პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"
"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"

ანაკ­ლი­ა­სა და გან­მუ­ხურ­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან.

ანაკ­ლი­ა­ში შეს­ვლამ­დე პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში გვხდე­ბა, ზუ­გი­დი­დი-ანაკ­ლი­ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ გზა ტახ­ტი­ვით არის. თუმ­ცა, გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ყვე­ლა­ფე­რი არ არის. მთა­ვა­რი, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბია - სა­ერ­თა­შო­რი­სო პორ­ტი ის ერ­თა­დერ­თი იმე­დია, რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დიდ გეგ­მებს ამ­ყა­რე­ბენ.

გა­სულ წლებ­ში, მას­შტა­ბუ­რი სა­კუ­რორ­ტო ზო­ნის გახ­სნის იმე­დით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ სხვა­დას­ხვა ბან­კი­დან სეს­ხი აიღო და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში სახ­ლი გა­ა­რე­მონ­ტა. გან­მუ­ხურ­სა და ანაკ­ლი­ა­ში სტუმ­რებს რომ ელო­დე­ბი­ან, ამას ჭიშ­კარ­ზე გა­მოკ­რუ­ლი აბ­რე­ბიც ცხად­ყოფს - "ქი­რავ­დე­ბა ბინა"...

თე­მუ­რი, 37 წლის, გა­ნუხ­მუ­რის მკვიდ­რი:

- ბან­კში აღე­ბუ­ლი ვა­ლე­ბის გამო ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ­მა ამის გამო თვით­მკვლე­ლო­ბაც კი სცა­და, რად­გან 10 ათა­სი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხის გა­დახ­და ვერ შეძ­ლეს. შეგ­ვპირ­დნენ, შე­ღა­ვა­თე­ბი გექ­ნე­ბა­თო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია...

- თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი არ გაქვთ?

- გვქონ­და, მაგ­რამ ცო­ტა­ღა დაგ­ვრჩა. "ლა­ზი­კას" პრო­ექტს შე­ე­წი­რა პლან­ტა­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ზოგს გა­და­უ­ხა­დეს თან­ხა სა­ვარ­გუ­ლებ­ში, ზოგს - თეთ­რიც არ მის­ცეს. და­ვას რა აზრი ჰქონ­და? ახლა რამ­დე­ნი­მემ და­იბ­რუ­ნა... ძი­რი­თა­დად მათ, ვი­საც "პატ­რო­ნი" ჰყავ­და. მე და და­ნარ­ჩე­ნებს არ გვყავს "კრი­შა" და დავ­რჩით ასე, ვა­ლე­ბის ამა­რა...

- გან­მუ­ხურ­ში რა ხდე­ბა? ვიცი, რომ იქ მუ­შა­ობთ...

-დიახ, გან­მუ­ხურ­ში ვმუ­შა­ობ. ინ­დო­ე­ლე­ბის შეკ­ვე­თით, ორ­სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ებს ვა­შე­ნებთ. გვი­თხრეს, ზა­ფხუ­ლი­დან 9 და 16-სარ­თუ­ლი­ა­ნე­ბიც უნდა აშენ­დე­სო... ის ად­გი­ლი ინ­დო­ე­ლებს აქვთ აღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი იჯა­რით. საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, თვე­ში 1000-1200 ლა­რამ­დე გა­მოგ­ვდის. სა­მუ­შაო რომ არ მქონ­დეს, არ ვიცი, ბან­კის ვალი რო­გორ უნდა გა­მეს­ტუმ­რე­ბი­ნა. ლა­მის დღე და ღამე ვმუ­შა­ობთ...

სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ერ­თა­დერ­თი ნი­შან­წყა­ლია მთელ გან­მუ­ხურ­ში. სა­მა­გი­ე­როდ ანაკ­ლია ჰგავს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ, მაგ­რამ უკაც­რი­ელ ად­გილს, აი ისეთს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მებ­ში რომ გვი­ნა­ხავს. არა­და, მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ანაკ­ლია და გან­მუ­ხუ­რი "გა­ა­ფე­რა­დეს", იქა­უ­რო­ბას ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ.

სას­ტუმ­რო "ანაკ­ლი­ას" მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ალს ახ­ლაც ხში­რად მას­პინ­ძლო­ბენ. შვე­დუ­რი მა­გი­დის სა­ფა­სუ­რი ერთ პერ­სო­ნა­ზე 70 ლა­რი­დან იწყე­ბა. ზღვის სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე ჯერ თვე­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია დარ­ჩე­ნი­ლი, ამი­ტომ სას­ტუმ­როს ნო­მე­რი ახლა გა­ცი­ლე­ბით ია­ფია და მისი ფასი 110 ლა­რი­დან იწყე­ბა. ამ ფას­ში შე­დის 3-ჯე­რა­დი კვე­ბა და გარ­თო­ბა.

სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თქმით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან ცოტა დამ­სვე­ნე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"

"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"

ანაკლიასა და განმუხურში მოქმედი ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელებას ელოდებიან.

ანაკლიაში შესვლამდე პირველი, რაც თვალში გვხდება, ზუგიდიდი-ანაკლიის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ გზა ტახტივით არის. თუმცა, გზების მშენებლობა ყველაფერი არ არის. მთავარი, ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ახალი პროექტებია - საერთაშორისო პორტი ის ერთადერთი იმედია, რაზეც ადგილობრივები დიდ გეგმებს ამყარებენ.

გასულ წლებში, მასშტაბური საკურორტო ზონის გახსნის იმედით, ადგილობრივების უმრავლესობამ სხვადასხვა ბანკიდან სესხი აიღო და დამსვენებლების მოლოდინში სახლი გაარემონტა. განმუხურსა და ანაკლიაში სტუმრებს რომ ელოდებიან, ამას ჭიშკარზე გამოკრული აბრებიც ცხადყოფს - "ქირავდება ბინა"...

თემური, 37 წლის, განუხმურის მკვიდრი:

- ბანკში აღებული ვალების გამო ძალიან ცუდ დღეში ვართ. რამდენიმე ადგილობრივმა ამის გამო თვითმკვლელობაც კი სცადა, რადგან 10 ათასი დოლარის მოცულობის სესხის გადახდა ვერ შეძლეს. შეგვპირდნენ, შეღავათები გექნებათო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია...

- თხილის პლანტაციები არ გაქვთ?

- გვქონდა, მაგრამ ცოტაღა დაგვრჩა. "ლაზიკას" პროექტს შეეწირა პლანტაციების დიდი ნაწილი. ზოგს გადაუხადეს თანხა სავარგულებში, ზოგს - თეთრიც არ მისცეს. დავას რა აზრი ჰქონდა? ახლა რამდენიმემ დაიბრუნა... ძირითადად მათ, ვისაც "პატრონი" ჰყავდა. მე და დანარჩენებს არ გვყავს "კრიშა" და დავრჩით ასე, ვალების ამარა...

- განმუხურში რა ხდება? ვიცი, რომ იქ მუშაობთ...

-დიახ, განმუხურში ვმუშაობ. ინდოელების შეკვეთით, ორსართულიან სასტუმროებს ვაშენებთ. გვითხრეს, ზაფხულიდან 9 და 16-სართულიანებიც უნდა აშენდესო... ის ადგილი ინდოელებს აქვთ აღებული რამდენიმეწლიანი იჯარით. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა, თვეში 1000-1200 ლარამდე გამოგვდის. სამუშაო რომ არ მქონდეს, არ ვიცი, ბანკის ვალი როგორ უნდა გამესტუმრებინა. ლამის დღე და ღამე ვმუშაობთ...

სასტუმროების მშენებლობა ეკონომიკური აქტივობის ერთადერთი ნიშანწყალია მთელ განმუხურში. სამაგიეროდ ანაკლია ჰგავს განაშენიანებულ, მაგრამ უკაცრიელ ადგილს, აი ისეთს საშინელებათა ფილმებში რომ გვინახავს. არადა, მას შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" ანაკლია და განმუხური "გააფერადეს", იქაურობას ახალდაქორწინებული წყვილები ხშირად სტუმრობდნენ.

სასტუმრო "ანაკლიას" მენეჯერი ამბობს, რომ საქორწინო ცერემონიალს ახლაც ხშირად მასპინძლობენ. შვედური მაგიდის საფასური ერთ პერსონაზე 70 ლარიდან იწყება. ზღვის სეზონის დაწყებამდე ჯერ თვენახევარზე მეტია დარჩენილი, ამიტომ სასტუმროს ნომერი ახლა გაცილებით იაფია და მისი ფასი 110 ლარიდან იწყება. ამ ფასში შედის 3-ჯერადი კვება და გართობა.

სასტუმროს ადმინისტრაციის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, ძალიან ცოტა დამსვენებელია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია