კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა
გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­კუ­თა­რი რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ვი­ნა­ო­ბა მხო­ლოდ რეს­პონ­დენ­ტთა 41%-მა იცის.

ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი წლის მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი. რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რეს­პონ­დენ­ტთა ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, რომ თვალს ადევ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ.

პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 28%-მა შეძ­ლო. 46%-ის აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტის 150 წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბის­თვის ზედ­მე­ტია, ხოლო 49%-ს მი­აჩ­ნია, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ეს რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია.

ამას­თან, მა­ღა­ლია პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ცნო­ბა­დო­ბა. და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 83%-მა შეძ­ლო. მსგავ­სი პო­პუ­ლა­რო­ბით, რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ სარ­გებ­ლო­ბენ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რეს­პონ­დენ­ტთა მხო­ლოდ 41%-მა იცის, თუ ვინ წარ­მო­ად­გენს მათ რა­ი­ონს, ოლქს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში.

პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ წევრთან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და: 14%-ს მი­აჩ­ნია, რომ არც ერთი არ არის საკ­მა­რი­სად აქ­ტი­უ­რი, ხოლო 53%-მა არ ან ვერ და­ა­სა­ხე­ლა პარ­ლა­მენ­ტის ასე­თი წევ­რი. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი - 6% ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ეკა ბე­სე­ლი­ას მი­იჩ­ნევს.

კი­თხვა­ზე, თუ პარ­ლა­მენ­ტის რო­მელ წევრ ენ­დო­ბი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად, გა­მო­კი­თხულ­თა 25%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ არც ერთს არ ენ­დო­ბა, ხოლო 51%-მა არ ან ვერ და­ა­სა­ხე­ლა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. ნდო­ბის კუ­თხით პირ­ველ ორ ად­გილ­ზე ახ­ლან­დე­ლი და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად 6%-ითა და 4%-ით. ამას­თა­ნა­ვე, და­ვით ბაქ­რა­ძე პარ­ლა­მენ­ტის ერ­თა­დერ­თი წევ­რია ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან, რო­მე­ლიც ამ რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდა.

გა­მო­კი­თხულ­თა თითო პრო­ცენ­ტმა ორ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად: "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რო­მელ წევ­რს ენ­დო­ბით და რო­გორც წესი, პარ­ლა­მენ­ტის რო­მე­ლი წევ­რი სა­უბ­რობს იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის", შეც­დო­მით და­ა­სა­ხე­ლა იმ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა.

პარ­ლა­მენტს, რო­გორც ინ­სტი­ტუტს, გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 1/4 ენ­დო­ბა. გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის, 55% აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა.

შე­კი­თხვა­ზე, თუ სად უნდა მდე­ბა­რე­ობ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, 66%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის თბი­ლის­ში უნდა იყოს, ხოლო 20% პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში დარ­ჩე­ნის მომ­ხრეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა

გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა მხოლოდ რესპონდენტთა 41%-მა იცის.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რესპონდენტთა ნახევარი ამბობს, რომ თვალს ადევნებს ინფორმაციას პარლამენტის მუშაობის შესახებ.

პარლამენტის წევრთა ზუსტი რაოდენობის დასახელება ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 28%-მა შეძლო. 46%-ის აზრით, პარლამენტის 150 წევრი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ზედმეტია, ხოლო 49%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა ეს რაოდენობა საკმარისია.

ამასთან, მაღალია პარლამენტის თავმჯდომარის ცნობადობა. დავით უსუფაშვილის დასახელება გამოკითხულთა 83%-მა შეძლო. მსგავსი პოპულარობით, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამწუხაროდ, ვერ სარგებლობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რესპონდენტთა მხოლოდ 41%-მა იცის, თუ ვინ წარმოადგენს მათ რაიონს, ოლქს საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრთან დაკავშირებით პასუხები ასე გადანაწილდა: 14%-ს მიაჩნია, რომ არც ერთი არ არის საკმარისად აქტიური, ხოლო 53%-მა არ ან ვერ დაასახელა პარლამენტის ასეთი წევრი. დასახელებული დეპუტატებიდან ყველაზე მეტი - 6% ყველაზე აქტიურად ეკა ბესელიას მიიჩნევს.

კითხვაზე, თუ პარლამენტის რომელ წევრ ენდობიან ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთს არ ენდობა, ხოლო 51%-მა არ ან ვერ დაასახელა პარლამენტის წევრი. ნდობის კუთხით პირველ ორ ადგილზე ახლანდელი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები არიან, შესაბამისად 6%-ითა და 4%-ით. ამასთანავე, დავით ბაქრაძე პარლამენტის ერთადერთი წევრია ყოფილი მმართველი გუნდიდან, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა.

გამოკითხულთა თითო პროცენტმა ორ შეკითხვაზე პასუხად: "საქართველოს პარლამენტის რომელ წევრს ენდობით და როგორც წესი, პარლამენტის რომელი წევრი საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის", შეცდომით დაასახელა იმ დროისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.

პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, გამოკითხულთა მხოლოდ 1/4 ენდობა. გამოკითხულთა უმრავლესობის, 55% აზრით, პარლამენტის წინაშე მდგარი გამოწვევა პოლიტიკური დაპირისპირებაა.

შეკითხვაზე, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი, 66%-მა განაცხადა, რომ ის თბილისში უნდა იყოს, ხოლო 20% პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა