სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება
"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აკ­რი­ტი­კებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ანტი-დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ვებს, არა­მედ იმი­ტომ რომ, რაც მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ჩვენ­თან დღეს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე არ­სე­ბობს ნამ­დვი­ლი დის­კრი­მი­ნა­ცია - მშრო­მე­ლებს და უმუ­შევ­რებს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი არა აქვთ. მე ვფიქ­რობ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მა­მა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ხარ­ბის და სი­ღა­ტა­კის და­მარ­ცხე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ - თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი ჯი­პე­ბი­დან ჩა­მოვ­ლენ, მარ­თლაც დის­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი ხალ­ხის გვერ­დზე გა­ივ­ლი­ან და ერთს მა­ინც სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ში და­ეხ­ნა­რე­ბი­ან. ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი უმუ­შე­ვა­რი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი და დის­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია - ამ­დე­ნი ბავ­შვი კვდე­ბა შიმ­ში­ლით ყო­ველ დღე და ჩვენ ყვე­ლა მათ­ზე უნდა ვლო­ცუ­ლობ­დეთ და მათ­თვის ვმუ­შა­ობ­დეთ დღე და ღამე. აგ­რეთ­ვე ეკ­ლე­სია არ უნდა იყოს კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ბიზ­ნეს-ორ­გა­ნი­ზა­ცია - ქრის­ტე არ სცნობ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას არც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სათ­ვის და არც სა­კუ­თა­რი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის. ვიდ­რე სხვის გან­სჯას და­ვი­წყებ­დე - მე ჩემს ჰე­ტე­რო-ნორ­მა­ტი­ულ ცოდ­ვებს მო­ვი­ნა­ნი­ებ - და მერე აუ­ცი­ლებ­ლად ვეც­დე­ბი, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თით მა­ინც ნაკ­ლე­ბი უმუ­შე­ვა­რი იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს სა­ში­ნე­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­აა - ყვე­ლა ჯუ­რის ადა­მი­ა­ნის - და ამას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი კა­ნო­ნი - ყვე­ლა სა­ხის ადა­მი­ან­ზე. მე სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია ანტი-დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის ჯიბრში ჩად­გო­მა და უარ­ყო­ფა. შრო­მის და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს - ეს არის სწო­რედ ღმერ­თის დად­გე­ნი­ლი კა­ნო­ნი. და ნამ­დვილ გარ­ყვნი­ლე­ბა­ზე რო­დე­საც არის სა­უ­ბა­რი, სრულ სი­ღა­ტა­კე­ში უმ­დიდ­რე­სი ჯი­პებ­ში სხდო­მა და მო­ოქ­რო­ვილ სა­სახ­ლე­ებ­ში ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ახ­სენ­დეს ყო­ველ ჩვენ­თა­განს პირ­ველ რიგ­ში - სუ­ლი­ე­რი გარ­ყვნი­ლე­ბა ფი­ზი­კურს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და 'თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის' პირ­ვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იესო ქრის­ტე იყო. გა­იხ­სე­ნეთ რა ამ­ბა­ვი და­ა­წია ტა­ძარ­ში მო­ვაჭ­რე­ებს იე­სომ!

სა­ქარ­თვე­ლო­ში არის დის­კრი­მი­ნა­ცია და ამ ფაქტს ვე­რაფ­რით და­მა­ლავთ. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი და მში­ე­რია. ამ დროს გა­მო­დი­ან ეს გა­ვა­შე­ბუ­ლი წვე­რე­ბი­ა­ნი ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის მა­გა­ლითს აჩ­ვე­ნე­ბენ მთელს მო­სახ­ლე­ო­ბას და რა­ღა­ცას დე­მა­გო­გო­ბენ უნი­ჭოდ. გად­მო­ვიდ­ნენ თა­ვი­სი ჯი­პე­ბი­დან, მორ­ჩნენ თა­ვის გარ­ყვნილ ცხოვ­რე­ბის სტილს და მერე და­ვი­ჯე­რებ მათ­სას. მწიგ­ნობ­რე­ბის და ფა­რის­ვე­ლე­ბის არ მჯე­რა მე. მე მჯე­რა იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბე­ბის და ჩაგ­რუ­ლე­ბის გვერ­დზე იყო - მე არ მჯე­რა კა­პი­ტა­ლის­ტი მღვდლე­ბის!

ნამ­დვი­ლი მღვდე­ლი ჯორ­ზე უნდა იჯ­დეს სწო­რე­დაც და არა 100 ათას დო­ლა­რი­ან ჯიპ­ზე და მაგ­დე­ნი ვი­საც არ ეს­მის იმის მორ­წმუ­ნე­ო­ბის მე არ მწამს. გარ­ყვნი­ლე­ბა თუ გინ­და სწო­რედ ეგ არის.

ეს კა­ნო­ნი არა­ნა­ირ პრო­პა­გან­დას არ ეწე­ვა და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის პო­ზი­ცია არის ამ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი დე­მა­გო­გია. სა­მარ­ცხვი­ნოა ასეთ დას­კვნებს რომ ეკე­თე­ბენ მღვდლე­ბი. სირცვხი­ლია მთე­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვის. ეს ერთი. და მე­ო­რე: პე­დო­ფი­ლი­ას და პი­და­რას­ტო­ბას (რაც ბავ­შვის გარ­ყვნას ნიშ­ნავს აგ­რეთ­ვე) მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ებ­რძო­დეს და მათს შო­რის ეკ­ლე­სი­აც - რო­მე­ლიც პე­დო­ფი­ლი­ის ერთ-ერთი ცენ­ტრია მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენ­თა­ნაც. ეს მო­აქვს ეკ­ლე­სი­ის სიმ­დიდ­რე­ში ჩახ­რჩო­ბას და მის ბიზ­ნე­სად გა­დაქ­ცე­ვას. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის სა­ში­ნე­ლი დის­კრი­მი­ნა­ცია და ანტი-დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რომ არა­ვინ და­ი­ჩაგ­როს", - წერს კა­კა­ბა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება

"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარდაჭერას უცხადებს და მის წინააღმდეგ განწყობილ სასულიერო პირებს აკრიტიკებს.

"საქართველოში ანტი-დისკრიმინაციული კანონი აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაგვაახლოვებს, არამედ იმიტომ რომ, რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენთან დღეს სამუშაო ადგილებზე არსებობს ნამდვილი დისკრიმინაცია - მშრომელებს და უმუშევრებს არანაირი უფლებები არა აქვთ. მე ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ჩვენი პატივცემული მამაოები საქართველოში სიხარბის და სიღატაკის დამარცხებაზე იზრუნებენ - თავისი მდიდრული ჯიპებიდან ჩამოვლენ, მართლაც დისკრიმინირებული ხალხის გვერდზე გაივლიან და ერთს მაინც სამუშაოს შოვნაში დაეხნარებიან. ქვეყანაში ამდენი უმუშევარი, გაუბედურებული და დისკრიმინირებული ადამიანია - ამდენი ბავშვი კვდება შიმშილით ყოველ დღე და ჩვენ ყველა მათზე უნდა ვლოცულობდეთ და მათთვის ვმუშაობდეთ დღე და ღამე. აგრეთვე ეკლესია არ უნდა იყოს კაპიტალისტური ბიზნეს-ორგანიზაცია - ქრისტე არ სცნობდა კერძო საკუთრებას არც საკუთარი თავისათვის და არც საკუთარი ეკლესიისათვის. ვიდრე სხვის განსჯას დავიწყებდე - მე ჩემს ჰეტერო-ნორმატიულ ცოდვებს მოვინანიებ - და მერე აუცილებლად ვეცდები, რომ ამ საზოგადოებაში ერთით მაინც ნაკლები უმუშევარი იყოს. საქართველოში დღეს საშინელი დისკრიმინაციაა - ყველა ჯურის ადამიანის - და ამას ნამდვილად სჭირდება ადამიანის სოციალური უფლებების დამცველი კანონი - ყველა სახის ადამიანზე. მე სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია ანტი-დისკრიმინაციული კანონის ჯიბრში ჩადგომა და უარყოფა. შრომის და ცხოვრების უფლება ყველა ადამიანს აქვს - ეს არის სწორედ ღმერთის დადგენილი კანონი. და ნამდვილ გარყვნილებაზე როდესაც არის საუბარი, სრულ სიღატაკეში უმდიდრესი ჯიპებში სხდომა და მოოქროვილ სასახლეებში ცხოვრება უნდა გაახსენდეს ყოველ ჩვენთაგანს პირველ რიგში - სულიერი გარყვნილება ფიზიკურს არაფრით ჩამოუვარდება. დისკრიმინაციის და 'თავისუფალი ბაზრის' პირველი მოწინააღმდეგე იესო ქრისტე იყო. გაიხსენეთ რა ამბავი დააწია ტაძარში მოვაჭრეებს იესომ!

საქართველოში არის დისკრიმინაცია და ამ ფაქტს ვერაფრით დამალავთ. მილიონობით ადამიანი უმუშევარი და მშიერია. ამ დროს გამოდიან ეს გავაშებული წვერებიანი ტიპები, რომლებიც გაუნათლებლობის მაგალითს აჩვენებენ მთელს მოსახლეობას და რაღაცას დემაგოგობენ უნიჭოდ. გადმოვიდნენ თავისი ჯიპებიდან, მორჩნენ თავის გარყვნილ ცხოვრების სტილს და მერე დავიჯერებ მათსას. მწიგნობრების და ფარისველების არ მჯერა მე. მე მჯერა იესო ქრისტესი, რომელიც ღარიბების და ჩაგრულების გვერდზე იყო - მე არ მჯერა კაპიტალისტი მღვდლების!

ნამდვილი მღვდელი ჯორზე უნდა იჯდეს სწორედაც და არა 100 ათას დოლარიან ჯიპზე და მაგდენი ვისაც არ ესმის იმის მორწმუნეობის მე არ მწამს. გარყვნილება თუ გინდა სწორედ ეგ არის.

ეს კანონი არანაირ პროპაგანდას არ ეწევა და სამღვდელოების პოზიცია არის ამ შემთხვევაში სრულიად არაინფორმირებული დემაგოგია. სამარცხვინოა ასეთ დასკვნებს რომ ეკეთებენ მღვდლები. სირცვხილია მთელი ქვეყნისათვის. ეს ერთი. და მეორე: პედოფილიას და პიდარასტობას (რაც ბავშვის გარყვნას ნიშნავს აგრეთვე) მთელი საზოგადოება უნდა ებრძოდეს და მათს შორის ეკლესიაც - რომელიც პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც. ეს მოაქვს ეკლესიის სიმდიდრეში ჩახრჩობას და მის ბიზნესად გადაქცევას. საქართველოში არის საშინელი დისკრიმინაცია და ანტი-დისკრიმინაციული კანონი აუცილებელია. რომ არავინ დაიჩაგროს", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია

"ცუდი გრძნობაა, როცა თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ COVID-19 შეგეყარა..." - რას წერს დავით ნიკურაძე, რომელმაც აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა

"ფოტოები დღევანდელი წირვიდან" - რა ფოტოების აქვეყნებს სამების არქიმანდრიტი

"რისკ-ჯგუფში არ იყო, უბრალოდ არ გაუმართლა" - რას წერს პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი COVID-19-ით გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე