პოლიტიკა
მსოფლიო

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აცტეკური ჰოროსკოპი - ვინ ხართ სინამდვილეში და რას იუწყება თქვენი ბედის წიგნი?
აცტეკური ჰოროსკოპი - ვინ ხართ სინამდვილეში და რას იუწყება თქვენი ბედის წიგნი?

კა­ი­მა­ნი (00:00 - 01:00 სთ.)

სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: კა­ი­მა­ნი, სიბ­რძნის სიმ­ბო­ლო. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის ლო­გი­კუ­რად მსჯე­ლობს, რის გა­მოც არას­დროს სცდე­ბა რე­ა­ლო­ბის სა­ზღვრებს.

კარ­გი მრჩე­ვე­ლი და მო­სა­უბ­რეა. ორ­გა­ნი­ზე­ბა მისი ძლი­ე­რი მხა­რეა, ისე­ვე რო­გორც, ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვა და მათ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია. ანა­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწრა­ფად ერ­კვე­ვი­ან.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: არას­დროს და­უშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას. ყვე­ლა თქვე­ნი შეც­დო­მა გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რებთ. რა­ო­დენ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც უნდა აღ­მოჩ­ნდეთ, გა­მო­სა­ვალს ყო­ველ­თვის იპო­ვით. შე­საძ­ლოა გახ­დეთ პო­ლი­ტი­კო­სი ან ერის ლი­დე­რი და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ, ან ფსი­ქო­ლო­გი­ას ან ფსი­ქი­ატ­რი­ას გაჰ­ყვეთ და გა­ნუ­კურ­ნე­ბელ ფსი­ქი­კურ და­ა­ვა­დე­ბებს ღირ­სე­უ­ლად შე­ებ­რძო­ლოთ. თუ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მოგ­წონთ, თქვენ­გან ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი ან ტრე­ნე­რი გა­მო­ვა.

Astrologia

ქარი (01:00 - 01:59 სთ)

სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: ქარი, რო­მელ­მაც სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის მარ­ტი­ვი გზე­ბი იცის.მა­შინ, როცა მის ცხოვ­რე­ბას ტორ­ნა­დო და­ა­ტყდე­ბა ხოლ­მე თავს, ის ყო­ველ­თვის ახერ­ხებს თა­ვის შვე­ლას. ქა­რის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლე­ბი და გა­რე­მოს მორ­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­უძ­ლი­ათ ადაპ­ტა­ცია. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ქარს თავი მო­ა­წო­ნო ან რა­ი­მე­თი ასი­ა­მოვ­ნო, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი მის გვერ­დით კომ­პლექსდე­ბა ან გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბა ეჭ­ვე­ბით.

Astrologia რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში:

ადრე თუ გვი­ან ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როთ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ის­მი­ნოთ მათი ის­ტო­რი­ე­ბი, შე­იც­ნოთ თქვენ­თვის ეგ­ზო­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტაპ­ზე დიდი გან­საც­დე­ლი და­გა­ტყდე­ბათ თავს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და იქ­ნე­ბა თქვე­ნი ნე­ბის­ყო­ფის, გამ­ძლე­ო­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბის­თვის.

ქა­მე­ლე­ო­ნი (02:00 - 02:59 სთ.)

სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: ქა­მე­ლე­ო­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მო­დუ­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად კომ­ფორ­ტის ზონა არას­დროს აზა­რა­ლებს. მას სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა თა­მა­მად შე­უძ­ლია და პროგ­რე­სი არ აში­ნებს, თუმ­ცა, თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი ექ­ნე­ბა, არა­ფერს გა­აპ­რო­ტეს­ტებს. შე­უძ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ოს და შე­იც­ვა­ლოს სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა სხვას მის გამო შეც­ვლას არას­დროს აი­ძუ­ლებს. როცა თავს ეს­ხმი­ან იმა­ლე­ბა ან თავს არი­დებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, არა იმი­ტომ რომ ეში­ნია, არა­მედ დროს არ კარ­გავს კონ­ფლიქ­ტებ­ზე.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ცხოვ­რე­ბით დატ­კბო­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი,

რო­მე­ლიც გულს ძა­ლი­ან გატ­კენთ. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბით, იძი­ოთ თუ არა შური. შუ­რის­ძი­ე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე არ მი­გიყ­ვანთ. პი­რი­ქით ბო­რო­ტე­ბის მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში ჩა­ებ­მე­ბით, უფრო და­ცა­რი­ელ­დე­ბით და მარ­ტო იგ­რძნობთ თავს. ამი­ტომ აპა­ტი­ეთ, მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ და ცხოვ­რე­ბა გა­ნაგ­რძეთ. მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­სა­ხეთ, მარ­ტი­ვად მი­საღ­წე­ვი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს შე­დე­გით დატ­კბე­ბით.

Astrologia

გვე­ლი (03:00 - 03:59 სთ)

სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: გვე­ლი, რო­მელ­საც სპონ­ტა­ნუ­რი თავ­დას­ხმა ახა­სი­ა­თებს, ამი­ტომ მისი გაბ­რა­ზე­ბა არ ღირს.

ამ ადა­მი­ა­ნებს უმი­ზე­ზოდ ჩხუ­ბი და წუ­წუ­ნიც სჩ­ვე­ვი­ათ, თუმ­ცა არა დიდ­ხანს. უყ­ვართ, როცა გარ­შე­მო მყო­ფებს აკ­ვირ­ვე­ბენ და აბ­ნე­ვენ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გვე­ლი ხში­რად უკე­თებს სი­ურპრი­ზებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და პა­სუ­ხად ელო­დე­ბა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით მა­საც გა­ა­ნე­ბივ­რე­ბენ.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: სა­კუ­თარ თავ­თან შებ­რძო­ლე­ბა მო­გი­წევთ. გა­ი­მარ­ჯვებთ თუ არა, მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

შე­საძ­ლოა კა­რი­ე­რის აწყო­ბა სი­ზარ­მა­ცის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხოთ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინა­ნოთ, ამი­ტომ აჯო­ბეთ ყვე­ლა იმ გა­სარ­თობს, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას გი­ფან­ტავთ, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელს ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჭო­რა­ო­ბას, თა­მაშს, ფო­ტო­ე­ბის უმიზ­ნოდ და უში­ნა­არ­სოდ გა­და­ღე­ბას, მერე კი ფო­ტო­შო­პით და­მუ­შა­ვე­ბას. შე­საძ­ლოა და­კარ­გოთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი/მე­უღ­ლე დრა­მა­ტუ­ლი ჩხუ­ბი­სას.

Astrologia

სიკ­ვდი­ლი (04:00 - 04:59 სთ)

სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: სიკ­ვდი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ეთი­კუ­რი. ინ­ტრო­ვერ­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით.

არ გიყ­ვართ გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლის ან წუ­ხი­ლის გა­მო­ხატ­ვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა გიყ­ვართ და მისი შე­ზღუდ­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის მის­ცემთ. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გაკ­ლი­ათ, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად შე­ი­ძენთ.

რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის გჭირ­დე­ბათ ოჯა­ხი და სახ­ლი.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­გიყ­ვარ­დე­ბათ. ის თქვენს სულ­სა და არ­სე­ბას ამო­იც­ნობს. და­გეხ­მა­რე­ბათ იპო­ვოთ პა­სუ­ხე­ბი იმ შე­კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გა­წუ­ხებთ.

ჰობი თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გახ­დე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო პრინ­ცი­პებს გა­და­ა­ბი­ჯებთ. 35-45 წლის ასაკ­ში კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. გი­ღა­ლა­ტებთ მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ენ­დო­ბო­დით.

Astrologia

ირე­მი (05:00 - 05:59 სთ.)

სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ ხართ : ირე­მი, რომ­ლის­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრეს­ტი­ჟი, აღი­ა­რე­ბა, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცო­ტა­თი მორ­ცხვი და საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბას და­უ­კავ­ში­რებთ მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა, ან და­კარ­გავს ქო­ნე­ბა­სა და სტა­ტუსს. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დავთ, ცო­ტას ინა­ნებთ, რომ პრი­ო­რი­ტე­ტებს ყო­ველ­თვის სწო­რად არ ანა­წი­ლებ­დით.

Astrologia

კურ­დღე­ლი (06:00-06:59 სთ)

თქვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: კურ­დღე­ლი, რო­მე­ლიც სა­მე­გობ­რო წრის გული და სუ­ლია! ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ყვე­ლას სა­სურ­ვე­ლად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნოს თავი, ამი­ტომ მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს ადა­მი­ა­ნებს. კურ­დღე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ, შრო­მის­მოყ­ვა­რეა, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რად იცავს ოქ­როს შუ­ა­ლედს საქ­მე­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ცხოვ­რე­ბის სა­და­ვე­ებს სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღებთ. დი­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით იცუ­რებთ. ოდეს­მე ჩა­მო­შორ­დე­ბით სა­მე­გობ­რო წრეს, რად­გან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზე­ბი გა­ი­ყო­ფა ან შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შე­გეც­ვლე­ბათ. დაძ­ლევთ შიშს, რო­მე­ლიც თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი იყო.

წყა­ლი (07:00 - 07:59 სთ)

სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ ხართ : წყა­ლი, უკი­დუ­რე­სად ემო­ცი­უ­რი და შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი. თუ წყალს უყ­ვარ­დე­ბა, უყ­ვარ­დე­ბა ყვე­ლა ატო­მით, თუ სძულს, სი­ძულ­ვი­ლი გამ­ჯდა­რი აქვს ძვლის ტვინ­შიც კი. მას სიმ­შვი­დე­ში ცოხვრე­ბა არ შე­უძ­ლია. მუ­დამ ღე­ლავს, რო­გორც ოკე­ა­ნე ან ზღვა.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გული ათას ნა­წი­ლად და­გეშ­ლე­ბათ, რად­გან ძა­ლი­ან გა­გიც­რუ­ე­ბენ იმედს და ხალ­ხი­სად­მი ნდო­ბას და­გა­კარ­გვი­ნე­ბენ. იყო­ლი­ებთ ში­ნა­ურ ცხო­ველს, რო­მე­ლიც ერ­თგულ მე­გობ­რო­ბას გა­გი­წევთ. მო­გი­წევთ მო­უ­ა­როთ მო­ხუცს ან ბავ­შვს, რო­მე­ლიც მის­და­უ­ნე­ბუ­რად დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას შეგ­ძენთ.

Astrologia

ძაღ­ლი (08:00 - 08: 59 სთ)

თქვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: ძაღ­ლი, რო­მელ­საც სწამს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გაჩ­ნდა. ის გარ­შე­მო მყო­ფებს ყო­ველ­თვის უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბა. "ჯერ სხვა და მერე მე" - ამ აზ­რით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რის გა­მოც ხში­რად ზა­რალ­დე­ბა, მაგ­რამ უარს ამ­ბობს შეც­ვლა­ზე. რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ძა­ლი­ან მა­მა­ცე­ბი არი­ან. არ ერი­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმას. ამ ნიშ­ნით ხში­რად იბა­დე­ბი­ან პატ­რი­ო­ტე­ბი.

Astrologia

მა­ი­მუ­ნი (09:00 - 09:59 სთ)

სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ ხართ: მა­ი­მუ­ნი, უშუ­ა­ლო და მხი­ა­რუ­ლი. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბრწყინ­ვა­ლე გა­რეგ­ნო­ბით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა წინსვლა­ში.

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში: ადა­მი­ა­ნე­ბი ეც­დე­ბი­ან თქვენს გა­მო­ყე­ნე­ბას. მათ­ში აღ­ძრუ­ლი შური და­გინ­გრევთ ურ­თი­ერ­თო­ბას, უკან დაგ­ხევთ საქ­მე­ში.

Astrologia

ბა­ლა­ხი (10:00 - 10:59 სთ)

თქვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხართ: ბა­ლა­ხი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი და ამო­უც­ნო­ბი. რთუ­ლია თქვე­ნი სუ­ლის შეც­დო­მა, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი უც­ნა­უ­რად მი­გიჩ­ნე­ვენ. ისი­ნი ან ჭკუ­ას კარ­გა­ვენ თქვენ­ზე, ან ჭი­რი­ვით გიძ­ლე­ბენ. ბა­ლახს შე­უძ­ლია ყვე­ლა სურ­ვი­ლი აის­რუ­ლოს, მაგ­რამ მიზ­ნის­კენ დინ­ჯად მი­ი­წევს. სჯე­რა, რომ "მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­ბა".

რა წე­რია თქვენს ბე­დის წიგნ­ში : თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა არა­გეგ­მი­უ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. რამ­დე­ნი გეგ­მაც არ უნდა შე­ად­გი­ნოთ, ყო­ველ­თვის რა­ღაც ისე­თი მოხ­დე­ბა, რა­საც არ ელო­დით. ზოგ­ჯერ რე­ა­ლო­ბა თქვენს ოც­ნე­ბებ­საც კი აჯო­ბებს, მაგ­რამ მოხ­ვდე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლას გა­მო­გაც­ლით და თავს ზღვარ­ზე გაგ­რძნო­ბი­ნებთ.

Astrologia

ბე­დის წიგნ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­საძ­ლოა უკვე მოხ­და კი­დეც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ ბაშარული
6

დანარჩენ საათებში დაბადებულებზე სად მოვძებნოთ ინფორმაცია? მაგალითად, მე 11.15 საათზე ვარ დაბადებული...

ფიქრია
6

23.00-00.00ვინ არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე

აცტეკური ჰოროსკოპი - ვინ ხართ სინამდვილეში და რას იუწყება თქვენი ბედის წიგნი?

აცტეკური ჰოროსკოპი - ვინ ხართ სინამდვილეში და რას იუწყება თქვენი ბედის წიგნი?

კაიმანი (00:00 - 01:00 სთ.)

სინამდვილეში ხართ: კაიმანი, სიბრძნის სიმბოლო. ამ ნიშნით დაბადებული ყველა ადამიანი გამჭრიახი გონებით გამოირჩევა. ის ლოგიკურად მსჯელობს, რის გამოც არასდროს სცდება რეალობის საზღვრებს.

კარგი მრჩეველი და მოსაუბრეა. ორგანიზება მისი ძლიერი მხარეა, ისევე როგორც, ადამიანების მართვა და მათზე გავლენის მოხდენა. მიზანსწრაფული და თავდაჯერებულია. ანალიზის მეშვეობით ყველა სიტუაციაში სწრაფად ერკვევიან.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: არასდროს დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ყველა თქვენი შეცდომა გაკვეთილი იქნება, რომელსაც კარგად დაიმახსოვრებთ. რაოდენ რთულ სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეთ, გამოსავალს ყოველთვის იპოვით. შესაძლოა გახდეთ პოლიტიკოსი ან ერის ლიდერი და ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოთ, ან ფსიქოლოგიას ან ფსიქიატრიას გაჰყვეთ და განუკურნებელ ფსიქიკურ დაავადებებს ღირსეულად შეებრძოლოთ. თუ სწავლების პროცესი მოგწონთ, თქვენგან ცნობილი პედაგოგი ან ტრენერი გამოვა.

Astrologia

ქარი (01:00 - 01:59 სთ)

სინამდვილეში ხართ: ქარი, რომელმაც სირთულეების გადალახვის მარტივი გზები იცის.მაშინ, როცა მის ცხოვრებას ტორნადო დაატყდება ხოლმე თავს, ის ყოველთვის ახერხებს თავის შველას. ქარის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან მოქნილები და გარემოს მორგებულები არიან. მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ადაპტაცია. საკმაოდ რთულია ქარს თავი მოაწონო ან რაიმეთი ასიამოვნო, ამიტომ ადამიანები მის გვერდით კომპლექსდება ან გაურკვევლობაში ჩავარდნილი ძალიან იტანჯება ეჭვებით.

Astrologia რა წერია თქვენს ბედის წიგნში:

ადრე თუ გვიან ცხოვრება საშუალებას მოგცემთ, ბევრი იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო. გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მოისმინოთ მათი ისტორიები, შეიცნოთ თქვენთვის ეგზოტიკური კულტურა. ცხოვრების რამდენიმე ეტაპზე დიდი განსაცდელი დაგატყდებათ თავს, რაც სერიოზული გამოცდა იქნება თქვენი ნებისყოფის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის.

ქამელეონი (02:00 - 02:59 სთ.)

სინამდვილეში ხართ: ქამელეონი, რომელიც ყოველთვის მოდუნებულია, მაგრამ ამავდროულად კომფორტის ზონა არასდროს აზარალებს. მას სიახლეების მიღება თამამად შეუძლია და პროგრესი არ აშინებს, თუმცა, თუ მთელი ცხოვრება ჩვეული ცხოვრების წესი ექნება, არაფერს გააპროტესტებს. შეუძლია საკუთარ თავზე იმუშაოს და შეიცვალოს საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა სხვას მის გამო შეცვლას არასდროს აიძულებს. როცა თავს ესხმიან იმალება ან თავს არიდებს კონკრეტულ ადამიანს, არა იმიტომ რომ ეშინია, არამედ დროს არ კარგავს კონფლიქტებზე.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრებით დატკბობას მოახერხებთ. გამოჩნდება ადამიანი,

რომელიც გულს ძალიან გატკენთ. არჩევანის წინაშე დადგებით, იძიოთ თუ არა შური. შურისძიება ბედნიერებამდე არ მიგიყვანთ. პირიქით ბოროტების მოჯადოებულ წრეში ჩაებმებით, უფრო დაცარიელდებით და მარტო იგრძნობთ თავს. ამიტომ აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ და ცხოვრება განაგრძეთ. მიზანი, რომელიც დაისახეთ, მარტივად მისაღწევი არ იქნება, მაგრამ ბოლოს შედეგით დატკბებით.

Astrologia

გველი (03:00 - 03:59 სთ)

სინამდვილეში ხართ: გველი, რომელსაც სპონტანური თავდასხმა ახასიათებს, ამიტომ მისი გაბრაზება არ ღირს.

ამ ადამიანებს უმიზეზოდ ჩხუბი და წუწუნიც სჩვევიათ, თუმცა არა დიდხანს. უყვართ, როცა გარშემო მყოფებს აკვირვებენ და აბნევენ. შეყვარებული გველი ხშირად უკეთებს სიურპრიზებს საყვარელ ადამიანს და პასუხად ელოდება, რომ მოულოდნელობებით მასაც გაანებივრებენ.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: საკუთარ თავთან შებრძოლება მოგიწევთ. გაიმარჯვებთ თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

შესაძლოა კარიერის აწყობა სიზარმაცის გამო ვერ მოახერხოთ და მთელი ცხოვრება ინანოთ, ამიტომ აჯობეთ ყველა იმ გასართობს, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ, თუნდაც სოციალურ ქსელს ან მეგობრებთან ერთად ჭორაობას, თამაშს, ფოტოების უმიზნოდ და უშინაარსოდ გადაღებას, მერე კი ფოტოშოპით დამუშავებას. შესაძლოა დაკარგოთ შეყვარებული/მეუღლე დრამატული ჩხუბისას.

Astrologia

სიკვდილი (04:00 - 04:59 სთ)

სინამდვილეში ხართ: სიკვდილი, სამართლიანი და ეთიკური. ინტროვერტობით გამოირჩევით.

არ გიყვართ გრძნობების აფიშირება, სიხარულის ან წუხილის გამოხატვა. თავისუფლება გიყვართ და მისი შეზღუდვის უფლებას არავის მისცემთ. თავდაჯერებულობა გაკლიათ, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად შეიძენთ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბედნიერებისთვის გჭირდებათ ოჯახი და სახლი.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ. ის თქვენს სულსა და არსებას ამოიცნობს. დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც ძალიან გაწუხებთ.

ჰობი თქვენი შემოსავლის წყარო გახდება. საყვარელი ადამიანის გამო პრინციპებს გადააბიჯებთ. 35-45 წლის ასაკში კაპიტალის დაგროვებას მოახერხებთ. გიღალატებთ მეგობარი, რომელსაც ენდობოდით.

Astrologia

ირემი (05:00 - 05:59 სთ.)

სინამდვილეში თქვენ ხართ : ირემი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პრესტიჟი, აღიარება, თავის დამკვიდრება მაღალ ეშელონებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი მორცხვი და საკმაოდ თავშეკავებულია.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ მაღალი წრის წარმომადგენელი არ იქნება, ან დაკარგავს ქონებასა და სტატუსს. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედავთ, ცოტას ინანებთ, რომ პრიორიტეტებს ყოველთვის სწორად არ ანაწილებდით.

Astrologia

კურდღელი (06:00-06:59 სთ)

თქვენ სინამდვილეში ხართ: კურდღელი, რომელიც სამეგობრო წრის გული და სულია! ამ ადამიანს შეუძლია ყველას სასურველად და განსაკუთრებულად აგრძნობინოს თავი, ამიტომ მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. კურდღელი, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარეა, მაგრამ იდეალურად იცავს ოქროს შუალედს საქმესა და პირად ცხოვრებას შორის.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრების სადავეებს საკუთარ ხელში აიღებთ. დინების საპირისპირო მიმართულებით იცურებთ. ოდესმე ჩამოშორდებით სამეგობრო წრეს, რადგან თქვენი ცხოვრების გზები გაიყოფა ან შეხედულებები რადიკალურად შეგეცვლებათ. დაძლევთ შიშს, რომელიც თქვენი ყველაზე დიდი მტერი იყო.

წყალი (07:00 - 07:59 სთ)

სინამდვილეში თქვენ ხართ : წყალი, უკიდურესად ემოციური და შეუჩერებელი. თუ წყალს უყვარდება, უყვარდება ყველა ატომით, თუ სძულს, სიძულვილი გამჯდარი აქვს ძვლის ტვინშიც კი. მას სიმშვიდეში ცოხვრება არ შეუძლია. მუდამ ღელავს, როგორც ოკეანე ან ზღვა.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრებაში ერთხელ მაინც გული ათას ნაწილად დაგეშლებათ, რადგან ძალიან გაგიცრუებენ იმედს და ხალხისადმი ნდობას დაგაკარგვინებენ. იყოლიებთ შინაურ ცხოველს, რომელიც ერთგულ მეგობრობას გაგიწევთ. მოგიწევთ მოუაროთ მოხუცს ან ბავშვს, რომელიც მისდაუნებურად დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეგძენთ.

Astrologia

ძაღლი (08:00 - 08: 59 სთ)

თქვენ სინამდვილეში ხართ: ძაღლი, რომელსაც სწამს, რომ ადამიანების დასახმარებლად გაჩნდა. ის გარშემო მყოფებს ყოველთვის უანგაროდ ეხმარება. "ჯერ სხვა და მერე მე" - ამ აზრით ხელმძღვანელობს, რის გამოც ხშირად ზარალდება, მაგრამ უარს ამბობს შეცვლაზე. რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ძალიან მამაცები არიან. არ ერიდებიან საკუთარი აზრის გამოთქმას. ამ ნიშნით ხშირად იბადებიან პატრიოტები.

Astrologia

მაიმუნი (09:00 - 09:59 სთ)

სინამდვილეში თქვენ ხართ: მაიმუნი, უშუალო და მხიარული. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ბრწყინვალე გარეგნობით არიან დაჯილდოებული, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარება წინსვლაში.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადამიანები ეცდებიან თქვენს გამოყენებას. მათში აღძრული შური დაგინგრევთ ურთიერთობას, უკან დაგხევთ საქმეში.

Astrologia

ბალახი (10:00 - 10:59 სთ)

თქვენ სინამდვილეში ხართ: ბალახი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი. რთულია თქვენი სულის შეცდომა, ამიტომ ადამიანები უცნაურად მიგიჩნევენ. ისინი ან ჭკუას კარგავენ თქვენზე, ან ჭირივით გიძლებენ. ბალახს შეუძლია ყველა სურვილი აისრულოს, მაგრამ მიზნისკენ დინჯად მიიწევს. სჯერა, რომ "მოჩქარეს მოუგვიანდება".

რა წერია თქვენს ბედის წიგნში : თქვენი ცხოვრება არაგეგმიურად განვითარდება. რამდენი გეგმაც არ უნდა შეადგინოთ, ყოველთვის რაღაც ისეთი მოხდება, რასაც არ ელოდით. ზოგჯერ რეალობა თქვენს ოცნებებსაც კი აჯობებს, მაგრამ მოხვდებით სიტუაციებში, რომელიც ძალას გამოგაცლით და თავს ზღვარზე გაგრძნობინებთ.

Astrologia

ბედის წიგნში აღნიშნული მოვლენები შესაძლოა უკვე მოხდა კიდეც თქვენს ცხოვრებაში.