მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
 სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს. რო­გორც რუ­ლოვ­სი "ოდი­ში ნი­უს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, უსა­მარ­თლო არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შუ­ე­რა­ცხმყო­ფე­ლია.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამომ­რჩე­ველს მათი ნდო­ბის­თვის და მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მომ­პა­რეს არა მარ­ტო 8 ოქ­ტომ­ბერს, არა­მედ გუ­ში­ნაც. ყვე­ლამ იცის, რომ მე პირ­ველ ტურ­ში გა­ვი­მარ­ჯვე, ამი­ტომ შე­უ­რა­ცხყო­ფად ვთვლი მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ უსა­მარ­თლო ე. წ. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რე ტურ­ში. ჯერ ერთი, მთელ ზუგ­დიდ­ში ძა­ლი­ან ცუდი - ქურ­დუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი და წნე­ხის პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი და არ მინ­და, ამ ხალ­ხს კი­დევ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ, დას­ცი­ნონ. მე ვიცი, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მცხოვ­რებ­ლებს პარ­ლა­მენ­ტი­დან ან თუნ­დაც სხვა ად­გი­ლი­დან და­ვუდ­გე­ბი გვერ­დში - ეს ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა.

მი­სი­ვე თქმით, ეს გა­ყალ­ბე­ბა არა მარ­ტო ზუგ­დიდ­ში, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო. "მე მიკ­ვირს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა (გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და), მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფრო და უფრო ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი, სა­დაც კარ­გად ჩანს დარ­ღვე­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი - გამ­ქრა­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი, ერთი და იგი­ვე ხალ­ხი უბან­ში, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და ა.შ. ეს არის გა­ყალ­ბე­ბა, რო­მელ­საც მას­შტა­ბებს ვერ და­უ­დებ, ეს იყო ყველ­გან. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ველ ტურ­ში - ეს იყო პი­რა­დი მარ­ცხი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის­თვის, ვინც 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თქვა, რომ "ის ქალ­ბა­ტო­ნიც კი ვერ გა­ი­მარ­ჯვებს ზუგ­დიდ­ში". ეს მი­ი­ღეს, რო­გორც ბრძა­ნე­ბა და ეს ბრძა­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა.

სან­დრა რუ­ლოვ­სის ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვიუ "ოდი­ში ნი­უ­სის" ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

 სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი "ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შუერაცხმყოფელია.

"მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი - ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულებაა", - განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. "მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს დარღვევების ფაქტები - გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოების გადაღება და ა.შ. ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან. ჩემი გამარჯვება პირველ ტურში - ეს იყო პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ "ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის", - განაცხადა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის ვიდეოინტერვიუ "ოდიში ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."