საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი მამაკაცი
როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი მამაკაცი

22 ივ­ლი­სამ­დე მზე კირჩხი­ბის ნი­შან­ში იქ­ნე­ბა და დროა, გა­ვი­გოთ ამ ნიშ­ნის შე­სა­ხებ უფრო მეტი. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ე­ბის ციკლს კირჩხი­ბის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვარ­კვი­ოთ რო­გო­რია კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი მო­ხიბ­ვლა, რო­გო­რი მა­მაა. და ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა კირჩხი­ბი ქალ­ბა­ტო­ნიც, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო დი­ა­სახ­ლი­სა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

კირჩხიბს მთვა­რე მარ­თავს, ამი­ტომ რაც არ უნდა ვაჟ­კა­ცუ­რი გა­რეგ­ნო­ბის იყოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი იცო­დეთ, რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში იგი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი, სენ­სი­ტი­უ­რი, ბუ­ტია და გან­ცდი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია.

მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან აქ­ტი­უ­რი და თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ­თა რი­ცხვს. ამი­ტომ თუკი ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­რის გუ­ლის მო­გე­ბა გსურთ, თა­ვად მო­გი­წევთ აქ­ტი­უ­რო­ბა. თუმ­ცა ძა­ლი­ა­ნაც ნუ მო­ინ­დო­მებთ, ზედ­მე­ტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბი­თა და სი­თა­მა­მით გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა კირჩხი­ბი სა­ერ­თოდ და­აფრ­თხოთ და შე­საძ­ლოა, თქვენ­გან თა­ვის შორს და­ჭე­რაც გა­და­წყვი­ტოს. ამ მა­მა­კა­ცის გულს ზრუნ­ვით, სით­ბო­თი და ყუ­რა­დღე­ბით მო­ი­გებთ. ხში­რად მო­უს­მი­ნეთ, ჰკი­თხეთ თავს რო­გორ გრძნობს. აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ თქვე­ნი სა­ხით კარ­გი მე­სა­ი­დუმ­ლე, დარ­დის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი და მზრუნ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავს. კირჩხი­ბებს ე.წ. დე­დის ტი­პის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იზი­დავთ, ამი­ტომ ასაკ­ში სხვა­ო­ბა ამ მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში ნუ გა­გი­ჩენთ კომ­პლექსს, მას პი­რი­ქით მო­ე­წო­ნე­ბა უფრო გა­მოც­დილ და ჭკვი­ან ქალ­თან რო­მა­ნის გაბ­მა, რო­მე­ლიც ცო­ლის ფუნ­ქცი­ებ­თან ერ­თად ოს­ტა­ტუ­რად შე­ი­თავ­სებს დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბებს.

კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცე­ბი ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე აკ­ვირ­დე­ბი­ან და სწავ­ლო­ბენ ინ­ტე­რე­სის ობი­ექტ ქალ­ბა­ტონს. მათ­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და იმე­დის გაც­რუ­ე­ბა სიყ­ვა­რულ­ში, ერ­თობ მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­სა­ტა­ნი მოვ­ლე­ნაა. ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვე­ნი ნაც­ნო­ბი კიბო, ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე პა­სი­ურ პო­ზი­ცი­ას ამ­ჯო­ბი­ნებს და აშ­კა­რა ქა­თი­ნა­უ­რე­ბის­გან თავს იკა­ვებს თქვე­ნი მი­სა­მარ­თით. მოთ­მი­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზაა კირჩხი­ბი მამ­რის "გა­სახ­სნე­ლად" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი მან გუ­ლის კარი ერთხელ გა­გი­ღოთ და თა­ვი­სი­ა­ნად და­გი­გუ­ლათ, სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ინ­დო­მოთ, მის­გან თავს ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვე­ღარ და­იხ­სნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი მამაკაცი

როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი მამაკაცი

22 ივლისამდე მზე კირჩხიბის ნიშანში იქნება და დროა, გავიგოთ ამ ნიშნის შესახებ უფრო მეტი. გთავაზობთ სტატიების ციკლს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებზე. თავდაპირველად გავარკვიოთ როგორია კირჩხიბი მამაკაცი დაქორწინებამდე და როგორ შეიძლება მისი მოხიბვლა, როგორი მამაა. და ნუ დაგვავიწყდება კირჩხიბი ქალბატონიც, რომელიც საუკეთესო დიასახლისადაა აღიარებული.

კირჩხიბს მთვარე მართავს, ამიტომ რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის იყოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი იცოდეთ, რომ გულის სიღრმეში იგი ძალიან ემოციური, სენსიტიური, ბუტია და განცდიანი ადამიანია.

მამაკაცი კირჩხიბები ნაკლებად განეკუთვნებიან აქტიური და თავზეხელაღებულთა რიცხვს. ამიტომ თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრის გულის მოგება გსურთ, თავად მოგიწევთ აქტიურობა. თუმცა ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ზედმეტი აგრესიულობითა და სითამამით გამორიცხული არაა კირჩხიბი საერთოდ დააფრთხოთ და შესაძლოა, თქვენგან თავის შორს დაჭერაც გადაწყვიტოს. ამ მამაკაცის გულს ზრუნვით, სითბოთი და ყურადღებით მოიგებთ. ხშირად მოუსმინეთ, ჰკითხეთ თავს როგორ გრძნობს. აგრძნობინეთ, რომ თქვენი სახით კარგი მესაიდუმლე, დარდის გამზიარებელი და მზრუნველი მეგობარი ჰყავს. კირჩხიბებს ე.წ. დედის ტიპის ქალბატონები იზიდავთ, ამიტომ ასაკში სხვაობა ამ მამაკაცის შემთხვევაში ნუ გაგიჩენთ კომპლექსს, მას პირიქით მოეწონება უფრო გამოცდილ და ჭკვიან ქალთან რომანის გაბმა, რომელიც ცოლის ფუნქციებთან ერთად ოსტატურად შეითავსებს დედის მოვალეობებს.

კირჩხიბი მამაკაცები ხანგრძლივი დროის მანძილზე აკვირდებიან და სწავლობენ ინტერესის ობიექტ ქალბატონს. მათთვის წარუმატებლობა და იმედის გაცრუება სიყვარულში, ერთობ მტკივნეულად გადასატანი მოვლენაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ნაცნობი კიბო, ურთიერთობის საწყის ეტაპზე პასიურ პოზიციას ამჯობინებს და აშკარა ქათინაურებისგან თავს იკავებს თქვენი მისამართით. მოთმინება და მაქსიმალური ყურადღება საუკეთესო გზაა კირჩხიბი მამრის "გასახსნელად" ურთიერთობაში. სამაგიეროდ, თუკი მან გულის კარი ერთხელ გაგიღოთ და თავისიანად დაგიგულათ, სამომავლოდ ძალიანაც რომ მოინდომოთ, მისგან თავს ვერაფრის დიდებით ვეღარ დაიხსნით.