, რადგან ჯვრისწერას თბილისში ვაპირებთ. ჯოვი კათოლიკეა, ჯერ მოინათლება, როგორც მართლმადიდებელი, შემდეგ კი ჯვარსაც დავიწერთ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე ინგლისური არ ვიცოდი, ჯოვიმ - ქართული და ერთმანეთს ძლივს ვაგებინებდით, რა გვინდოდა.

- როგორი მეუღლეა ჯოვი?

- ძალზე ყურადღებიანი და თბილი. ბავშვი ფაქტობრივად, მისი დახმარებით გავზარდე. ამას წინათ, ჩემი დაბადების დღისთვის ლობიოს კერძი მომიმზადა. მართალია, ჩემს ახლობლებს გაუკვირდათ, ლობიო რომელი სადღესასწაულო კერძიაო? - მაგრამ მათთან ხორციანი ლობიო ძალზე მიღებულია. ერთხელ მეც მინდოდა, მისთვის მესიამოვნებინა და გადავწყვიტე, გემრიელი კერძი დამეხვედრებინა. დავრეკე ჩემს ნათესავებთან და ვკითხე, ჩახოხბილი როგორ კეთდება-მეთქი? მათი კარნახით მოვამზადე, მაგრამ როდესაც ჯოვიმ გასინჯა, მითხრა: - მეორედ სამზარეულოს საქმეებში აღარ ჩაერიოო...

- რითი განსხვავდება ის ქართველი მამაკაცებისგან?

- თითქმის არაფრით. მე წარმოშობით სვანი ვარ. ერთხელ, ჯოვიმ მკითხა – სვანეთში ცოლი როგორ მოჰყავთო? ავუხსენი რომ როდესაც მამაკაცი პირველად მივა ქალის სათხოვნელად, ჯერ უარით გამოისტუმრებენ, მეორედ რომ მივა, გალახავენ და ისე გამოუშვებენ, შემდგე შესაძლოა ქალი გაატანონ, შესაძლოა, არა-მეთქი. - ეს სიცილიაშიც ასე ხდებაო, - მიპასუხა კმაყოფილმა.

30 წლის ეკა ლაგვილავას ქართველ მამაკაცთან პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, 13 წლის ლიკა. შემდეგ დაქვრივდა და თავისი ბედი არაბ მუჰამედ კჰადრუფს დაუკავშირა. ეკას მუხასთან (ასე ეძახიან მუჰამედს) 4 შვილი ჰყავს და ოთხივე ერთმანეთისგან განსხვავებული. უფროსი, მონიკა 7 წლის გახლავთ და საკმაოდ შავგვრემანია, 6 წლის მარიამი ქერა და ცისფერთვალება, ხალიდი 4 წლის გახლავთ - ოჯახში ერთადერთი ვაჟია და ფერით დედას ჰგავს, უმცროსი სარა კი 2 წლის - ხორბლისფერი, თაფლისფერთვალება ბავშვია.

- 1996 წელს, ჯგუფთან ერთად სამუშაოდ წავედი დუბაიში. სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავიცანი მუხა. თბილი და ყურადღებიანი ადამიანია და მალე მოიპოვა ჩემი კეთილგანწყობა. ცოტა ხანში დავქორწინდით კიდეც.

- მისმა ოჯახმა როგორ მიიღო ქართველი რძალი?

- მას ჰყავს 8 დედმამიშვილი. მშობლები და და-ძმა მაროკოში ცხოვრობენ. მისი ორი და კი, დუბაიში ცხოვრობს. ორივესთან ძალზე კარგი ურთიერთობა მაქვს. დედამისიც რამდენჯერმე გვეწვია სტუმრად და ერთმანეთს მშვენივრად გავუგეთ. ამ ქალს სახეზე რომ შეხედავთ, მიხვდებით – ნდობას იმსახურებს.

- მუხა მრავალშვილიანი ოჯახიდან ყოფილა. ეს მისი სურვილი იყო, რომ ოთხი შვილი გყოლოდათ?

- არა, სურვილი არ ყოფილა, მაგრამ იქ, მოგეხსენებათ, მუსლიმანური სამყაროა და ბავშვის მოშორება არ შეიძლება. თუ დედას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ შვილი იყოლიოს, მეუღლემ უნდა მისცეს თანხმობა, ექიმთან მისასვლელად. მე თანხმობას ვერ ვღებულობდი, ერთადერთი მიზეზის გამო - ჩვენი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რადგან მე ქვეყანაში არალეგალურად ვიმყოფებოდი და ხელის მოწერის უფლება არ მოგვცეს. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ღმერთმა რამდენი შვილიც მომცა, იმდენი გამეჩინა.

- თქვენ ახლა ღმერთი ახსენეთ... თქვენ და თქვენს მეუღლეს სხვადასხვა სარწმუნოება გაქვთ. ხომ არ აპირებთ, რელიგიური მრწამსის შეცვლას?

- არავითარ შემთხვევაში. თუნდაც ამისთვის ოჯახის დანგრევის საშიშროების წინაშე დავდგე. მე ჩემს რწმენას არ ვუღალატებ და ვფიქრობ, რომ შვილებსაც ქრისტიანული წესით მოვნათლავ.

- მუსლიმანურ ქვეყნებში ქალები ჩადრით დადიან. თქვენ თუ იყენებდით თავსაბურავს?

- იქ იძულებული ხარ, ჩადრი ატარო. მე, როგორც არალეგალი, სიამოვნებით ვიყენებდი ამ ატრიბუტს, რათა ჩემი ვინაობა დამემალა. ქალები გარეთ ჩადრით დადიან, შინ კი ისე გამოპრანჭულები და დავარცხნილ-"დამანიკიურებულნი", რომ გაგიკვირდებათ.

- როგორი მეუღლეა მუხა? ქართველი მამაკაცებისგან რით განსხვავდება?

- ჩვენთან, საქართველოში მიღებულია, რომ ოჯახში დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობ და შვილების გაზრდაშიც მშობლები გეხმარებიან. იქ ასე არ ხდება. ჩვენ, ორმა გავზარდეთ ოთხივე შვილი. მუხა ყველაფერში მეხმარებოდა – სახლის დალაგებაში, გარეცხვაში, ბავშვები თითქმის მისი გაზრდილები არიან.

- მუხა რას საქმიანობდა დუბაიში?

- როდესაც დავქორწინდით, ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ - სატელიტური ანტენების მემონტაჟედ. როდესაც საქართველოში მოვდიოდით, ვეუბნებოდი, სამსახურს ნუ მიატოვებ, დარჩი, იქაურობა მაინც არ მოგეწონება-მეთქი, მაგრამ დაიჟინა, მაინტერესებს, შენი ქვეყანა როგორია და უნდა ვნახოო. ახლა კი უკან წასვლა უნდა და ვეღარ მიდის.

- რატომ?

- ქვეყანაში ცხოვრების ვადა დაუმთავრდა. ახალ ვიზას კი არ აძლევენ, რადგან ხელი მოწერილი არ გვაქვს. ხელის მოწერის უფლებას კი იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ვიზა არა აქვს. გამოუვალ სიტუაციაში ვართ. აქ სამსახური ვერ იშოვა. ერთხანს ჩემი მული გვიგზავნიდა საარსებო თანხას, ახლა ისიც ვეღარ გვეხმარება და გაგვიჭირდა. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელმძღვანელები არაბები არიან. მუხამ მიაკითხა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარნენ, ისევ იმის გამო, რომ ვიზა არა აქვს. გვიან ღამით გამწარებულმა ჩაალაგა ჩანთაში თავისი ნივთები და გადაწყვიტა, პოლიციას ჩაჰბარებოდა, რომ დეპორტაცია გაეკეთებინათ. მეც გავყევი. განყოფილებაში მხოლოდ მორიგე დაგვხვდა. მან იქვე, სკამზე მიუთითა და უთხრა: - აქ დაჯექი და დილით უფროსები რომ მოვლენ, იმათ დაელაპარაკეო. მუხა ეხვეწებოდა - საკანში ჩამსვითო, მაგრამ უარი მიიღო. ძლივს წამოვიყვანე შინ. მეორედ, ღამით ლოგინიდან გაიპარა, კვლავ განყოფილებას მიაკითხა და იმავე პასუხით მობრუნდა უკან. ერთი სიტყვით, ვერ ახერხებს შინ წასვლას, რომ მერე ჩვენც წაგვიყვანოს.

- ქართველი მამაკაცებივით ეჭვიანია?

- კი, ეჭვიანი არის. თვითონ ამბობს, რომ ძალიან ვუყვარვარ და ამიტომ ეჭვიანობს. ჩემი სიყვარულის გამო ქართულიც კი შეისწავლა, მაგრამ არ ლაპარაკობს. ბავშვები კი ამ ერთ წელიწადში, ქართულს სრულყოფილად დაეუფლნენ. მუხას ეჭვიანობის გამო პრობლემა არასოდეს შემქმნია. ის მშვიდი ადამიანია, მაგრამ საქართველოში ცხოვრებამ სულ გააგიჟა. ადგილს ვეღარ პოულობს და ხასიათიც გაუფუჭდა. სულ ჯუჯღუნებს, თავის თავში ჩაიკეტა და თავს მარტოსულად გრძნობს.

- მათი კანონი მრავალცოლიანობის უფლებას იძლევა. თქვენ. როგორ უყურებთ ამ ფაქტს?

- მე ვერაფრის დიდებით ვერ შევეგუები ამას. თუმცა, არც მუხას აქვს სურვილი, ჩემ გარდა ცოლი კიდევ ჰყავდეს...

ჩვენს საუბარში მუხაც ჩაერია და რამდენიმე კითხვით მასაც მივმართე.

- როგორ მოგწონთ საქართველოში ცხოვრება?

- რა ვიცი, ხან მომწონს, ხან არა. ახლა ჩემს სამშობლოში მინდა დაბრუნება.

- რით განსხვავდება ქართველი ქალი არაბი ქალებისგან?

- არაბი ცოლი არ მყოლია და არც მინდა. ისინი ძალიან ფიცხები არიან. ეკა იმიტომ არ მომიყვანია ცოლად, რომ ქართველია, უბრალოდ, ძალზე შემიყვარდა და ამიტომ დავქორწინდით. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს - დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, შემდგე ჩემი ცოლ-შვილიც თან წავიყვანო, მანამდე კი ვიმუშაო და მათი გასამგზავრებელი ფული მოვაგროვო.

- საქართველოში მეგობრები არ შეიძინეთ?

- მე გაოცებული ვარ ქართველი მამაკაცების საქციელით. როგორ შეიძლება, რომ მთელი დღე უსაქმურად იყო, ეზოში იჯდე და კარტს ან დომინოს თამაშობდე? მერე დალევენ და ერთმანეთს ისე გამეტებით ურტყამენ, თითქოს მტრები იყვნენ. ერთი ტენდენცია შევნიშნე: თუ ფული მაქვს, ყველა მეძმაკაცება, მეზობლები სულ "მუხა, მუხას" ძახილში არიან. თუ არა და, არავის ვჭირდები, კარზე არავინ მომიკაკუნებს. ხანდახან ფეხბურთის სათამაშოდ მეძახიან ხოლმე, მეც სიამოვნებით ვთამაშობ, მაგრამ თუ თამაშის დროს, შემთხვევით ვინმეს ხელი მოვარტყი, ისეთ ამბავს ატეხენ, მტრისას... ახლა გინება? - ჩემი დედა, ჩემი დედა! ამას როგორ ვიტყვი?! ეს როგორ შეიძლება?

ახლა კი ისიც დავადგინოთ, როგორი მეუღლეები არიან "ქვედაკაბიანი" მამაკაცები. ჩემი რესპონდენტი ნათია ქურდაძეა, მისი მეუღლე კი - შოტლანდიელი არმან არტილდსი. არმანმა მეუღლეს ინტერვიუზე თავაზიანი დასტური მისცა, მაგრამ ფოტოს გამოქვეყნებაზე რატომღაც უარი გვითხრა.

- ნათია, სად გაიცანით არმანი?

- აქ, თბილისში გავიცანი. ხუთი წლის წინ ერეთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ჩვენი მოწვევით უცხოელთა ჯგუფი გვესტუმრა. მათ შორის იყო არმანიც. ჯგუფის ყველა წევრი ორი კვირის შემდეგ უკან გაბრუნდა, არმანი კი დარჩა და არ დაუმალავს, რომ მისი შეყოვნების მიზეზი მე ვიყავი. საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და როდესაც ცოლობაზე თანხმობა განვუცხადე, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, რომ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინა ეს ამბავი და თან, ქორწილისთვის მომზადებულიყო. სულ მალე მეც მოვაწესრიგე აუცილებელი საბუთები და ქორწილამდე სამი დღით ადრე, ოცდაათ მეგობართან და ნათესავთან ერთად ჩავფრინდი ლონდონში (არმანი იქ ცხოვრობდა). მათი წესის მიხედვით, სიძე-პატარძალმა ერთ ჭერქვეშ ღამე არ უნდა გაათიოს ქორწილამდე. ამიტომ ჩემი სტუმრებიანად სასტუმროში მომათავსეს. იმ საღამოსვე არმანის მშობლები და ძმა მეწვივნენ სასტუმროს ნომერში და ძვირფასი საქორწილო კაბა, ფეხსაცმელი და სამკაული მომართვეს. ძალიან მოვეწონე სადედამთილოს. კალთაში ჩამისვა და სულ შვილო-შვილოს მეძახდა. ჩემს მაყარს თან ქართული სასმელი ჰქონდა წამოღებული და არმანის ძმა ისე გამოთვრა, ლამის სულ ძირს ხოხავდა. მეორე დღეს სადედამთილომ საკუთარი "შევროლეთი" მომაკითხა, მაღაზიები მომატარა და თავიდან ბოლომდე შემმოსა. უამრავი ფუთით დავბრუნდი შინ. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ქორწილში მელოდა. ჩემი ნათესავები არმანს სულ კაცურ კაცსა და ვაჟკაცს ეძახდნენ. ის კი ბოლოკაბაში გამოწყობილი გამოგვეჭიმა და ლამის გული გამისკდა, ისე საცოდავად უჩანდა გეტრსა და შოტლანდიურ კილტს შორის შიშველი მუხლები და ისეთი უსუსური ჩანდა, ლამის ქორწილიდან გამოვიქეცი, მაგრამ თავი შევიკავე. თუმცა, ასე მხოლოდ ეკლესიაში, ჯვრისწერის დროს იყო. შემდეგ მეც გამოვიცვალე ტანისამოსი და მანაც. შვებით ამოვისუნთქე...

- როგორი ქმარია არმანი?

- უი, რას ამბობ? მაგას კითხვა რად უნდა? საუკეთესო ქმარია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი. ყოველ გაზაფხულზე, თვითონვე ცდილობს, რომ თბილისში გამომიშვას და მშობლებისა და ახლობლების ნახვით დავტკბე. როცა მე აქ ვარ, არმანი კი ლონდონში, ყოველ დილით მისი შეკვეთით თაიგული მოაქვთ ჩემთვის. თუ თვითონაც თბილისშია, დილით 7 საათზე დგება და სავარჯიშოდ მიდის, იქიდან კი თაიგულით ხელდამშვენებული ბრუნდება. ერთადერთი, რაზეც ვერ ვთანხმდებით, ის გახლავთ, რომ მე შვილი მინდა, ის კი ფიქრობს, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ...

ახლა კი შეპირებისამებრ, შესავალში ხსენებული თავშეყრის ფინალს მოგახსენებთ. ქალბატონმა ნიტამ ისე აქო თავისი ფრანგი ქმარი, რომ იქ მყოფმა ერთ-ერთი ქართველი ქმრის ქართველმა ცოლმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: შესაძლოა, შენი ქმარი ძალიან კარგია, მაგრამ ქართველი კაცის მსგავსი, ცეცხლოვანი და ვაჟკაცური მაინც ვერ იქნებაო...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#21 20.05.2004

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება