სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"
შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ორი წლის წინ და­წე­რილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს უძღვნის.

"პა­ტი­ო­სან­თა მა­ფია" მებ­რძვის ანუ ალ­ბათ ოდეს­მე გა­მოვსწორ­დე­ბი

სულ რა­ღა­ცას ვწერ, ვი­ღებ, გა­და­ცე­მე­ბი მიმ­ყავს... ვმა­ი­მუ­ნობ.

სულ მი­ხუ­რე­ბენ, თავს მეს­ხმი­ან, ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­რალს იშ­ვე­ლი­ე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ უზ­ნეო მას­ტი ვარ, ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი, რომ სა­ში­შია ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

რომც არა­ფე­რი თქვან, ისე­დაც ვა­ტყობ რომ "და­ლა­გე­ბულ" გა­რე­მო­ში შფო­თი შე­მო­მაქვს ხოლ­მე. რა­ღა­ცე­ებს ვლა­პა­რა­კობ, ვჟეს­ტი­კუ­ლი­რებ, ვა­ტა­რებ პერ­ფორ­მენსს სა­ხელ­წო­დე­ბით: "მშვიდ და მდო­რე გუ­ბუ­რა­ში, რომ­ლის ზე­და­პი­რი­ზე მო­ლივ­ლი­ვე ლო­ტო­სებ­ზე წა­მოს­კუ­პუ­ლან ნა­ირ­ფე­რი პეპ­ლე­ბი, შედ­გა­ფუნ­და პა­ტა­რა ბე­ჰე­მო­ტუ­ნა" და ვამ­ჩნევ რომ ეს "პეპ­ლე­ბი" ში­შით მი­ყუ­რე­ბენ. ჰგო­ნი­ათ, რომ ბე­ჰე­მო­ტი გუ­ბუ­რის ეკო­სის­ტე­მას გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. განა, არის რამე გა­რან­ტია რომ 1 სა­ა­თის წინ ამ არ­სე­ბამ სად­მე ტა­ლახ­ში არ იგო­რა­ვა? ხომ შე­იძ­ლე­ბა ათა­სი ბა­ცი­ლა და ბაქ­ტე­რია შე­იჭ­რას მათ გუ­ბუ­რა­ში?!

დიახ, მე არა ვარ ყვე­ლა­ზე პა­ტი­ო­სა­ნი კაცი ამ ქვე­ყა­ნა­ში. მეტ­საც გე­ტყვით, მსგავს კონ­კურ­სში ალ­ბათ პირ­ველ კას­ტინგსაც ვერ გა­ვივ­ლი­დი. მაგ­რამ "რა­ღაა იგი ნა­თე­ლი, რა­საც არ ახ­ლავს ბნე­ლია". ხომ უნდა იყოს ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა­თა "პა­ტი­ოს­ნე­ბის" სა­ზო­მი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, თუ ჩემი ნა­ხე­ლა­ვი გე­ვა­სე­ბათ, მო­მე­ცით უფ­ლე­ბა ვიყო მო­რა­ლუ­რად რე­ლა­ტი­უ­რი. ისე, რო­გორც ყვე­ლა სო­ფელს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი გიჟი - მეც მი­ყო­ლი­ეთ ერთი დე­ვი­ან­ტი. პირი, რო­მე­ლიც ჯან­და­ბას ... ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თან­ხმდე­ბა ამ როლ­ზე. სხვა ვი­ღა­ცე­ებს არ მო­ე­წო­ნე­ბათ ეს როლი. რად­გან ისი­ნი ზნე­ობ­რივ ადა­მი­ან­თა მა­ფი­ა­ში არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ზნე­ო­ბა მათ თვითრწმე­ნას ჰმა­ტებს. ისი­ნი ხომ არ ჩა­ი­დე­ნენ იმას, რაც მე მო­მი­მოქ­მე­დე­ბია (თუმ­ცა აქაც და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, თუ რას მე­და­ვე­ბი­ან პა­ტი­ო­სან­თა მა­ფი­ის წევ­რე­ბი), ისი­ნი ხომ იღწ­ვი­ან სამ­შობ­ლო­სათ­ვის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის, იბე­რი­ის გაბრ­წყი­ნე­ბის­თვის. მოკ­ლედ, ზოგი რის­თვის და ზოგი რის­თვის. მეც ვცა­დე მე­ძა­ხა ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი, მაგ­რამ გა­მი­ჭირ­და.

არ გა­მომ­დის ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა... არ მე­ლოც­ვი­ნე­ბა, არ შე­მიძ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტურ ბა­ლანსზე და ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­ბაზ­რო - არ მჯე­რა ამის. ვერ ვი­ტყვი, რომ არ ვცდუნ­დე­ბი, რომ არ ჩა­ვი­დენ უზ­ნე­ო­ბას. შეძ­ლე­ბა ჩა­ვი­დი­ნო - გა­აჩ­ნია ცდუ­ნე­ბის ხა­რისხს.

ძა­ლი­ან ხში­რად, როცა პა­ტი­ო­სან­თა მა­ფია მი­ტევს, მათ თავ­დას­ხმებს ძალ­ზედ ერ­თფე­რო­ვა­ნი, მო­სა­წყე­ნი იერი აქვს. თუმ­ცა იმა­საც ვხდე­ბი, რომ პა­ტი­ოს­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ სხვაგ­ვა­რად. ცი­ხე­ში იყო ასე. ძველ ბიჭს თუ ვინ­მე ეტყო­და "მარ­თალს მე­უბ­ნე­ბიო?" ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო და­ე­ძა­ბა და "შენ რა, ჩემს სი­ტყვა­ში ეჭვი გა­პა­რე­ბაო?" - ეკი­თხა. ასე­ვეა პა­ტი­ოს­ნე­ბის მა­ფი­ის წევ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან დაგ­მონ უზ­ნე­ო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ ასეთ რა­ღა­ცას. დამ­გმეთ, ოღონდ უფრო ნი­ჭი­ე­რად და მრა­ვალ­ფე­როვ­ნად, ისე, მო­სა­წყე­ნი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქ­ტე­ბი გინ­დათ, შე­მა­ტყო­ბი­ნეთ და მოგ­წერთ. ამას­თან, ბო­ლო­ში გა­მო­ხა­ტეთ იმე­დი, რომ ალ­ბათ ოდეს­მე გა­მოვსწორ­დე­ბი", - წერს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­ლე­გა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას შე­სა­ხებ სა­კუ­თარ შო­უ­ში უხამ­სი ხუმ­რო­ბის გამო შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქცა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ვა­და­გა­სუ­ლი სი­რე­ბის ჯღა­ნა­ო­ბა" - ნიკა გვა­რა­მი­ას პა­სუ­ხი შალ­ვა რა­მიშ­ვილს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას დამ­ცი­რე­ბის­თვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ორი წლის წინ დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომელსაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს უძღვნის.

"პატიოსანთა მაფია" მებრძვის ანუ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები

სულ რაღაცას ვწერ, ვიღებ, გადაცემები მიმყავს... ვმაიმუნობ.

სულ მიხურებენ, თავს მესხმიან, ყველაზე ხშირად მორალს იშველიებენ. ამბობენ, რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა.

რომც არაფერი თქვან, ისედაც ვატყობ რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე. რაღაცეებს ვლაპარაკობ, ვჟესტიკულირებ, ვატარებ პერფორმენსს სახელწოდებით: "მშვიდ და მდორე გუბურაში, რომლის ზედაპირიზე მოლივლივე ლოტოსებზე წამოსკუპულან ნაირფერი პეპლები, შედგაფუნდა პატარა ბეჰემოტუნა" და ვამჩნევ რომ ეს "პეპლები" შიშით მიყურებენ. ჰგონიათ, რომ ბეჰემოტი გუბურის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. განა, არის რამე გარანტია რომ 1 საათის წინ ამ არსებამ სადმე ტალახში არ იგორავა? ხომ შეიძლება ათასი ბაცილა და ბაქტერია შეიჭრას მათ გუბურაში?!

დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, მსგავს კონკურსში ალბათ პირველ კასტინგსაც ვერ გავივლიდი. მაგრამ "რაღაა იგი ნათელი, რასაც არ ახლავს ბნელია". ხომ უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა "პატიოსნების" საზომი იქნება. გარდა ამისა, თუ ჩემი ნახელავი გევასებათ, მომეცით უფლება ვიყო მორალურად რელატიური. ისე, როგორც ყველა სოფელს სჭირდება თავისი გიჟი - მეც მიყოლიეთ ერთი დევიანტი. პირი, რომელიც ჯანდაბას ... ნებაყოფლობით თანხმდება ამ როლზე. სხვა ვიღაცეებს არ მოეწონებათ ეს როლი. რადგან ისინი ზნეობრივ ადამიანთა მაფიაში არიან გაერთიანებული. ზნეობა მათ თვითრწმენას ჰმატებს. ისინი ხომ არ ჩაიდენენ იმას, რაც მე მომიმოქმედებია (თუმცა აქაც დასაზუსტებელია, თუ რას მედავებიან პატიოსანთა მაფიის წევრები), ისინი ხომ იღწვიან სამშობლოსათვის, დემოკრატიისათვის, იბერიის გაბრწყინებისთვის. მოკლედ, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. მეც ვცადე მეძახა ასეთი რაღაცეები, მაგრამ გამიჭირდა.

არ გამომდის ეკლესიაში ლოცვა... არ მელოცვინება, არ შემიძლია ჟურნალისტურ ბალანსზე და ობიექტურობაზე ვიბაზრო - არ მჯერა ამის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდუნდები, რომ არ ჩავიდენ უზნეობას. შეძლება ჩავიდინო - გააჩნია ცდუნების ხარისხს.

ძალიან ხშირად, როცა პატიოსანთა მაფია მიტევს, მათ თავდასხმებს ძალზედ ერთფეროვანი, მოსაწყენი იერი აქვს. თუმცა იმასაც ვხდები, რომ პატიოსნებს არ შეუძლიათ სხვაგვარად. ციხეში იყო ასე. ძველ ბიჭს თუ ვინმე ეტყოდა "მართალს მეუბნებიო?" ის ვალდებული იყო დაეძაბა და "შენ რა, ჩემს სიტყვაში ეჭვი გაპარებაო?" - ეკითხა. ასევეა პატიოსნების მაფიის წევრების შემთხვევაშიც. ისინი ვალდებულები არიან დაგმონ უზნეობის გამოვლინება. ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქტები გინდათ, შემატყობინეთ და მოგწერთ. ამასთან, ბოლოში გამოხატეთ იმედი, რომ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები", - წერს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, კოლეგა გიორგი გაბუნიას შესახებ საკუთარ შოუში უხამსი ხუმრობის გამო შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების, განსაკუთრებით კი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტად იქცა.

იხილეთ ასევე: "ვადაგასული სირების ჯღანაობა" - ნიკა გვარამიას პასუხი შალვა რამიშვილს გიორგი გაბუნიას დამცირებისთვის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს