პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები
ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები

ჟურ­ნა­ლის­ტებს ისე­თი პრო­ფე­სია გვაქვს, რომ თით­ქმის არა­ფე­რი გვა­ო­ცებს, რად­გან ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ან­თან გვი­წევს შე­ხე­ბა. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ყვა­რელ­ში მზე­ქა­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მოვ­ხვდი, სა­ი­და­ნაც უზო­მოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი და მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დღემ­დე მაქვს გა­მო­ყო­ლი­ლი. მას­პინ­ძე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ბარ­კა­ვა-მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან გახ­ლავთ და კა­ხეთ­შია გა­თხო­ვი­ლი. მას 3 ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა - მა­რი­ნე, ლელა და მზია.

ჩვე­ნი სტა­ტია მზი­ას ეძღვნე­ბა, მაგ­რამ მა­ნამ­დე დე­ბის შე­სა­ხებ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით: მა­რი­ნე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი გახ­ლდათ, ამ­ჟა­მად პე­და­გო­გია; მომ­დევ­ნო ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი კი წლე­ბის წინ გარ­და­იც­ვალ­ნენ. ორი­ვე ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, მაგ­რამ 1 წლის შემ­დეგ ბავ­შვებ­მა ავად­მყო­ფო­ბა და­ი­წყეს. ოჯახ­მა ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი დღემ­დე არ იცის: ზო­გი­ერ­თი ექი­მი ამ­ბობ­და, რომ კუნ­თე­ბის დის­ტრო­ფია იყო, ზოგი კი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის დი­აგ­ნოზს სვამ­და. გო­გო­ნე­ბი ვერ და­დი­ოდ­ნენ, სა­წოლ­სა და სა­ვარ­ძელს იყ­ვნენ მი­ჯაჭ­ვუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ორი­ვეს გულ­მკერ­დის დე­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, რაც ქრო­ნი­კუ­ლი პნევ­მო­ნი­ის (ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა) მი­ზე­ზი გახ­ლდათ. ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და სა­ი­მი­სოდ, რომ ბავ­შვე­ბი გა­ნე­კურ­ნათ, მაგ­რამ ყვე­ლა მცდე­ლო­ბამ უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, გო­გო­ნე­ბი მხნედ იყ­ვნენ და ცხოვ­რე­ბის ხა­ლის­სა და ინ­ტე­რესს არ კარ­გავ­დნენ. ლე­ლამ უცხო ენე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნა ინ­ტე­რე­სი და რამ­დე­ნი­მე ენა შე­ის­წავ­ლა.

მზია 1972 წლის 15 იან­ვარს და­ი­ბა­და. 6 წლი­სამ ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი მო­ი­თხო­ვა და რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად უმოქ­მე­დო ხე­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი შე­ას­რუ­ლა, ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ გო­გო­ნას მხატ­ვრის თან­და­ყო­ლი­ლი ნიჭი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ხატ­ვა მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა.

ლილი მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი:

- ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, წლამ­დე ჭო­ჭი­ნა­საც კი და­არ­ბე­ნი­ნებ­და, მაგ­რამ თან­და­თან უკან-უკან წა­ვი­და. ძალა აკ­ლდე­ბო­და, კუნ­თი უდუნ­დე­ბო­და. ექი­მებ­მა სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს: პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი, რა­ქი­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ხა­დი, კუნ­თე­ბის დის­ტრო­ფია, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა... რა არ ვი­ღო­ნეთ, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გვი­ჭირ­და და ევ­პა­ტო­რი­ა­შიც გვყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ექიმ­თან. სწო­რედ იმ ქალ­მა გვი­თხრა, - და­აკ­ვირ­დით, ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით არი­ან ხოლ­მე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლიო. ჩავ­სვამ­დი სა­ვარ­ძელ­ში, აქეთ-იქი­დან ბა­ლი­შებს შე­მო­ვუ­წყობ­დი, რომ წო­ნას­წო­რო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ფან­ქარს გა­ვუ­თლი­დი, ფურ­ცელს მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ვუ­დებ­დი, ფან­ქარს და­ვა­ჭე­რი­ნებ­დი სუსტ თი­თებ­ში და იწყებ­და ხატ­ვას... ერთხელ მისი ნა­ხა­ტე­ბი სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მე­ბის ტე­ლეს­ტუ­დი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ. ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ გა­და­ხა­ტუ­ლად ჩათ­ვა­ლეს. ამ ამ­ბავ­მა მზია ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა. ცოტა ხნით ხატ­ვაც კი შე­წყვი­ტა. შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა სტი­ლი და სრუ­ლი­ად სხვა რა­ღა­ცე­ბის ხატ­ვა და­ი­წყო. მა­ნამ­დე ეკ­ლე­სი­ებს ხა­ტავ­და, შემ­დეგ უფრო პორ­ტრე­ტებს ქმნი­და. ძი­რი­თა­დად ფან­ქრით ხა­ტავ­და, ფუნ­ჯის ხმა­რე­ბა უჭირ­და. შე­ე­ცა­და, ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით ეხა­ტა, სა­ა­მი­სოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ფაც გა­ვა­კე­თე­ბი­ნეთ ხე­ლო­სანს, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო, რად­გან ფუნჯს მეტი ძალა სჭირ­დე­ბო­და. ისე­თი არ გა­მოს­დი­ო­და, რო­გო­რიც უნ­დო­და და სი­ნა­ნუ­ლით მი­აგ­დო ფუნ­ჯი.

გო­გო­ნა სამ­ყა­როს ეთი­შე­ბო­და ხატ­ვის დროს. ნა­ხატს ნა­ხატ­ზე ისე ქმნი­და, რომ საშ­ლელს არ იყე­ნებ­და, რად­გან მის სუსტ მკლა­ვებს ძალა არ ერ­ჩო­და სა­ი­მი­სოდ, რომ გავ­ლე­ბუ­ლი ხაზი წა­ე­შა­ლა. მოს­წონ­და მუ­სი­კა "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­დან" და ამ მე­ლო­დი­ის ფონ­ზე ხა­ტავ­და ოჯა­ხის წევ­რებს, საყ­ვა­რელ კა­ტას, ბა­ნო­ვან მან­დი­ლოს­ნებს, დე­მო­ნებს... რა აზრს დებ­და თი­თო­ე­ულ ნა­ხატ­ში, მხო­ლოდ თვი­თონ იცო­და, რად­გან ამის შე­სა­ხებ არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბო­და. თა­ვის გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ დღი­უ­რებს ან­დობ­და, რო­მელ­საც ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად წერ­და. დე­დამ მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი მხო­ლოდ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნას ქვე­შა­გე­ბის ქვეშ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ოჯახს საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს და მზია გა­მუდ­მე­ბით კი­თხუ­ლობ­და. თა­ვის აზრს კი დღი­უ­რებ­ში გად­მოს­ცემ­და: "დღეს ვნა­ხე, რომ ჩემს პა­ტა­რა უბის წიგ­ნაკ­ში თით­ქმის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი შე­მივ­სია. ნე­ტავ, თუ მოვა დრო და ვინ­მე ჩემ გარ­და წა­ი­კი­თხავს? თუ შეძ­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემი ჭი­ა­ნი კბი­ლე­ბი­ვით დაღ­რე­ცი­ლი ასო­ე­ბის გარ­ჩე­ვას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იფიქ­რებს? ვინც ამას წა­ი­კი­თხავს, ან სუ­ლე­ლად ჩამ­თვლის, ან - ჭკვი­ა­ნად".

ვი­ნა­ი­დან წერა უჭირ­და, სას­ვენ ნიშ­ნებს არ სვამ­და. ცდი­ლობ­და, ხე­ლის ერთი მოს­მით გად­მო­ე­ცა აზრი, სი­ტყვებს ერ­თმა­ნეთს აბამ­და, მაგ­რამ მა­ინც წერ­და...

მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს, რომ გო­გო­ნა მარ­ტო­სუ­ლი იყო: "ყო­ველ­თვის მი­ჭირ­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნებ­თან გულ­წრფე­ლი. მახ­სოვს უბ­რა­ლო მსხლის ხე, რო­მე­ლიც აივ­ნის წინ იდგა. ეს ხე ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ საბ­რა­ლო ხე მოჭ­რეს. ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ ეს ხე არ მო­ეჭ­რათ... რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - რად გინ­და ეს ხეო, ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, - გა­მი­გებ­დნენ კი? იქ­ნებ გი­ჟა­დაც ჩამ­თვლიდ­ნენ".

"არც ერთი სულ­დგმუ­ლის­გან არ მის­წავ­ლია ამ­დე­ნი რამ, რაც ჩემ­მა კა­ტამ მას­წავ­ლა. მას­ზე ჭკვი­ა­ნი არ­სე­ბა არ შემ­ხვედ­რია. მისი გო­ნი­ე­რე­ბა ფა­რუ­ლი იყო... მას­ზე უფრო არც ერთი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა არ მყვა­რე­ბია. რა თქმა უნდა, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ღმერ­თის შემ­დეგ. სულ მალე ჩემი გო­ნი­ე­რი კატა და­ი­კარ­გა. არ ვიცი, ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი. არ ვიცი, რა­ტომ წა­ვი­და, მაგ­რამ ერთ რა­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, - ძნე­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხო­ველ­სა და ადა­მი­ანს შო­რის, რო­გო­რიც ჩვენ გვქონ­და".

გა­რე­მოს მი­მართ აგ­რე­სია იგ­რძნო­ბა მზი­ას ნა­წე­რებ­ში. ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. შინ გა­მო­კე­ტი­ლი გო­გო­ნა თა­ვის წილ ბედ­ნი­ე­რე­ბას ელო­და... ვერ იღებ­და და ალ­ბათ ეს ხდი­და აგ­რე­სი­ულს: "დღეს ჩემს წი­თელ ბლოკ­ნოტს გა­და­ვავ­ლე თვა­ლი, სწრა­ფა­დაა ნა­წე­რი, არც მძი­მე, არც წერ­ტი­ლი არ­სა­დაა დას­მუ­ლი. აზ­რე­ბიც მგო­ნი მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლია. იქ­ნებ ეს იმის ბრა­ლია, რომ მე ვარ მძი­მე და აგ­რე­სი­უ­ლი? დაე, ეს სხვებ­მა გან­სა­ჯონ, მაგ­რამ ვა­ტყობ, რომ ჩემს ტვინ­ში ყვე­ლა­ფე­რი ვე­რაა კარ­გად".

მისი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა კი ასე­თი იყო: "მე მგო­ნი, ბედ­ნი­ე­რე­ბა არის ის, რა­საც ეწო­დე­ბა სა­ხე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბა და რა­საც ვერ აფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ხე­ლი­დან არ გა­მო­ეც­ლე­ბათ".

ლილი მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი:

- სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ბავ­შვი იყო, ჰქონ­და დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი. ძნე­ლად გა­ი­გებ­დი, რა უნ­დო­და, რა უხა­რო­და, რა სწყინ­და. მას თა­ვი­სი სამ­ყა­რო ჰქონ­და. არ უყ­ვარ­და სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, არა­სო­დეს უთ­ქვამს და­ნა­ნე­ბით, - სხვა ბავ­შვე­ბი­ვით რა­ტომ არ დავ­დი­ვა­რო. არც სხვას მის­ცემ­და იმის უფ­ლე­ბას, რომ შეჰბ­რა­ლე­ბო­და. ეტლზე უარი თქვა, - ინ­ვა­ლი­დი არ ვარო...

გა­მუდ­მე­ბით ფიქ­რობ­და სიკ­ვდილ­ზე: "ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ადა­მი­ა­ნი რომ კვდე­ბო­და, სად მი­დი­ო­და მისი სული? თუ ვინ­მეს ვკი­თხავ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - არ ვი­ციო. იმ სხვამ არც ის იცო­და, რა­ტომ მარ­ხა­ვენ მკვდარს... არის მე­ო­რე სამ­ყა­რო, სა­დაც მი­დი­ან და­ხო­ცილ­თა სუ­ლე­ბი. შიში სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე უაზ­რო­ბაა, რად­გან მას თა­ვი­დან ვერც ერთი სულ­დგმუ­ლი ვერ აიც­დენს. შე­ვამ­ჩნიე, რომ როცა ვინ­მე კვდე­ბა, არა­ვი­თარ სი­ნა­ნულს არ ვგრძნობ".

ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც შუ­ა­თა­ნა და, ლელა გარ­და­იც­ვალა. უფრო ჩა­ი­კე­ტა. ისე­დაც სი­ტყვა­ძუნ­წი იყო და კარ­გა ხანს ხმას აღა­რა­ვის სცემ­და... ისე გა­ვი­და წლე­ბი, რომ სა­ხე­ლი - "ლელა" ხმა­მაღ­ლა არ უთ­ქვამს.

დედა ხში­რად საყ­ვე­დუ­რობ­და, - დე­მო­ნებს რომ ხა­ტავ, ეშ­მა­კე­ბი გვაკ­ლი­აო? - წი­ნას­წარ არ ვფიქ­რობ, რა უნდა დავ­ხა­ტო, ფან­ქარს რომ ვი­ჭერ ხელ­ში, მერე თა­ვი­სით მო­დის აზ­რე­ბიო...

უზო­მოდ პატ­რი­ო­ტი იყო... - ფე­ხე­ბი რომ მქონ­დეს, აფხა­ზე­თის და­სა­ცა­ვად წა­ვი­დო­დიო, - ამ­ბობ­და, როცა იქ ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ლილი მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი:

- ერთხელ ეზ­ოში ვსაქ­მი­ა­ნობ­დი და მზი­ას ხმა შე­მო­მეს­მა, მე­ძახ­და გან­წი­რუ­ლი ხმით. გულ­გა­ხეთ­ქი­ლი შე­მოვ­ვარ­დი ოთახ­ში, მე­გო­ნა, სა­წო­ლი­დან გად­მო­ვარ­და ან რა­ღაც უჭ­ირ­და... - რა და­გე­მარ­თა-მეთ­ქი? - აფხა­ზე­თი და­ვკარ­გე­თო, - ტი­რო­და. ტე­ლე­ვი­ზორს უყ­ურებ­და გა­მუდ­მე­ბით და ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას იგებ­და. - დავ­კარ­გეთ და დავ­კარ­გეთ, რა გული გა­მი­ხეთ­ქე-მეთ­ქი? - ვუ­საყ­ვე­დუ­რე. გა­მე­ბუ­ტა. სა­ღა­მოს მა­მას გა­უ­ზი­ა­რა ტკი­ვი­ლი ამ ამ­ბის გამო, მა­მამ თა­ნა­უგ­რძნო, და­ამ­შვი­და და მისი გული მო­ი­გო კი­დეც. მე კი 2 კვი­რა ხმას არ მცემ­და ჩემი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს რუკა და­ხა­ტა ვარ­დე­ბით და გვერ­დით ვაშ­ლე­ბი მი­უ­ხა­ტა - სა­მო­თხის ვაშ­ლე­ბი­აო...

ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­ხა­ტა, მა­მის გარ­და. მამა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და და ვერ შე­ბე­და და­ხატ­ვა თურ­მე... სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა არ უყ­ვარ­და. ერთხელ მის­ცა ახ­ლო­ბელს გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა და არ მო­ე­წო­ნა. დე­დას სარ­კე მო­ა­ტა­ნი­ნა და სა­კუ­თა­რი პორ­ტრე­ტი შექ­მნა.

გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით მისი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ე­წყო. უამ­რა­ვი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჰყავ­და. მათ შო­რის თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძეც ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგნ­ში ჩა­ნა­წე­რიც და­უ­ტო­ვე­ბია...

მზია 21 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... მშვი­დად წა­ვი­და სა­მა­რა­დი­სო სამ­ყო­ფელ­ში... სიკ­ვდი­ლის წინ მამა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ მან შვილს ცო­ცხალს ვერ მო­უს­წრო...

"დას­რულ­და ჩემი ბლოკ­ნო­ტი, ეს უკვე ბოლო ფურ­ცე­ლია... და­სას­რუ­ლი, რაც უნდა იყოს, სევ­დის მომ­გვრე­ლია. როცა წე­რას ამ­თავ­რე­ბენ, წერ­ტილს სვა­მენ, ხოლო როცა სი­ცო­ცხლეს ამ­თავ­რებს ადა­მი­ა­ნი, - საფ­ლავს უკე­თე­ბენ და ქვას უდ­გა­მენ. რა­ტომ ხდე­ბა ასე? ადა­მი­ანს ისე­დაც ბევ­რი ქვა ხვდე­ბა გულ­ში ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი ნება რომ იყოს, საფ­ლა­ვებ­ზე ქვას არ დავ­დგამ­დი, გარ­დაც­ვლი­ლის საყ­ვა­რელ ხეს დავრგავ­დი ან მის საყ­ვა­რელ ყვა­ვი­ლებს. მე ვი­სურ­ვებ­დი, ჩემს საფ­ლავ­ზე ია­სამ­ნის ხე ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ ვი­სურ­ვებ­დი, საფ­ლა­ვი სად­მე, მდე­ლო­ზე ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც ადა­მი­ა­ნის ჭა­ჭა­ნე­ბა არ იქ­ნე­ბო­და და ირ­გვლივ მხო­ლოდ ტყე და ბუ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. თან, - არა­ვი­თა­რი სა­საფ­ლაო. რა თქმა უნდა, ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გვრე­ლია, რომ 20 წლის ადა­მი­ა­ნი თა­ვის საფ­ლავ­ზე ფიქ­რობს, მაგ­რამ მე მგო­ნია, როცა ისე­დაც კარ­გად იცი, რაც გე­ლის, რა­ტომ არ უნდა იყო მზად? ასე კი სჯობს... ნაკ­ლე­ბად იწ­ვა­ლებ".

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები

ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები

ჟურნალისტებს ისეთი პროფესია გვაქვს, რომ თითქმის არაფერი გვაოცებს, რადგან ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყველანაირ ადამიანთან გვიწევს შეხება. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ ყვარელში მზექალაშვილების ოჯახში მოვხვდი, საიდანაც უზომოდ გაოცებული წამოვედი და მიღებული შთაბეჭდილება დღემდე მაქვს გამოყოლილი. მასპინძელი, ქალბატონი ლილი ბარკავა-მზექალაშვილი წარმოშობით სამეგრელოდან გახლავთ და კახეთშია გათხოვილი. მას 3 ქალიშვილი შეეძინა - მარინე, ლელა და მზია.

ჩვენი სტატია მზიას ეძღვნება, მაგრამ მანამდე დების შესახებ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით: მარინე აბსოლუტურად ჯანმრთელი გახლდათ, ამჟამად პედაგოგია; მომდევნო ქალიშვილები კი წლების წინ გარდაიცვალნენ. ორივე ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ბავშვებმა ავადმყოფობა დაიწყეს. ოჯახმა ზუსტი დიაგნოზი დღემდე არ იცის: ზოგიერთი ექიმი ამბობდა, რომ კუნთების დისტროფია იყო, ზოგი კი ცერებრალური დამბლის დიაგნოზს სვამდა. გოგონები ვერ დადიოდნენ, საწოლსა და სავარძელს იყვნენ მიჯაჭვული წლების განმავლობაში. ორივეს გულმკერდის დეფორმაცია ჰქონდა, რაც ქრონიკული პნევმონიის (ფილტვების დაავადება) მიზეზი გახლდათ. ოჯახი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ბავშვები განეკურნათ, მაგრამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. მიუხედავად ასეთი ფიზიკური მდგომარეობისა, გოგონები მხნედ იყვნენ და ცხოვრების ხალისსა და ინტერესს არ კარგავდნენ. ლელამ უცხო ენების მიმართ გამოავლინა ინტერესი და რამდენიმე ენა შეისწავლა.

მზია 1972 წლის 15 იანვარს დაიბადა. 6 წლისამ ფურცელი და ფანქარი მოითხოვა და როდესაც ფაქტობრივად უმოქმედო ხელებით პირველი ნახატი შეასრულა, ყველა მიხვდა, რომ გოგონას მხატვრის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. ამის შემდეგ ხატვა მისი ცხოვრების ნაწილად იქცა.

ლილი მზექალაშვილი:

- ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, წლამდე ჭოჭინასაც კი დაარბენინებდა, მაგრამ თანდათან უკან-უკან წავიდა. ძალა აკლდებოდა, კუნთი უდუნდებოდა. ექიმებმა სხვადასხვა დიაგნოზი დასვეს: პოლიომიელიტი, რაქიტული მოვლენები, სახადი, კუნთების დისტროფია, ცერებრალური დამბლა... რა არ ვიღონეთ, მაგრამ არაფერმა უშველა. მატერიალურად არ გვიჭირდა და ევპატორიაშიც გვყავდა წაყვანილი ექიმთან. სწორედ იმ ქალმა გვითხრა, - დააკვირდით, ასეთი დაავადების მქონე ბავშვები განსაკუთრებული ნიჭით არიან ხოლმე დაჯილდოებულიო. ჩავსვამდი სავარძელში, აქეთ-იქიდან ბალიშებს შემოვუწყობდი, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, ფანქარს გავუთლიდი, ფურცელს მოხერხებულად და­ვუდებდი, ფანქარს დავაჭერინებდი სუსტ თითებში და იწყებდა ხატვას... ერთხელ მისი ნახატები საბავშვო გადაცემების ტელესტუდიაში გავგზავნეთ. ტელევიზიით აჩვენეს, მაგრამ გადახატულად ჩათვალეს. ამ ამბავმა მზია ძალიან გაანაწყენა. ცოტა ხნით ხატვაც კი შეწყვიტა. შემდეგ შეიცვალა სტილი და სრულიად სხვა რაღაცების ხატვა დაიწყო. მანამდე ეკლესიებს ხატავდა, შემდეგ უფრო პორტრეტებს ქმნიდა. ძირითადად ფანქრით ხატავდა, ფუნჯის ხმარება უჭირდა. შეეცადა, ზეთის საღებავებით ეხატა, საამისოდ სპეციალური დაფაც გავაკეთებინეთ ხელოსანს, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ფუნჯს მეტი ძალა სჭირდებოდა. ისეთი არ გამოსდიოდა, როგორიც უნდოდა და სინანულით მიაგდო ფუნჯი.

გოგონა სამყაროს ეთიშებოდა ხატვის დროს. ნახატს ნახატზე ისე ქმნიდა, რომ საშლელს არ იყენებდა, რადგან მის სუსტ მკლავებს ძალა არ ერჩოდა საიმისოდ, რომ გავლებული ხაზი წაეშალა. მოსწონდა მუსიკა "რომეო და ჯულიეტადან" და ამ მელოდიის ფონზე ხატავდა ოჯახის წევრებს, საყვარელ კატას, ბანოვან მანდილოსნებს, დემონებს... რა აზრს დებდა თითოეულ ნახატში, მხოლოდ თვითონ იცოდა, რადგან ამის შესახებ არავის ელაპარაკებოდა. თავის გულისნადებს მხოლოდ დღიურებს ანდობდა, რომელსაც ყველასგან მალულად წერდა. დედამ მისი ჩანაწერები მხოლოდ შვილის გარდაცვალების შემდეგ, გოგონას ქვეშაგების ქვეშ აღმოაჩინა.

ოჯახს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და მზია გამუდმებით კითხულობდა. თავის აზრს კი დღიურებში გადმოსცემდა: "დღეს ვნახე, რომ ჩემს პატარა უბის წიგნაკში თითქმის ნახევარზე მეტი შემივსია. ნეტავ, თუ მოვა დრო და ვინმე ჩემ გარდა წაიკითხავს? თუ შეძლებს, რასაკვირველია, ჩემი ჭიანი კბილებივით დაღრეცილი ასოების გარჩევას. საინტერესოა, რას იფიქრებს? ვინც ამას წაიკითხავს, ან სულელად ჩამთვლის, ან - ჭკვიანად".

ვინაიდან წერა უჭირდა, სასვენ ნიშნებს არ სვამდა. ცდილობდა, ხელის ერთი მოსმით გადმოეცა აზრი, სიტყვებს ერთმანეთს აბამდა, მაგრამ მაინც წერდა...

მისი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გოგონა მარტოსული იყო: "ყოველთვის მიჭირდა, ვყოფილიყავი ადამიანებთან გულწრფელი. მახსოვს უბრალო მსხლის ხე, რომელიც აივნის წინ იდგა. ეს ხე ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ საბრალო ხე მოჭრეს. ვერ მოვახერხე, რომ ეს ხე არ მოეჭრათ... რომ მეკითხებოდნენ, - რად გინდა ეს ხეო, ვერ ვეუბნებოდი, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, - გამიგებდნენ კი? იქნებ გიჟადაც ჩამთვლიდნენ".

"არც ერთი სულდგმულისგან არ მისწავლია ამდენი რამ, რაც ჩემმა კატამ მასწავლა. მასზე ჭკვიანი არსება არ შემხვედრია. მისი გონიერება ფარული იყო... მასზე უფრო არც ერთი ცოცხალი არსება არ მყვარებია. რა თქმა უნდა, ახლობლებისა და ღმერთის შემდეგ. სულ მალე ჩემი გონიერი კატა დაიკარგა. არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. არ ვიცი, რატომ წავიდა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - ძნელია წარმოიდგინო ისეთი დამოკიდებულება ცხოველსა და ადამიანს შორის, როგორიც ჩვენ გვქონდა".

გარემოს მიმართ აგრესია იგრძნობა მზიას ნაწერებში. ეს არცაა გასაკვირი. შინ გამოკეტილი გოგონა თავის წილ ბედნიერებას ელოდა... ვერ იღებდა და ალბათ ეს ხდიდა აგრესიულს: "დღეს ჩემს წითელ ბლოკნოტს გადავავლე თვალი, სწრაფადაა ნაწერი, არც მძიმე, არც წერტილი არსადაა დასმული. აზრებიც მგონი მეტად აგრესიულია. იქნებ ეს იმის ბრალია, რომ მე ვარ მძიმე და აგრესიული? დაე, ეს სხვებმა განსაჯონ, მაგრამ ვატყობ, რომ ჩემს ტვინში ყველაფერი ვერაა კარგად".

მისი თვალით დანახული ბედნიერება კი ასეთი იყო: "მე მგონი, ბედნიერება არის ის, რასაც ეწოდება სახელად ჯანმრთელობა და რასაც ვერ აფასებენ ადამიანები მანამ, სანამ ხელიდან არ გამოეცლებათ".

ლილი მზექალაშვილი:

- საოცარი ბუნების ბავშვი იყო, ჰქონდა დიდი მოთმინების უნარი. ძნელად გაიგებდი, რა უნდოდა, რა უხაროდა, რა სწყინდა. მას თავისი სამყარო ჰქონდა. არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, არასოდეს უთქვამს დანანებით, - სხვა ბავშვებივით რატომ არ დავდივარო. არც სხვას მისცემდა იმის უფლებას, რომ შეჰბრალებოდა. ეტლზე უარი თქვა, - ინვალიდი არ ვარო...

გამუდმებით ფიქრობდა სიკვდილზე: "ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა, ადამიანი რომ კვდებოდა, სად მიდიოდა მისი სული? თუ ვინმეს ვკითხავდი, მეუბნებოდნენ - არ ვიციო. იმ სხვამ არც ის იცოდა, რატომ მარხავენ მკვდარს... არის მეორე სამყარო, სადაც მიდიან დახოცილთა სულები. შიში სიკვდილის წინაშე უაზრობაა, რადგან მას თავიდან ვერც ერთი სულდგმული ვერ აიცდენს. შევამჩნიე, რომ როცა ვინმე კვდება, არავითარ სინანულს არ ვგრძნობ".

ძალიან განიცადა, როდესაც შუათანა და, ლელა გარდაიც­ვალა. უფრო ჩაიკეტა. ისედაც სიტყვაძუნწი იყო და კარგა ხანს ხმას აღარავის სცემდა... ისე გავიდა წლები, რომ სახელი - "ლელა" ხმამაღლა არ უთქვამს.

დედა ხშირად საყვე­დურობდა, - დემონებს რომ ხატავ, ეშმაკები გვაკლიაო? - წინასწარ არ ვფიქრობ, რა უნდა დავხატო, ფანქარს რომ ვიჭერ ხელში, მერე თავისით მოდის აზრებიო...

უზომოდ პატრიოტი იყო... - ფეხები რომ მქონდეს, აფხაზეთის დასაცავად წავიდოდიო, - ამბობდა, როცა იქ ომი მიმდინარეობდა.

ლილი მზე­ქალაშვილი:

- ერთხელ ეზ­ოში ვსაქმიანობდი და მზიას ხმა შემომესმა, მეძახდა განწირული ხმით. გულგახეთქილი შემოვვარდი ოთახში, მეგონა, საწოლიდან გადმოვარდა ან რაღაც უჭ­ირ­და... - რა დაგემართა-მეთქი? - აფხაზეთი და­ვკარგეთო, - ტიროდა. ტე­ლევიზორს უყ­ურებდა გამუდმებით და ყველანაირ ინფორმაციას იგებდა. - დავკარგეთ და დავკარგეთ, რა გული გამიხეთ­ქე-მეთქი? - ვუსაყვედურე. გამებუტა. საღამოს მამას გაუზიარა ტკივილი ამ ამბის გამო, მამამ თანაუგრძნო, დაამშვიდა და მისი გული მოიგო კიდეც. მე კი 2 კვირა ხმას არ მცემდა ჩემი დაუფიქრებელი სიტყვების გამო. საქართველოს რუკა დახატა ვარდებით და გვერდით ვაშლები მიუხატა - სამოთხის ვაშლებიაო...

ოჯახის ყველა წევრი დახატა, მამის გარდა. მამა განსაკუთრებულად უყვარდა და ვერ შებედა დახატვა თურმე... სურათის გადაღება არ უყვარდა. ერთხელ მისცა ახლობელს გადაღების უფლება და არ მოეწონა. დედას სარკე მოატანინა და საკუთარი პორტრეტი შექმნა.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ, კეთილი ადამიანების დახმარებითა და თანადგომით მისი ნახატების გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო. უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. მათ შორის თამაზ კვაჭანტირაძეც ყოფილა, რომელსაც შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დაუტოვებია...

მზია 21 წლის გარდაიცვალა... მშვიდად წავიდა სამარადისო სამყოფელში... სიკვდილის წინ მამა მოითხოვა, მაგრამ მან შვილს ცოცხალს ვერ მოუსწრო...

"დასრულდა ჩემი ბლოკნოტი, ეს უკვე ბოლო ფურცელია... დასასრული, რაც უნდა იყოს, სევდის მომგვრელია. როცა წერას ამთავრებენ, წერტილს სვამენ, ხოლო როცა სიცოცხლეს ამთავრებს ადამიანი, - საფლავს უკეთებენ და ქვას უდგამენ. რატომ ხდება ასე? ადამიანს ისედაც ბევრი ქვა ხვდება გულში ცხოვრებაში. ჩემი ნება რომ იყოს, საფლავებზე ქვას არ დავდგამდი, გარდაცვლილის საყვარელ ხეს დავრგავდი ან მის საყვარელ ყვავილებს. მე ვისურვებდი, ჩემს საფლავზე იასამნის ხე ყოფილიყო, კიდევ ვისურვებდი, საფლავი სადმე, მდელოზე ყოფილიყო, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ იქნებოდა და ირგვლივ მხოლოდ ტყე და ბუნება იქნებოდა. თან, - არავითარი სასაფლაო. რა თქმა უნდა, ჟრუანტელის მომგვრელია, რომ 20 წლის ადამიანი თავის საფლავზე ფიქრობს, მაგრამ მე მგონია, როცა ისედაც კარგად იცი, რაც გელის, რატომ არ უნდა იყო მზად? ასე კი სჯობს... ნაკლებად იწვალებ".

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)