სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგა და ია ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ
გეგა და ია ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ

"X ფაქ­ტო­რი" სტარტს 14 აპ­რილს იღებს. ჩა­წე­რი­ლი მა­სა­ლა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ეძ­ლო დას­წრე­ბო­და შე­სარ­ჩევ ტუ­რებს და ენა­ხა, ჟი­უ­რის ოთხკა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა - სტე­ფა­ნე, სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია და თამ­თა გო­დუ­ა­ძე, რო­მე­ლი მო­ნა­წი­ლის ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით აღ­ფრთო­ვან­დე­ბო­და და რომ­ლით შეშ­ფოთ­დე­ბო­და.

ტე­ლეპ­რო­ექ­ტის წამ­ყვა­ნე­ბად "რუს­თა­ვი 2"-მა "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რი და არ­ხის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გეგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი შე­არ­ჩია. "რე­ი­ტინ­გი" კუ­ლი­სებ­ში შე­იჭ­რა და გე­გა­სა და იას სამ­ზა­დისს მათ­თან ერ­თად გა­და­ავ­ლო თვა­ლი.

- ია, რო­გორც მახ­სოვს, ასე­თი ტე­ლეპ­რო­ექ­ტი არას­დროს წა­გიყ­ვა­ნია. შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ დიდ­ხანს იფიქ­რე?

- ვი­ნერ­ვი­უ­ლე, დღემ­დე ვუმ­ტკი­ცებ ყვე­ლას, რომ ტე­ლეპ­რო­ექ­ტის წაყ­ვა­ნას ცალ­კე ნიჭი სჭირ­დე­ბა. წა­მიყ­ვა­ნია სა­ღა­მო­ე­ბი, სა­დაც დიდი თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი გი­კა­ვია და სა­ნერ­ვი­უ­ლოც ნაკ­ლე­ბად გაქვს, იქი­დან კი­თხუ­ლობ ში­გა­და­შიგ, რა თქვა. არა­ვინ გთხოვს, რომ ტექ­სტი და­ი­ზე­პი­რო, თუმ­ცა მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ესეც არ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, იმის თქმა მინ­და, რომ "X ფაქ­ტორ­შიც" არა­ვინ მთხოვს ტექ­სტის და­ზე­პი­რე­ბას, აქ კო­მენ­ტა­რე­ბია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი წილი იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე მო­დის. თუკი გინ­და, ნორ­მა­ლუ­რად აკე­თო ეს საქ­მე, ამას მარ­ტი­ვად არ უნდა შე­ხე­დო.

- მა­ლე­ვე და­თან­ხმდი?

- მა­ლე­ვე, რად­გან ფიქ­რის დრო აღარ მომ­ცეს (იღი­მის).

- გეგა, შენც პირ­ვე­ლად მიგ­ყავს შოუ...

- პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად (იცი­ნის). სა­ნამ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, მა­ში­ნაც ვი­ცო­დი, რომ მეტ­ჯერ არას­დროს გა­დავ­დგამ­დი ამ ნა­ბიჯს. არ მინ­და და არ მომ­წონს.

- მსხვერ­პლშე­წირ­ვა მოხ­და?

- არა (იღი­მის). არა­ნა­ი­რი მსხვერ­პლშე­წირ­ვა არ მომ­ხდა­რა, უბ­რა­ლოდ, "რუს­თა­ვი 2"-ია, გა­დავ­წყვი­ტეთ და რად­გან ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა, ვა­კე­თებთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ახა­ლია და გა­მოწ­ვე­ვაც არის. შე­საძ­ლოა, ხან­და­ხან რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა გულ­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გვე­ხა­ტე­ბო­დეს, მაგ­რამ ვა­კე­თებთ. გა­სა­ო­ცა­რია ალ­ბათ, მაგ­რამ მე ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნაც კი არ მომ­წონს. არ არის წამ­ყვა­ნო­ბა ჩემი საქ­მე. თუკი გა­მო­ვა, კარ­გი იქ­ნე­ბა და შოუს წა­ად­გე­ბა. იმე­დია, რა­მეს არ გა­ვა­ფუ­ჭებ.

- რო­გო­რია ერ­თმა­ნეთ­თან წყვილ­ში მუ­შა­ო­ბა?

- გა­და­სა­რე­ვია.

ია:

- თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

გეგა:

- ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ, ვფიქ­რობთ. ჩვენ გვი­წევს კონ­კურ­სან­ტე­ბის დახ­ვედ­რა, სცე­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბა, შემ­დეგ ისევ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მხარ­და­ჭე­რა. ძი­რი­თა­დად, მე და იას ერ­თნა­ი­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გვაქვს, კარ­გია, თუ არ არის კარ­გი. ვა­ფა­სებთ გა­მოს­ვლას, ხან­და­ხან ჟი­უ­რის "სი­სუ­ლე­ლე­ებ­საც"...

ია:

- როცა სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რი გყავს, ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გრძნობ მის ენერ­გე­ტი­კას, შენ­თვის მი­სა­ღე­ბია თუ არა. არ მინ­და, ვარ­დის­ფრად შევ­ფუ­თო რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ გე­გას­თან წყვილ­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გეგა და ია ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ

გეგა და ია ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ

"X ფაქტორი" სტარტს 14 აპრილს იღებს. ჩაწერილი მასალა ტელემაყურებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, მანამდე კი მხოლოდ ფილარმონიაში მისულ საზოგადოებას შეეძლო დასწრებოდა შესარჩევ ტურებს და ენახა, ჟიურის ოთხკაციანი შემადგენლობა - სტეფანე, სოფო ტოროშელიძე, გიორგი გაბუნია და თამთა გოდუაძე, რომელი მონაწილის ვოკალური მონაცემებით აღფრთოვანდებოდა და რომლით შეშფოთდებოდა.

ტელეპროექტის წამყვანებად "რუსთავი 2"-მა "ნიჭიერის" ჟიურის წევრი და არხის მარკეტინგის სამსახურის უფროსი გეგა ფალავანდიშვილი და მსახიობი ია სუხიტაშვილი შეარჩია. "რეიტინგი" კულისებში შეიჭრა და გეგასა და იას სამზადისს მათთან ერთად გადაავლო თვალი.

- ია, როგორც მახსოვს, ასეთი ტელეპროექტი არასდროს წაგიყვანია. შემოთავაზების მიღების შემდეგ დიდხანს იფიქრე?

- ვინერვიულე, დღემდე ვუმტკიცებ ყველას, რომ ტელეპროექტის წაყვანას ცალკე ნიჭი სჭირდება. წამიყვანია საღამოები, სადაც დიდი თაბახის ფურცლები გიკავია და სანერვიულოც ნაკლებად გაქვს, იქიდან კითხულობ შიგადაშიგ, რა თქვა. არავინ გთხოვს, რომ ტექსტი დაიზეპირო, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში ესეც არ იქნებოდა პრობლემა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ "X ფაქტორშიც" არავინ მთხოვს ტექსტის დაზეპირებას, აქ კომენტარებია გასაკეთებელი, შესაბამისად, გარკვეული წილი იმპროვიზაციაზე მოდის. თუკი გინდა, ნორმალურად აკეთო ეს საქმე, ამას მარტივად არ უნდა შეხედო.

- მალევე დათანხმდი?

- მალევე, რადგან ფიქრის დრო აღარ მომცეს (იღიმის).

- გეგა, შენც პირველად მიგყავს შოუ...

- პირველად და უკანასკნელად (იცინის). სანამ დავთანხმდებოდი, მაშინაც ვიცოდი, რომ მეტჯერ არასდროს გადავდგამდი ამ ნაბიჯს. არ მინდა და არ მომწონს.

- მსხვერპლშეწირვა მოხდა?

- არა (იღიმის). არანაირი მსხვერპლშეწირვა არ მომხდარა, უბრალოდ, "რუსთავი 2"-ია, გადავწყვიტეთ და რადგან ძალიან გვჭირდება, ვაკეთებთ. საინტერესოა, ახალია და გამოწვევაც არის. შესაძლოა, ხანდახან რაღაცის გაკეთება გულზე მაინცდამაინც არ გვეხატებოდეს, მაგრამ ვაკეთებთ. გასაოცარია ალბათ, მაგრამ მე ტელევიზიით გამოჩენაც კი არ მომწონს. არ არის წამყვანობა ჩემი საქმე. თუკი გამოვა, კარგი იქნება და შოუს წაადგება. იმედია, რამეს არ გავაფუჭებ.

- როგორია ერთმანეთთან წყვილში მუშაობა?

- გადასარევია.

ია:

- თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

გეგა:

- ერთნაირად ვაზროვნებთ, ვფიქრობთ. ჩვენ გვიწევს კონკურსანტების დახვედრა, სცენაზე გაცილება, შემდეგ ისევ მათთან ურთიერთობა, მხარდაჭერა. ძირითადად, მე და იას ერთნაირი შეფასებები გვაქვს, კარგია, თუ არ არის კარგი. ვაფასებთ გამოსვლას, ხანდახან ჟიურის "სისულელეებსაც"...

ია:

- როცა სცენაზე პარტნიორი გყავს, ძალიან მალევე გრძნობ მის ენერგეტიკას, შენთვის მისაღებია თუ არა. არ მინდა, ვარდისფრად შევფუთო რაღაცები, მაგრამ გეგასთან წყვილში მუშაობა ძალიან კარგია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება