საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან
ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და სა­პატ­რი­არ­ქო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დო­ბენ, თავი შე­ი­კა­ვონ ბზის ხე­ე­ბის უკა­ნო­ნო მოჭ­რი­სა­გან. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში დღეს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რუ­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრმა ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ და პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს. კერ­ძოდ, მათ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს თავი შე­ი­კა­ვონ ბზის ხე­ე­ბის უკა­ნო­ნო მოჭ­რი­სა­გან.

რო­გორც ბრი­ფინგზე ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, კოლ­ხუ­რი ბზა წარ­მო­ად­გენს ენ­დე­მურ სა­ხე­ო­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან მერ­ქნულ რე­სურსს. ამას­თან, ამ მცე­ნა­რეს ახა­სი­ა­თებს ბოლო წლებ­ში შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია. ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ ბზის მოჭ­რი­სა­გან, რად­გან კოლ­ხუ­რი ბზა შე­ტა­ნი­ლია წი­თელ ნუს­ხა­ში და მათი უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, უკა­ნო­ნოდ მოჭ­რი­ლი ბზის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პირი 200-დან 500 ლა­რამ­დე თან­ხით და­ჯა­რიმ­დე­ბა, თუ ზი­ა­ნი 1 000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, პირს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ემუქ­რე­ბა. გო­გა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მათ ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო არ სურთ პირ­თა დას­ჯა და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ­დე­ნად, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს თავი შე­ი­კა­ვონ ბზის ხე­ე­ბის მოჭ­რი­სა­გან.

თა­ვის მხრივ, მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ მო­სახ­ლე­ო­ბას ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წი­ნას­წარ მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბზის ტო­ტე­ბით მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში შეს­ვლის დღე­სას­წა­ულს აღ­ვნიშ­ნავთ. ამ­დე­ნად, ხში­რად ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უმო­წყა­ლოდ იჭ­რე­ბა და ნად­გურ­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი კოლ­ხუ­რი ბზა. მი­სი­ვე თქმით, უფ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბზე­ბის შე­ძე­ნა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, დღე­სას­წა­ულ­ზე საკ­მა­რი­სია თუნ­დაც ერთი ტო­ტის ყიდ­ვა.

ბრი­ფინგზე ით­ქვა, რომ უმ­ჯო­ბე­სი არის სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღი­სათ­ვის სა­ნერ­გე­ებ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ბზე­ბის შე­ძე­ნა, რო­მელ­საც აკურ­თხე­ბენ ეკ­ლე­სი­ა­ში და მთე­ლი წელი მორ­წმუ­ნეს შე­საძ­ლე­ბო­ბა ექ­ნე­ბა მო­უ­ა­როს და მცე­ნა­რე გა­ა­ხა­როს. ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ და მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მათ რჩე­ვებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან

ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. საქართველოს საპატრიარქოში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რუსურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. კერძოდ, მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან.

როგორც ბრიფინგზე ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, კოლხური ბზა წარმოადგენს ენდემურ სახეობას და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს. ამასთან, ამ მცენარეს ახასიათებს ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია. ხათუნა გოგალაძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან, რადგან კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება.

მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, თუ ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. გოგალაძის განმარტებით, მათ ბზობის დღესასწაულის გამო არ სურთ პირთა დასჯა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბზის ხეების მოჭრისაგან.

თავის მხრივ, მეუფე თეოდორემ მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და აღნიშნა, რომ ბზის ტოტებით მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ამდენად, ხშირად ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა. მისივე თქმით, უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა.

ბრიფინგზე ითქვა, რომ უმჯობესი არის სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიაში და მთელი წელი მორწმუნეს შესაძლებობა ექნება მოუაროს და მცენარე გაახაროს. ხათუნა გოგალაძემ და მეუფე თეოდორემ იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია