პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი 53-ე სკოლაში: განათლების მინისტრი პროცესესს არანორმალურს უწოდებს
სკანდალი 53-ე სკოლაში: განათლების მინისტრი პროცესესს არანორმალურს უწოდებს

ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმი­სათ­ვის, რომ თბი­ლი­სის 53-ე სკო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას , - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მშობ­ლე­ბის­გან აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი სთხო­ვენ, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ აქ­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

"სკო­ლა­ში ახა­ლი დი­რექ­ტო­რი უკვე შე­სუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლა 9 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბო­და, თუმ­ცა სა­ერ­თოდ, პრო­ცე­სე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ნორ­მა­ლუ­რად და ამას ხელს უწყო­ბენ სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და სამ­წუ­ხა­როდ, პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი. მე მგო­ნი, ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ ვერ გრძნობს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აკის­რი­ათ მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გუ­შინ მთე­ლი სა­ღა­მო შე­მო­დი­ო­და ზა­რე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის­გან, რომ მათ სთხო­ვენ, გა­მო­ვიდ­ნენ და აქ­ცი­ე­ბი მო­ა­წყონ ქუ­ჩა­ში. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვიყ­ვა­ნოთ გაკ­ვე­თილ­ზე, ბავ­შვი არ და­ზა­რალ­დეს და სკო­ლა­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს საფრ­თხე არ შე­ექ­მნას", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

53-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა დღეს დი­ლი­დან სკო­ლის შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის ახ­ლად და­ნიშ­ნულ დი­რექ­ტორს ეკა გა­ხა­რი­ას სკო­ლა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ეკა გა­ხა­რი­ას გა­მო­ჩე­ნამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. მოს­წავ­ლე­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად სკო­ლის ეზო­ში დას­ხდნენ და სკან­დი­რებ­დნენ - "წადი". შემ­დგომ კი, გა­და­ი­ნაც­ვლეს სკო­ლის შე­სას­ვლელ­თან და მისი ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სკანდალი 53-ე სკოლაში: განათლების მინისტრი პროცესესს არანორმალურს უწოდებს

სკანდალი 53-ე სკოლაში: განათლების მინისტრი პროცესესს არანორმალურს უწოდებს

ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ თბილისის 53-ე სკოლაში გაკვეთილების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას , - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მშობლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი დირექტორი და პედაგოგთა ნაწილი სთხოვენ, ქუჩაში გამოვიდნენ აქციების ჩასატარებლად, რაც დაუშვებელია.

''სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია. შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ, პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი, ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ მათ სთხოვენ, გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩაში. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მასწავლებელი შევიყვანოთ გაკვეთილზე, ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

53-ე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღეს დილიდან სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს.

მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ეკა გახარიას გამოჩენამ სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების პროტესტი გამოიწვია. მოსწავლეები თავდაპირველად სკოლის ეზოში დასხდნენ და სკანდირებდნენ - "წადი". შემდგომ კი, გადაინაცვლეს სკოლის შესასვლელთან და მისი ბლოკირება მოახდინეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია