მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძის დედას მოკვლას უპირებდნენ? - ია მეტრეველის სკანდალური ინტერვიუ
ბუტა რობაქიძის დედას მოკვლას უპირებდნენ? - ია მეტრეველის სკანდალური ინტერვიუ

პა­ტი­მა­რი ლაშა შა­ვა­ძე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. მსჯავ­რდე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ (ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს) მას მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის, ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დის ლიკ­ვი­და­ცია და­ა­ვა­ლა. პა­ტი­მა­რი უკვე და­კი­თხა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რაც, - Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში 2004 წლის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის დედა, ია მეტ­რე­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ლაშა შა­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია და პა­ტიმ­რის ნა­ამ­ბო­ბი პი­რა­დად შე­ა­ტყო­ბი­ნა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი შო­თა­ძეს. ლაშა შა­ვა­ძის ინ­ტერ­ვიუ პრე­სა­შიც გავ­რცელ­და. იგი ჯერ ხო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ამის შემ­დეგ კი სას­ჯელს რუს­თა­ვის #6 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის დედა ია მეტ­რე­ვე­ლი: ეს პა­ტი­მა­რი 8-9 თვეა მი­კავ­შირ­დე­ბო­და და მიყ­ვე­ბო­და, რომ მას ფირ­ცხა­ლა­ვამ ჩემი მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა. თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, ჩავ­თვა­ლე, რომ პა­ტი­მა­რია და თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის რა­ღა­ცას იგო­ნებ­და. მერე უკვე, ხში­რად რომ მი­რე­კავ­და და ითხოვ­და ად­ვო­კა­ტე­ბის და პრო­კუ­რო­რის შეს­ვლას, ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად სა­უბ­რობ­და. დავ­რწმუნ­დი, რომ მარ­თა­ლია, რა­საც ის ამ­ბობს.

- რა გი­თხრათ პა­ტი­მარ­მა, შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ?

- მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სცე­ნა­რი ასე­თი იყო, მა­ღა­ზი­ა­ში უნდა შე­მომ­ყო­ლო­და, ისიც მი­თხრა, რომ ფირ­ცხა­ლა­ვას­თან შეხ­ვედ­რა­ზე უთხრეს, რომ მას­ტე­რა მის­ცემ­და მას ია­რაღს. ეს ბიჭი ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო და ამი­ტომ აარ­ჩი­ეს. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მას უნდა გა­ე­თა­მა­შე­ბი­ნა მა­ღა­ზი­ა­ში ბან­დი­ტუ­რი თავ­დას­ხმა და ჩემ­თვის ეს­რო­ლა, სა­ნაც­ვლოდ კი, შე­უ­ხებ­ლო­ბას და ნარ­კო­ტი­კებს სთა­ვა­ზობ­დნენ. რო­გორც ყვე­ბა, ეს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე ხდე­ბო­ბა და ომის გამო ხელი შე­ე­შა­ლათ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

- თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ად­ვო­კა­ტე­ბის და პრო­კუ­რო­რის შეს­ვლა მო­ი­თხო­ვა პა­ტი­მარ­მა. მოჰ­ყვა ამას რე­ა­გი­რე­ბა?

- დიახ, მან ჩვე­ნე­ბა მის­ცა ად­ვო­კა­ტებს, შემ­დეგ მე ეს ჩვე­ნე­ბა გა­და­ვე­ცი ომ­ბუდსმენს. პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე ბა­ტონ უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს და ვუ­თხა­რი, რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ და გა­ერ­კვი­ათ. ორ­ჯერ იყ­ვნენ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­სუ­ლი და ეს ჩვე­ნე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს. ეს ბიჭი ჩემს გარ­და, ძა­ლი­ან ბევრ რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კობს, მათ შო­რის ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე­ზეც. ამ ბიჭ­მა თვი­თონ მო­მიყ­ვა, რომ ფირ­ცხა­ლა­ვა იყო იმ ოთახ­ში, სა­დაც შე­იყ­ვა­ნეს და სა­დაც უხ­სნიდ­ნენ, რო­გორ უნდა მო­ე­წყო ლიკ­ვი­და­ცი­ის სცე­ნა. ამას ეუბ­ნე­ბო­და ფირ­ცხა­ლა­ვა. ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ გა­დაჭ­რით ასე იყო, ამის­თვის ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ვა­წო­დე პრო­კუ­რა­ტუ­რას. ვე­სა­უბ­რე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შო­თა­ძეს, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ პრო­კუ­რორს გაგ­ზავ­ნის ლაშა შა­ვა­ძეს­თან. პა­ტი­მა­რი ამ­ბობს, რომ ვე­რაფ­რით ვერ გა­მა­ჩე­რე­ბე­ნო, ძა­ლი­ან ნა­წა­მე­ბი ვარო. ამ ეტაპ­ზე მას ამ ყვე­ლაფ­რის მო­გო­ნე­ბა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა, იმი­ტომ რომ მალე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ისიც, რომ 2008 წელი იყო, ომი და­ი­წყო და ხელი შე­ე­შა­ლათ – ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის არ ეცა­ლათ.

გა­საკ­ვი­რი და უცხო ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არ იყო, კარ­გად ვი­ცით რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც გვქონ­და საქ­მე, მა­გათ­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არა­ფე­რი რომ არ არის და გაჟ­ლი­ტეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სულ არ გამ­კვირ­ვე­ბია ჩემს მოკ­ვლა­საც თუ გეგ­მავ­დნენ. მი­მაჩ­ნია, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძე (სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დედა) თა­ვის სიკ­ვდი­ლით არ მომ­კვდა­რა. ამას მა­მა­მი­სი მე­უბ­ნე­ბო­და თვი­თონ. ქალი უჯან­მრთე­ლე­სი და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს,- ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რაც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს იწ­ვევს. ალ­ბათ ქი­მი­უ­რი რა­ღაც შე­ყა­რეს და რა­ღაც და­ე­მარ­თა ირი­ნა ენუ­ქი­ძეს. მე ვე­ლო­დე­ბო­დი მთე­ლი ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბის მან­ძილ­ზე, რომ რა­ღა­ცას მო­მი­წყობ­დნენ. იგი­ვე ფორ­მით არა, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. თუნ­დაც ფონ­დი "ქო­მა­გის" შემ­ქნის შემ­დეგ, აქეთ-იქით ორ-ორი მან­ქა­ნა მყა­რა­უ­ლობ­და და ისე­თი და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და, რომ სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი თუ არა, არ მე­გო­ნა. ეს პა­ტი­მა­რი ხში­რად მი­რე­კავს და სა­უ­ბარ­შიც ვა­ტყობ, რომ სი­მარ­თლეს ყვე­ბა და უკვე ყვე­ლამ იცის, გა­მო­ი­ძი­ონ.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას?

- არ ვა­პი­რებ. ჯერ ჩემი შვი­ლის საქ­მე არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ, ის არ არის ბო­ლომ­დე მი­სუ­ლი. ნე­ტავ ის მი­იყ­ვა­ნონ ბო­ლომ­დე. გახ­მა­ურ­და ეს ფაქ­ტი, უკვე ყვე­ლამ იცის და თუ უნ­დათ გა­მო­ი­ძი­ონ.

- სა­ნამ ამ ამ­ბავს გა­ი­გებ­დით, შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ ბუ­ტას საქ­მე­ზე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თან რო­დეს­მე გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა?

- ეს ფირ­ცხა­ლა­ვა სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი მე ბუ­ტას საქ­მე­ში თუ არ­სე­ბობ­და. ის გა­მოჩ­ნდა გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ერ­თად, ვი­თომ რა­ღაც ფირი რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაბ­ნე­ვა უნ­დო­დათ. მერე გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ბუ­ტას მკვლე­ლო­ბის დროს, ფირ­ცხა­ლა­ვაც იქ ბრძან­დე­ბო­და და პო­ლი­ცი­ის დი­დუ­ბე-ჩი­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­გან და გვა­ზა­ვამ მო­ა­ტა­ნი­ნეს ტყვი­ე­ბი ბუ­ტას­თვის ჩა­სა­დე­ბად.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი შვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის და­წყე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას, ამა­ზე რო­გო­რია თქვე­ნი პო­ზი­ცია?

- ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ დას­ჭირ­და ასეთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, რომ აქამ­დე არ მოხ­და ამ ყვე­ლაფ­რის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. იმე­დი მაქვს, რომ მალე და­ი­წყე­ბა. მირ­ჩევ­ნია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დრო­ში გა­წე­ლოს და მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო­ში, ვიდ­რე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ასე­ვე იხი­ლეთ: "პა­ტი­მა­რი ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში იყო, ალ­ბათ ნორ­მა­ლუ­რი არ არის" - ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას პა­სუ­ხი ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დას

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ბუტა რობაქიძის დედას მოკვლას უპირებდნენ? - ია მეტრეველის სკანდალური ინტერვიუ

ბუტა რობაქიძის დედას მოკვლას უპირებდნენ? - ია მეტრეველის სკანდალური ინტერვიუ

პატიმარი ლაშა შავაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მსჯავრდებული ამბობს, რომ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ (ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს) მას მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის დედის ლიკვიდაცია დაავალა. პატიმარი უკვე დაკითხა სახალხო დამცველმა. ინფორმირებულია პროკურატურაც, - Ambebi.ge-სთან ინტერვიუში 2004 წლის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ ლაშა შავაძის ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებულია და პატიმრის ნაამბობი პირადად შეატყობინა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს. ლაშა შავაძის ინტერვიუ პრესაშიც გავრცელდა. იგი ჯერ ხონის დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ამის შემდეგ კი სასჯელს რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი: ეს პატიმარი 8-9 თვეა მიკავშირდებოდა და მიყვებოდა, რომ მას ფირცხალავამ ჩემი მკვლელობა დაუკვეთა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ჩავთვალე, რომ პატიმარია და თავისი პირადი ინტერესებისთვის რაღაცას იგონებდა. მერე უკვე, ხშირად რომ მირეკავდა და ითხოვდა ადვოკატების და პროკურორის შესვლას, ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა. დავრწმუნდი, რომ მართალია, რასაც ის ამბობს.

- რა გითხრათ პატიმარმა, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- მისი ინფორმაციით, სცენარი ასეთი იყო, მაღაზიაში უნდა შემომყოლოდა, ისიც მითხრა, რომ ფირცხალავასთან შეხვედრაზე უთხრეს, რომ მასტერა მისცემდა მას იარაღს. ეს ბიჭი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამიტომ აარჩიეს. სცენარის მიხედვით, მას უნდა გაეთამაშებინა მაღაზიაში ბანდიტური თავდასხმა და ჩემთვის ესროლა, სანაცვლოდ კი, შეუხებლობას და ნარკოტიკებს სთავაზობდნენ.  როგორც ყვება, ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხდებობა და ომის გამო ხელი შეეშალათ გეგმის განხორციელებაში.

- თქვენ ახსენეთ, რომ ადვოკატების და პროკურორის შესვლა მოითხოვა პატიმარმა. მოჰყვა ამას რეაგირება?

- დიახ, მან ჩვენება მისცა ადვოკატებს, შემდეგ მე ეს ჩვენება გადავეცი ომბუდსმენს. პირადად ვესაუბრე ბატონ უჩა ნანუაშვილს და ვუთხარი, რომ შესულიყვნენ და გაერკვიათ. ორჯერ იყვნენ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შესული და ეს ჩვენება გამოიტანეს. ეს ბიჭი ჩემს გარდა, ძალიან ბევრ რაღაცებზე ლაპარაკობს, მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზეც. ამ ბიჭმა თვითონ მომიყვა, რომ ფირცხალავა იყო იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს და სადაც უხსნიდნენ, როგორ უნდა მოეწყო ლიკვიდაციის სცენა. ამას ეუბნებოდა ფირცხალავა. ვერ დავადასტურებ, რომ გადაჭრით ასე იყო, ამისთვის ინფორმაცია უკვე მივაწოდე პროკურატურას. ვესაუბრე მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს, რომელმაც მითხრა, რომ პროკურორს გაგზავნის ლაშა შავაძესთან. პატიმარი ამბობს, რომ ვერაფრით ვერ გამაჩერებენო, ძალიან ნაწამები ვარო. ამ ეტაპზე მას ამ ყველაფრის მოგონება არაფერში სჭირდება, იმიტომ რომ მალე თავისუფლდება. ძალიან დამაჯერებელია ისიც, რომ 2008 წელი იყო, ომი დაიწყო და ხელი შეეშალათ – ჩემი ლიკვიდაციისთვის არ ეცალათ.

გასაკვირი და უცხო ეს ჩემთვის ნამდვილად არ იყო, კარგად ვიცით რა ხელისუფლებასთანაც გვქონდა საქმე, მაგათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერი რომ არ არის და გაჟლიტეს მთელი საქართველო, სულ არ გამკვირვებია ჩემს მოკვლასაც თუ გეგმავდნენ. მიმაჩნია, რომ ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა) თავის სიკვდილით არ მომკვდარა. ამას მამამისი მეუბნებოდა თვითონ. ქალი უჯანმრთელესი და ძალიან ძლიერი იყო. ბევრი საშუალება არსებობს,- ქიმიური ნივთიერებებით, რაც ადამიანის სიკვდილს იწვევს. ალბათ ქიმიური რაღაც შეყარეს და რაღაც დაემართა ირინა ენუქიძეს. მე ველოდებოდი მთელი ჩემი აქტიურობის მანძილზე, რომ რაღაცას მომიწყობდნენ. იგივე ფორმით არა, მაგრამ მილიონი საშუალება არსებობს. თუნდაც ფონდი "ქომაგის" შემქნის შემდეგ, აქეთ-იქით ორ-ორი მანქანა მყარაულობდა და ისეთი დაძაბული პერიოდი მქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდი თუ არა, არ მეგონა. ეს პატიმარი ხშირად მირეკავს და საუბარშიც ვატყობ, რომ სიმართლეს ყვება და უკვე ყველამ იცის, გამოიძიონ.

- ოფიციალურად მიმართეთ პროკურატურას?

- არ ვაპირებ. ჯერ ჩემი შვილის საქმე არ გამოუძიებიათ, ის არ არის ბოლომდე მისული. ნეტავ ის მიიყვანონ ბოლომდე. გახმაურდა ეს ფაქტი, უკვე ყველამ იცის და თუ უნდათ გამოიძიონ.

- სანამ ამ ამბავს გაიგებდით, შეგიძლიათ გაიხსენოთ ბუტას საქმეზე ირაკლი ფირცხალავასთან როდესმე გქონიათ შეხება?

- ეს ფირცხალავა საერთოდ არ ვიცოდი მე ბუტას საქმეში თუ არსებობდა. ის გამოჩნდა გურამ დონაძესთან ერთად, ვითომ რაღაც ფირი რომ გამოაქვეყნეს და საზოგადოების დაბნევა უნდოდათ. მერე გავარკვიეთ, რომ ბუტას მკვლელობის დროს, ფირცხალავაც იქ ბრძანდებოდა და პოლიციის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსი იყო. აღმოჩნდა, რომ მაგან და გვაზავამ მოატანინეს ტყვიები ბუტასთვის ჩასადებად.

- რაც შეეხება თქვენი შვილის საქმეზე სასამართლო განხილვების დაწყების გაჭიანურებას, ამაზე როგორია თქვენი პოზიცია?

- ჩემთვის გაუგებარია, ამდენი ხანი რატომ დასჭირდა ასეთ გახმაურებულ საქმეებს, რომ აქამდე არ მოხდა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. იმედი მაქვს, რომ მალე დაიწყება. მირჩევნია, პროკურატურამ დროში გაწელოს და მომზადებული შევიდეს სასამართლოში, ვიდრე დამნაშავეები სასამართლოდან გაათავისუფლონ.

ასევე იხილეთ: "პატიმარი ფსიქიატრიულში იყო, ალბათ ნორმალური არ არის" - ირაკლი ფირცხალავას პასუხი ბუტა რობაქიძის დედას

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ