კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება
შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება

"რაგ­ბის თა­მა­ში გვი­ან და­ვი­წყე. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე­გო­ბარს მო­ე­დან­ზე გავ­ყე­ვი და... რაგ­ბით "მო­ვი­წამ­ლე". მე­ო­რე დღეს, სტა­დი­ონ­ზე მეც სა­ვარ­ჯი­შო ფორ­მით გა­მოვ­ცხად­დი", - იხ­სე­ნებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ირაკ­ლი მა­ჩხა­ნე­ლი. პირ­ვე­ლი­ვე ოფი­ცი­ა­ლურ თა­მაშ­ზე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს: შე­გიძ­ლია, კარ­გი მო­თა­მა­შე გახ­დეო. კა­რი­ე­რა ევ­რო­პა­ში გა­აგ­რძე­ლა, რამ­დე­ნი­მე კლუ­ბის გა­მოც­ვლის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ახლა "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" თავ­კა­ცობს.

- ირაკ­ლი, სა­ნამ რაგ­ბის თა­მაშს და­ი­წყებ­დი, სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბით თუ იყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- კა­ლათ­ბურ­თი მომ­წონ­და ძა­ლი­ან. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კლუბ­შიც დავ­დი­ო­დი. ყო­ველ­თვის სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ფეხ­ბურ­თსაც ვთა­მა­შობ­დი. ბავ­შვო­ბა­ში, როცა თა­ნა­ტო­ლე­ბი ბირ­ჟა­ზე იდ­გნენ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში მივ­დი­ო­დით და ვთა­მა­შობ­დით.

- რა მოხ­და შენ­ში იმ დღეს, როცა რაგ­ბის მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად მოხ­ვდი?

- მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი საქ­მე იყო. პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი მიშა ჯვა­რი­ძე იყო. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­მა­შის შემ­დეგ მწვრთნელ­მა შე­მა­ქო, მი­თხრა, შე­გიძ­ლია, კარ­გი მო­თა­მა­შე გახ­დეო. მა­შინ ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, ასეთ წარ­მა­ტე­ბას თუ მი­ვაღ­წევ­დი.

- ამ­ბო­ბენ, მა­ჩხა­ნელს თა­მა­შის აგ­რე­სი­უ­ლი სტი­ლი აქ­ვსო.

- წლე­ბის წინ აგ­რე­სი­უ­ლი დაც­ვა უფრო მა­ხა­სი­ა­თებ­და. ისე­თი ბოჭ­ვე­ბი მქონ­და, მა­ყუ­რე­ბელ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი მო­თა­მა­შის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვახ­დენ­დი. თი­თო­ე­ულ სპორ­ტსმენს თა­მა­შის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი აქვს. დაც­ვა­ში თა­მა­ში­სას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ქმე­დე­ბას ხში­რად გა­მო­ვიც­ნობ­დი, ვხვდე­ბო­დი, ვის გა­და­ა­წო­დებ­და ბურთს და ა.შ. ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გუნდს სტი­მულს აძ­ლევს.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც რაგ­ბის თა­მა­შობ?

- 17 წე­ლია.

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­თვის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი რო­მე­ლი მატ­ჩი იყო?

- 2007 წელს ირ­ლან­დი­ის ნაკ­რებ­თან თა­მა­ში. მო­გე­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით... და მე­ო­რე თა­მაშ­საც გა­მოვ­ყოფ - ნა­მი­ბი­ას­თან, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. იმის­თვის, რომ 80 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად გვე­თა­მა­შა, 3 თვე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვვარ­ჯი­შობ­დით. მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ. ეს თი­თო­ე­უ­ლი მო­რაგ­ბი­სა და ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო.

- ევ­რო­პის არ­აერთ გუნდში თა­მა­შობ­დი, ბო­ლოს მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დი. კა­რი­ე­რის უცხ­ოეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი რა­ტომ თქვი?

- საფ­რან­გეთ­ში პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, მა­შინ­ვე ვფიქ­რობ­დი, რომ სამ­შობ­ლო­ში უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. კარგ ქვე­ყა­ნა­ში რაგ­ბის და ცხოვ­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია. უცხო­ეთ­ში 8 წელი დავ­ყა­ვი. თა­მა­ში "ბე­ზი­ე­ში" და­ვი­წყე. ამა­ში რუს­თა­ვე­ლი მო­რაგ­ბე გო­დერ­ძი შვე­ლი­ძე და­მეხ­მა­რა. მერე 5 კლუ­ბი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ბო­ლოს მა­ინც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვარ­ჩიე. კვი­რა დღეს კონ­ტრაქ­ტის­თვის ხელი უნდა მო­მე­წე­რა. 3-4 დღით ადრე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. საფ­რან­გეთ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ქარ­თვე­ლე­ბი ცო­ტა­თი მძი­მე ხალ­ხი ვართ, გა­მო­ხედ­ვაც კი სხვაგ­ვა­რი გვაქვს. იქ ყვე­ლა იღი­მის. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ის­ტე­რი­კუ­ლი სიგ­ნა­ლის ხმა ის­მის, საფ­რან­გეთ­ში მსგავ­სი რამ არ ხდე­ბა, იქ ამას შე­უ­რა­ცხყო­ფად აღიქ­ვა­მენ.

- ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბამ შენ­ში რა შეც­ვა­ლა?

- მივ­ხვდი, რა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ქარ­თვე­ლებს პუნ­ქტუ­ა­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ძა­­ლიან გვაკ­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ ვის­წავ­ლე. "ქარ­თუ­ლი" პირ­ვე­ლი სა­ა­თი ხომ 2 სა­ა­თია!..

- 2013 წლი­დან ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ხარ. ამას ელო­დი?

- კა­პიტ­ნად რომ და­მა­სა­ხე­ლეს, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მწვრთნე­ლიც აქ არის. სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. მას­თან თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ლი­დე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ გა­ნიც­დის. გორ­გო­ძი­სა და ზი­რა­ქიშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია. მაგ­რამ ისე მოხ­და, კა­პიტ­ნად მე ამირ­ჩი­ეს. მერ­წმუ­ნე, ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- თა­მა­შის დროს, ეს ხომ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რებს.

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. გუნ­დის შეც­დო­მებს სა­კუ­თარ თავს ვაბ­რა­ლებ­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე. როცა რამე სა­და­ვოა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზი­რა­ქიშ­ვილ­თან და გორ­გო­ძეს­თან მო­თათ­ბი­რე­ბის შემ­დეგ ვი­ღებ.

- დათო კა­ჭა­რა­ვამ მი­თხრა, თა­მა­შის და­წყე­ბის წინ ყო­ველ­თვის ტა­ძარ­ში მივ­დი­ვარ­თო. ამ ტრა­დი­ცი­ას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებთ?

- დიახ. ნაკ­რე­ბი ტა­ძარ­ში სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მივ­დი­ვართ, მო­ძღვა­რი ჩვენს სა­ხელ­ზე პა­რაკ­ლისს იხ­დის. მო­ე­დან­ზე გას­ვლის წინ "მა­მაო ჩვე­ნოს" ვამ­ბობთ. რაგ­ბი­ში ძა­ლი­ან კარ­გი ახა­ლი თა­ო­ბა მო­დის. მი­ხა­რია, ბი­ჭებს რომ ვუ­ყუ­რებ. მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თულ რაგ­ბის ძა­ლი­ან დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს.

- შე­იძ­ლე­ბა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გკი­თხო?

- რა თქმა უნდა. მყავს მე­უღ­ლე და ძა­ლი­ან მალე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე - თეკ­ლა 23 წლი­საა. ერთ-ერთ ბან­კში გზავ­ნი­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და. არ ვიცი, შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას კვლავ გა­აგ­რძე­ლებს თუ - არა.

- ბიჭს ელო­დე­ბით თუ გო­გოს?

- ბიჭს. სა­ხე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. მინ­დო­და, პირ­ვე­ლი შვი­ლი გოგო მყო­ლო­და. ჩემს მე­უღ­ლეს ბიჭი უნ­დო­და. მან "გა­ი­მარ­ჯვა".

- თეკ­ლა რო­გორ გა­ი­ცა­ნი? თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 9 წე­ლია. ერ­თმა­ნეთს ოჯა­ხე­ბით ვიც­ნობ­დით. მათ­თან რომ მივ­დი­ო­დი, თეკ­ლა პა­ტა­რა ბავ­შვი იყო. ჩვენ შო­რის გრძნო­ბა თან­და­თან მო­ვი­და და ერ­თად ცხოვ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

- შენ საფ­რან­გეთ­ში იყა­ვი, ის - სა­ქარ­თვე­ლო­ში, რთუ­ლი არ იყო?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ასე 4 წელი გა­ვა­ტა­რეთ. ისიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და მეც. ერ­თმა­ნე­თის საქ­მეს და პრო­ფე­სი­ას პა­ტივს ვცემ­დით. წე­ლი­წად­ში 4-5-ჯერ ჩა­მოვ­დი­ო­დი. ინ­ტერ­ნე­ტი­თა და ტე­ლე­ფო­ნით ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ­დით.

- ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

- არა, ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ესეც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. ჯვა­რი 3 სა­ათ­ზე და­ვი­წე­რეთ და იმა­ვე დღეს თა­მა­ში მქონ­და. არ მიყ­ვარს, როცა გეგ­მებს წი­ნას­წარ აწყო­ბენ, მერე სა­ა­თო­ბით სუფ­რას­თან სხე­დან. მეჯ­ვა­რე­ე­ბი შევ­კრი­ბეთ, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვე­დით და...

- ქარ­თულ სუფ­რას­თან თავს კარ­გად ვერ გრძნობ?

- არ მომ­წონს, ღვი­ნოს ლიტ­რო­ბით რომ სვა­მენ. ზოგ­ჯერ სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვიწ­რო წრე­ში რამ­დე­ნი­მე ჭიქა დავ­ლიო, მაგ­რამ მერე ვამ­ჩნევ, იმ "ცო­ტას" და­ლე­ვაც არ მსი­ა­მოვ­ნებს. მო­ქე­ი­ფე ქარ­თვე­ლი არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ეს სპორ­ტის გა­მოა, მაგ­რამ არა მგო­ნია, რაგ­ბი­დან რომ წა­ვალ, ქე­ი­ფი და­ვი­წყო.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ერ­თო­ბი?

- სახ­ლში ვრჩე­ბი და წიგნს ვკი­თხუ­ლობ. სა­ერ­თოდ, წიგ­ნე­ბის კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კი­დევ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ ან მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან და მათ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი.

- მე­უღ­ლე მატ­ჩებ­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ხში­რად და­დის?

- თა­ვი­დან ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე მო­დი­ო­და, მაგ­რამ მე თა­ვად არ მიყ­ვარს, როცა თა­მაშს ვინ­მე ჩე­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა: ამ დროს გო­ნე­ბა მე­ფან­ტე­ბა, სხვაგ­ვა­რად გან­ვიც­დი. მირ­ჩევ­ნია, ეკ­რან­ზე მი­ყუ­როს. ერთხელ ეს ავუხ­სე­ნი და მას შემ­დეგ დი­დად აღარ აქ­ტი­უ­რობს. ხალ­ხმრავ­ლო­ბა თა­ვა­დაც არ უყ­ვარს.

- მის სა­ხელ­ზე ლელო და­გი­დია?

- არა. თა­მაშ­ში რო­მან­ტიზ­მი ნაკ­ლე­ბად მა­ხა­სი­ა­თებს. და სა­ერ­თოდ ვთვლი, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი არა ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თეკ­ლა ამ­ბობს, რო­მან­ტი­კო­სი ხარო.

- სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა გჩ­ვე­ვია?

- ზო­მი­ე­რად.

- თეკ­ლას?

- თა­ვა­დაც მი­წყობს, მაგ­რამ მე წი­ნას­წარ ვხვდე­ბი ხოლ­მე. ცოტა ხნის წინ მე­გობ­რის­თვის უთხო­ვია, ჩემ­გან მა­ლუ­ლად სახ­ლში მო­ედ­ნის ფორ­მის ტორ­ტი, რაგ­ბის ბურ­თით, მო­ე­ტა­ნა. იმ დღეს სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი, რა­ღაც დამ­რჩა და მივ­ბრუნ­დი. სა­დარ­ბა­ზო­ში სწო­რედ იმ მე­გო­ბარს შე­ვე­ჩე­ხე. სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი?.. გა­მო­ვი­ჭი­რე.

- თეკ­ლას გუ­ლის მო­გე­ბა გა­გი­ჭირ­და?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად გან­ვი­თარ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მი­ჭირ­და. ჩვენ შო­რის გა­გე­ბა იყო.

- ორი­გი­ნა­ლო­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც არ გა­მო­ირ­ჩე­ო­დი?

- მა­შინ უფრო ვაქ­ტი­უ­რობ­დი. უცხო­ე­თი­დან რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, არ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მივ­დი­ო­დი.

- წინ რო­მე­ლი თა­მა­ში გე­ლო­დე­ბათ?

- წინ გვაქვს თა­მა­ში თბი­ლი­სის თას­ზე, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი და არა - შე­დეგ­ზე. სამ­წვრთნე­ლო შტაბ­მა გა­და­წყვი­ტა, ამ თა­მა­შებ­ში 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მო­ე­დან­ზე არ გა­მო­ვი­დეთ. მე 33 წლის ვხდე­ბი. ნო­ემ­ბერ­ში ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი გვე­ლო­დე­ბა. წი­ლად გვხვდა ტონ­გას­თან და ია­პო­ნი­ას­თან თა­მა­ში. ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ირ­ლან­დი­ის გუნდთან სა­თა­მა­შოდ გას­ვლა გვექ­ნე­ბა.

- გგულ­შე­მატ­კივ­რობთ და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

- მად­ლო­ბა! ჩვე­ნი ხალ­ხის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­რაგ­ბის­თვის დიდი სტი­მუ­ლია, ბრძო­ლის ჟინს გვმა­ტებს. იმე­დია, თქვენს გა­ხა­რე­ბას შევ­ძლებთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება

შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება

"რაგბის თამაში გვიან დავიწყე. 16 წლის ვიყავი, როცა მეგობარს მოედანზე გავყევი და... რაგბით "მოვიწამლე". მეორე დღეს, სტადიონზე მეც სავარჯიშო ფორმით გამოვცხადდი", - იხსენებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. პირველივე ოფიციალურ თამაშზე უწინასწარმეტყველეს: შეგიძლია, კარგი მოთამაშე გახდეო. კარიერა ევროპაში გააგრძელა, რამდენიმე კლუბის გამოცვლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "ბორჯღალოსნებს" თავკაცობს.

- ირაკლი, სანამ რაგბის თამაშს დაიწყებდი, სპორტის რომელიმე სახეობით თუ იყავი გატაცებული?

- კალათბურთი მომწონდა ძალიან. სამოყვარულო კლუბშიც დავდიოდი. ყოველთვის სპორტული ბავშვი ვიყავი. ფეხბურთსაც ვთამაშობდი. ბავშვობაში, როცა თანატოლები ბირჟაზე იდგნენ, მე და ჩემი მეგობრები სპორტულ დარბაზში მივდიოდით და ვთამაშობდით.

- რა მოხდა შენში იმ დღეს, როცა რაგბის მოედანზე პირველად მოხვდი?

- მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. პირველი წუთებიდანვე სხვაგვარი დამოკიდებულება გამიჩნდა. ჩემი პირველი მწვრთნელი მიშა ჯვარიძე იყო. პირველი ოფიციალური თამაშის შემდეგ მწვრთნელმა შემაქო, მითხრა, შეგიძლია, კარგი მოთამაშე გახდეო. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი.

- ამბობენ, მაჩხანელს თამაშის აგრესიული სტილი აქვსო.

- წლების წინ აგრესიული დაცვა უფრო მახასიათებდა. ისეთი ბოჭვები მქონდა, მაყურებელზე აგრესიული მოთამაშის შთაბეჭდილებას ვახდენდი. თითოეულ სპორტსმენს თამაშის ინდივიდუალური სტილი აქვს. დაცვაში თამაშისას მოწინააღმდეგის ქმედებას ხშირად გამოვიცნობდი, ვხვდებოდი, ვის გადააწოდებდა ბურთს და ა.შ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდს სტიმულს აძლევს.

- რამდენი წელია, რაც რაგბის თამაშობ?

- 17 წელია.

- ამ ხნის განმავლობაში შენთვის ყველაზე ემოციური რომელი მატჩი იყო?

- 2007 წელს ირლანდიის ნაკრებთან თამაში. მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით... და მეორე თამაშსაც გამოვყოფ - ნამიბიასთან, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ასპარეზზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. იმისთვის, რომ 80 წუთის განმავლობაში კარგად გვეთამაშა, 3 თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით. მიზანს მივაღწიეთ. ეს თითოეული მორაგბისა და ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.

- ევროპის არ­აერთ გუნდში თამაშობდი, ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდი. კარიერის უცხ­ოეთში გაგრძელებაზე უარი რატომ თქვი?

- საფრანგეთში პირველად რომ წავედი, მაშინვე ვფიქრობდი, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. კარგ ქვეყანაში რაგბის და ცხოვრების დონეც მაღალია. უცხოეთში 8 წელი დავყავი. თამაში "ბეზიეში" დავიწყე. ამაში რუსთაველი მორაგბე გოდერძი შველიძე დამეხმარა. მერე 5 კლუბი გამოვიცვალე. ბოლოს მაინც სამშობლოში დაბრუნება ვარჩიე. კვირა დღეს კონტრაქტისთვის ხელი უნდა მომეწერა. 3-4 დღით ადრე გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. საფრანგეთში თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა. ქართველები ცოტათი მძიმე ხალხი ვართ, გამოხედვაც კი სხვაგვარი გვაქვს. იქ ყველა იღიმის. თბილისის ქუჩებში ისტერიკული სიგნალის ხმა ისმის, საფრანგეთში მსგავსი რამ არ ხდება, იქ ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ.

- ევროპაში ცხოვრებამ შენში რა შეცვალა?

- მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი. ქართველებს პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ძა­­ლიან გვაკლია. ეს ყველაფერი იქ ვისწავლე. "ქართული" პირველი საათი ხომ 2 საათია!..

- 2013 წლიდან ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხარ. ამას ელოდი?

- კაპიტნად რომ დამასახელეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საქართველოში ვიმყოფებოდი. ჩვენი უცხოელი მწვრთნელიც აქ არის. საცხოვრებლად თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. საქართველოს ნაკრები ლიდერების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. გორგოძისა და ზირაქიშვილის დასახელებაც საკმარისია. მაგრამ ისე მოხდა, კაპიტნად მე ამირჩიეს. მერწმუნე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- თამაშის დროს, ეს ხომ მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს.

- თავიდან ძალიან გამიჭირდა. გუნდის შეცდომებს საკუთარ თავს ვაბრალებდი. ძალიან დამეხმარა ირაკლი აბუსერიძე. როცა რამე სადავოა, გადაწყვეტილებას ზირაქიშვილთან და გორგოძესთან მოთათბირების შემდეგ ვიღებ.

- დათო კაჭარავამ მითხრა, თამაშის დაწყების წინ ყოველთვის ტაძარში მივდივართო. ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებთ?

- დიახ. ნაკრები ტაძარში სრული შემადგენლობით მივდივართ, მოძღვარი ჩვენს სახელზე პარაკლისს იხდის. მოედანზე გასვლის წინ "მამაო ჩვენოს" ვამბობთ. რაგბიში ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. მიხარია, ბიჭებს რომ ვუყურებ. მეგობრული გარემოა. დარწმუნებული ვარ, ქართულ რაგბის ძალიან დიდი მომავალი აქვს.

- შეიძლება, პირად ცხოვრებაზე გკითხო?

- რა თქმა უნდა. მყავს მეუღლე და ძალიან მალე შვილი მეყოლება. ჩემი მეუღლე - თეკლა 23 წლისაა. ერთ-ერთ ბანკში გზავნილების დეპარტამენტში მუშაობდა. არ ვიცი, შვილის გაჩენის შემდეგ საქმიანობას კვლავ გააგრძელებს თუ - არა.

- ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?

- ბიჭს. სახელი ჯერჯერობით არ შეგვირჩევია. მინდოდა, პირველი შვილი გოგო მყოლოდა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა. მან "გაიმარჯვა".

- თეკლა როგორ გაიცანი? თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ განვითარდა?

- ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობდით. მათთან რომ მივდიოდი, თეკლა პატარა ბავშვი იყო. ჩვენ შორის გრძნობა თანდათან მოვიდა და ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ.

- შენ საფრანგეთში იყავი, ის - საქართველოში, რთული არ იყო?

- შეყვარებულებმა ასე 4 წელი გავატარეთ. ისიც დაკავებული იყო და მეც. ერთმანეთის საქმეს და პროფესიას პატივს ვცემდით. წელიწადში 4-5-ჯერ ჩამოვდიოდი. ინტერნეტითა და ტელეფონით ხშირად ვკონტაქტობდით.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, ჯვარი დავიწერეთ. ესეც ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჯვარი 3 საათზე დავიწერეთ და იმავე დღეს თამაში მქონდა. არ მიყვარს, როცა გეგმებს წინასწარ აწყობენ, მერე საათობით სუფრასთან სხედან. მეჯვარეები შევკრიბეთ, ეკლესიაში წავედით და...

- ქართულ სუფრასთან თავს კარგად ვერ გრძნობ?

- არ მომწონს, ღვინოს ლიტრობით რომ სვამენ. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ახლობელ ადამიანებთან ერთად, ვიწრო წრეში რამდენიმე ჭიქა დავლიო, მაგრამ მერე ვამჩნევ, იმ "ცოტას" დალევაც არ მსიამოვნებს. მოქეიფე ქართველი არ ვარ. შეიძლება, ეს სპორტის გამოა, მაგრამ არა მგონია, რაგბიდან რომ წავალ, ქეიფი დავიწყო.

- თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

- სახლში ვრჩები და წიგნს ვკითხულობ. საერთოდ, წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. კიდევ, მეუღლესთან ერთად ვსეირნობ ან მეგობრები მოდიან და მათთან ერთად ვერთობი.

- მეუღლე მატჩებზე საგულშემატკივროდ ხშირად დადის?

- თავიდან ნაკრების თამაშებზე მოდიოდა, მაგ­რამ მე თავად არ მიყვარს, როცა თამაშს ვინმე ჩემიანი ესწრება: ამ დროს გონება მეფანტება, სხვაგვარად განვიცდი. მირჩევნია, ეკრანზე მიყუროს. ერთხელ ეს ავუხსენი და მას შემდეგ დიდად აღარ აქტიურობს. ხალხმრავლობა თავადაც არ უყვარს.

- მის სახელზე ლელო დაგიდია?

- არა. თამაშში რომანტიზმი ნაკლებად მახასიათებს. და საერთოდ ვთვლი, რომ რომანტიკული ადამიანი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თეკლა ამბობს, რომანტიკოსი ხარო.

- სიურპრიზების მოწყობა გჩვევია?

- ზომიერად.

- თეკლას?

- თავადაც მიწყობს, მაგრამ მე წინასწარ ვხვდები ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეგობრისთვის უთხოვია, ჩემგან მალულად სახლში მოედნის ფორმის ტორტი, რაგბის ბურთით, მოეტანა. იმ დღეს სახლიდან რომ გამოვედი, რაღაც დამრჩა და მივბრუნდი. სადარბაზოში სწორედ იმ მეგობარს შევეჩეხე. სად მიდიხარ-მეთქი?.. გამოვიჭირე.

- თეკლას გულის მოგება გაგიჭირდა?

- ყველაფერი თავისთავად, ძალდაუტანებლად განვითარდა. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. ჩვენ შორის გაგება იყო.

- ორიგინალობით შეყვარებულობის პერიოდშიც არ გამოირჩეოდი?

- მაშინ უფრო ვაქტიურობდი. უცხოეთიდან რომ ჩამოვდიოდი, არ ვეუბნებოდი, რომ თბილისში ვიყავი და მასთან მოულოდნელად მივდიოდი.

- წინ რომელი თამაში გელოდებათ?

- წინ გვაქვს თამაში თბილისის თასზე, სადაც განვითარებაზე გაკეთდება აქცენტი და არა - შედეგზე. სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, ამ თამაშებში 30 წელს გადაცილებული მორაგბეები მოედანზე არ გამოვიდეთ. მე 33 წლის ვხდები. ნოემბერში ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტურნირი გველოდება. წილად გვხვდა ტონგასთან და იაპონიასთან თამაში. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ირლანდიის გუნდთან სათამაშოდ გასვლა გვექნება.

- გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ!

- მადლობა! ჩვენი ხალხის გულშემატკივრობა თითოეული მორაგბისთვის დიდი სტიმულია, ბრძოლის ჟინს გვმატებს. იმედია, თქვენს გახარებას შევძლებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია