მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი
ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

მი­რან­და შე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი­სა და რუ­მი­ნე­თის პირ­ვე­ლი ლი­გის კლუბ "კლუ­ჯის" ფეხ­ბურ­თე­ლის - გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მე­უღ­ლეა. მი­რან­დას რუ­მი­ნე­ლე­ბი ცნო­ბილ მო­დელს, ირი­ნა შე­იკს ამ­სგავ­სე­ბენ. ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლემ გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო, რომ მისი და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და­ი­წყო.

- რუ­სეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მშობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მოვ­ყავ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო. მე სუ­ლით ხორ­ცამ­დე ქარ­თვე­ლი ვარ და მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი... გიო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­ცა­ნი. პირ­ვე­ლად თა­ვად მომ­წე­რა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­მი­ტყდა, უცხო­ე­ლი ვე­გო­ნე.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლად რა მოგ­წე­რა?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, მომ­წე­რა, რომ ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და ჩემი გაც­ნო­ბა უნ­დო­და.

- გა­უ­ხარ­და ალ­ბათ, ქარ­თვე­ლი რომ აღ­მოჩ­ნდი...

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... იმ დღეს, როცა პირ­ვე­ლად მომ­წე­რა, დიპ­ლო­მის და­სა­ცა­ვად ვემ­ზა­დე­ბო­დი და თავ­ში "ვულ­კა­ნი" მქონ­და. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც მის­თვის ცო­ტაო­დენი დრო მა­ინც გა­მოვ­ნა­ხე და ვუ­პა­სუ­ხე.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, როცა გი­ორგი გა­მოჩ­ნდა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- 20-ის ვი­ყა­ვი. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ნაც­ნო­ბო­ბი­დან 2 კვი­რა­ში, გიო ჩემს სა­ნა­ხა­ვად რუ­სეთ­ში ჩა­მოფ­რინ­და, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა და ამავდრო­უ­ლად, მისი საქ­ცი­ე­ლი სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. აი, ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ა­ლო­ბა­ში. ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ვუ­გეთ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით.

- როცა ერ­თმა­ნე­თი გა­ი­ცა­ნით, გი­ორ­გი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ჯერ კი­დევ არ იყო, არა?

- მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში არ თა­მა­შობ­და, ვლა­დი­კავ­კა­ზის გუნდ "ალა­ნი­ა­ში" იყო. სხვა­თა შო­რის, იქ ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და, იქა­უ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. ნა­ნა­ხი მაქვს, მატ­ჩის დროს რა ხდე­ბო­და, რო­გორ ამ­ხნე­ვებ­დნენ გი­ორ­გის ტრი­ბუ­ნე­ბი­დან და ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

- რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სულ რა­ღაც, 3 თვე ვი­ყა­ვით. ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ეს დრო ძა­ლი­ან ცოტა იყოს, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, სიყ­ვა­რუ­ლის ძლი­ერ­მა ძა­ლამ და­აჩ­ქა­რა ერ­თად ყოფ­ნის პრო­ცე­სი. როცა ნამ­დვი­ლი და წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იბა­დე­ბა, მას გა­მო­საც­დე­ლად დიდი დრო არ სჭირ­დე­ბა.

- სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­გი­ტყდა?

- სიყ­ვა­რუ­ლი მე­ო­რე შეხ­ვედ­რი­სას ამიხ­სნა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის იმის გად­მო­სა­ცე­მად, თუ რას ვგრძნობ­დი იმ წუ­თებ­ში.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც და­ქორ­წინ­დით?

- 10 თვის წინ შე­ვუღლდით, ჯვა­რი 16 ივ­ნისს და­ვი­წე­რეთ. გიომ უმოკ­ლეს დრო­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა შეძ­ლო.

- ჯვა­რი სად და­ი­წე­რეთ?

- ჯვა­რი სა­მე­ბა­ში და­ვი­წე­რეთ. ის დღე ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- რო­გორც ვიცი, ახლა რუ­მი­ნეთ­ში ცხოვ­რობთ...

- დიახ, რუ­მი­ნეთ­ში ვართ, რად­გან გიო რუ­მი­ნე­თის გუნდში თა­მა­შობს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლიც გახ­ლავთ. 5 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ჰქონ­და დე­ბი­უ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­ლით აღ­ნიშ­ნა. შემ­დე­გი სე­ზო­ნი­დან ის კონ­ტრაქ­ტით უკვე ვე­რო­ნა­ში გა­და­დის. მეც მისი რე­ჟი­მით მი­წევს ცხოვ­რე­ბა და სა­დაც მი­დის, იქ მივ­ყვე­ბი.

- შენს მშობ­ლებ­ზე გვი­ამ­ბე რამე...

- დე­და­ჩე­მიც ქარ­თვე­ლია. ის ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია. რა­ტომ? მა­მას სურ­ვი­ლი იყო, რომ მის მე­უღ­ლეს კი არ ემუ­შა­ვა, არა­მედ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ოჯა­ხის­თვის და­ეთ­მო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ის პრო­ფე­სი­ით ტექ­ნო­ლო­გია.

- დე­დი­სერ­თა ხარ?

- დიახ, დე­დი­სერ­თა ვარ. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ძა­ლი­ან ეგო­ის­ტი ვი­ყა­ვი და მშობ­ლებს ვე­მუქ­რე­ბო­დი, - თუ ოჯახს კი­დევ ერთი ბავ­შვი შე­ე­მა­ტე­ბა, სახ­ლი­დან გა­ვიქ­ცე­ვი-მეთ­ქი (იცი­ნის). თუმ­ცა, როცა გა­ვი­ზარ­დე, ასე აღარ ვფიქ­რობ­დი. მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია დედ­მა­მიშ­ვი­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. დღეს უკვე ვოც­ნე­ბობ, რომ და ან ძმა მყავ­დეს, რო­მელ­თა­ნაც ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მექ­ნე­ბო­და. ღვთის წყა­ლო­ბით, მყავს ისე­თი ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დაძ­მო­ბას მი­წე­ვენ. თუმ­ცა, დედ­მა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და მისი მხარ­ში დგო­მა ალ­ბათ, სხვა რა­მეა.

- სკო­ლა რუ­სეთ­ში და­ამ­თავ­რე?

- სკო­ლა 15 წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე. სა­კუ­თა­რი თა­ვის ქე­ბას არ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ვი­ყა­ვი და კლა­სი­დან კლას­ში "ნახ­ტო­მე­ბით" გა­დავ­დი­ო­დი.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა რუ­სე­თის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აკა­დე­მი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე. აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც პრაქ­ტი­კებს რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლო­ში გავ­დი­ო­დი, მივ­ხვდი, რომ ამ სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბას რუ­სეთ­ში არ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი.

- რა­ტომ?

- ამ პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ რუ­სე­თი სი­ტყვის­გან "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა" ძა­ლი­ან შორს არის. სა­კუ­თა­რი თვა­ლით არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ, საქ­მეს ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­ძი­მებ­დნენ... იყო ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა ქარ­თვე­ლე­ბი ის­ხდნენ გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე და ვხე­დავ­დი, რო­გორ უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ოდ­ნენ მათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მიჩ­ნდა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და ვთქვი, რომ რუ­სეთ­ში ამ პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს ვი­მუ­შა­ვებ­დი. ვოც­ნე­ბობ, რო­გორც იუ­რის­ტმა, ნორ­მა­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მუ­შაო, სა­დაც კა­ნო­ნი მარ­თლაც, უზე­ნა­ე­სი იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მინ­და, სხვა პრო­ფე­სი­ა­საც და­ვე­უფ­ლო, მაგ­რამ ჯერ ვერ გა­და­მი­წყვე­ტია, რა საქ­მეს მოვ­კი­დო ხელი.

- მშობ­ლებს გა­უ­ხარ­დათ, ცო­ლად ქარ­თველს რომ გაჰ­ყე­ვი?

- ჩემ­თვის და ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი უპირ­ვე­ლე­სი იყო და არის კი­დეც. რა თქმა უნდა, გა­უ­ხარ­დათ, როცა გა­ი­გეს, რომ გი­ორ­გი შე­მიყ­ვარ­და და მას­თან ერ­თად ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე. გე­ტყვით იმა­საც, რომ ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს ძა­ლი­ან სა­თუ­თად ვე­პყრო­ბით.

- შენ და გი­ორ­გი მარ­ტო ცხოვ­რობთ?

- დიახ, მარ­ტო ვცხოვ­რობთ. ვფიქ­რობ, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მე პირი არ უნდა ერე­ო­დეს, რათა უფრო მალე და მარ­ტი­ვად და­ა­ლა­გონ ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი.

- რუ­მი­ნეთ­ში ქარ­თველ ირი­ნა შე­იკს გე­ძა­ხი­ან...

- დიახ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით და ძა­ლი­ან ბევრ კო­მენ­ტარ­საც აკე­თე­ბენ; ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად არის ჩემ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, ზო­გი­ერ­თი კი ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტარს მი­ტო­ვებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, პი­რა­დად მე, ეს შე­და­რე­ბა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ირი­ნა შე­ი­კი ხომ სა­ოც­რად ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლი მო­დე­ლია.

- ბევ­რი იმა­საც წერს, რომ თა­ვად შე­იკ­საც ჯობს სი­ლა­მა­ზი­თო...

- (იცი­ნის) ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად, სა­სი­ა­მოვ­ნოა...

- მე­უღ­ლეს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და ამ შე­და­რე­ბა­ზე?

- გი­ორ­გი ჩე­მით ამა­ყობს, მე კი­დევ - მი­სით.

- შვილს ხომ არ ელო­დე­ბით?

- ჯერ შვი­ლის ყო­ლას არ ვჩ­ქა­რობთ, ამის­გან თავს ვი­კა­ვებთ. არ ვართ იმ ასაკ­ში, რომ შვი­ლის სას­წრა­ფოდ გა­ჩე­ნა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ. როცა სი­ტუ­ა­ცია ისე მომ­წიფ­დე­ბა, რომ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით, შვილს მა­შინ გა­ვა­ჩენ.

- რთუ­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა?

- თუ ადა­მი­ა­ნი გულ­წრფე­ლად გიყ­ვარს, რთუ­ლი არა­ფე­რია! ასეთ დროს ყვე­ლა სიძ­ნე­ლეს ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხავ. თუმ­ცა, როცა გი­ორ­გის თა­მა­შებს ვეს­წრე­ბი, სა­ოც­რად ვნერ­ვი­უ­ლობ. მე მისი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

- მე­უღ­ლე სი­ურპრი­ზე­ბით თუ გა­ნე­ბივ­რებს?

- სი­ურპრი­ზე­ბით მუ­დამ მა­ნე­ბივ­რებს. ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ი­ფიქ­როს და გა­მა­ხა­როს.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ერ­თო­ბით?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად, სახ­ლში ვა­ტა­რებთ ხოლ­მე. მას იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს, რომ თა­ვი­სუ­ფალ დროს შინ, მყუდ­რო გა­რე­მო­ში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია. მეც ვცდი­ლობ, ხელი შე­ვუ­წყო და გან­ტვირ­თვა­ში და­ვეხ­მა­რო.

- როცა ქუ­ჩა­ში ერ­თად გა­დი­ხართ, ალ­ბათ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვით. როცა მა­მა­კა­ცე­ბი თვალს გა­ყო­ლე­ბენ, გი­ორ­გი არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- ვფიქ­რობ, რომ ცოტა არ იყოს, ეჭ­ვი­ა­ნობს, მაგ­რამ ამის გამო ჩემ­თვის სცე­ნე­ბი არას­დროს მო­უ­წყვია. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვჯე­რა.

- ქეთა თო­ფუ­რი­ა­ზეც გკი­თხავ: რო­გორც ვიცი, მე­გობ­რე­ბი ხართ. ერ­თმა­ნეთს ხში­რად ნა­ხუ­ლობთ?

- ქეთა ჩემი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რია. ის და­დე­ბი­თი მუხ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია და შენც პო­ზი­ტი­ვით გავ­სებს. როცა მოს­კოვ­ში ჩავ­დი­ვარ, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- ქე­თას მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია?

- ქე­თას ფან­ტას­ტი­კუ­რი მე­უღ­ლე ჰყავს, სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

მირანდა შელია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ "კლუჯის" ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლეა. მირანდას რუმინელები ცნობილ მოდელს, ირინა შეიკს ამსგავსებენ. ფეხბურთელის მეუღლემ გულახდილად გვიამბო, რომ მისი და გიორგის სიყვარულის ამბავი ვირტუალური ურთიერთობით დაიწყო.

-  რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მშობლებს საქართველოში ხშირად ჩამოვყავდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და მიყვარს ყველაფერი ქართული... გიო სოციალური ქსელით გავიცანი. პირველად თავად მომწერა. როგორც მოგვიანებით გამომიტყდა, უცხოელი ვეგონე.

-  თუ გახსოვს, პირველად რა მოგწერა?

-  მნიშვნელოვანი არაფერი. უბრალოდ, მომწერა, რომ ძალიან მოვეწონე და ჩემი გაცნობა უნდოდა.

-  გაუხარდა ალბათ, ქართველი რომ აღმოჩნდი...

-  რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარ­და... იმ დღეს, როცა პირველად მომწერა, დიპლომის დასაცავად ვემზა­დებოდი და თავში "ვულკანი" მქონდა. თუმცა, რატომღაც მისთვის ცოტაო­დენი დრო მაინც გამოვნახე და ვუპასუხე.

-  რამდენი წლის იყავი, როცა გი­ორგი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?

-  20-ის ვიყავი. ვირტუალური ნაც­ნობობიდან 2 კვირაში, გიო ჩემს სანახა­ვად რუსეთში ჩამოფრინდა, რამაც ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, მისი საქციელი საოცრად მომეწონა. აი, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რეალობაში. ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოვაჩინეთ და ძალიან დავახლოვდით.

-  როცა ერთმანეთი გაიცანით, გიორგი ეროვნული ნაკრების წევრი ჯერ კიდევ არ იყო, არა?

-  მაშინ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა, ვლადიკავკაზის გუნდ "ალანიაში" იყო. სხვათა შორის, იქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, იქაურებს ძალიან უყვარდათ. ნანახი მაქვს, მატჩის დროს რა ხდებოდა, როგორ ამხნევებდნენ გიორგის ტრიბუნებიდან და ცხადია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

-  რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

-  შეყვარებულები სულ რაღაც, 3 თვე ვიყავით. ბევრისთვის შეიძლება, ოჯახის შესაქმნელად ეს დრო ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სიყვარულის ძლიერმა ძალამ დააჩქარა ერთად ყოფნის პროცესი. როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარული იბადება, მას გამოსაცდელად დიდი დრო არ სჭირდება.

-  სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?

-  სიყვარული მეორე შეხვედრისას ამიხსნა. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რას ვგრძნობდი იმ წუთებში.

-  რამდენი ხანია, რაც დაქორწინდით?

-  10 თვის წინ შევუღლდით, ჯვარი 16 ივნისს დავიწერეთ. გიომ უმოკლეს დროში, ძალიან ლამაზი და ორიგინალური ქორწილის ორგანიზება შეძლო.

-  ჯვარი სად დაიწერეთ?

-  ჯვარი სამებაში დავიწერეთ. ის დღე ყველაზე ლამაზი და ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.

-  როგორც ვიცი, ახლა რუმინეთში ცხოვრობთ...

-  დიახ, რუმინეთში ვართ, რადგან გიო რუმინეთის გუნდში თამაშობს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც გახლავთ. 5 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, რომელიც წარმატებული გოლით აღნიშნა. შემდეგი სეზონიდან ის კონტრაქტით უკვე ვერონაში გადადის. მეც მისი რეჟიმით მიწევს ცხოვრება და სადაც მიდის, იქ მივყვები.

-  შენს მშობლებზე გვიამბე რამე...

-  დედაჩემიც ქართველია. ის ჟურნალისტია, მაგრამ საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. რატომ? მამას სურვილი იყო, რომ მის მეუღლეს კი არ ემუშავა, არამედ მთელი ყურადღება ოჯახისთვის დაეთმო. რაც შეეხება მამას, ის პროფესიით ტექნოლოგია.

-  დედისერთა ხარ?

-  დიახ, დედისერთა ვარ. პატარაობაში ძალიან ეგოისტი ვიყავი და მშობლებს ვემუქრებოდი, - თუ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატება, სახლიდან გავიქცევი-მეთქი (იცინის). თუმცა, როცა გავიზარდე, ასე აღარ ვფიქრობდი. მივხვდი, რომ ძალიან ძნელია დედმამიშვილის გარეშე ცხოვრება. დღეს უკვე ვოცნებობ, რომ და ან ძმა მყავდეს, რომელთანაც ალბათ, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მექნებოდა. ღვთის წყალობით, მყავს ისეთი ერთგული მეგობრები, რომლებიც დაძმობას მიწევენ. თუმცა, დედმამიშვილის სიყვარული და მისი მხარში დგომა ალბათ, სხვა რამეა.

-  სკოლა რუსეთში დაამთავრე?

-  სკოლა 15 წლის ასაკში დავამთავრე. საკუთარი თავის ქებას არ მოვყვები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და კლასიდან კლასში "ნახტომებით" გადავდიოდი.

-  პროფესიით ვინ ხარ?

-  სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა რუსეთის მართლმსაჯულების აკადემიაში, საერთაშორისო იურისპრუდენციის ფაკულტეტზე გავაგრძელე. აკადემიის დამთავრების შემდეგ, როდესაც პრაქტიკებს რუსეთის სასამართლოში გავდიოდი, მივხვდი, რომ ამ სისტემაში მუშაობას რუსეთში არ გავაგრძელებდი.

-  რატომ?

-  ამ პროტესტის მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი სიტყვისგან "მართლმსაჯულება" ძალიან შორს არის. საკუთარი თვალით არაერთხელ მინახავს, რომ მოსამართლეები უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდნენ, საქმეს ხელოვნურად ამძიმებდნენ... იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ქართველები ისხდნენ განსასჯელის სკამზე და ვხედავდი, როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ მათ. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ვთქვი, რომ რუსეთში ამ პროფესიით არასოდეს ვიმუშავებდი. ვოცნებობ, როგორც იურისტმა, ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ვიმუშაო, სადაც კანონი მართლაც, უზენაესი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, სხვა პროფესიასაც დავეუფლო, მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რა საქმეს მოვკიდო ხელი.

-  მშობლებს გაუხარდათ, ცოლად ქართველს რომ გაჰყევი?

-  ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვისაც ქართული ტრადიციები უპირველესი იყო და არის კიდეც. რა თქმა უნდა, გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ გიორგი შემიყვარდა და მასთან ერთად ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. გეტყვით იმასაც, რომ ზოგადად, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩვენს ტრადიციებს ძალიან სათუთად ვეპყრობით.

-  შენ და გიორგი მარტო ცხოვრობთ?

-  დიახ, მარტო ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ახალდაქორწინებული წყვილის ურთიერთობაში მესამე პირი არ უნდა ერეოდეს, რათა უფრო მალე და მარტივად დაალაგონ ოჯახური თანაცხოვრების წესები.

-  რუმინეთში ქართველ ირინა შეიკს გეძახიან...

-  დიახ, სოციალური ქსელი აჭრელებულია ამ ინფორმაციით და ძალიან ბევრ კომენტარსაც აკეთებენ; ადამიანების უმეტესობა პოზიტიურად არის ჩემ მიმართ განწყობილი, ზოგიერთი კი ნეგატიურ კომენტარს მიტოვებს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, ეს შედარება ძალიან მსიამოვნებს. ირინა შეიკი ხომ საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი მოდელია.

-  ბევრი იმასაც წერს, რომ თავად შეიკსაც ჯობს სილამაზითო...

-  (იცინის) ეს ყველაფერი ნამდვილად, სასიამოვნოა...

-  მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა ამ შედარებაზე?

-  გიორგი ჩემით ამაყობს, მე კიდევ - მისით.

-  შვილს ხომ არ ელოდებით?

-  ჯერ შვილის ყოლას არ ვჩქარობთ, ამისგან თავს ვიკავებთ. არ ვართ იმ ასაკში, რომ შვილის სასწრაფოდ გაჩენაზე უნდა ვიფიქროთ. როცა სიტუაცია ისე მომწიფდება, რომ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგებით, შვილს მაშინ გავაჩენ.

-  რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

-  თუ ადამიანი გულწრფელად გიყვარს, რთული არაფერია! ასეთ დროს ყველა სიძნელეს ადვილად გადალახავ. თუმცა, როცა გიორგის თამაშებს ვესწრები, საოცრად ვნერვიულობ. მე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ.

-  მეუღლე სიურპრიზებით თუ განებივრებს?

-  სიურპრიზებით მუდამ მანებივრებს. ყოველთვის ცდილობს, რაღაც ორიგინალური მოიფიქროს და გამახაროს.

-  თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

-  თავისუფალ დროს ძირითადად, სახლში ვატარებთ ხოლმე. მას იმდენად დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, რომ თავისუფალ დროს შინ, მყუდრო გარემოში ყოფნა ურჩევნია. მეც ვცდილობ, ხელი შევუწყო და განტვირთვაში დავეხმარო.

-  როცა ქუჩაში ერთად გადიხართ, ალბათ ყველას ყურადღების ცენტრში ექცევით. როცა მამაკაცები თვალს გაყოლებენ, გიორგი არ ეჭვიანობს?

-  ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს, ეჭვიანობს, მაგრამ ამის გამო ჩემთვის სცენები არასდროს მოუწყვია. ჩვენ ერთმანეთის გვჯერა.

-  ქეთა თოფურიაზეც გკითხავ: როგორც ვიცი, მეგობრები ხართ. ერთმანეთს ხშირად ნახულობთ?

-  ქეთა ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარია. ის დადებითი მუხტის მქონე ადამიანია და შენც პოზიტივით გავსებს. როცა მოსკოვში ჩავდივარ, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს.

-  ქეთას მეუღლეზე რას გვეტყვი, როგორი ადამიანია?

-  ქეთას ფანტასტიკური მეუღლე ჰყავს, სხვას ვერაფერს გეტყვით.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება