მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსუალიც რომ იყოს" - მამა თეოდორე
"ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსუალიც რომ იყოს" - მამა თეოდორე

ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბა კვლავ გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ერთ მხა­რეს არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტა­ტებს ანა­თე­მა­ზე გა­და­ცე­მით ემუქ­რე­ბი­ან, მე­ო­რე მხა­რეს - ის დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მღვდლებს პო­ლი­ტი­კუ­რი მან­და­ტე­ბი სურთ და იმი­ტომ აქ­ტი­უ­რო­ბენ, მე­სა­მე მხა­რეს კი დაბ­ნე­უ­ლი მრევ­ლია. ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნით გა­მოწ­ვე­ულ სტრესს სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მო­ნაზვნე­ბის ჩხუ­ბიც და­ე­მა­ტა. მოკ­ლედ, ქვე­ყა­ნა ღრმა სუ­ლი­ერ კრი­ზის­შია, რომ­ლი­დან გა­მოს­ვლა­საც ფე­რის­ცვა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი მამა თე­ო­დო­რე (გიგ­ნა­ძე) "ვერ­სი­ას­თან" ერ­თად ცდი­ლობს.

- პატ­რი­არ­ქმა პარ­ლა­მენტს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა სთხო­ვა. პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ნონს მა­ინც მი­ვი­ღებ­თო. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას თქვენც ეკ­ლე­სი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბად აფა­სებთ?

- როცა სა­უ­ბა­რია გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე პატ­რი­არ­ქსა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, ეს, ზო­გა­დად, ყველ­გან ასეა და არც ახა­ლი ამ­ბა­ვია. არ მახ­სენ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პატ­რი­არ­ქის სი­ტყვას ყუ­რად იღებ­დეს.

- კა­ნონ­ში, რო­მე­ლიც კრძა­ლავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ას მთე­ლი რიგი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­და­ვო ორი ფრა­ზაა - "გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა" და "სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია". სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი "სო­დომ-გო­მო­რის" მა­რა­დი­ულ ცე­ცხლში "გა­უშ­ვეს" და სხდო­მა და­ტო­ვეს. ეს მიდ­გო­მა სწო­რია?

- ლი­ბე­რა­ლებს სულ ვე­ჩხუ­ბე­ბი, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით მა­ინც ლი­ბე­რა­ლი ვარ და უკი­დუ­რე­სო­ბა არ მიყ­ვარს. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ძღვრე­ბაა, ამი­ტომ ჩემ­თვის ასე­თი რამ ში­ნა­გა­ნად მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა, უნდა ვი­ცო­დეთ იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­ტი­ვა­ცია, ვინც ამას ამ­ბობს. თუ ეს ხალ­ხი და­წყევ­ლა, მი­უ­ღე­ბე­ლია. თუ იტყვის, ეს მათ შე­სა­ში­ნებ­ლად ვთქვი, თო­რემ მერე წა­ვე­დი და მათ­თვის ვი­ლო­ცეო, სხვა საქ­მეა.

- საქ­მეც ისაა, რომ მათ პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დეს, ლოც­ვებ­ში აღარ მო­გიხ­სე­ნი­ებ­თო...

- თუ ესეც დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად ით­ქვა, სხვა საქ­მეა. თუ ეს მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი წყევ­ლა-კრულ­ვაა, მი­უ­ღე­ბე­ლია, ამი­ტომ გან­კი­თხვა გა­მი­ჭირ­დე­ბა. მო­დით, ახლა სა­კითხს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან შევ­ხე­დოთ – შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რა­საც კა­ნონ­ში ვწერთ, იმას ნორ­მად არ ვაქ­ცევთ და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს არ ვა­კა­ნო­ნებ­თო.

- არ ვიცი, რას ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ურ­ჩევ­ნია, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე მან­დატს და­ტო­ვებს, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი და­კა­ნონ­დე­ბა, აი, თა­მარ კორ­ძა­ია კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­ზე­ზი მან­და­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლია.

- თუ ქალ­ბა­ტო­ნი კორ­ძა­ია იმას გუ­ლის­ხმობს, რომ მღვდლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში ერე­ვი­ან, უნდა ვი­ცო­დეთ, როცა დავა ზნე­ობ­რივ სა­კი­თხებ­ზე მი­დის, მღვდე­ლიც იტყვის სი­ტყვას. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გან­ცხა­დე­ბებს, თუ ამ კა­ნონს რა­ი­მე ცუდი მოყ­ვე­ბა, და­პი­რე­ბე­ბი გვი­ან იქ­ნე­ბა. ერთ-ერთი ეპის­კო­პო­სი მე­სა­უბ­რა კა­ნო­ნის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირს, მერ­თმე­ვა უფ­ლე­ბა ვთქვა, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი ცოდ­ვა, აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა, ავად­მყო­ფო­ბა და გარ­ყვნი­ლე­ბაა. თუ ამ სი­ტყვებს წარ­მოვ­თქვამ, დამ­ნა­შა­ვე ვხდე­ბი?! იმა­ზე ლა­პა­რა­კი არაა, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გი­ნე­ბა, ცემა, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მოყ­რა, მაგ­რამ მე მას უნდა ვუ­თხრა – რა­საც აკე­თებ, ეს აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბაა-თქო და ეს ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად არ უნდა ჩა­ით­ვლა­ოს. თუკი ეს კა­ნო­ნი ამის უფ­ლე­ბას რა­ღაც კუ­თხით მარ­თმევს, ეკ­ლე­სია ხმას აი­მაღ­ლებს. ნურც იმა­ში და­მარ­წმუ­ნებს ვინ­მე, ქარ­თველ კაცს ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლა არას­დროს ემუქ­რე­ბაო. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­შიც ასე გვე­გო­ნა­და ჩვე­ნი ხე­ლით ვან­გრი­ეთ ეკ­ლე­სი­ე­ბი. მამა გაბ­რი­ელ­მა ლე­ნი­ნის სუ­რა­თი რომ დაწ­ვა და ქრის­ტეს მცნე­ბის ქა­და­გე­ბა და­ი­წყო, ქარ­თვე­ლე­ბი არ და­ე­რივ­ნენ სა­ცემ­რად?! თუ მა­ში­ნაც ბოლ­შე­ვი­კე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩრდი­ლო­ე­თი­დან? არ მაქვს შიში, რომ კა­ნო­ნი შეგ­ვა­ვიწ­რო­ვებს, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ისე­დაც სულ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­მარ­წმუ­ნოს, რომ ერს გა­დაგ­ვა­რე­ბა არ ემუქ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ახლა ცილს ვწა­მებ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს კა­ნო­ნი ჩვე­ნე­ბის და­წე­რი­ლი არაა და ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბი­და­ნაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

- არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ზედ­მე­ტად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დაა, თით­ქოს ევ­რო­პა გვა­ი­ძუ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კაც­მა კაც­ზე იქორ­წი­ნოს?

- და­მარ­წმუ­ნე, რომ ასე არაა. გლე­ხის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია ასე­თი იქ­ნე­ბა – არ მინ­და ევ­რო­კავ­ში­რი, 200 წელი რუს­მა ვერ გა­მა­რუ­სა და ახლა შენ გინ­და, მა­მათ­მა­ვა­ლი გამ­ხა­დოო? ამი­ტომ უნდა თქვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ - მოდი, ამ კა­ნონს ჩვენ დავ­წერთ და ეროვ­ნულ ცნო­ბი­ე­რე­ბას მო­ვარ­გებთ, ამა­ზე ჩემი ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და კა­ნონ­ში­ვე ჩა­დე­ბენ პრე­ვენ­ცი­ას, რომ დევ­ნის აკ­რძალ­ვა, მა­გა­ლი­თად, ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა. ასე უნდა და­ამ­შვი­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

- და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ევ­რო­პის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, არ­მი­ღე­ბა კი რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნა, რად­გან იქ და ბევრ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ კა­ნონს.

- ესეც ექ­სტრე­მიზ­მია! რას ნიშ­ნავს, ვრჩე­ბით რუ­სეთ­ში? მა­შინ ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბის რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა – ყო­ჩაღ, რუ­სეთს. გა­მო­დის, მე კი არა, უსუ­ფაშ­ვი­ლია რუ­სეთ­ში ჩვე­ნი შემყვა­ნი. ვირ­თხა რომ ვირ­თხაა და კუ­თხე­ში მი­ამ­წყვდევ, ის გად­მო­დის შე­ტე­ვა­ზე და კაცი რას იზამს?! თავ­ში აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, თუ ეს კა­ნო­ნი არ მინ­და, რუ­სე­თი მინ­და-მეთ­ქი. არ მინ­და რუ­სე­თი. 9 აპ­რილს გვერ­დში ნი­ჩა­ბი მომ­ხვდა... მაგ­რამ თა­ვად და­მის­ვეს სა­კი­თხი ასე.

- თუ ეს კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის­თვი­საა სა­ჭი­რო, მა­ინც არ უნდა მი­ვი­ღოთ?

- როცა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ამა თუ იმ ფორ­მით, ევ­რო­პას უკავ­ში­რე­ბენ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მთან ერ­თად, უარს ვამ­ბობ ევ­რო­პა­ზეც. როცა მერე ამ ჩემს ნათ­ქვამს მი­ა­ბა­მენ, გა­მო­დის, რუ­სე­თი გინ­და, თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტი მერ­თვე­ბა. მრევ­ლში მყავს ყო­ფი­ლი მე­ძა­ვე­ბი, ყო­ფი­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბიც და ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი არი­ან. რად უნდა ამას კა­ნო­ნი! რას ჰქვია, ვი­ღა­ცამ სცე­მოს, მაშ, პო­ლი­ცია რის­თვი­საა? არ მი­ნა­ხავს, ისი­ნი ვინ­მეს გა­ნე­დევ­ნა. ზოგს კარ­გი თა­ნამ­დე­ბო­ბაც ჰქონ­და, დიდი ფი­ნან­სე­ბი და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნია. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ვი­ღაც ვი­ღა­ცას ამის გამო სცემ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვი, მღვდლის ინ­სტინ­ქტი მაქვს ასე­თი - ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს და­ვი­ჭერ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიც რომ იყოს.

- მა­შინ რა­ტომ მოხ­და 17 მა­ი­სი, რა­ტომ იქცა და­ცინ­ვის საგ­ნად ფრა­ზა "ტა­ბუ­რე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მღვდე­ლი"?

- ეს იმ მღვდელს ჰკი­თხეთ, ვი­საც ხელ­ში ტა­ბუ­რე­ტი ეჭი­რა. მერე იმა­საც, ვინც მას პა­სუ­ხი არ მოს­თხო­ვა. რა ტა­ბუ­რე­ტი, რა გი­ნე­ბა... მღვდე­ლი ქრის­ტეს ხა­ტია. არ შე­იძ­ლე­ბა, მღვდე­ლი იგი­ნე­ბო­დეს, იფურ­თხე­ბო­დეს, თვრე­ბო­დეს, აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავ­დეს. თუ ეს მა­ინც და­ე­მარ­თა, მუხ­ლებ­ზე უნდა და­ემ­ხოს და პა­ტი­ე­ბა ითხო­ვოს ეკ­ლე­სი­ი­სა და პატ­რი­არ­ქის წი­ნა­შე... არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­მარ­ტე­ბუ­ლი არაა, რომ ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სული და ტრა­დი­ცია და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. გა­რან­ტია არ ჩანს და ამი­ტომ მხარს არ ვუ­ჭერ. თუ გა­რან­ტია გა­მოჩ­ნდე­ბა, მერე ვი­ფიქ­რებ, რაკი ევ­რო­კავ­ში­რი ითხოვს, მა­შინ მი­ვი­ღოთ-მეთ­ქი, თო­რემ დღეს ამ კა­ნო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ვგრძნობ. ვი­ღა­ცამ გეის თუ ჩა­არ­ტყა თავ­ში, ის უფრო მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, ვიდ­რე კაცი, რო­მელ­მაც მღვდელს ან მან­დი­ლო­სანს ჩა­არ­ტყა? გე­ი­ცა და ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქეც აგ­რე­სი­ის­გან თა­ნაბ­რად უნდა და­იც­ვან და ამის­თვის არ­სე­ბობს პო­ლი­ცია. ისე, თუ ადა­მი­ანს უნდა, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მი­ზეზს რა გა­მო­ლევს – ჩაც­მუ­ლო­ბა, გა­მო­ხედ­ვა, სა­უბ­რის მა­ნე­რა...

- პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ ერთი გარ­ჩე­ვა მოხ­და სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში: დედა პა­რას­კე­ვა წა­მო­ვი­და და ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, ბერი გაბ­რი­ე­ლის მსა­ხუ­რე­ბის­თვის, დედა ქე­თე­ვა­ნი თა­ვის გა­ტეხ­ვით და­მე­მუქ­რა და მო­ნას­ტრი­დან გა­მო­მაგ­დოო. ამა­საც აქვს ახ­სნა და გა­მარ­თლე­ბა?

- არ ვიცი, რა მოხ­და, მაგ­რამ ზო­გა­დად, დედა პა­რას­კე­ვას საქ­ცი­ე­ლი, დედა ქე­თე­ვან­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სულ რომ მარ­თა­ლი იყოს, მა­ინც არას­წო­რია. არ ვიცი, რა მოხ­და, მაგ­რამ დედა პა­რას­კე­ვა მა­ინც მტყუ­ა­ნია. სა­კუ­თა­რი დედა რომ მე­ჩხუ­ბე­ბა, ეს თქვენ უნდა მო­გიყ­ვეთ? ეს არა­ეკ­ლე­სი­უ­რი და არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია. შიგ­ნით რა ხდე­ბა, პატ­რი­არ­ქმა და სა­პატ­რი­არ­ქომ უნდა გა­არ­ჩი­ოს.

- ყვე­ლა დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხი ბო­ლოს მა­ინც შენ­დო­ბა გა­მო­დის. მა­შინ რა­ტომ მოყ­ვა აჟი­ო­ტა­ჟი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ფრა­ზას – ნა­ცი­ო­ნა­ლებს უნდა ვა­პა­ტი­ო­თო?

- მღვდე­ლი სი­ტყვა "მი­ტე­ვე­ბა­ში" პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს ვე­რა­სო­დეს და­ი­ნა­ხავს. თქვენ რომ ვი­ღა­ცამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნოთ და მერე ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან მო­ვი­დეს, ვე­ტყვი, უფალ­მა მო­გი­ტე­ვოს-მეთ­ქი, მაგ­რამ შენ­დო­ბის სა­თხოვ­ნე­ლად თქვენ­თან გა­მო­ვუშ­ვებ. ალა­სა­ნი­ას გა­ვა­მარ­თლებ, თუ ეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით თქვა, თუმ­ცა, სხვი­სი ჭირი ღო­ბეს ჩხი­რია - მას რა ენაღ­ვლე­ბა, როცა სხვას შვი­ლი მო­უკ­ლეს, გა­უ­უ­პა­ტი­უ­რეს, ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს. ამ დროს ვინ მოგ­ცა უფ­ლე­ბა, სხვას სხვის ნაც­ვლად მი­უ­ტე­ვო. პატ­რი­არ­ქსაც კი არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია სა­ყო­ველ­თაო მი­ტე­ვე­ბა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მი­უდ­გა ამ სა­კითხს და, როცა პატ­რი­არ­ქს წინ უს­წრებ, ზნე­ობ­რი­ვად სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტია.

- ბო­ლოს, ვიდ­რე მით­ქმა-მოთ­ქმა და­ი­წყე­ბა, რა მოდა და ტენ­დენ­ცი­აა აღ­სა­რე­ბის ტე­ლე­ფო­ნით, სკა­ი­პით და ფე­ის­ბუ­ქით ჩა­ბა­რე­ბაო, იქ­ნებ, ახ­სნათ, ინ­ტერ­ნე­ტაღ­სა­რე­ბა რა შემ­თხვე­ვა­შია და­საშ­ვე­ბი და ეს გა­მო­ნაკ­ლი­სია თუ ახა­ლი წესი?

- ვთქვათ, მე­გო­ბარ­მა რა­ღაც გავ­ნოთ, აწუ­ხებს, უცებ ვერ გნა­ხუ­ლობთ და და­გი­რე­კათ, არ მო­უს­მენთ? გა­მო­დის, აღ­სა­რე­ბას ტე­ლე­ფო­ნი­თაც ძალა ჰქო­ნია. მოს­მე­ნი­სა და მი­ტე­ვე­ბის ძალა თქვენ გაქვთ და მღვდელს არა? მაგ­რამ ამა­საც თა­ვის მი­ნუ­სი აქვს. უფ­ლის სა­ი­დუმ­ლო აღ­სა­რე­ბა კი არა, ამის შე­დე­გად მო­სუ­ლი სი­ნა­ნუ­ლია - როცა ერთი ერ­თზე სა­უბ­რობ მო­ძღვარ­თან, სი­ნა­ნუ­ლის ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი, ცხა­დია, ძა­ლი­ან დი­დია. მო­ძღვა­რი გვას­წავ­ლის, რო­გორ შე­ი­ნა­ნო და გახ­სნა გული. როცა ადა­მი­ანს რა­ღაც გუ­ლის­ტკი­ვი­ლი აქვს და მი­რე­კავს, ვუს­მენ. მი­თუ­მე­ტეს, თუ ვიცი, ჩემ­თან იმი­ტომ არ მო­დის, რომ სა­დღაც შორ­საა. ამ დროს უნდა ვა­ნუ­გე­შო, უნდა ვი­ლო­ცო მის­თვის, თუ ლოც­ვას ძალა არ აქვს?! შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ისე­თი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია, თუ იმ მო­მენ­ტში, თუნ­დაც ინ­ტერ­ნე­ტის, მო­ბი­ლუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით არ უთხა­რი, ღმერ­თმა შე­გინ­დოს და მო­გი­ტე­ვო­სო, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რამ გა­ა­კე­თოს... ამი­ტომ, როცა ადა­მი­ა­ნის შვე­ლა ერთი სი­ტყვი­თა და ერთი ზა­რით შე­გიძ­ლია, ეს უნდა გა­ა­კე­თო.

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსუალიც რომ იყოს" - მამა თეოდორე

"ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსუალიც რომ იყოს" - მამა თეოდორე

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება-არმიღება კვლავ განხილვის საგანია. ერთ მხარეს არიან სასულიერო პირები, რომლებიც დეპუტატებს ანათემაზე გადაცემით ემუქრებიან, მეორე მხარეს - ის დეპუტატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მღვდლებს პოლიტიკური მანდატები სურთ და იმიტომ აქტიურობენ, მესამე მხარეს კი დაბნეული მრევლია. ანტიდისკრიმინაციული კანონით გამოწვეულ სტრესს სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნების ჩხუბიც დაემატა. მოკლედ, ქვეყანა ღრმა სულიერ კრიზისშია, რომლიდან გამოსვლასაც ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) "ვერსიასთან" ერთად ცდილობს.

- პატრიარქმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის გადადება სთხოვა. პრემიერმა განაცხადა, კანონს მაინც მივიღებთო. შექმნილ ვითარებას თქვენც ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის განხეთქილებად აფასებთ?

- როცა საუბარია განხეთქილებაზე პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის, ეს, ზოგადად, ყველგან ასეა და არც ახალი ამბავია. არ მახსენდება საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, პატრიარქის სიტყვას ყურად იღებდეს.

- კანონში, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მთელი რიგი ნიშნების მიხედვით, სადავო ორი ფრაზაა - "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია". სასულიერო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები "სოდომ-გომორის" მარადიულ ცეცხლში "გაუშვეს" და სხდომა დატოვეს. ეს მიდგომა სწორია?

- ლიბერალებს სულ ვეჩხუბები, მაგრამ ბუნებით მაინც ლიბერალი ვარ და უკიდურესობა არ მიყვარს. მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიული მოძღვრებაა, ამიტომ ჩემთვის ასეთი რამ შინაგანად მიუღებელია, თუმცა, უნდა ვიცოდეთ იმ სასულიერო პირის მოტივაცია, ვინც ამას ამბობს. თუ ეს ხალხი დაწყევლა, მიუღებელია. თუ იტყვის, ეს მათ შესაშინებლად ვთქვი, თორემ მერე წავედი და მათთვის ვილოცეო, სხვა საქმეა.

- საქმეც ისაა, რომ მათ პირდაპირ განაცხადეს, ლოცვებში აღარ მოგიხსენიებთო...

- თუ ესეც დეპუტატების შესაშინებლად ითქვა, სხვა საქმეა. თუ ეს მხოლოდ შიშველი წყევლა-კრულვაა, მიუღებელია, ამიტომ განკითხვა გამიჭირდება. მოდით, ახლა საკითხს ხელისუფლების პოზიციიდან შევხედოთ – შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რასაც კანონში ვწერთ, იმას ნორმად არ ვაქცევთ და ჰომოსექსუალიზმს არ ვაკანონებთო.

- არ ვიცი, რას ფიქრობენ, მაგრამ გედევან ფოფხაძეს კანონის მიღებას მართლმადიდებლობა ურჩევნია, მანანა კობახიძე მანდატს დატოვებს, თუ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი დაკანონდება, აი, თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების აქტიურობის მიზეზი მანდატების მოპოვების სურვილია.

- თუ ქალბატონი კორძაია იმას გულისხმობს, რომ მღვდლები პოლიტიკაში ერევიან, უნდა ვიცოდეთ, როცა დავა ზნეობრივ საკითხებზე მიდის, მღვდელიც იტყვის სიტყვას. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, თუ ამ კანონს რაიმე ცუდი მოყვება, დაპირებები გვიან იქნება. ერთ-ერთი ეპისკოპოსი მესაუბრა კანონის რამდენიმე მუხლზე, რომლის მიხედვით, მე, როგორც სასულიერო პირს, მერთმევა უფლება ვთქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა, აღვირახსნილობა, ავადმყოფობა და გარყვნილებაა. თუ ამ სიტყვებს წარმოვთქვამ, დამნაშავე ვხდები?! იმაზე ლაპარაკი არაა, რომ დაუშვებელია ასეთი ადამიანების გინება, ცემა, სამსახურიდან გამოყრა, მაგრამ მე მას უნდა ვუთხრა – რასაც აკეთებ, ეს აღვირახსნილობაა-თქო და ეს ღირსების შელახვად არ უნდა ჩაითვლაოს. თუკი ეს კანონი ამის უფლებას რაღაც კუთხით მართმევს, ეკლესია ხმას აიმაღლებს. ნურც იმაში დამარწმუნებს ვინმე, ქართველ კაცს ცნობიერების შეცვლა არასდროს ემუქრებაო. გასული საუკუნის 20-იან წლებშიც ასე გვეგონადა ჩვენი ხელით ვანგრიეთ ეკლესიები. მამა გაბრიელმა ლენინის სურათი რომ დაწვა და ქრისტეს მცნების ქადაგება დაიწყო, ქართველები არ დაერივნენ საცემრად?! თუ მაშინაც ბოლშევიკები ჩამოვიდნენ ჩრდილოეთიდან? არ მაქვს შიში, რომ კანონი შეგვავიწროვებს, სამღვდელოება ისედაც სულ შევიწროებულია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა დამარწმუნოს, რომ ერს გადაგვარება არ ემუქრება. შეიძლება, ახლა ცილს ვწამებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ჩვენების დაწერილი არაა და ევროსტრუქტურებიდანაა ნაკარნახევი.

- არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად დამახინჯებული პროპაგანდაა, თითქოს ევროპა გვაიძულებს, საქართველოში კაცმა კაცზე იქორწინოს?

- დამარწმუნე, რომ ასე არაა. გლეხის პირველი რეაქცია ასეთი იქნება – არ მინდა ევროკავშირი, 200 წელი რუსმა ვერ გამარუსა და ახლა შენ გინდა, მამათმავალი გამხადოო? ამიტომ უნდა თქვას ხელისუფლებამ - მოდი, ამ კანონს ჩვენ დავწერთ და ეროვნულ ცნობიერებას მოვარგებთ, ამაზე ჩემი ქართველი იურისტები იმუშავებენ და კანონშივე ჩადებენ პრევენციას, რომ დევნის აკრძალვა, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებაში არ გადაიზრდება. ასე უნდა დაამშვიდონ საზოგადოება.

- დავით უსუფაშვილის თქმით, კანონის მიღება ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია, არმიღება კი რუსეთში დარჩენა, რადგან იქ და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეწინააღმდეგებიან ამ კანონს.

- ესეც ექსტრემიზმია! რას ნიშნავს, ვრჩებით რუსეთში? მაშინ ხალხის უმრავლესობის რეაქცია იქნება – ყოჩაღ, რუსეთს. გამოდის, მე კი არა, უსუფაშვილია რუსეთში ჩვენი შემყვანი. ვირთხა რომ ვირთხაა და კუთხეში მიამწყვდევ, ის გადმოდის შეტევაზე და კაცი რას იზამს?! თავში აზრადაც არ მომსვლია, თუ ეს კანონი არ მინდა, რუსეთი მინდა-მეთქი. არ მინდა რუსეთი. 9 აპრილს გვერდში ნიჩაბი მომხვდა... მაგრამ თავად დამისვეს საკითხი ასე.

- თუ ეს კანონი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვისაა საჭირო, მაინც არ უნდა მივიღოთ?

- როცა ჰომოსექსუალიზმს, ამა თუ იმ ფორმით, ევროპას უკავშირებენ, ჰომოსექსუალიზმთან ერთად, უარს ვამბობ ევროპაზეც. როცა მერე ამ ჩემს ნათქვამს მიაბამენ, გამოდის, რუსეთი გინდა, თავდაცვის ინსტინქტი მერთვება. მრევლში მყავს ყოფილი მეძავები, ყოფილი ჰომოსექსუალებიც და ისინი საუკეთესო სულიერი შვილები არიან. რად უნდა ამას კანონი! რას ჰქვია, ვიღაცამ სცემოს, მაშ, პოლიცია რისთვისაა? არ მინახავს, ისინი ვინმეს განედევნა. ზოგს კარგი თანამდებობაც ჰქონდა, დიდი ფინანსები და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ვერ წარმომიდგენია, ვიღაც ვიღაცას ამის გამო სცემდეს. ბუნებრივი, მღვდლის ინსტინქტი მაქვს ასეთი - ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსუალიც რომ იყოს.

- მაშინ რატომ მოხდა 17 მაისი, რატომ იქცა დაცინვის საგნად ფრაზა "ტაბურეტით შეიარაღებული მღვდელი"?

- ეს იმ მღვდელს ჰკითხეთ, ვისაც ხელში ტაბურეტი ეჭირა. მერე იმასაც, ვინც მას პასუხი არ მოსთხოვა. რა ტაბურეტი, რა გინება... მღვდელი ქრისტეს ხატია. არ შეიძლება, მღვდელი იგინებოდეს, იფურთხებოდეს, თვრებოდეს, აგრესიას გამოხატავდეს. თუ ეს მაინც დაემართა, მუხლებზე უნდა დაემხოს და პატიება ითხოვოს ეკლესიისა და პატრიარქის წინაშე... არსებული ფორმით, ამ კანონპროექტში ხელისუფლების მიერ განმარტებული არაა, რომ ჩვენი ქრისტიანული სული და ტრადიცია დაცული იქნება. გარანტია არ ჩანს და ამიტომ მხარს არ ვუჭერ. თუ გარანტია გამოჩნდება, მერე ვიფიქრებ, რაკი ევროკავშირი ითხოვს, მაშინ მივიღოთ-მეთქი, თორემ დღეს ამ კანონის საჭიროებას საქართველოში ვერ ვგრძნობ. ვიღაცამ გეის თუ ჩაარტყა თავში, ის უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე კაცი, რომელმაც მღვდელს ან მანდილოსანს ჩაარტყა? გეიცა და ნებისმიერი მოქალაქეც აგრესიისგან თანაბრად უნდა დაიცვან და ამისთვის არსებობს პოლიცია. ისე, თუ ადამიანს უნდა, დისკრიმინაციის მიზეზს რა გამოლევს – ჩაცმულობა, გამოხედვა, საუბრის მანერა...

- პარალელურად, კიდევ ერთი გარჩევა მოხდა სამთავროს მონასტერში: დედა პარასკევა წამოვიდა და ინტერვიუ მისცა, ბერი გაბრიელის მსახურებისთვის, დედა ქეთევანი თავის გატეხვით დამემუქრა და მონასტრიდან გამომაგდოო. ამასაც აქვს ახსნა და გამართლება?

- არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ზოგადად, დედა პარასკევას საქციელი, დედა ქეთევანთან მიმართებაში, სულ რომ მართალი იყოს, მაინც არასწორია. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დედა პარასკევა მაინც მტყუანია. საკუთარი დედა რომ მეჩხუბება, ეს თქვენ უნდა მოგიყვეთ? ეს არაეკლესიური და არაქრისტიანულია. შიგნით რა ხდება, პატრიარქმა და საპატრიარქომ უნდა გაარჩიოს.

- ყველა დასმული კითხვის პასუხი ბოლოს მაინც შენდობა გამოდის. მაშინ რატომ მოყვა აჟიოტაჟი ირაკლი ალასანიას ფრაზას – ნაციონალებს უნდა ვაპატიოთო?

- მღვდელი სიტყვა "მიტევებაში" პოლიტიკურ კონტექსტს ვერასოდეს დაინახავს. თქვენ რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და მერე ეს ადამიანი ჩემთან მოვიდეს, ვეტყვი, უფალმა მოგიტევოს-მეთქი, მაგრამ შენდობის სათხოვნელად თქვენთან გამოვუშვებ. ალასანიას გავამართლებ, თუ ეს ქრისტიანული სულისკვეთებით თქვა, თუმცა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია - მას რა ენაღვლება, როცა სხვას შვილი მოუკლეს, გაუუპატიურეს, ქონება წაართვეს. ამ დროს ვინ მოგცა უფლება, სხვას სხვის ნაცვლად მიუტევო. პატრიარქსაც კი არ გამოუცხადებია საყოველთაო მიტევება, ძალიან ფრთხილად მიუდგა ამ საკითხს და, როცა პატრიარქს წინ უსწრებ, ზნეობრივად სახიფათო მომენტია.

- ბოლოს, ვიდრე მითქმა-მოთქმა დაიწყება, რა მოდა და ტენდენციაა აღსარების ტელეფონით, სკაიპით და ფეისბუქით ჩაბარებაო, იქნებ, ახსნათ, ინტერნეტაღსარება რა შემთხვევაშია დასაშვები და ეს გამონაკლისია თუ ახალი წესი?

- ვთქვათ, მეგობარმა რაღაც გავნოთ, აწუხებს, უცებ ვერ გნახულობთ და დაგირეკათ, არ მოუსმენთ? გამოდის, აღსარებას ტელეფონითაც ძალა ჰქონია. მოსმენისა და მიტევების ძალა თქვენ გაქვთ და მღვდელს არა? მაგრამ ამასაც თავის მინუსი აქვს. უფლის საიდუმლო აღსარება კი არა, ამის შედეგად მოსული სინანულია - როცა ერთი ერთზე საუბრობ მოძღვართან, სინანულის ხელშემწყობი პირობები, ცხადია, ძალიან დიდია. მოძღვარი გვასწავლის, როგორ შეინანო და გახსნა გული. როცა ადამიანს რაღაც გულისტკივილი აქვს და მირეკავს, ვუსმენ. მითუმეტეს, თუ ვიცი, ჩემთან იმიტომ არ მოდის, რომ სადღაც შორსაა. ამ დროს უნდა ვანუგეშო, უნდა ვილოცო მისთვის, თუ ლოცვას ძალა არ აქვს?! შეიძლება, ვიღაც ისეთი სასოწარკვეთილია, თუ იმ მომენტში, თუნდაც ინტერნეტის, მობილურის საშუალებით არ უთხარი, ღმერთმა შეგინდოს და მოგიტევოსო, გამოუსწორებელი რამ გააკეთოს... ამიტომ, როცა ადამიანის შველა ერთი სიტყვითა და ერთი ზარით შეგიძლია, ეს უნდა გააკეთო.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია