ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 16:51-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ვერძი
ყურადღება არ უნდა მიაქციოთ საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას, რომელიც სავარაუდოდ დღეს მოხდება - საღამომდე ის დაივიწყებს და თქვენს ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, ამიტომ გულთან ახლოს მიტანა არ მოგიწევთ.
კურო
თუ დიდი ხანია გეგმავთ ბინის რემონტს, ისარგებლეთ დღევანდელი ენერგიებით: დღეს დაწყებული ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო შეიძლება შესრულდეს სწრაფად, ეფექტურად და, რაც მთავარია, ბიუჯეტურად.
ტყუპი
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა გექნებათ - დღეს ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დროა სამომავლო პროფესიული გეგმების შედგენისთვის: შეძლებთ ზუსტად დასახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზნები და გექნებათ ყველა შანსი, რომ მიაღწიოთ წარმატებით და სწრაფად.
ლომი
არ უნდა თქვათ უარი იმ ადამიანის დახმარებაზე, ვინც ამას დღეს მოგთხოვთ. თქვენ ეს, დიდი ალბათობით, არაფერი დაგიჯდებათ, მაგრამ შეძლებთ მის გადარჩენას.
ქალწული
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დღეს შეიტყობთ, დიდ დახმარებას გაგიწევთ პროფესიულ ცხოვრებაში: ის დაგეხმარებათ გაასწროთ თქვენს კონკურენტებს, რომლებიც დიდი ხანია თვალს ადევნებენ თქვენს ადგილს.
სასწორი
დიდია ალბათობა იმისა, რომ იმ ადამიანმა, ვინც დღეს თანამშრომლობას შემოგთავაზებთ, მოინდომოს თქვენი გამოყენება: არ მისცეთ მას ასეთი შანსი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ დადებითად იმოქმედოს თქვენს მომავალზე.
მორიელი
არ გამოიყენოთ სხვისი გულწრფელობა ეგოისტური მიზნებისთვის: ადამიანი, რომელიც სისუსტის მომენტში გაგიზიარებთ თავის ემოციურ გამოცდილებას, არ უნდა ინანოს - ეს თქვენი მხრიდან ცუდი საქციელი იქნება.
მშვილდოსანი
დღე, როდესაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი თვისება - კეთილშობილება. ნუ დაგეზარებათ საქმეების მოგვარება. განსაკუთრებით მათი, რომელიც ამ კვირაში უნდა დაასრულოთ.
თხის რქა
აუცილებლად მიეცეთ გარშემო მყოფებს რჩევა, რასაც გთხოვენ: თქვენი პრაქტიკულობა და საგნების ფხიზლად შეხედვის უნარი დაეხმარება მათ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სწორად მოქცევაში.
მერწყული
ნებისმიერი პროფესიული საქმე სხვა დღისთვის გადადეთ, დღეს უმჯობესია დაუთმოთ დრო დოკუმენტების მოწესრიგებას: მათში გამეფებული ქაოსი მალე შეუძლებელს გახდის საჭირო დროს მნიშვნელოვანი სერტიფიკატის პოვნას.
თევზები
ისარგებლეთ სიმართლისა და სიცრუისგან განსხვავების ნიჭით, რომლითაც ვარსკვლავებმა დღეს დაგაჯილდოეს. ამგვარად არ მოგატყუებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ თქვენი კეთილგანწყობით ისარგებლონ.