მთვარე მშვილდოსანშია და დარჩება 28 აპრილის 13:34-მდე
- აქტიურია ცეცხლის სტიქია.
- დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
- საოჯახო საქმეების სიმრავლეს ნუ შეუშინდებით.
- ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
- მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
- მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.
- არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
- ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
- არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
- დარგეთ ხეები და ბუჩქები, რომლებიც გინდათ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ. აგრეთვე ხვიარა მცენარეები.
- ებრძოლეთ მიწაში არსებულ მავნებლებს.
- კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, ყურძნის კურკა და ა.შ.).
- ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
- მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.