სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ კაპანაძე - პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის
ვახტანგ კაპანაძე - პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს.

მისი თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰა­ე­რი­დან არ არის მო­ტა­ნი­ლი. კა­პა­ნა­ძე იმ არ­გუ­მენ­ტებს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს აქვთ.

"ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი რაც პრო­ფე­სი­უ­ლი ჯა­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს აქვთ, არის ის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ჯარი წყდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხდე­ბა ერ­თგვა­რი სამ­ხედ­რო კას­ტა, მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტი არის რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის შე­ნახ­ვა სა­ხელ­მწი­ფოს უფრო ძვი­რი უჯ­დე­ბა, ვიდ­რე წვე­ვამ­დე­ლის. ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცია არის, რომ არ უნდა მოხ­დეს წყვე­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჯარს შო­რის და რე­ზერ­ვი შე­ავ­სებს ამ ნი­შას. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ეს უნდა გან­ვი­ხი­ლოთ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი ჯა­რის შე­ნახ­ვა უფრო ია­ფია, ვიდ­რე წვე­ვამ­დე­ლის. თუ ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ წვე­ვამ­დე­ლი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე უნდა მომ­ზად­დეს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცი, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ეს და­მა­ტე­ბით თან­ხებს ითხოვს. ამა­ვე დროს ცუდ ჯა­რის­კაცს და კარგ ჯა­რის­კაცს აქვთ ერ­თნა­ი­რი კვე­ბა, სჭირ­დე­ბათ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. ამა­ვე დროს წვე­ვამ­დელს ვერ წა­იყ­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში. ჩვენ ჰა­ე­რი­დან არ მოგ­ვი­ტა­ნია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იყო დის­კუ­სია. ასე­ვე ჰა­ე­რი­დან არ არის მო­ტა­ნი­ლი რი­ცხვე­ბი და გათ­ვლი­ლია ყვე­ლა ხარ­ჯი, რაც სჭირ­დე­ბა ჯა­რის­კაცს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამის და­ჯა­მე­ბის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რია", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წვე­ვამ­დე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნას აკ­ლდე­ბა სა­მუ­შაო ძალა, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი და ამა­ვე დროს აქვს ხარ­ჯი მის შე­ნახ­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჟუ­რა­ლის­ტის შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ არ იცო­და ეს დე­ტა­ლე­ბი თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა, კა­პა­ნა­ძის თქმით, ეს კი­თხვე­ბი მას არ უნდა და­უს­ვან.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ხელი მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გუ­შინ მო­ა­წე­რა.

რო­გორც ხი­და­შელ­მა გან­მარ­ტა, ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვას არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თავ­დაც­ვის შემ­დგო­მი მი­ნის­ტრი სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნას გა­და­წყვეტს, მას მისი ამ ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­უ­წევს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გარ­და, სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას სხვა უწყე­ბე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა ხი­და­შე­ლის ბრძა­ნე­ბა მათ ეს არ ეხე­ბათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

ვახტანგ კაპანაძე - პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის

ვახტანგ კაპანაძე - პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი. კაპანაძე იმ არგუმენტებს პასუხობს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს აქვთ.

„ძირითადი არგუმენტი რაც პროფესიული ჯარის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის ის, რომ პროფესიული ჯარი წყდება საზოგადოებას და ხდება ერთგვარი სამხედრო კასტა, მეორე არგუმენტი არის რომ პროფესიული ჯარისკაცის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წვევამდელის. ჩვენი კონცეფცია არის, რომ არ უნდა მოხდეს წყვეტა საზოგადოებასა და ჯარს შორის და რეზერვი შეავსებს ამ ნიშას. რაც შეეხება ფინანსებს, ეს უნდა განვიხილოთ გრძელვადიან პერიოდში. პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ამავე დროს წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდხანს იყო დისკუსია. ასევე ჰაერიდან არ არის მოტანილი რიცხვები და გათვლილია ყველა ხარჯი, რაც სჭირდება ჯარისკაცს თავის საქმიანობაში. ამის დაჯამების შედეგად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სწორია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, წვევამდელების შემთხვევაში ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი და ამავე დროს აქვს ხარჯი მის შენახვაში. რაც შეეხება ჟურალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ იცოდა ეს დეტალები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, კაპანაძის თქმით, ეს კითხვები მას არ უნდა დაუსვან.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ ეს არ ეხებათ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი