პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს მაგიური მზის დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
დღეს მაგიური მზის დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020 წლის 21 ივ­ნი­სი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ოთხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა: ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა, მზის გა­დას­ვლა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის რგო­ლუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა. წელს ეს მზის პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ბოლო კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას მოგ­ვი­ტანს ეს დაბ­ნე­ლე­ბა ჩვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით და რა­ტო­მაა მა­გი­უ­რი. საქ­მე ისაა, რომ ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა 100 წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 14-15-ჯერ ხდე­ბა და დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მას ძა­ლი­ან ლა­მა­ზად და­ი­ნა­ხა­ვენ, მთვა­რე ჩა­მო­ე­ფა­რე­ბა მზეს და მისი სხი­ვე­ბი რგო­ლი­სე­ბუ­რად გა­ა­ნა­თე­ბენ ცას. მზის დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა კირჩხი­ბის პირ­ველ გრა­დუს­ში, 10:41-ზე. ძვე­ლად ბუ­ნი­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ეს არის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ნა­თე­ლი დღე.

ამ მა­გი­ურ დღეს გირ­ჩევთ ლოც­ვას, მე­დი­ტა­ცი­ას, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რათა მი­ი­ზი­დოთ სი­ნათ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძალა

21 ივ­ნი­სი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 5 რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტა (პლუ­ტო­ნი, იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი, ვე­ნე­რა და 18 ივ­ნი­სი­დან მერ­კუ­რიც) გვყავს და ნეპ­ტუ­ნიც ჯერ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლია (გა­ჩე­რე­ბუ­ლი), მაგ­რამ ისიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ბევ­რი უნდა ვი­ფიქ­როთ, გა­და­ვი­ფიქ­როთ, გა­და­ვა­ფა­სოთ, შე­ვი­ტა­ნოთ კო­რექ­ტი­ვე­ბი, გა­მო­ვას­წო­როთ, გა­ვი­აზ­როთ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვა­კე­თოთ კი­დეც. და­აკ­ვირ­დით რას გა­ა­კე­თებთ 21 ივ­ნისს, პლუს/მი­ნუს 2 დღე, რად­გან იმას, რა­საც გა­ა­კე­თებთ მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე დიდი ხნით "მი­ი­წე­ბებთ".

  • ეცა­დეთ, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე იყოთ, მხო­ლოდ კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­ა­კე­თოთ;
  • გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით;
  • შე­იქ­მე­ნით სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა;
  • ჩა­მო­წე­რეთ გეგ­მა, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბა ჯერ არა, თუმ­ცა, თუ საქ­მე­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი გაქვთ ან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ეცა­დეთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და­აპ­როგ­რა­მოთ;
  • აგ­რეთ­ვე, შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ცი­ლოთ ის, რაც გამ­ძი­მებთ;
  • ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა შე­ურ­გი­დეს გა­ბუ­ტულ ნა­თე­სა­ვებს, ილო­ცეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თვის (ცო­ცხლე­ბის­თვი­საც და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის­თვი­საც), იყა­ვით მათი მად­ლი­ე­რი;
  • და­ტო­ვეთ წარ­სულ­ში ყვე­ლა შიში, წყე­ნა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა. გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ყვე­ლა­ფერ კარ­გს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

21 ივ­ნისს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა 6 თვის შემ­დეგ იგ­რძნოს, ზოგ­მა, კი, ვის­ზეც დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს, 9 ან 18-19 წლის მე­რეც.

მზის და­ბე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა მომ­დევ­ნო ექ­ვსმა ნი­შან­მა შე­იგ­რძნოს: ვერ­ძი, კირჩხი­ბი, სას­წო­რი, თქის რქა, აგ­რეთ­ვე, მო­რი­ელ­მა და თევ­ზებ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე 21 რი­ცხვშია (პლუს/მი­ნუს 2 დღე) და მა­თაც, ვი­საც ნა­თა­ლურ რუ­კა­ში ტყუ­პის 28 გრა­დუ­სი­დან კირჩხი­ბის 3-4 გრა­დუს­ში აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. და­ბო­ლოს, 21 ივ­ნისს გაფრ­თხილ­დით და მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო, სა­რის­კო სი­ტუ­ა­ცი­ას, იყა­ვით ფრთხი­ლი მჭრელ და წვე­ტი­ან ია­რა­ღებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს.

ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა ჩვენც ადრე გვქონ­და. გა­იხ­სე­ნეთ, რა სა­კი­თხე­ბი და სფე­რო­ე­ბი გახ­და თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს წლე­ბია: 1982, 1987, 1992, 2001. რად­გან დაბ­ნე­ლე­ბა კირჩხიბ­ში ხვდე­ბა, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სამ­შობ­ლოს, ოჯა­ხის, ნა­თე­სა­ვე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­დოს ან გა­და­წყვი­ტოს სად­მე სა­ბო­ლო­ოდ და­ფუძ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ სა­ო­ჯა­ხო ტრა­დი­ცი­ე­ბი ან და­ა­წე­სოთ ახ­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რა­ზე გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი, თუმ­ცა, უფრო აქ­ტი­უ­რად 5 ივ­ლი­სი­დან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ.

ახლა კი გან­ვი­ხი­ლოთ, რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე თქვე­ნი ზო­დი­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. პროგ­ნო­ზი ნა­ხეთ თქვე­ნი მზის და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნით. ქა­ლებ­მა კი, თუ იცით რო­მელ ნი­შან­ში გყავთ მთვა­რე, მისი პროგ­ნო­ზიც წა­ი­კი­თეთ. გახ­სოვ­დეთ, რომ პროგ­ნო­ზი მე­ო­რე დღეს­ვე არ სრულ­დე­ბა, მას სჭირ­დე­ბა დრო და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 6 თვეც კი.

  • ვერ­ძი

ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე უნდა გა­ა­კე­თოთ. უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გინ­დეთ ან - უკვე არ­სე­ბუ­ლის გა­და­კე­თე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი გახ­დეს, ან გა­ი­გოთ, რომ თქვე­ნი ნა­თე­სა­ვი ქორ­წინ­დე­ბა. მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ იმ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ჩე­რე­ბუ­ლია. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა­ზე, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

  • კურო

გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და-ძმებ­თან, თა­ნა­ტო­ლებ­თან; მი­მოს­ვლე­ბი ახლო მან­ძილ­ზე. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აი­ღოს მარ­თვის მოწ­მო­ბა, შე­იც­ვა­ლოს ან იყი­დოს ახა­ლი მან­ქა­ნა, მო­ბი­ლუ­რი, კომ­პი­უ­ტე­რი. ჩა­ე­წე­როს სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა სწავ­ლას­თან, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • ტყუ­პი

თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი ფული იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დიდი თან­ხა მი­ი­ღოს, ვალი და­იბ­რუ­ნოს, ფული მო­ი­გოს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო ან და­წი­ნა­ურ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა ფული თქვე­ნი ხმი­თაც (მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი) კი გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია გა­ა­კე­თეთ მდიდ­რულ, ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ნი­ჭის და­ფა­სე­ბა­ზე.

  • კირჩხი­ბი

და­ას­რუ­ლებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს, რა­ღა­ცის შე­იც­ვა­ლა: გა­რეგ­ნო­ბა, გა­რე­მო. ქალ­ბა­ტო­ნებს ამ მზის დაბ­ნე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ჩა­სახ­ვა ან შვი­ლის და­ბა­დე­ბა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რი გა­ი­ჩი­ნოს ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­გი­ტა­ნოთ პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ დიდი ხნის უნა­ხავ პარტნი­ორს ან გა­ერ­თი­ან­დეთ, რათა და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. სურ­ვი­ლე­ბი ჩა­მო­წე­რეთ საქ­მი­ან და პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ აჩ­ქარ­დეთ, მაგ­რამ და­მუხ­ტეთ თქვე­ნი სურ­ვი­ლი.

  • ლომი

ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცია გა­და­წყვი­ტოს. ან ეზო­თე­რი­კამ, იო­გამ გა­ი­ტა­ცოს. შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს­თან, თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, სა­ზღვარ­გა­რეთ საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას­თან. შე­იძ­ლე­ბა ზოგი სა­ნა­ტო­რი­უმ­ში წა­ვი­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ნერ­ვე­ბის და­სა­წყნა­რებ­ლად.

  • ქალ­წუ­ლი

მე­გობ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცია, რაც წინსვლის, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. ზოგი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს სას­წავ­ლო კურ­სებს, ან თა­ვად და­ი­წყოს პე­და­გო­გო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტოს. ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას­თან, ინ­ტერ­ნეტ­პო­პუ­ლა­რო­ბას­თან.

  • სას­წო­რი

კა­რი­ე­რას უნდა მა­იქ­ცი­ოთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეთ, რო­გორ დაძ­რათ ად­გი­ლი­დან შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლოს, ზოგი კი და­ა­წი­ნა­უ­რონ. ან და­ი­წყოს პი­რა­დი საქ­მე. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ სამ­სა­ხურ­თან, კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ფა­სე­ბუ­ლი. 12 ივ­ლი­სი­დან მოქ­მე­დე­ბის­თვის უფრო სარ­ფი­ა­ნი დროა. გარ­და ამი­სა, ზოგს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი გა­უჩ­ნდეს, შე­იც­ვა­ლოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. აი­მაღ­ლებთ რე­პუ­ტა­ცი­ას იქ, სა­დაც უკვე მუ­შა­ობთ. ერთი სი­ტყვით, წინ და მაღ­ლა მო­გი­წევთ წა­წე­ვა.

  • მო­რი­ე­ლი

თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის, მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უცხო ენის შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტოს. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ა­ცო­ცხლოთ საქ­მე, რაც შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­კი­თხი უცხო­ეთს (პრო­ექ­ტე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი) ეხე­ბა. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს დო­კუ­მენტს, რო­მელ­თა აღე­ბაც გა­უ­ჭი­ა­ნურ­და. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი, ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბა კი 12 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყეთ. და კი­დევ, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წინ­დეს ამ შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლოთ. ზო­გი­ერ­თმა კი გა­და­წყვი­ტოს ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ან ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა, წიგ­ნის და­წე­რა.

  • მშვილ­დო­სა­ნი

სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სე­ბი, სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი. აი, რა ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რის ფუ­ლით აი­წყოთ საქ­მე. ან სა­ხელ­მწო­ფოს ხარ­ჯზე და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დოს პრე­ტენ­ზია. გა­გიმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდე­ბათ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ. ზო­გი­ერთ მშვილ­დო­სანს გა­ი­ტა­ცებს იოგა, ეზო­თე­რი­კა. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი დიდ ფულ­თან, სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ქალ­ბა­ტო­ნებს გსურთ და­ფეხ­მძი­მე­ბა, ამის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­აც მო­ახ­დი­ნეთ.

  • თხის რქა

მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ზო­გი­ერ­თი და­ო­ჯა­ხე­ბას გა­და­წყვეტს ან ახალ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს გა­ი­ჩენს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ტრაქ­ტებს მო­ა­წე­როს ხელი. და­აკ­ვირ­დით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რებ­თან, შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ გა­და­ხედ­ვას, გა­და­ხა­ლი­სე­ბას. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აღად­გი­ნოს კავ­ში­რი ძველ პარტნი­ო­რებ­თან. თქვე­ნი სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან. და­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­ვით და ენერ­გი­ით თქვე­ნი სურ­ვი­ლი, რათა უკვე 6 თვის თავ­ზე მი­ი­ღოთ შე­დე­გი.

  • მერ­წყუ­ლი

ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ჯან­მრთე­ლო­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა. აგ­რეთ­ვე, თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. ზოგ­მა კი მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­თო­დებს მი­მარ­თოს გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გქონ­დეთ სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.

  • თევ­ზე­ბი

რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, აგ­რეთ­ვე გა­ტა­ცე­ბის, ჰო­ბის, შვი­ლე­ბის თემა. შან­სი მო­გე­ცე­მათ რა­ღაც გა­მო­ას­წო­როთ, გა­და­ა­კე­თოთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ზოგ­მა კი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­ა­ჩა­ღოს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ და­გიბ­რუნ­დეთ ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სი­ახ­ლეს­თა­ნაა კავ­შირ­ში, 12 ივ­ლი­სამ­დე და­ი­ცა­დეთ. სურ­ვი­ლი შე­გიძ­ლი­ათ და­ხა­ტოთ, და­წე­როთ. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი სიყ­ვა­რულ­თან, შვი­ლებ­თან, შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დღეს მაგიური მზის დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დღეს მაგიური მზის დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020 წლის 21 ივნისი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება: ზაფხულის ბუნიობა, მზის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში, ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება. წელს ეს მზის პირველი დაბნელებაა, მაგრამ ბოლო კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. საინტერესოა, რას მოგვიტანს ეს დაბნელება ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რატომაა მაგიური. საქმე ისაა, რომ ასეთი დაბნელება 100 წელიწადში მხოლოდ 14-15-ჯერ ხდება და დედამიწის ზოგიერთ რეგიონში მას ძალიან ლამაზად დაინახავენ, მთვარე ჩამოეფარება მზეს და მისი სხივები რგოლისებურად გაანათებენ ცას. მზის დაბნელება მოხდება კირჩხიბის პირველ გრადუსში, 10:41-ზე. ძველად ბუნიობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს არის ყველაზე გრძელი და ნათელი დღე.

ამ მაგიურ დღეს გირჩევთ ლოცვას, მედიტაციას, ვიზუალიზაციას, რათა მიიზიდოთ სინათლისა და სიყვარულის ძალა

21 ივნისი იმითაცაა გამორჩეული, რომ 5 რეტროგრადული პლანეტა (პლუტონი, იუპიტერი, სატურნი, ვენერა და 18 ივნისიდან მერკურიც) გვყავს და ნეპტუნიც ჯერ სტაციონარულია (გაჩერებული), მაგრამ ისიც რეტროგრადული სვლისთვის ემზადება. ბევრი უნდა ვიფიქროთ, გადავიფიქროთ, გადავაფასოთ, შევიტანოთ კორექტივები, გამოვასწოროთ, გავიაზროთ და ზოგ შემთხვევაში გადავაკეთოთ კიდეც. დააკვირდით რას გააკეთებთ 21 ივნისს, პლუს/მინუს 2 დღე, რადგან იმას, რასაც გააკეთებთ მზის დაბნელებაზე დიდი ხნით "მიიწებებთ".

  • ეცადეთ, მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე იყოთ, მხოლოდ კარგი საქმეები გააკეთოთ;
  • გაინებივრეთ თავი ლამაზი ნივთებით;
  • შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა;
  • ჩამოწერეთ გეგმა, ვიზუალიზაცია შეიძლება, მაგრამ მოქმედება ჯერ არა, თუმცა, თუ საქმეები უკვე დაწყებული გაქვთ ან ურთიერთობები, ეცადეთ გაუმჯობესებაზე დააპროგრამოთ;
  • აგრეთვე, შეგიძლიათ მოიცილოთ ის, რაც გამძიმებთ;
  • ზოგიერთი შეიძლება შეურგიდეს გაბუტულ ნათესავებს, ილოცეთ თქვენი წინაპრებისთვის (ცოცხლებისთვისაც და გარდაცვლილებისთვისაც), იყავით მათი მადლიერი;
  • დატოვეთ წარსულში ყველა შიში, წყენა, იმედგაცრუება. გაუთავისუფლეთ ადგილი ყველაფერ კარგს თქვენს ცხოვრებაში.

21 ივნისს მომხდარი მოვლენების გამოძახილი ზოგიერთმა შეიძლება 6 თვის შემდეგ იგრძნოს, ზოგმა, კი, ვისზეც დაბნელება განსაკუთრებით იმოქმედებს, 9 ან 18-19 წლის მერეც.

მზის დაბელება ყველაზე მეტად შეიძლება მომდევნო ექვსმა ნიშანმა შეიგრძნოს: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თქის რქა, აგრეთვე, მორიელმა და თევზებმა. განსაკუთრებით, თუ თქვენი დაბადების დღე 21 რიცხვშია (პლუს/მინუს 2 დღე) და მათაც, ვისაც ნათალურ რუკაში ტყუპის 28 გრადუსიდან კირჩხიბის 3-4 გრადუსში აქვს მნიშვნელოვანი წერტილები. დაბოლოს, 21 ივნისს გაფრთხილდით და მოერიდეთ ყველა უსიამოვნო, სარისკო სიტუაციას, იყავით ფრთხილი მჭრელ და წვეტიან იარაღებთან მუშაობის დროს.

ასეთი დაბნელება ჩვენც ადრე გვქონდა. გაიხსენეთ, რა საკითხები და სფეროები გახდა თქვენთვის მნიშვნელოვანი. ეს წლებია: 1982, 1987, 1992, 2001. რადგან დაბნელება კირჩხიბში ხვდება, ნუ გაგიკვირდებათ თუ გააქტიურდება სამშობლოს, ოჯახის, ნათესავების, უძრავი ქონების საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონება იყიდოს ან გადაწყვიტოს სადმე საბოლოოდ დაფუძნება. შეიძლება განაახლოთ საოჯახო ტრადიციები ან დააწესოთ ახლები. ზოგიერთმა შეიძლება კარიერაზე გააკეთოს აქცენტი, თუმცა, უფრო აქტიურად 5 ივლისიდან მთვარის დაბნელების შემდეგ.

ახლა კი განვიხილოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მზის დაბნელებაზე თქვენი ზოდიქოს ნიშნის მიხედვით. პროგნოზი ნახეთ თქვენი მზის და ასცენდენტის ნიშნით. ქალებმა კი, თუ იცით რომელ ნიშანში გყავთ მთვარე, მისი პროგნოზიც წაიკითეთ. გახსოვდეთ, რომ პროგნოზი მეორე დღესვე არ სრულდება, მას სჭირდება დრო და ეს შეიძლება იყოს 6 თვეც კი.

  • ვერძი

ძირითადი აქცენტი საოჯახო საქმეებზე უნდა გააკეთოთ. უძრავ ქონებაზე, ნათესავებზე. შეიძლება კრეატიული იდეების განხორციელება მოგინდეთ ან - უკვე არსებულის გადაკეთება. ზოგიერთი შეიძლება მშობელი გახდეს, ან გაიგოთ, რომ თქვენი ნათესავი ქორწინდება. მარტივად მოაგვარებთ იმ საქმეებს, რომლებიც გაჩერებულია. სურვილი ჩაიფიქრეთ უძრავი ქონების ყიდვაზე, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

  • კურო

გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, თანატოლებთან; მიმოსვლები ახლო მანძილზე. ზოგმა შეიძლება აიღოს მართვის მოწმობა, შეიცვალოს ან იყიდოს ახალი მანქანა, მობილური, კომპიუტერი. ჩაეწეროს სასწავლო კურსებზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა სწავლასთან, ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით.

  • ტყუპი

თქვენი ძირითადი საზრუნავი ფული იქნება. ზოგიერთმა შეიძლება დიდი თანხა მიიღოს, ვალი დაიბრუნოს, ფული მოიგოს. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო ან დაწინაურდეთ. შეიძლება ფული თქვენი ხმითაც (მომღერალი, მსახიობი) კი გამოიმუშაოთ. ვიზუალიზაცია გააკეთეთ მდიდრულ, ფუფუნებით ცხოვრებაზე, საკუთარი თავისა და ნიჭის დაფასებაზე.

  • კირჩხიბი

დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს, რაღაცის შეიცვალა: გარეგნობა, გარემო. ქალბატონებს ამ მზის დაბნელებამ შეიძლება მოგიტანოთ ჩასახვა ან შვილის დაბადება. ზოგმა შეიძლება ახალი პარტნიორი გაიჩინოს ან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგიტანოთ პარტნიორებთან მიმართებაში. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ პარტნიორს ან გაერთიანდეთ, რათა დაასრულოთ დაწყებული პროექტები. სურვილები ჩამოწერეთ საქმიან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ აჩქარდეთ, მაგრამ დამუხტეთ თქვენი სურვილი.

  • ლომი

ზოგმა შეიძლება ემიგრაცია გადაწყვიტოს. ან ეზოთერიკამ, იოგამ გაიტაცოს. შეიძლება გაიცნოთ საინტერესო და უჩვეულო ადამიანები. ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც დაკავშირებული იქნება სულიერ სიმშვიდესთან, თავისუფლებასთან, საზღვარგარეთ საქმეების მოგვარებასთან. შეიძლება ზოგი სანატორიუმში წავიდეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ნერვების დასაწყნარებლად.

  • ქალწული

მეგობრები, სოციალური ცხოვრება, ინტერნეტი გახდება თქვენთვის აქტუალური. შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, რაც წინსვლის, განვითარების საშუალებას მოგცემთ. ზოგი შეიძლება დაუბრუნდეს სასწავლო კურსებს, ან თავად დაიწყოს პედაგოგობა ინტერნეტით. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები ინტერნეტით. ზოგიერთმა შეიძლება პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტოს. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რაც დაკავშირებული იქნება სოციალურ აქტიურობასთან, ინტერნეტპოპულარობასთან.

  • სასწორი

კარიერას უნდა მაიქციოთ თქვენს ყურადღება. შეიძლება მიხვდეთ, როგორ დაძრათ ადგილიდან შეჩერებული პროექტები. ზოგმა შეიძლება სამსახური შეიცვალოს, ზოგი კი დააწინაურონ. ან დაიწყოს პირადი საქმე. სურვილი ჩაიფიქრეთ სამსახურთან, კარიერასთან დაკავშირებით. ვიზუალიზაციის დროს წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მაღალ თანამდებობაზე, დაფასებული. 12 ივლისიდან მოქმედებისთვის უფრო სარფიანი დროა. გარდა ამისა, ზოგს შეიძლება შვილი გაუჩნდეს, შეიცვალოს საცხოვრებელი მისამართი. აიმაღლებთ რეპუტაციას იქ, სადაც უკვე მუშაობთ. ერთი სიტყვით, წინ და მაღლა მოგიწევთ წაწევა.

  • მორიელი

თვალსაწიერის გაფართოება, საზღვარგარეთ მოგზაურობის, მუშაობის სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგმა შეიძლება უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტოს. შანსი მოგეცემათ გააცოცხლოთ საქმე, რაც შეჩერებული იყო, განსაკუთრებით, თუ საკითხი უცხოეთს (პროექტები, პარტნიორები) ეხება. ზოგიერთი მიიღებს დოკუმენტს, რომელთა აღებაც გაუჭიანურდა. ჩაიფიქრეთ სურვილი, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. აქტიურად მოქმედება კი 12 ივლისიდან დაიწყეთ. და კიდევ, ზოგიერთი შეიძლება მეორედ დაქორწინდეს ამ შვილიშვილი გეყოლოთ. ზოგიერთმა კი გადაწყვიტოს ან უმაღლესი განათლების მიღება, ან ლექციების წაკითხვა, წიგნის დაწერა.

  • მშვილდოსანი

სხვა ადამიანების ფინანსები, საბანკო დოკუმენტები, სექსუალური ინტერესი. აი, რა ითხოვს ყურადღებას. შეიძლება პარტნიორის ფულით აიწყოთ საქმე. ან სახელმწოფოს ხარჯზე დაიწყოთ ცხოვრება. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობაზე განაცხადოს პრეტენზია. გაგიმრავალფეროვნდებათ სექსუალური ცხოვრება ან შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ზოგიერთ მშვილდოსანს გაიტაცებს იოგა, ეზოთერიკა. ჩაიფიქრეთ სურვილი დიდ ფულთან, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. თუ ქალბატონებს გსურთ დაფეხმძიმება, ამის ვიზუალიზაციაც მოახდინეთ.

  • თხის რქა

მნიშვნელობას შეიძენს პარტნიორული ურთიერთობა. ზოგიერთი დაოჯახებას გადაწყვეტს ან ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენს. ზოგმა შეიძლება მნიშვნელოვან კონტრაქტებს მოაწეროს ხელი. დააკვირდით დამოკიდებულებას პარტნიორებთან, შეიძლება ისინი საჭიროებენ გადახედვას, გადახალისებას. ზოგმა შეიძლება აღადგინოს კავშირი ძველ პარტნიორებთან. თქვენი სურვილი დაკავშირებული უნდა იყოს პარტნიორულ ურთიერთობებთან. დამუხტეთ პოზიტივით და ენერგიით თქვენი სურვილი, რათა უკვე 6 თვის თავზე მიიღოთ შედეგი.

  • მერწყული

ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა და ყოველდღიური რუტინა. აგრეთვე, თქვენზე დამოკიდებული თანამშრომლები. ზოგმა შეიძლება გაიჩინოს შინაური ცხოველი. შეიძლება დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ზოგმა კი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს მიმართოს გამოსაჯანმრთელებლად. შეიძლება გაგიჩნდეთ დამატებითი ვალდებულებები. სურვილი ჩაიფიქრეთ ჯანმრთელობასთან, სამსახურთან დაკავშირებით, რომ გქონდეთ სტაბილური სამსახური, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

  • თევზები

რომანტიკული სიყვარული იქნება აქტიური, აგრეთვე გატაცების, ჰობის, შვილების თემა. შანსი მოგეცემათ რაღაც გამოასწოროთ, გადააკეთოთ. ზოგმა შეიძლება სპორტულ შეჯიბრებაში მიიღოს მონაწილეობა. ზოგმა კი საკურორტო რომანი გააჩაღოს. არაა გამორიცხული, რომ დაგიბრუნდეთ ყოფილი შეყვარებული. თუ თქვენი საქმიანობა სიახლესთანაა კავშირში, 12 ივლისამდე დაიცადეთ. სურვილი შეგიძლიათ დახატოთ, დაწეროთ. ჩაიფიქრეთ სურვილი სიყვარულთან, შვილებთან, შემოქმედებით იდეებთან დაკავშირებული.

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ვარსკვლავებმა ზოდიაქოს ნიშნებს

"18 ივნისიდან არანაირი ახალი საქმის წამოწყება, ქორწინება, ან ნიშნობა, არ აიღოთ ვალები..." - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის