მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან თევზები - ზოდიაქოს 12-ე ნიშნის სუსტი და ძლიერი მხარეები
როგორები არიან თევზები - ზოდიაქოს 12-ე ნიშნის სუსტი და ძლიერი მხარეები

თევ­ზე­ბი ზო­დი­ა­ქოს წრის უკა­ნას­კნე­ლი ნი­შა­ნი და სა­ფე­ხუ­რია და თორ­მე­ტი­ვე ნი­შანს მო­ი­ცავს სა­კუ­თარ თავ­ში. ეს მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ადა­მი­ან­თან მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნის ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნოს თავი. თქვენ თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ აღ­მოჩ­ნდეთ სხვა ადა­მი­ანს ტყავ­ში და ზუს­ტად ის ემო­ცი­ე­ბი იგ­რძნოთ, ზუს­ტად ის იფიქ­როთ, რა­საც ის გა­ნიც­დის და ფიქ­რობს. ეს გან­ვი­თა­რე­ბულ დო­ნე­ზე მე­დი­უ­მუ­რი უნა­რე­ბია.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი და ად­ვი­ლად ადაპ­ტი­რე­ბა­დი ბრძან­დე­ბით, გაქვთ სა­ო­ცა­რი თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და გა­გე­ბის უნა­რი, გეს­მით ყვე­ლა­სი, მაგ­რამ თქვენ ვე­რა­ვინ გი­გებთ.

მზით თევ­ზებ­მა შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­ზე დარ­დში გა­ა­ტა­როს, თუმ­ცა ტან­ჯვა ნეპ­ტუ­ნი­სე­ულ სამ­ყა­რო­ში საკ­მა­ოდ გლა­მუ­რი­ზე­ბუ­ლია. მათ ხში­რად სა­კუ­თა­რი თავი ეცო­დე­ბათ და ამ გან­ცდით მა­ზო­ხის­ტურ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ.

თევ­ზებს, რო­გორც წესი, ხში­რად აკ­რა­ვენ უნე­ბის­ყო­ფო და სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის იარ­ლიყს, თუმ­ცა ეს სა­დაო სა­კი­თხია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­და­კარ­გუ­ლი, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბის უკან ძა­ლი­ან ღრმა ადა­მი­ა­ნი იმა­ლე­ბა. თქვენ მე­ოც­ნე­ბე ხართ, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ოც­ნე­ბე არა, მა­ტე­რი­ა­ლურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე მაღ­ლა დგა­ხართ, უმაღ­ლე­სი მიზ­ნე­ბი და ტრან­სცე­დენ­ტუ­ლი იდე­ე­ბი გაქვთ. ნეპ­ტუ­ნი უმაღ­ლე­სი სიყ­ვა­რუ­ლია და თქვენც მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა, რო­გორც ერთი, ისე გიყ­ვართ, ერ­თნა­ი­რად შე­გიძ­ლი­ათ უთა­ნაგ­რძნოთ სა­კუ­თარ სის­ხლს და ხორცს თუ გა­დამ­თი­ელს. ამ სიყ­ვა­რულ­ში არ არ­სე­ბობს სა­ზღვრე­ბი. თევ­ზე­ბი ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოა.

მგრძნო­ბი­ა­რე და ჰი­პერ­სენ­სი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით. ად­ვი­ლად მი­გაქვთ გულ­თან ყვე­ლა­ფე­რი, გე­ხე­ბათ თუ არ ეს პი­რა­დად თქვენ. ად­ვი­ლად გწყინთ და ხში­რად ხართ ტან­ჯვებ­ში. თა­ნაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი­სა, მა­ინც არ კარ­გავთ წარ­მოდ­გე­ნას ადა­მი­ა­ნებ­ზე, მა­ინც გჯე­რათ მათი, მა­ინც ენ­დო­ბით და იმა­თაც კი ვერ ეუბ­ნე­ბით უარს დახ­მა­რე­ბა­ზე, ვინც იცით, რომ არ იმ­სა­ხუ­რებს.

იმ­დე­ნად არ გსურთ მწა­რე სი­მარ­თლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა, ხში­რად თავს იტყუ­ებთ, გა­ურ­ბი­ხართ მას, სა­ნამ სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბა პირ­და­პირ ღრუბ­ლე­ბი­დან მი­წა­ზე არ და­გა­ნარ­ცხებთ. მერე იწყე­ბა სა­კუ­თარ სამ­ყა­რო­ში ჩა­კეტ­ვა, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიბ­რა­ლუ­ლი და "აღა­რა­სო­დეს ვენ­დო­ბი", "აღა­რა­სო­დეს და­ვუ­ჯე­რებ"… ეს პე­რი­ო­დე­ბი ხან­მოკ­ლეა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და თქვენ, სწო­რედ ასე­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ცო­დე­ბის მო­მენ­ტე­ბით იღებთ ენერ­გი­ას და ახერ­ხებთ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას. როცა ცხოვ­რე­ბა შე­მო­გი­ლა­წუ­ნებთ, მხო­ლოდ მა­შინ გყოფ­ნით სი­მა­მა­ცე, თვა­ლი გა­უს­წო­როთ სი­მარ­თლეს. ჰოდა, ძლი­ე­რი და მყა­რი ნა­ბი­ჯე­ბით ამო­დი­ხართ ნა­პირ­ზე, ისევ ისე­თი გამ­გე­ბი და თა­ნაგ­რძნო­ბით სავ­სე… ცოტა ხნით მა­ინც.

ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა ისიც იფიქ­როს, რომ ტან­ჯვა მოგ­წონთ. არის ამა­ში რა­ღაც სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი, რად­გან სევ­დი­ა­ნო­ბის ჟამს გან­სა­კუთ­რე­ბით კრე­ა­ტი­უ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხდე­ბით, თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო ხომ თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის, პო­ე­ტის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს, თუნ­დაც ამ სფე­რო­ში არ მოღ­ვა­წე­ობ­დეთ. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს მთვა­რე თევ­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

თქვენ ვერ ერ­კვე­ვით ბიზ­ნეს­ში, ვერც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს წე­სებ­ში, ვერც აგ­რე­სი­უ­ლი, პირ­და­პი­რი ფორ­მით ახერ­ხებთ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა თვით­გა­მო­ხატ­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა კი გაქვთ და ხე­ლოვ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. არტი, მუ­სი­კა, მარ­კე­ტინ­გი… აი, თქვე­ნი სფე­რო­ე­ბი. უშ­რე­ტი ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, სა­დაც კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და წარ­მო­სახ­ვაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა გვერ­დით მა­ინც გჭირ­დე­ბათ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც თქვე­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თუკი მო­ა­ხერ­ხებთ და სა­ჭი­რო ნი­შას ნა­ხავთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ტუ­ი­ცი­ის წყა­ლო­ბით, დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევთ.

ბევრ თევზს მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტუ­ლო­ბის­კენ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­კენ, უგუ­ლის­ყუ­რო­ბის­კენ… "რაა? მეე?" ალ­ბათ აღ­შფოთ­დით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვენ­ნა­ი­რი მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე დარ­დობს, უგუ­ლის­ყუ­რო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ? კი, თქვენ ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი ხართ, მაგ­რამ თუკი გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას ნიშ­ნავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, და­ე­კი­თხეთ ქალ­წულს ან თხის რქას.

თუკი თქვენ ვერ იტანთ რუ­კებს, სა­ა­თებს, ინ­სტრუქ­ცი­ებს, სა­ყი­დე­ლი ნივ­თე­ბის სი­ებს, გან­რი­გებს, რე­ჟიმს და ა.შ., ესეც თქვე­ნი მზის დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა. განა არ სჯობს ინ­ტუ­ი­ცი­ას ენდო და დი­ნე­ბას მიჰ­ყვე? განა არ ამ­ბო­ბენ დიდი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი - "დი­ნე­ბამ უკეთ იცის საით წა­გი­ღო­სო?"

თევ­ზებს ხში­რად არ მოს­წონთ ხოლ­მე ას­ტრო­ლო­გე­ბის მიერ და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თავი, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ. მათ უჭირთ სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის აღ­ქმა, ჰოდა, ტი­პუ­რი თევ­ზი გა­ინ­ტე­რე­სებთ? ცე­ცხლის, მი­წის და ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბის ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა რომ არ ჰქო­ნია? კურტ კო­ბე­ი­ნი! მაგ­რამ გულს ნუ გა­ი­ტეხთ – უფრო ბედ­ნი­ე­რი გე­ნი­ო­სე­ბიც და­ბა­დე­ბუ­ლან თქვენს რი­გებ­ში – თუნ­დაც აინშტა­ი­ნი, სტივ ჯობ­სი… ასე რომ პო­ტენ­ცი­ა­ლი დიდი გაქვთ, მთა­ვა­რია, რო­გორ მო­იხ­მართ და რაში გა­მო­ი­ყე­ნებთ ამ პო­ტენ­ცი­ალს…

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

როგორები არიან თევზები - ზოდიაქოს 12-ე ნიშნის სუსტი და ძლიერი მხარეები

როგორები არიან თევზები - ზოდიაქოს 12-ე ნიშნის სუსტი და ძლიერი მხარეები

თევზები ზოდიაქოს წრის უკანასკნელი ნიშანი და საფეხურია და თორმეტივე ნიშანს მოიცავს საკუთარ თავში. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება და ნებისმიერი მათგანის ადგილას წარმოიდგინოს თავი. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანს ტყავში და ზუსტად ის ემოციები იგრძნოთ, ზუსტად ის იფიქროთ, რასაც ის განიცდის და ფიქრობს. ეს განვითარებულ დონეზე მედიუმური უნარებია.

აქედან გამომდინარე ძალიან ცვალებადი და ადვილად ადაპტირებადი ბრძანდებით, გაქვთ საოცარი თანაგრძნობისა და გაგების უნარი, გესმით ყველასი, მაგრამ თქვენ ვერავინ გიგებთ.

მზით თევზებმა შეიძლება ცხოვრების უდიდესი ნაწილი სასტიკ რეალობაზე დარდში გაატაროს, თუმცა ტანჯვა ნეპტუნისეულ სამყაროში საკმაოდ გლამურიზებულია. მათ ხშირად საკუთარი თავი ეცოდებათ და ამ განცდით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ.

თევზებს, როგორც წესი, ხშირად აკრავენ უნებისყოფო და სუსტი ადამიანების იარლიყს, თუმცა ეს სადაო საკითხია. ამ მიმართულებადაკარგული, ბურუსით მოცული პიროვნების უკან ძალიან ღრმა ადამიანი იმალება. თქვენ მეოცნებე ხართ, მაგრამ ჩვეულებრივი მეოცნებე არა, მატერიალურ მოთხოვნილებებზე მაღლა დგახართ, უმაღლესი მიზნები და ტრანსცედენტული იდეები გაქვთ. ნეპტუნი უმაღლესი სიყვარულია და თქვენც მთელი კაცობრიობა, როგორც ერთი, ისე გიყვართ, ერთნაირად შეგიძლიათ უთანაგრძნოთ საკუთარ სისხლს და ხორცს თუ გადამთიელს. ამ სიყვარულში არ არსებობს საზღვრები. თევზები ქრისტესმიერი სიყვარულის სიმბოლოა.

მგრძნობიარე და ჰიპერსენსიტიური ადამიანი ბრძანდებით. ადვილად მიგაქვთ გულთან ყველაფერი, გეხებათ თუ არ ეს პირადად თქვენ. ადვილად გწყინთ და ხშირად ხართ ტანჯვებში. თანაც ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მაინც არ კარგავთ წარმოდგენას ადამიანებზე, მაინც გჯერათ მათი, მაინც ენდობით და იმათაც კი ვერ ეუბნებით უარს დახმარებაზე, ვინც იცით, რომ არ იმსახურებს.

იმდენად არ გსურთ მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება, ხშირად თავს იტყუებთ, გაურბიხართ მას, სანამ სასტიკი რეალობა პირდაპირ ღრუბლებიდან მიწაზე არ დაგანარცხებთ. მერე იწყება საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა, საკუთარი თავის სიბრალული და "აღარასოდეს ვენდობი", "აღარასოდეს დავუჯერებ"… ეს პერიოდები ხანმოკლეა, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი. გაგიკვირდებათ და თქვენ, სწორედ ასეთი საკუთარი თავის შეცოდების მომენტებით იღებთ ენერგიას და ახერხებთ ფეხზე წამოდგომას. როცა ცხოვრება შემოგილაწუნებთ, მხოლოდ მაშინ გყოფნით სიმამაცე, თვალი გაუსწოროთ სიმართლეს. ჰოდა, ძლიერი და მყარი ნაბიჯებით ამოდიხართ ნაპირზე, ისევ ისეთი გამგები და თანაგრძნობით სავსე… ცოტა ხნით მაინც.

ბევრმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ ტანჯვა მოგწონთ. არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, რადგან სევდიანობის ჟამს განსაკუთრებით კრეატიული და შემოქმედებითი ხდებით, თქვენი შინაგანი სამყარო ხომ თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ხელოვანი ადამიანის, პოეტის სულიერ სამყაროს, თუნდაც ამ სფეროში არ მოღვაწეობდეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთვარე თევზების შემთხვევაში უფრო აქტუალურია.

თქვენ ვერ ერკვევით ბიზნესში, ვერც მატერიალური სამყაროს წესებში, ვერც აგრესიული, პირდაპირი ფორმით ახერხებთ თვითრეალიზაციას, თუმცა თვითგამოხატვის მოთხოვნილება კი გაქვთ და ხელოვნება საუკეთესო გამოსავალია. არტი, მუსიკა, მარკეტინგი… აი, თქვენი სფეროები. უშრეტი ფანტაზიის წყალობით ყველგან წარმატებული იქნებით, სადაც კრეატიულობა და წარმოსახვაა საჭირო, თუმცა გვერდით მაინც გჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუკი მოახერხებთ და საჭირო ნიშას ნახავთ, შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, დიდ წარმატებასაც მიაღწევთ.

ბევრ თევზს მიდრეკილება აქვს ყურადღების გაფანტულობისკენ, უპასუხისმგებლობისაკენ, უგულისყურობისკენ… "რაა? მეე?" ალბათ აღშფოთდით. როგორ შეიძლება თქვენნაირი მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ყველაფერზე დარდობს, უგულისყურობაში დაადანაშაულონ? კი, თქვენ ძალიან მზრუნველი ხართ, მაგრამ თუკი გაინტერესებთ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება, დაეკითხეთ ქალწულს ან თხის რქას.

თუკი თქვენ ვერ იტანთ რუკებს, საათებს, ინსტრუქციებს, საყიდელი ნივთების სიებს, განრიგებს, რეჟიმს და ა.შ., ესეც თქვენი მზის დამსახურება იქნება. განა არ სჯობს ინტუიციას ენდო და დინებას მიჰყვე? განა არ ამბობენ დიდი ფილოსოფოსები - "დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოსო?"

თევზებს ხშირად არ მოსწონთ ხოლმე ასტროლოგების მიერ დახასიათებული საკუთარი თავი, რადგან სავარაუდოდ, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა აქვთ. მათ უჭირთ საკუთარი პიროვნების აღქმა, ჰოდა, ტიპური თევზი გაინტერესებთ? ცეცხლის, მიწის და ჰაერის ნიშნების ძლიერი გავლენა რომ არ ჰქონია? კურტ კობეინი! მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ – უფრო ბედნიერი გენიოსებიც დაბადებულან თქვენს რიგებში – თუნდაც აინშტაინი, სტივ ჯობსი… ასე რომ პოტენციალი დიდი გაქვთ, მთავარია, როგორ მოიხმართ და რაში გამოიყენებთ ამ პოტენციალს…