სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად
დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კვი­რის თი­თო­ე­ულ დღეს თა­ვი­სი პლა­ნე­ტა გა­ნა­გებს. იმი­სათ­ვის, რომ საქ­მე­ე­ბი უკეთ წარ­მარ­თოთ და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­ი­პო­ვოთ, უნდა იცო­დეთ რო­მელ დღეს რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

ორ­შა­ბა­თი - მთვა­რის დღე

რთუ­ლი საქ­მე­ე­ბი დღეს არ და­გეგ­მოთ. არ და­ი­წყოთ ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი. ორ­შა­ბათს უნდა მო­ე­რი­დოთ ქორ­წი­ნე­ბას, ვა­ლის აღე­ბას. მო­ა­წეს­რი­გეთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი, და­ა­ლა­გეთ სახ­ლი. მთვა­რეს არ უყ­ვარს ალ­კოჰო­ლი. აი, წყა­ლი კი კარ­გია. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ აუზ­ში ცურ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ტვირ­თვა იქ­ნე­ბა. კარ­გია სახ­ლის და­ლა­გე­ბაც.

სამ­შა­ბა­თი - მარ­სის დღე

და­სა­ხეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამ­ბი­ცი­ურ და პერ­სპექ­ტი­ულ პრო­ექ­ტებს იო­ლად გა­არ­თმევთ თავს. დილა და­ი­წყეთ ვარ­ჯი­შით. უნდა იგ­რძნოთ, რომ ახალ­გაზ­რდა და ჯან­მრთე­ლი ხართ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ წი­თე­ლი ფერი. სამ­შა­ბათს პა­ე­მა­ნი ვნე­ბი­ა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა.

ოთხშა­ბა­თი - მერ­კუ­რის დღე

ოთხშა­ბათს უნდა აი­ღოთ კრე­დი­ტი ან და­აბ­რუ­ნოთ ვალი. მცი­რე საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლად კარ­გი დღეა. შე­გიძ­ლი­ათ სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ემ­გზავ­როთ ახლო მან­ძილ­ზე. გა­ა­ფორ­მოთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, გა­აგ­ზავ­ნოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი. მერ­კუ­რი სწავ­ლას, ვაჭ­რო­ბა­სა და ფი­ნან­სებს მარ­თავს. შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ე­წე­როთ კურ­სებ­სა და ტრე­ნი­ნებ­ზე. თუ მოს­წავ­ლე შვი­ლი გყავთ, და­ეხ­მა­რეთ გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ვე­გე­ტა­რი­ა­ნურ კვე­ბას. სა­ღა­მოს შეხ­ვდით მე­გობ­რებს.

ხუთ­შა­ბა­თი - იუ­პი­ტე­რის დღე

ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ შე­ნო­ბა­ში. თუ და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი არ გაქვთ, შეს­ვე­ნე­ბა­ზე მა­ინც გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­გეგ­მეთ უფ­როს­თან შეხ­ვედ­რა. თა­მა­მად ჩა­მო­აგ­დეთ სი­ტყვა ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა­ზე, და­წი­ნა­უ­რე­ბის პერ­პექ­ტი­ვებ­ზე. კარ­გი დღეა ნაც­ნო­ბო­ბი­სათ­ვის. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, სა­ფუ­ლეს­თან.

პა­რას­კე­ვი - ვე­ნე­რას დღე

სა­უ­კე­თე­სო დღეა რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რებ­სა და სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მის­თვის. დღეს გრძნო­ბე­ბი მარ­თავს ადა­მი­ანს. სა­მოს­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ ვარ­დის­ფე­რი, სა­ლა­თის­ფე­რი და ცის­ფე­რი ფე­რე­ბი. და­უკ­ვირ­ვე­ბელ­მა საქ­ცი­ელ­მა შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი ნივ­თი გა­ყი­დი­ნოთ. პა­რას­კევს შე­ი­ძი­ნეთ სამ­კა­უ­ლე­ბი, თა­ვის მოვ­ლისს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გა­და­დით ახალ ბი­ნა­ში. დღე უმ­ჯო­ბე­სია რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნით და­აგ­ვირ­გვი­ნოთ.

შა­ბა­თი - სა­ტურ­ნის დღე

მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ მოთ­მი­ნე­ბა. კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იყი­დეთ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბი და მო­ამ­ზა­დეთ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რეთ. შა­ბათს გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მო­უფრ­თხილ­დეთ ძვლებს. მი­ირ­თვით კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბი: ყვე­ლი, ხაჭო. თმა ამ დღეს არ შე­იჭ­რათ. აგ­რეთ­ვე, ნუ გა­ა­კე­თებთ ისეთ საქ­მეს, რა­შიც მაკ­რა­ტე­ლი გჭირ­დე­ბათ.

კვი­რა - მზის დღე

კვი­რას ადა­მი­ა­ნი ენერ­გი­ით ივ­სე­ბა და შინ გა­ჩე­რე­ბა არ შე­უძ­ლია. დრო და ენერ­გია შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და­ხარ­ჯეთ. გა­ა­ფორ­მეთ ინ­ტე­რი­ე­რი, გა­მო­ნა­ხეთ დრო ჰო­ბის­თვის. თუ თქვე­ნი ჰობი შო­პინ­გია, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­ქონ­ლის ხა­რისხს. ამ დღეს ყვი­თე­ლი ან ნა­რინ­ჯის­ფე­რი ჩა­იც­ვით. ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­ი­სე­ირ­ნეთ სკვერ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. სა­ღა­მო კი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ა­ტა­რეთ. მო­ი­ფიქ­რეთ გა­სარ­თო­ბი: სა­მა­გი­დო თა­მა­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მის ყუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად

დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად

ასტროლოგიაში კვირის თითოეულ დღეს თავისი პლანეტა განაგებს. იმისათვის, რომ საქმეები უკეთ წარმართოთ და ბედნიერება მოიპოვოთ, უნდა იცოდეთ რომელ დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ორშაბათი - მთვარის დღე

რთული საქმეები დღეს არ დაგეგმოთ. არ დაიწყოთ ხანგრძლივვადიანი პროექტები. ორშაბათს უნდა მოერიდოთ ქორწინებას, ვალის აღებას. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დაალაგეთ სახლი. მთვარეს არ უყვარს ალკოჰოლი. აი, წყალი კი კარგია. სამსახურის შემდეგ აუზში ცურვა სასიამოვნო განტვირთვა იქნება. კარგია სახლის დალაგებაც.

სამშაბათი - მარსის დღე

დასახეთ მნიშვნელოვანი, რთული საქმეების შესრულება. ამბიციურ და პერსპექტიულ პროექტებს იოლად გაართმევთ თავს. დილა დაიწყეთ ვარჯიშით. უნდა იგრძნოთ, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ. ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ფერი. სამშაბათს პაემანი ვნებიანი და რომანტიკული იქნება.

ოთხშაბათი - მერკურის დღე

ოთხშაბათს უნდა აიღოთ კრედიტი ან დააბრუნოთ ვალი. მცირე საქმეების მოსაგვარებელად კარგი დღეა. შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ ახლო მანძილზე. გააფორმოთ დოკუმენტები, გააგზავნოთ ოფიციალური წერილები. მერკური სწავლას, ვაჭრობასა და ფინანსებს მართავს. შეგიძლიათ ჩაეწეროთ კურსებსა და ტრენინებზე. თუ მოსწავლე შვილი გყავთ, დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში. უპირატესობა მიანიჭეთ ვეგეტარიანურ კვებას. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

ხუთშაბათი - იუპიტერის დღე

ნაკლები დრო გაატარეთ შენობაში. თუ დაძაბული გრაფიკი არ გაქვთ, შესვენებაზე მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაგეგმეთ უფროსთან შეხვედრა. თამამად ჩამოაგდეთ სიტყვა ხელფასის მომატებაზე, დაწინაურების პერპექტივებზე. კარგი დღეა ნაცნობობისათვის. სიფრთხილე გმართებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საფულესთან.

პარასკევი - ვენერას დღე

საუკეთესო დღეა რომანტიკული შეხვედრებსა და სიყვარულში გამოტყდომისთვის. დღეს გრძნობები მართავს ადამიანს. სამოსში გამოიყენეთ ვარდისფერი, სალათისფერი და ცისფერი ფერები. დაუკვირვებელმა საქციელმა შეიძლება უამრავი ნივთი გაყიდინოთ. პარასკევს შეიძინეთ სამკაულები, თავის მოვლისს საშუალებები, გადადით ახალ ბინაში. დღე უმჯობესია რომანტიკული პაემნით დააგვირგვინოთ.

შაბათი - სატურნის დღე

მეტად გამოავლინეთ მოთმინება. კონკრეტულ საკითხზე იყავით ორიენტირებული. იყიდეთ ჯანსაღი პროდუქტები და მოამზადეთ გემრიელი კერძი. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ ძვლებს. მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები: ყველი, ხაჭო. თმა ამ დღეს არ შეიჭრათ. აგრეთვე, ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეს, რაშიც მაკრატელი გჭირდებათ.

კვირა - მზის დღე

კვირას ადამიანი ენერგიით ივსება და შინ გაჩერება არ შეუძლია. დრო და ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე დახარჯეთ. გააფორმეთ ინტერიერი, გამონახეთ დრო ჰობისთვის. თუ თქვენი ჰობი შოპინგია, ყურადღება მიაქციეთ საქონლის ხარისხს. ამ დღეს ყვითელი ან ნარინჯისფერი ჩაიცვით. ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ სკვერში, სუფთა ჰაერზე. საღამო კი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ. მოიფიქრეთ გასართობი: სამაგიდო თამაში, საინტერესო ფილმის ყურება.