კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს სამართალდამცავების პანიკური შიში აქვს"
"სააკაშვილს სამართალდამცავების პანიკური შიში აქვს"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­თხვე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მას არ აპი­რებს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ რამ­დენ­ჯერ­მე გვამ­ცნო. არა­და, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა აქვთ. მათ შო­რი­საა კი­თხვე­ბი ჟვა­ნი­ას საქ­მის ირ­გვლი­ვაც. პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­რიგ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ დის­ტან­ცი­უ­რად მომ­ხდა­რი­ყო მოწ­მის სტა­ტუ­სით მისი და­კი­თხვა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ისევ უარი თქვა. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნი­დან გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ სა­კითხს. მისი თქმით, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ე­შინ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის. "ახლა მათ შეც­ვა­ლეს ფორ­მე­ბი, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აუხ­სნეს ევ­რო­პე­ლებ­მა და ამე­რი­კე­ლებ­მა... "თავ­გა­სულ რუს ოლი­გარ­ქებს"ვურ­ჩევ, უკ­რა­ი­ნი­სა და იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს მა­გა­ლით­ზე გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა, ასე­თი სა­ხის კამ­პა­ნი­ე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ასე გა­მო­ყე­ნე­ბა, ცუ­დად მთავ­რდე­ბა", - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სოსო გორ­გა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვილს პა­ნი­კუ­რად ეში­ნია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის. იხ­სე­ნებს იმ პე­რი­ოდს, როცა ის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო და მა­ში­ნაც ვერ შეძ­ლეს მისი და­კი­თხვა­ზე მიყ­ვა­ნა.

სოსო გორ­გა­ძე:

- 2003 წლის ივ­ლი­სი იყო. მა­შინ მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 226-ე მუხ­ლით და ამ საქ­მეს ვი­ძი­ებ­დი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტეს. აქ­ცი­ას აწ გარ­დაც­ვლი­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, დე­პუ­ტა­ტე­ბი - და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ - ის ხალ­ხი, ვინც მერე რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა. აქ­ცი­ის გა­მარ­თვის ნე­ბარ­თვა ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბი­დან არ იყო გა­ცე­მუ­ლი. შე­ფერ­ხდა ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და ამი­ტომ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 226 მუხ­ლით - ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აქ­ცია გა­შუქ­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, აშ­კა­რად ჩან­დნენ ლი­დე­რე­ბი და ვი­ნა­ი­დან დას­ჯა­დი იყო მათი ქმე­დე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. და­ვი­ბა­რეთ ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­კი­თხვა­ზე. ყვე­ლა ლი­დე­რი გა­მო­ცხად­და, გარ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა. არ უარ­ყვეს, რომ აქ­ცია მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. მა­საც გა­უგ­ზავ­ნეს არა­ერ­თი წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მო­ვიყ­ვა­ნეთ და­კი­თხვა­ზე. ყო­ვე­ლი უწყე­ბის მის­ვლის შემ­დეგ ის იწ­ვევ­და სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს მექ­რთა­მე­ებს გვე­ძახ­და და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფრა­ზე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­და, თუ რო­გორ ვბე­დავ­დით მის გა­მო­ძა­ხე­ბას და მოწ­მის სა­ხით და­ბა­რე­ბას. აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა მა­შინ ისიც მი­თხრა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის დე­პუ­ტა­ტი, არ გა­აჩ­ნია დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ა­კა­ვონ და ასე ამი­ტომ ეში­ნი­აო.

- რო­გორ დას­რულ­და ეს საქ­მე? პო­ლი­ცი­ის ძა­ლით მი­იყ­ვა­ნეთ მოწ­მე?

- არა. ამა­სო­ბა­ში მოხ­და რე­ვო­ლუ­ცია. გა­უ­მარ­თლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და და პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, იმა­ვე წელს დაგ­ვი­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან. მისი ეს დაკ­ვე­თა მა­შინ­დელ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა. გვიბ­რძა­ნა, ყვე­ლას დაგ­ვე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე და სახ­ლში გაგ­ვიშ­ვა.

- მოწ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე რომ მო­სუ­ლი­ყო, და­ი­ჭერ­დით?

- და­ჭე­რა­ზე არ იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეში­ნო­და და ამის გამო არ მო­დი­ო­და და­კი­თხვა­ზე. არც ახლა გამ­კვირ­ვე­ბია მისი პა­სუ­ხი. 10-11 წლის წინ იმა­ვე­ნა­ი­რად იქ­ცე­ო­და და ვი­ცო­დი, არც ახლა მი­ვი­დო­და და­კი­თხვა­ზე. ის მში­შა­რა ადა­მი­ა­ნია, ეტყო­ბა, პა­ნი­კუ­რი შიში აქვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, თო­რემ რა პრობ­ლე­მა იყო დის­ტან­ცი­უ­რად მისი და­კი­თხვა, ამა­ზეც რომ უარი თქვა?! ეში­ნია და ის არა­სო­დეს გა­მო­ცხად­დე­ბა და­კი­თხვა­ზე, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მე მექ­რთა­მეს რომ მე­ძახ­და, რო­დის ერთხელ მომ­ცა ქრთა­მი, უბ­რა­ლოდ და­ჭე­რის შიში ალა­პა­რა­კებ­და.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"სააკაშვილს სამართალდამცავების პანიკური შიში აქვს"

"სააკაშვილს სამართალდამცავების პანიკური შიში აქვს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარი პროკურატურის კითხვებისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენჯერმე გვამცნო. არადა, მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. მათ შორისაა კითხვები ჟვანიას საქმის ირგვლივაც. პროკურატურის მორიგ შეთავაზებაზე, რომ დისტანციურად მომხდარიყო მოწმის სტატუსით მისი დაკითხვა, ექსპრეზიდენტმა ისევ უარი თქვა. სააკაშვილი უკრაინიდან გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას შეეშინდა საერთაშორისო ზეწოლის. "ახლა მათ შეცვალეს ფორმები, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა... "თავგასულ რუს ოლიგარქებს"ვურჩევ, უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითზე გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება, ცუდად მთავრდება", - ამბობს სააკაშვილი.

მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურის ყოფილი უფროსი გამომძიებელი სოსო გორგაძე ამბობს, რომ სააკაშვილს პანიკურად ეშინია საგამოძიებო ორგანოების. იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მაშინაც ვერ შეძლეს მისი დაკითხვაზე მიყვანა.

სოსო გორგაძე:

- 2003 წლის ივლისი იყო. მაშინ მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 226-ე მუხლით და ამ საქმეს ვიძიებდი. ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციას აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, დეპუტატები - დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობდნენ - ის ხალხი, ვინც მერე რევოლუცია მოახდინა. აქციის გამართვის ნებართვა ადგილობრივი მმართველობიდან არ იყო გაცემული. შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა და ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 226 მუხლით - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთანაა დაკავშირებული და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ბუნებრივია, ეს აქცია გაშუქდა ტელევიზიებით, აშკარად ჩანდნენ ლიდერები და ვინაიდან დასჯადი იყო მათი ქმედება, გამოძიება დაიწყო. დავიბარეთ ზემოთ დასახელებული პირები დაკითხვაზე. ყველა ლიდერი გამოცხადდა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. არ უარყვეს, რომ აქცია მათი ორგანიზებული იყო. მიხეილ სააკაშვილი იმ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. მასაც გაუგზავნეს არაერთი წერილობითი შეტყობინება, მაგრამ ვერაფრით მოვიყვანეთ დაკითხვაზე. ყოველი უწყების მისვლის შემდეგ ის იწვევდა საგანგებო პრესკონფერენციას, პროკურატურის თანამშრომლებს მექრთამეებს გვეძახდა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოგვიხსენიებდა, თუ როგორ ვბედავდით მის გამოძახებას და მოწმის სახით დაბარებას. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაშინ ისიც მითხრა, მიხეილ სააკაშვილი არ არის დეპუტატი, არ გააჩნია დეპუტატის იმუნიტეტი, შესაძლებელია, დააკავონ და ასე ამიტომ ეშინიაო.

- როგორ დასრულდა ეს საქმე? პოლიციის ძალით მიიყვანეთ მოწმე?

- არა. ამასობაში მოხდა რევოლუცია. გაუმართლა მიხეილ სააკაშვილს. ის ხელისუფლებაში მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, იმავე წელს დაგვითხოვა პროკურატურიდან. მისი ეს დაკვეთა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეასრულა. გვიბრძანა, ყველას დაგვეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე და სახლში გაგვიშვა.

- მოწმე სააკაშვილი დაკითხვაზე რომ მოსულიყო, დაიჭერდით?

- დაჭერაზე არ იყო საუბარი, მაგრამ ეშინოდა და ამის გამო არ მოდიოდა დაკითხვაზე. არც ახლა გამკვირვებია მისი პასუხი. 10-11 წლის წინ იმავენაირად იქცეოდა და ვიცოდი, არც ახლა მივიდოდა დაკითხვაზე. ის მშიშარა ადამიანია, ეტყობა, პანიკური შიში აქვს სამართალდამცავების, თორემ რა პრობლემა იყო დისტანციურად მისი დაკითხვა, ამაზეც რომ უარი თქვა?! ეშინია და ის არასოდეს გამოცხადდება დაკითხვაზე, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მექრთამეს რომ მეძახდა, როდის ერთხელ მომცა ქრთამი, უბრალოდ დაჭერის შიში ალაპარაკებდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ