პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე
"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

მა­რი­ამ სა­ჯა­ია, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი:

"ქუ­ჩის ომებ­ზე გა­დას­ვლა ნიშ­ნავს 90-ია­ნებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას!

დე­პუ­ტატ­ზე რომ თავ­დას­ხმას და გა­ტა­ცე­ბას გა­ბე­და­ვენ, ესე იგი სრუ­ლი­ად თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბით იბ­რძვი­ან წარ­სუ­ლის მო­საბ­რუ­ნებ­ლად.

რამ გა­გამ­წა­რათ ასე და რამ გა­გა­ბო­რო­ტათ?!

სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის, რაც დღეს და­ი­წყო, ამით მარ­თლა და­ი­წყო რა­ღაც ძა­ლი­ან ცუდი".

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"ღა­მის 3 სთ დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს თავს და­ეს­ხა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­და და სცა­დეს მისი გა­ტა­ცე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა, ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ფუ­ჭია მო­რა­ლუ­რად გა­ტე­ხონ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში დგას. იდი­ო­ტია ამ ოპე­რა­ცი­ის დამ­გეგ­მა­ვიც და შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც, ამ სულმდა­ბა­ლი საქ­ცი­ე­ლით მას კი­დევ უფრო უძ­ლი­ე­რებთ სურ­ვილს არ და­ა­ნებ­დეს ქვეყ­ნის მა­ოხ­რებ­ლებს...

ბოცო <3"

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"ნუგ­ზა­რის თქმით, გამ­ტა­ცებ­ლებს სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნი­ათ, იყ­ვნენ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბულ­ნი და პე­რი­მეტრზე გან­ლაგ­დნენ წი­ნას­წარ. უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბით ეს ხალ­ხი იყო სუს-იდან და მოქ­მე­დებ­დნენ ჰა­კიმ ფა­შას და­ვა­ლე­ბით. ამით ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია მხო­ლოდ იზ­რდე­ბა და მე­ხუ­თე კო­ლო­ნის და­სას­რუ­ლი კი ახ­ლოვ­დე­ბა".

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბადმცვლი:

"ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ცემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და ახლა. ორი ვა­რი­ან­ტია: ან ბო­ცო­ზე ვი­ღაც ტი­პე­ბი პი­რად ამ­ბავ­ში იყ­ვნენ გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი (შე­საძ­ლოა ეს მისი ბიზ­ნე­სის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ან ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ - მას საკ­მა­ოდ მსუ­ყე ბიზ­ნე­სი აქვს) ანკი თვი­თონ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გა­დაც­მუ­ლი, უფორ­მო ზონ­დერე­ბი. კარ­გად უნდა გა­მო­ი­ძი­ონ და იმე­დია მი­აგ­ნე­ბენ სი­მარ­თლეს. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბო­ცოს ცემა მთავ­რო­ბას არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და. ვინც გა­ა­კე­თა, ის პრო­ვო­კა­ტო­რი უნდა და­ი­სა­ჯოს. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ყო­ფი­ლი კუ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გრი­გა­ლაშ­ვი­ლის­გან რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ახლა პრო­ვო­კა­ცი­ებს ამ­ზა­დებს, რომ მა­ი­და­ნის სცე­ნა­რი გა­ა­მე­ო­როს და სა­ქარ­თვე­ლომ არ მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი თვი­თონ აცხა­დებს, რომ რუ­სუ­ლი დაზვრე­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რია და ასე­ვეა მი­შას ზონ­დერ ბრი­გა­დის დიდი ნა­წი­ლი.

ნა­ცე­ბის ბო­ცოს გა­ლა­მა­ზე­ბა­ზეც ფიქ­რო­ბენ - და აგ­რეთ­ვე რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნაც უნ­დათ - ამ­ბავს ატე­ხენ ახლა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­პუ­ტა­ტებს სცემ­სო. მაგ­რამ კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დე­ბათ. ეს არის პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის ჩა­დე­ნი­ლი.

ვიცი, რომ ბო­ცო­ი­ამ ძა­ლი­ან გა­ამ­წა­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კით და დე­მა­გო­გი­ით, მაგ­რამ მა­ინც გთხოვთ, ნუ და­ლო­ცავთ მის გამ­ლახ­ვე­ლებს. ჯერ ერთი ძა­ლა­დო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია - თუნ­დაც ბო­ცოს წი­ნა­აღ­მდეგ - და მე­ო­რეც, მე მგო­ნი ისევ იმ ნა­ცებს და­ლო­ცავთ, რომ­ლე­ბი­თაც ასე ამა­ყობს ყო­ფი­ლი კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და მის­თა­ნე­ბი.. და არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა მაგ გა­რეწ­რე­ბის და­ლოც­ვა".

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ წიკ­ლა­უ­რის ცე­მის ამ­ბა­ვი. ასე ნა­ცუ­ლი­კე­ბის­თვის "მო­გე­ბა" არა­ნა­ირ სი­ხა­რულს არ მგვრის.

ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე უკი­დუ­რე­სად არის გამ­წა­რე­ბუ­ლი და ლინ­ჩის წე­სით ცდი­ლობს სა­თის­ფაქ­ცი­ის მი­ღე­ბას რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­თი კერ­ძო შემ­თხვე­ვა მგო­ნია ეს. მთავ­რო­ბას წუგ­ზა­რა ისე ჭირ­დე­ბა რო­გორც ნახ­მა­რი კა­ლო­ში. ცხა­დია ეს შემ­თხვე­ვა გა­მო­ძი­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს!".

შოთა ია­თაშ­ვი­ლი, პო­ე­ტი:

"ლინ­ჩის წე­სით? რაო, ბი­ჭებ­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნეს? აბა რა, სულ ნუგ­ზა­რი ცემ­და და აწა­მებ­და ხალ­ხს, მა­ნი­ა­კი... ფუ, თქვე­ნი!".

შე­გახ­სე­ნებთ, წუ­ხელ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. დე­პუ­ტა­ტის თქმით, სახ­ლთან სამი მან­ქა­ნით რამ­დე­ნი­მე ნიღ­ბი­ა­ნი დახ­ვდა, რო­მელ­თაც მისი გა­ტა­ცე­ბა სცა­დეს. წიკ­ლა­უ­რის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ელექტრო­შო­კიც გა­მო­ი­ყე­ნეს. დე­პუ­ტატს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხე­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

სოციალურ ქსელში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან.

მარიამ საჯაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"ქუჩის ომებზე გადასვლა ნიშნავს 90-იანებში დაბრუნებას!

დეპუტატზე რომ თავდასხმას და გატაცებას გაბედავენ, ესე იგი სრულიად თავზეხელაღებით იბრძვიან წარსულის მოსაბრუნებლად.

რამ გაგამწარათ ასე და რამ გაგაბოროტათ?!

სრულიად წარმოუდგენელია ის, რაც დღეს დაიწყო, ამით მართლა დაიწყო რაღაც ძალიან ცუდი".

ეკა ხერხეულიძე, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ღამის 3 სთ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხა ორგანიზებული ბანდა და სცადეს მისი გატაცება. მიუხედავად მასზე ფიზიკური ძალადობისა, ყველა მცდელობა ფუჭია მორალურად გატეხონ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს სამსახურში დგას. იდიოტია ამ ოპერაციის დამგეგმავიც და შემსრულებელიც, ამ სულმდაბალი საქციელით მას კიდევ უფრო უძლიერებთ სურვილს არ დაანებდეს ქვეყნის მაოხრებლებს...

ბოცო <3"

გიორგი კანდელაკი, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ნუგზარის თქმით, გამტაცებლებს სიტყვაც არ დასცდენიათ, იყვნენ დისციპლინირებულნი და პერიმეტრზე განლაგდნენ წინასწარ. უდიდესი ალბათობით ეს ხალხი იყო სუს-იდან და მოქმედებდნენ ჰაკიმ ფაშას დავალებით. ამით ჩვენი მოტივაცია მხოლოდ იზრდება და მეხუთე კოლონის დასასრული კი ახლოვდება".

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი და უფლებადმცვლი:

"ნუგზარ წიკლაურის ცემა ხელისუფლებას ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა ახლა. ორი ვარიანტია: ან ბოცოზე ვიღაც ტიპები პირად ამბავში იყვნენ გაბრაზებულები (შესაძლოა ეს მისი ბიზნესის კონკურენტები ან ყოფილი პარტნიორები ყოფილიყვნენ - მას საკმაოდ მსუყე ბიზნესი აქვს) ანკი თვითონ "ნაცმოძრაობის" გადაცმული, უფორმო ზონდერები. კარგად უნდა გამოიძიონ და იმედია მიაგნებენ სიმართლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ ბოცოს ცემა მთავრობას არაფერში სჭირდებოდა. ვინც გააკეთა, ის პროვოკატორი უნდა დაისაჯოს. მაქვს ინფორმაცია, ყოფილი კუდელი მაღალჩინოსანი გრიგალაშვილისგან რომ "ნაცმოძრაობა" ახლა პროვოკაციებს ამზადებს, რომ მაიდანის სცენარი გაამეოროს და საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობა. გრიგალაშვილი თვითონ აცხადებს, რომ რუსული დაზვრევის მომზადებული კადრია და ასევეა მიშას ზონდერ ბრიგადის დიდი ნაწილი.

ნაცების ბოცოს გალამაზებაზეც ფიქრობენ - და აგრეთვე რევოლუციის მოხდენაც უნდათ - ამბავს ატეხენ ახლა - ხელისუფლება დეპუტატებს სცემსო. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. ეს არის პროვოკატორების ჩადენილი.

ვიცი, რომ ბოცოიამ ძალიან გაამწარა მთელი საქართველოს მოსახლეობა თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და დემაგოგიით, მაგრამ მაინც გთხოვთ, ნუ დალოცავთ მის გამლახველებს. ჯერ ერთი ძალადობა ყველანაირად მიუღებელია - თუნდაც ბოცოს წინააღმდეგ - და მეორეც, მე მგონი ისევ იმ ნაცებს დალოცავთ, რომლებითაც ასე ამაყობს ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი გრიგალაშვილი და მისთანები.. და არაფერში გვჭირდება მაგ გარეწრების დალოცვა".

შალვა რამიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი:

"სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ წიკლაურის ცემის ამბავი. ასე ნაცულიკებისთვის "მოგება" არანაირ სიხარულს არ მგვრის.

ზოგიერთი მოქალაქე უკიდურესად არის გამწარებული და ლინჩის წესით ცდილობს სათისფაქციის მიღებას რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთი კერძო შემთხვევა მგონია ეს. მთავრობას წუგზარა ისე ჭირდება როგორც ნახმარი კალოში. ცხადია ეს შემთხვევა გამოძიბული უნდა იქნეს!".

შოთა იათაშვილი, პოეტი:

"ლინჩის წესით? რაო, ბიჭებმა სამართლიანობა აღადგინეს? აბა რა, სულ ნუგზარი ცემდა და აწამებდა ხალხს, მანიაკი... ფუ, თქვენი!".

შეგახსენებთ, წუხელ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

იხილეთ ასევე:

ექიმებისა და პაციენტების აჭარული ცეკვა რეანიმაციაში - ინფიცირებული ქალბატონის ვიდეოს, ბათუმის კლინიკიდან, უამრავი ადამიანი აზიარებს

"მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს, პანიკა მიტევს... ლევანი უფრო კარგადაა" - როგორია ინფიცირებული დეპუტატისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია" - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას