პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან
მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან

ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, მორ­ყე­უ­ლი აი­ვა­ნი, ფან­ჯრე­ბის ნაც­ვლად გაკ­რუ­ლი პო­ლი­ე­თი­ლე­ნი და სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბი­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას მო­გა­გო­ნებთ. გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში ე.წ. "და­მარ­ჩი­ნეს" ღვი­ნის ქარ­ხნის ყო­ფილ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი 8 ოჯა­ხი მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. მათ სახ­ლებ­ში უხვი ნა­ლე­ქის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­დის და ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ.

აქ ყვე­ლას უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბა აერ­თი­ა­ნებს და ერთი დე­ვი­ზი ამოძ­რა­ვებს: "ერთი ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის­თვის და ყვე­ლა ერ­თის გა­ჭირ­ვე­ბის­თვის".

"აქ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა? რო­გორც გა­რეთ წვიმს, ისე შიგ­ნით. ზამ­თარ­ში ჩემი შვი­ლი თით­ქმის ყო­ველ კვი­რა იყო ავად და მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. ზამ­თარ­ში ოთა­ხის გათ­ბო­ბა მი­ჭირს. ეს ნეს­ტი­ა­ნი ოთა­ხი რო­გორ უნდა გა­ვათ­ბო?" - აცხა­დებს სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ამ ბუ­ზა­ლა­ძე.

"თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი ჩვენ­თან იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და ასე გვი­თხრა, რომ რაც არ უნდა და­მიჯ­დე­სო, ამ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს გა­გი­რე­მონ­ტებ­თო, მაგ­რამ რად გინ­და? მი­ი­ღეს ჩვე­ნი ხმე­ბი, გა­ი­ნაღ­დეს სკა­მე­ბი და ეხლა ვის რა­ღა­ში ვახ­სო­ვართ?", - ამ­ბობს ევა მო­ი­სე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ღა­ტა­კე­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებს დახ­მა­რე­ბა­საც დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად რჩე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან

მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან

ამორტიზირებული შენობა, მორყეული აივანი, ფანჯრების ნაცვლად გაკრული პოლიეთილენი და სახელდახელოდ მოწყობილი სველი წერტილები - ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებას მოგაგონებთ. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ე.წ. "დამარჩინეს" ღვინის ქარხნის ყოფილ საერთო საცხოვრებელში სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. მათ სახლებში უხვი ნალექის დროს დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩადის და ისე წვიმს, როგორც გარეთ.

აქ ყველას უკიდურესი გაჭირვება აერთიანებს და ერთი დევიზი ამოძრავებს: "ერთი ყველას გაჭირვებისთვის და ყველა ერთის გაჭირვებისთვის".

"აქ როგორ შეიძლება ცხოვრება? როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. ზამთარში ჩემი შვილი თითქმის ყოველ კვირა იყო ავად და მაღალი სიცხე ჰქონდა. ზამთარში ოთახის გათბობა მიჭირს. ეს ნესტიანი ოთახი როგორ უნდა გავათბო?" - აცხადებს საერთო საცხოვრებელში მცხოვრები მარიამ ბუზალაძე.

"თინათინ ხიდაშელი ჩვენთან იყო წინასაარჩევნოდ და ასე გვითხრა, რომ რაც არ უნდა დამიჯდესო, ამ საერთო საცხოვრებელს გაგირემონტებთო, მაგრამ რად გინდა? მიიღეს ჩვენი ხმები, გაინაღდეს სკამები და ეხლა ვის რაღაში ვახსოვართ?", - ამბობს ევა მოისევი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა