პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვანე ხის დრაკონის დრო დგება: როგორ აღვნიშნოთ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს
მწვანე ხის დრაკონის დრო დგება: როგორ აღვნიშნოთ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით მწვა­ნე ხის დრა­კო­ნის წელი 2024 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­გე­ბა და 2025 წლის 28 იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს ნი­შა­ნი სიმ­ბო­ლოა ძა­ლა­უფ­ლე­ბის, სიძ­ლი­ე­რი­სა და ენერ­გი­ი­სა და გვპირ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო წელს სავ­სეს სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით, წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბით. მისი ელე­მენ­ტი _ ხე _ ემ­სა­ხუ­რე­ბა ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. მწვა­ნე ფერს მო­აქვს პო­ზი­ტი­ვი და ასო­ცირ­დე­ბა ბუ­ნე­ბის აყ­ვა­ვე­ბას­თან და გან­ვი­თა­რე­ბად ცხოვ­რე­ბას­თან. ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, 2024 წლის ჯამი რვას უდ­რის. რვი­ა­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე იქ­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იგ­რძნობს დრა­კო­ნის გავ­ლე­ნას და აღ­მოჩ­ნდე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში. დრა­კო­ნის წელი არის შან­სი, გა­დად­გათ წინ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, მი­აღ­წი­ოთ აღი­ა­რე­ბას და წარ­მა­ტე­ბას.

მწვა­ნე ხის დრა­კო­ნის წელი: ნიშ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

2024 წლის სიმ­ბო­ლო უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის მქო­ნე მი­თუ­რი არ­სე­ბაა. ჩი­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, დრა­კო­ნი წარ­მო­ად­გენს იმ­პე­რი­ულ ძა­ლას და ით­ვლე­ბა მა­მა­კა­ცუ­რი პრინ­ცი­პის, ია­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბად. მტკი­ცე ხე­ლით მარ­თავს და სამ­ყა­როს თა­ვის ნე­ბა­ზე აქ­ცევს.

ვი­ნა­ი­დან 2024 წელი იქ­ნე­ბა ხის დრა­კო­ნის, ის იქ­ნე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი, მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე და პროგ­რე­სუ­ლად მზარ­დი. წლის სიმ­ბო­ლოს მხარ­და­ჭე­რით ად­ვი­ლია ბრწყინ­ვა­ლე შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც იქ­ნე­ბა. ხმა­მა­ღა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბიც და ზო­გა­დად, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ.

ხის დრა­კო­ნის ძალა ვრცელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე, მისი გავ­ლე­ნა 2024 წლის ყვე­ლა მოვ­ლე­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს. დრა­კო­ნი გუ­ლუხ­ვია, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გამ­ზა­დებთ. უფრო მე­ტიც, ის მოქ­მე­დებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და იქ­ცე­ვა ღირ­სე­უ­ლად, რო­გორც მის­ნა­ირ კე­თილ­შო­ბილ არ­სე­ბას შე­ე­ფე­რე­ბა. 2024 წლის მფარ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც მო­ი­ტანს ცვლი­ლე­ბებს. ადა­მი­ა­ნებ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა მო­ი­მა­ტებს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თით კვლავ აღ­ფრთო­ვან­დე­ბი­ან და ეც­დე­ბი­ან და­ი­ვი­წყონ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი; გახ­დნენ მე­ტად მზრუნ­ვე­ლე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი; გა­ა­ნე­ბივ­რონ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჩუქ­რე­ბი­თა და სი­ურპრი­ზე­ბით.

ბიზ­ნეს­ში ოპ­ტი­მიზ­მი მო­ი­მა­ტებს, გა­მოჩ­ნდნე­ბა პერ­სპექ­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რისი მი­ზე­ზიც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყეა. იყა­ვით კე­თილ­შო­ბი­ლი, მაგ­რამ შრო­მის­მოყ­ვა­რე.

2024 წლის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი პე­რი­ო­დი ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა. ენ­თუ­ზი­აზ­მი ოდ­ნავ გაქ­რე­ბა: დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ღლე­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა. სა­მუ­შა­ოს, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს და ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს - ყვე­ლას დაც­ვა და მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს ყვე­ლაფ­რის მი­ტო­ვე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის სურ­ვი­ლი, რაც დიდი ალ­ბა­თო­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2024 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა

ბავ­შვო­ბი­დან "დრა­კო­ნის შვი­ლი" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მისი აზრი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მის­გან კარ­გს ნუ ელით. ეს ბავ­შვი იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ში, რომ არ ცნობს ავ­ტო­რი­ტეტს და მხო­ლოდ ფაქ­ტებს ენ­დო­ბა. ის ცდი­ლობს არ გა­მო­ავ­ლი­ნოს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და იცის რო­გორ მო­აგ­ვა­როს კონ­ფლიქ­ტე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ღრუ­ბე­ლი­ვით შთან­თქავს ცოდ­ნას, უყ­ვარს სწავ­ლა და მშობ­ლებს აბედ­ნი­ე­რებს თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით.

ძლე­ვა­მო­სი­ლი დრა­კო­ნი გუ­ლუხ­ვად გა­უ­ზი­ა­რებს თა­ვის ძა­ლას ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ბა­დე­ბი­ან 2024 წელს. მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ად­გი­ლი სას­წა­უ­ლე­ბის­თვის: რის­კი გა­მარ­თლე­ბუ­ლია, მცდე­ლო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლია და სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მხრი­ვია.

დრა­კო­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს (1952, 1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლე­ბი) კონ­კუ­რენ­ცი­ის არ ეში­ნია. ის არის ჭკვი­ა­ნი, მჭევ­რმე­ტყვე­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი, გან­თქმუ­ლი უკონ­ფლიქ­ტო ხა­სი­ა­თით და შე­უძ­ლია მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბის და მა­ღა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით. ის პრაქ­ტი­კუ­ლად არ ცდი­ლობს ქა­ლე­ბის თავი მო­ა­წო­ნოს; პი­რი­ქით, ისი­ნი ეძე­ბენ მის სიყ­ვა­რულს და ყუ­რა­დღე­ბას.

მა­მა­კა­ცე­ბის­თვის მწვა­ნე ხის დრა­კო­ნი პროგ­რე­სი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სიმ­ბო­ლო გახ­დე­ბა. მისი მფარ­ვე­ლო­ბით მათი ცხოვ­რე­ბა და­დე­ბით ტალ­ღა­ზე გა­ივ­ლის. არის ყვე­ლა შან­სი, რომ კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ და ფული წარ­მა­ტე­ბით და­ა­ბან­დოთ სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იმ პი­რო­ბით, რომ ბევ­რს იმუ­შა­ვებთ, ჯილ­დო იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი. თა­ვის მხრივ, თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე.

დრა­კო­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბიც (1952, 1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლე­ბი) მშვე­ნივ­რად იგ­რძნო­ბენ თავს. მათ აქვთ მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი და სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. უყ­ვართ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სი­ლა­მა­ზი­თა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბით. დრა­კო­ნი ქალი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა და მან ეს კარ­გად იცის. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის, თუმ­ცა, მე­უღ­ლედ ეძებს ღირ­სე­ულ პარტნი­ორს.

2024 წელი დრა­კო­ნი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­ვი­წყა­რი გახ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­დე­ბა _ ერთი მოვ­ლე­ნა მე­ო­რეს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლად იქ­ნე­ბა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი და ერ­თი­ან სუ­რათს შექ­მნის. ეს არის სა­სარ­გებ­ლო ნაც­ნო­ბე­ბი, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ნუ გა­გი­ტა­ცებთ სა­მუ­შაო, არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა.

რო­გორ აღ­ვნიშ­ნოთ დრა­კო­ნის წელი 2024?

2024 წლის ახალ მმარ­თველს მე­ფუ­რი დახ­ვედ­რა სჭირ­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, მხი­ა­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა აღ­მო­სავ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზეც და სახ­ლშიც ბევ­რი წი­თე­ლი ფე­რის ნივ­თი უნდა იყოს. ჩი­ნურ კულ­ტუ­რა­ში ეს დღე­სას­წა­უ­ლის ფე­რია, ასე­ვე ით­ვლე­ბა, რომ ის დევ­ნის სახ­ლი­დან ბო­როტ სუ­ლებს.

2024 წლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი

თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში იღ­ბლის მო­სა­ზი­დად, მან­და­რი­ნის ხე და ქოთ­ნის ორ­ქი­დე­ე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას დად­გით. დრა­კო­ნის და­სახ­ვედ­რად სახ­ლში ჩარ­თეთ ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კა, გა­უშ­ვით ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი და ზო­გა­დად, მო­ა­წყვეთ დღე­სას­წა­უ­ლი და გუ­ლით გა­ერ­თეთ.

სუფ­რის გაშ­ლა

ხის დრა­კო­ნის შე­სახ­ვედ­რად სუფ­რა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით უნდა იყოს სავ­სე. სუფ­რა გა­შა­ლეთ ორ ფერ­ში: ოქ­როს­ფე­რი და თეთ­რი. რო­გორც დე­კო­რა­ცია შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ მან­და­რი­ნე­ბი, სა­სურ­ვე­ლია, სუფ­რა­ზე ზუს­ტად 8 ცალი მან­და­რი­ნი გქონ­დეთ, რო­გორც 2024 წლის რი­ცხვი, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე სიმ­ბო­ლოა უსას­რუ­ლო­ბის. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ნი­უს, ის ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბა ბრინ­ჯის, თევ­ზის, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის, ღო­რი­სა და ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის­გან. ჩი­ნე­ლე­ბი ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად ამ­ზა­დე­ბენ კერძს, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბურ ხინ­კალს წა­ა­გავს. მას­ში ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, მო­ნე­ტას მა­ლა­ვენ, ით­ვლე­ბა, რომ ხის დრა­კო­ნის წელი გან­სა­კუთ­რე­ბით იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც მას იპო­ვის. ჩი­ნუ­რი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის ხი­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფორ­თო­ხა­ლი სი­უხ­ვეს გვპირ­დე­ბა, ვაშ­ლი აძ­ლი­ე­რებს ოჯა­ხურ კავ­ში­რებს, ყუ­რძე­ნი და მსხა­ლი სიმ­ბო­ლოა კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბე­ბის.

რა ჩა­ვიც­ვათ დრა­კო­ნის დახ­ვედ­რი­სას

2024 წლის დად­გო­მი­სას აირ­ჩი­ეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მო­სი - ატ­ლა­სის, აბ­რე­შუ­მის ან ში­ფო­ნის. სა­ა­ხალ­წლო კაბა უნდა ბრწყი­ნავ­დეს, რაც მეტი ბზინ­ვა­რე­ბა და კრის­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი! სა­მო­სის­თვის სა­სურ­ვე­ლი ფე­რე­ბია წი­თე­ლი, ვერ­ცხლის­ფე­რი და თეთ­რი. თუ ამ ფე­რე­ბის სა­მოსს ვერ პო­უ­ლობთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ აქ­სე­სუ­ა­რებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა წი­თე­ლი ჩან­თა, ვერ­ცხლის შარ­ფი ან ქა­მა­რი. სამ­კა­უ­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად "მდიდ­რუ­ლი" უნდა იყოს, ქვე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი და ბრჭყვი­ა­ლა.

რა უნდა აჩუ­ქოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს

სა­ჩუქ­რე­ბი უნდა იყოს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და­წყვი­ლე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის გა­ცე­მა, მა­გა­ლი­თად, ჭი­ქე­ბი ცოლ-ქმრის­თვის, წყვი­ლი ვაზა, ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი 2024 წლის სიმ­ბო­ლოს თი­ლის­მა. ოღონდ ეცა­დეთ სა­ჩუქ­რე­ბი გო­ნივ­რუ­ლად და სიყ­ვა­რუ­ლით შე­არ­ჩი­ოთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ფან­ტა­ზია ისე, რომ თქვენ მიერ არ­ჩე­ულ­მა ნივთმა გა­ა­ო­ცოს და კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ან­ზე.

სა­ჩუქ­რე­ბად ასე­ვე შე­სა­ფე­რი­სია ინ­ტე­რი­ე­რის ნივ­თე­ბი, ასე­ვე ტან­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სამ­კა­უ­ლე­ბი. ამას­თან, სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა: მა­სა­ჟის კურ­სი, იო­გა­ზე დას­წრე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი, ფრჩხი­ლე­ბის მო­ლა­მა­ზე­ბა, მო­ზა­ი­კის ან ფლო­რის­ტი­კის მას­ტერკლა­სი. თუ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ ყვა­ვი­ლე­ბი, აჩუ­ქეთ ორ­ქი­დე­ე­ბი ან ქოთ­ნის შრო­შა­ნე­ბი. პირ­ვე­ლებს ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ჩი­ნურ კულ­ტუ­რა­ში და ით­ვლე­ბა, რომ მფლო­ბელს წარ­მა­ტე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს. გარ­და ამი­სა, ორ­ქი­დე­ე­ბი სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სი­ლა­მა­ზეს, სიყ­ვა­რულს და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, ამი­ტომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს იდე­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბობს ბავ­შვის ყო­ლას.

შრო­შა­ნე­ბი კი წარ­მა­ტე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. ჩი­ნეთ­ში მათ სა­ა­ხალ­წლოდ ასი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სურ­ვი­ლით ჩუქ­ნი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თეთრ შრო­შა­ნებს. ით­ვლე­ბა, რომ მათ მშვი­დო­ბა და ჰარ­მო­ნია მო­აქვთ სახ­ლში. აგ­რეთ­ვე ის აშო­რებს ბო­როტ სუ­ლებს თქვენს ბი­ნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მწვანე ხის დრაკონის დრო დგება: როგორ აღვნიშნოთ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს

მწვანე ხის დრაკონის დრო დგება: როგორ აღვნიშნოთ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს

ჩინური კალენდრის მიხედვით მწვანე ხის დრაკონის წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაგება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. ეს ნიშანი სიმბოლოა ძალაუფლების, სიძლიერისა და ენერგიისა და გვპირდება საინტერესო წელს სავსეს საინტერესო მოვლენებით, წარმატებებითა და კეთილდღეობით. მისი ელემენტი _ ხე _ ემსახურება ზრდასა და განვითარებას. მწვანე ფერს მოაქვს პოზიტივი და ასოცირდება ბუნების აყვავებასთან და განვითარებად ცხოვრებასთან. ნუმეროლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, 2024 წლის ჯამი რვას უდრის. რვიანისთვის პრიორიტეტული პრაქტიკულობა და მატერიალური სიმდიდრე იქნება. თითოეული ადამიანი იგრძნობს დრაკონის გავლენას და აღმოჩნდება გრანდიოზული მოვლენების ეპიცენტრში. დრაკონის წელი არის შანსი, გადადგათ წინ პირველი ნაბიჯი, მიაღწიოთ აღიარებას და წარმატებას.

მწვანე ხის დრაკონის წელი: ნიშნის მახასიათებლები

2024 წლის სიმბოლო უზარმაზარი ძალის მქონე მითური არსებაა. ჩინური ტრადიციების თანახმად, დრაკონი წარმოადგენს იმპერიულ ძალას და ითვლება მამაკაცური პრინციპის, იანის განსახიერებად. მტკიცე ხელით მართავს და სამყაროს თავის ნებაზე აქცევს.

ვინაიდან 2024 წელი იქნება ხის დრაკონის, ის იქნება დინამიკური, მოვლენებით აღსავსე და პროგრესულად მზარდი. წლის სიმბოლოს მხარდაჭერით ადვილია ბრწყინვალე შედეგების მიღწევა ყველა საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ფორსმაჟორული მოვლენებიც იქნება. ხმამაღალი გამარჯვებებიც და ზოგადად, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ხის დრაკონის ძალა ვრცელდება ცხოვრების ყველა სფეროზე, მისი გავლენა 2024 წლის ყველა მოვლენაზე შეიძლება აღინიშნოს. დრაკონი გულუხვია, გამარჯვებისთვის გამზადებთ. უფრო მეტიც, ის მოქმედებს მიზანმიმართულად და იქცევა ღირსეულად, როგორც მისნაირ კეთილშობილ არსებას შეეფერება. 2024 წლის მფარველი ურთიერთობაშიც მოიტანს ცვლილებებს. ადამიანებში რომანტიკული განწყობა მოიმატებს. შეყვარებული ადამიანები ერთმანეთით კვლავ აღფრთოვანდებიან და ეცდებიან დაივიწყონ ყველაფერი ცუდი; გახდნენ მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები; გაანებივრონ საყვარელი ადამიანები საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

ბიზნესში ოპტიმიზმი მოიმატებს, გამოჩნდნება პერსპექტიული პროექტები. თუმცა შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი დაბრკოლებები, რისი მიზეზიც გადაჭარბებული სიამაყეა. იყავით კეთილშობილი, მაგრამ შრომისმოყვარე.

2024 წლის ყველაზე პრობლემური პერიოდი ოქტომბერი იქნება. ენთუზიაზმი ოდნავ გაქრება: დატვირთული ცხოვრება დამღლელი მოგვეჩვენება. სამუშაოს, სასიყვარულო ურთიერთობებს და ფინანსურ საკითხებს - ყველას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს ყველაფრის მიტოვებისა და დასვენების სურვილი, რაც დიდი ალბათობით სწორი გადაწყვეტილება იქნება.

როგორი იქნება 2024 წელს დაბადებული პიროვნება

ბავშვობიდან "დრაკონის შვილი" დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩეოდა. მისი აზრი გასათვალისწინებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან კარგს ნუ ელით. ეს ბავშვი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ არ ცნობს ავტორიტეტს და მხოლოდ ფაქტებს ენდობა. ის ცდილობს არ გამოავლინოს უკმაყოფილება და იცის როგორ მოაგვაროს კონფლიქტები. ბავშვობიდანვე ღრუბელივით შთანთქავს ცოდნას, უყვარს სწავლა და მშობლებს აბედნიერებს თავისი წარმატებებით.

ძლევამოსილი დრაკონი გულუხვად გაუზიარებს თავის ძალას ადამიანებს, რომლებიც დაიბადებიან 2024 წელს. მათ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ადგილი სასწაულებისთვის: რისკი გამართლებულია, მცდელობები წარმატებულია და სიყვარული ორმხრივია.

დრაკონის წელში დაბადებულ მამაკაცს (1952, 1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლები) კონკურენციის არ ეშინია. ის არის ჭკვიანი, მჭევრმეტყველი, მომხიბვლელი, განთქმული უკონფლიქტო ხასიათით და შეუძლია მიაღწიოს წარმატებას თითქმის ნებისმიერ პროფესიაში თავისი ამბიციების და მაღალი ორგანიზაციული უნარების წყალობით. ის პრაქტიკულად არ ცდილობს ქალების თავი მოაწონოს; პირიქით, ისინი ეძებენ მის სიყვარულს და ყურადღებას.

მამაკაცებისთვის მწვანე ხის დრაკონი პროგრესისა და კეთილდღეობის სიმბოლო გახდება. მისი მფარველობით მათი ცხოვრება დადებით ტალღაზე გაივლის. არის ყველა შანსი, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ და ფული წარმატებით დააბანდოთ სარფიან საქმიანობაში. იმ პირობით, რომ ბევრს იმუშავებთ, ჯილდო იქნება ღირსეული. თავის მხრივ, თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სასარგებლო გავლენას მოახდენს თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე.

დრაკონის წელში დაბადებული ქალებიც (1952, 1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლები) მშვენივრად იგრძნობენ თავს. მათ აქვთ მაღალი ინტელექტი და საოცარი შემოქმედებითი შესაძლებლობები. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამოირჩევიან სილამაზითა და დახვეწილი მანერებით. დრაკონი ქალი სრულყოფილების განსახიერებაა და მან ეს კარგად იცის. თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, მეუღლედ ეძებს ღირსეულ პარტნიორს.

2024 წელი დრაკონი ქალების ცხოვრებაში დაუვიწყარი გახდება. ყველაფერი თავისთავად მოხდება _ ერთი მოვლენა მეორესთან ჰარმონიულად იქნება გადაჯაჭვული და ერთიან სურათს შექმნის. ეს არის სასარგებლო ნაცნობები, ახალი სიყვარული, კარიერული წინსვლა. თუმცა, ძალიან ნუ გაგიტაცებთ სამუშაო, არ დაივიწყოთ დასვენება და საკუთარი თავის გაბედნიერება.

როგორ აღვნიშნოთ დრაკონის წელი 2024?

2024 წლის ახალ მმართველს მეფური დახვედრა სჭირდება. სასურველია, მხიარული დღესასწაულის აღნიშვნა აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით. საახალწლო სუფრაზეც და სახლშიც ბევრი წითელი ფერის ნივთი უნდა იყოს. ჩინურ კულტურაში ეს დღესასწაულის ფერია, ასევე ითვლება, რომ ის დევნის სახლიდან ბოროტ სულებს.

2024 წლის მთავარი სიმბოლოები

თქვენს ცხოვრებაში იღბლის მოსაზიდად, მანდარინის ხე და ქოთნის ორქიდეები თვალსაჩინო ადგილას დადგით. დრაკონის დასახვედრად სახლში ჩართეთ ხმამაღალი მუსიკა, გაუშვით ფეიერვერკები და ზოგადად, მოაწყვეთ დღესასწაული და გულით გაერთეთ.

სუფრის გაშლა

ხის დრაკონის შესახვედრად სუფრა მრავალფეროვანი კერძებით უნდა იყოს სავსე. სუფრა გაშალეთ ორ ფერში: ოქროსფერი და თეთრი. როგორც დეკორაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ მანდარინები, სასურველია, სუფრაზე ზუსტად 8 ცალი მანდარინი გქონდეთ, როგორც 2024 წლის რიცხვი, რომელიც აგრეთვე სიმბოლოა უსასრულობის. რაც შეეხება მენიუს, ის ძირითადად შედგება ბრინჯის, თევზის, ზღვის პროდუქტების, ღორისა და ფრინველის ხორცისგან. ჩინელები ახალ წელს ტრადიციულად ამზადებენ კერძს, რომელიც ჩვენებურ ხინკალს წააგავს. მასში ტრადიციის თანახმად, მონეტას მალავენ, ითვლება, რომ ხის დრაკონის წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება მათთვის, ვინც მას იპოვის. ჩინური საახალწლო სუფრისთვის ხილიც მნიშვნელოვანია. ფორთოხალი სიუხვეს გვპირდება, ვაშლი აძლიერებს ოჯახურ კავშირებს, ყურძენი და მსხალი სიმბოლოა კეთილდღეობისა და წარმატებების.

რა ჩავიცვათ დრაკონის დახვედრისას

2024 წლის დადგომისას აირჩიეთ ძვირად ღირებული ქსოვილებისგან დამზადებული სამოსი - ატლასის, აბრეშუმის ან შიფონის. საახალწლო კაბა უნდა ბრწყინავდეს, რაც მეტი ბზინვარება და კრისტალები იქნება, მით უკეთესი! სამოსისთვის სასურველი ფერებია წითელი, ვერცხლისფერი და თეთრი. თუ ამ ფერების სამოსს ვერ პოულობთ, გამოიყენეთ აქსესუარებში. კარგი იქნება წითელი ჩანთა, ვერცხლის შარფი ან ქამარი. სამკაულები აუცილებლად “მდიდრული” უნდა იყოს, ქვებით მოოჭვილი და ბრჭყვიალა.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს

საჩუქრები უნდა იყოს მოკრძალებული და პრაქტიკული. მიზანშეწონილია დაწყვილებული ნივთების გაცემა, მაგალითად, ჭიქები ცოლ-ქმრისთვის, წყვილი ვაზა, ხისგან დამზადებული 2024 წლის სიმბოლოს თილისმა. ოღონდ ეცადეთ საჩუქრები გონივრულად და სიყვარულით შეარჩიოთ, გამოიყენეთ ფანტაზია ისე, რომ თქვენ მიერ არჩეულმა ნივთმა გააოცოს და კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს ადამიანზე.

საჩუქრებად ასევე შესაფერისია ინტერიერის ნივთები, ასევე ტანსაცმელი, აქსესუარები და სამკაულები. ამასთან, საუკეთესო საჩუქარი იქნება: მასაჟის კურსი, იოგაზე დასწრების სერტიფიკატი, ფრჩხილების მოლამაზება, მოზაიკის ან ფლორისტიკის მასტერკლასი. თუ თქვენს საყვარელ ადამიანებს უყვართ ყვავილები, აჩუქეთ ორქიდეები ან ქოთნის შროშანები. პირველებს ძალიან აფასებენ ჩინურ კულტურაში და ითვლება, რომ მფლობელს წარმატებას და კეთილდღეობას მოუტანს. გარდა ამისა, ორქიდეები სიმბოლურად განასახიერებს სილამაზეს, სიყვარულს და ნაყოფიერებას, ამიტომ ისინი შეიძლება იყოს იდეალური საჩუქარი ახალდაქორწინებული წყვილისთვის, რომელიც ოცნებობს ბავშვის ყოლას.

შროშანები კი წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა. ჩინეთში მათ საახალწლოდ ასი ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურვილით ჩუქნიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თეთრ შროშანებს. ითვლება, რომ მათ მშვიდობა და ჰარმონია მოაქვთ სახლში. აგრეთვე ის აშორებს ბოროტ სულებს თქვენს ბინას.