მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას
"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. მი­ნის­ტრის სა­მო­სის გამო ჯერ კი­დევ მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ, რო­დე­საც წუ­ლუ­კი­ა­ნი ყა­ტა­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე უც­ნა­უ­რი სა­მო­სით გა­მოჩ­ნდა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რო­დე­საც მან იუს­ტი­ცის სახ­ლში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­პუ­ტა­ტი გოგა ხა­ჩი­ძე, რო­მელ­მაც მი­ნის­ტრის სა­მო­სი სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბას შე­ა­და­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ამ­გვა­რი ჩაც­მუ­ლო­ბა შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბის შე­სა­ხებ Ambebi.ge დი­ზა­ი­ნერ თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რო­გორ უნდა იმო­სე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კო­სი, 21-ე სა­უ­კუ­ნის მოდა აძ­ლევს თუ არა მას სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას?

- შევ­თან­ხმდეთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სი არის ქვეყ­ნის სახე და არ აქვს უფ­ლე­ბა დრეს­კოდს არ და­ე­მორ­ჩი­ლოს. ეტი­კეტს უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი. ჩაც­მა კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. პო­ლი­ტი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბი პა­სუ­ხობ­დნენ მსოფ­ლიო მო­დას.

- ფე­რე­ბის არ­ჩე­ვა­შიც შე­ზღუ­დუ­ლია პო­ლი­ტი­კო­სი?

- ფე­რებ­ში არ არის შე­ზღუ­დუ­ლი. პი­რი­ქით, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­შა­ვე­ბუ­ლი და ლურ­ჯი სა­მო­სი ეც­ვას, სა­მო­სი უნი­ფორ­მის­გან უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დეს. ფე­რებს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს: მწვა­ნე უზა­დო პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს, წი­თე­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ფე­რია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია. ეს უნდა იცო­დეს პო­ლი­ტი­კოს­მა.

- თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა მოგ­წონთ?

- ვფიქ­რობ, გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა. წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ვად არის მკაც­რი ჰა­ბი­ტუ­სის მქო­ნე, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლე­ბის შე­ტა­ნა მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

- რა დე­ტა­ლებს შე­ი­ტან­დით?

- მახ­სოვს ერთი პი­ჯა­კი, რო­მელ­საც სხვა­ნა­ირ სა­ყე­ლოს გა­ვუ­კე­თებ­დი, ზუს­ტად არ მახ­სოვს რო­მე­ლი პი­ჯა­კია, მაგ­რამ მახ­სოვს დიდი ღი­ლა­კი ამ პი­ჯაკ­ზე.

- ყა­ტარ­ში ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე მას ეცვა ყა­ტა­რის ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის სტილ­ში, მი­სა­ღე­ბია ასე ეც­ვას ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ნისტრს?

- არ მი­ნა­ხავს ეგ შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეთ­ნო­მო­ტი­ვებ­ზე უნდა იყოს სა­მო­სი, ჯო­ბია ქარ­თუ­ლი ტან­საც­მე­ლი ეც­ვას. მი­ნის­ტრი ქვეყ­ნის სა­ხეა, ამი­ტომ ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი უნდა ჩა­იც­ვას და ქვე­ყა­ნას გა­უ­კე­თოს რეკ­ლა­მა.

- გუ­შინ­დელ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რას იტყვით, სა­დაც მას ია­პო­ნუ­რი სტი­ლის ყვი­თე­ლი პრე­ნა­გი ეცვა?

- ჭყე­ტე­ლა ფე­რე­ბი არ უნდა ეც­ვას მი­ნისტრს. შუ­ა­ლე­დის დაც­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა მი­ნისტრს ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი სა­მო­სი ეც­ვას ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე. ყვი­თე­ლი სა­მო­სი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კოს­ზე. თუმ­ცა ყვი­თელს გა­აჩ­ნია, რად­გან ყვე­ლა ფერს თა­ვი­სი გრა­და­ცია აქვს.

- სჭირ­დე­ბა წუ­ლუ­კი­ანს იმი­ჯმე­ი­კე­რი?

- იმი­ჯმე­ი­კე­რი ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. მათ შო­რის თეა წუ­ლუ­კი­ანს, აუ­ცი­ლებ­ლად.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უც­ნა­უ­რი სა­მო­სი ყა­ტა­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე (+5 ფოტო)

ვი­დეო: სა­ა­კაშ­ვი­ლი "და­ღე­ჭი­ლი" პე­რან­გით და წუ­ლუ­კი­ა­ნი ალუ­ჩე­ბით - დი­ზა­ი­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას

"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას

თეა წულუკიანის ჩაცმულობა ბოლო პერიოდში საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. მინისტრის სამოსის გამო ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც წულუკიანი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უცნაური სამოსით გამოჩნდა.

თეა წულუკიანის ჩაცმულობა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც მან იუსტიცის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი საზეიმოდ გახსნა.

თეა წულუკიანის ჩაცმულობას თავისებურად გამოეხმაურა დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომელმაც მინისტრის სამოსი საკურას ყვავილობას შეადარა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის ამგვარი ჩაცმულობა შექებას იმსახურებს.

თეა წულუკიანის ჩაცმულობის შესახებ Ambebi.ge დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ესაუბრა:

- როგორ უნდა იმოსებოდეს პოლიტიკოსი, 21-ე საუკუნის მოდა აძლევს თუ არა მას სამოსის არჩევისას ლავირების საშუალებას?

- შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკოსი არის ქვეყნის სახე და არ აქვს უფლება დრესკოდს არ დაემორჩილოს. ეტიკეტს უნდა ემორჩილებოდეს ყველა პოლიტიკოსი. ჩაცმა კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. პოლიტიკურად ძლიერი ქვეყნები პასუხობდნენ მსოფლიო მოდას.

- ფერების არჩევაშიც შეზღუდულია პოლიტიკოსი?

- ფერებში არ არის შეზღუდული. პირიქით, არ შეიძლება ჩაშავებული და ლურჯი სამოსი ეცვას, სამოსი უნიფორმისგან უნდა განსხვავდებოდეს. ფერებს თავისი დატვირთვა აქვს: მწვანე უზადო პატივისცემას იმსახურებს, წითელი აგრესიული ფერია, მაგრამ ყოველთვის მომგებიანია. ეს უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა.

- თეა წულუკიანის ჩაცმულობა მოგწონთ?

- ვფიქრობ, გემოვნებით იმოსება. წულუკიანი თავად არის მკაცრი ჰაბიტუსის მქონე, თუმცა შეიძლება დეტალების შეტანა მის ჩაცმულობაში.

- რა დეტალებს შეიტანდით?

- მახსოვს ერთი პიჯაკი, რომელსაც სხვანაირ საყელოს გავუკეთებდი, ზუსტად არ მახსოვს რომელი პიჯაკია, მაგრამ მახსოვს დიდი ღილაკი ამ პიჯაკზე.

- ყატარში ოფიციალურ შეხვედრაზე მას ეცვა ყატარის ეროვნული სამოსის სტილში, მისაღებია ასე ეცვას ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრს?

- არ მინახავს ეგ შეხვედრა, მაგრამ თუ მაინცდამაინც ეთნომოტივებზე უნდა იყოს სამოსი, ჯობია ქართული ტანსაცმელი ეცვას. მინისტრი ქვეყნის სახეა, ამიტომ ეროვნული სამოსი უნდა ჩაიცვას და ქვეყანას გაუკეთოს რეკლამა.

- გუშინდელ ჩაცმულობაზე რას იტყვით, სადაც მას იაპონური სტილის ყვითელი პრენაგი ეცვა?

- ჭყეტელა ფერები არ უნდა ეცვას მინისტრს. შუალედის დაცვაა აუცილებელი. არ შეიძლება მინისტრს ყვავილებიანი სამოსი ეცვას ოფიციალურ შეხვედრაზე. ყვითელი სამოსი ვერ წარმომიდგენია პოლიტიკოსზე. თუმცა ყვითელს გააჩნია, რადგან ყველა ფერს თავისი გრადაცია აქვს.

- სჭირდება წულუკიანს იმიჯმეიკერი?

- იმიჯმეიკერი ყველას სჭირდება. მათ შორის თეა წულუკიანს, აუცილებლად.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე (+5 ფოტო)

ვიდეო: სააკაშვილი "დაღეჭილი" პერანგით და წულუკიანი ალუჩებით - დიზაინერი პოლიტიკოსებზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს