სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია
არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა ახალ ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

"შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ საქ­მე­ში ნამ­დვი­ლად არის ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად - ახა­ლი ვერ­სია. გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხდე­ბა მათი შე­მოწ­მე­ბა, დად­გე­ნა", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ახა­ლი ვერ­სია, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს, ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის­გან, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა: "ჩვენ არც ერთი ვერ­სია არ გა­მოგ­ვი­რი­ცხავს. ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­რე­მო­ბე­ბი რაც არის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, იმის თქმა, რომ საქ­მე გახ­სნი­ლია, ჯერ ნა­ად­რე­ვია.

"საქ­მის გახ­სნა ნიშ­ნავს იმას, რომ და­ვად­გი­ნოთ, რა მოხ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვად­გი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ კონ­დინ­ცი­ამ­დე ჯერ მი­სუ­ლი არ ვართ", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჯერ კი­დევ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია.

"იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათი შე­დე­გე­ბის დრო­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია ვა­დაც, რო­დის შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ", – დას­ძი­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმის, დე­პუ­ტატ გი­ორ­გი ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია, შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს. შესაბამისი განცხადება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.

"შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რადიკალურად განსხვავებულია ახალი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ვერსიისგან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა: "ჩვენ არც ერთი ვერსია არ გამოგვირიცხავს. ის მტკიცებულებები და გარემობები რაც არის, რასაკვირველია, მრავალფეროვნებით ხასიათდება".

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია.

"საქმის გახსნა ნიშნავს იმას, რომ დავადგინოთ, რა მოხდა და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში მონაწილეობდნენ. ამ კონდინციამდე ჯერ მისული არ ვართ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

ამასთან, არჩილ კბილაშვილის თქმით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ კიდევ ჩასატარებელია.

"იქედან გამომდინარე, რომ მათი შედეგების დროის პროგნოზირება რთულია, არაპროგნოზირებადია ვადაც, როდის შეიძლება საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ", – დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის, დეპუტატ გიორგი ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან გამოძიების განახლების შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ