მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება "მეგობრობის დღე" ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
დღეს საკმაო ძალა ექნებათ, მაგრამ გონივრულად უნდა დახარჯოთ, მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე. ნუ მოცდებით გართობაზე და ნუ გაფლანგავთ დროს.
კურო
ქველმოქმედება დღეს უფრო მისასალმებელია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები, დაიმახსოვრეთ: თუ თქვენ არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, სხვა არ შეიწუხებს თავს.
ტყუპი
თუ გსურთ წარმატების მიღწევა პროფესიული საკითხების გადაჭრაში, ისწავლეთ "არას" თქმა მათთვის, ვისაც სურს სხვისი შრომით მიაღწიოს გამარჯვებას. ისინი ცდილობენ დაგაკისრონ სამუშაო, რომელიც თავად უნდა გააკეთონ.
კირჩხიბი
ნუ იჩქარებთ შორსმიმავალი დასკვნების გამოტანას სიტუაციიდან, რომელსაც აკვირდებით: თქვენდა გასაკვირად, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ყველაფერი სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით დაინახეთ.
ლომი
დღეს უარი უნდა თქვათ ახალი პროფესიული სიმაღლეების დაპყრობაზე და დრო დახარჯოთ დაგროვილი "კუდების" მოცილებაზე; დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
ქალწული
დღეს მიღებული პროფესიონალური შეთავაზება შეიძლება ერთი შეხედვით მოკრძალებული მოგეჩვენოთ - უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ დაინახავთ სარგებელს, რომელსაც ის გპირდებათ.
სასწორი
ეცადეთ, თქვენი დღე ისე დაგეგმოთ, რომ საკმარისი დრო გქონდეთ არა მხოლოდ პროფესიული ცხოვრებისთვის, არამედ პირადისთვისაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანებს.
მორიელი
ახლობლებთან უსიამოვნება, რომელიც ბოლო დროს გამძიმებდათ, შესაძლოა დღეს ყველაზე მოულოდნელად გადაწყდეს, მთავარია, თქვენი სურვილის მიუხედავად, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ განვითარებულ გარემოებებს.
მშვილდოსანი
გულგრილობაში არ უნდა დაადანაშაულოთ ადამიანი, რომელიც - როგორც გეჩვენებათ - სათანადო ყურადღებას არ გაქცევთ: სავარაუდოდ, მის ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა, რომელთა მოგვარების შემდეგ ის აუცილებლად გამოჩნდება.
თხის რქა
მშვენიერი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის: პარტნიორები მზად იქნებიან კომპრომისზე, დათმობებზე წავიდნენ შეთანხმების ყველაზე საკამათო პუნქტებზეც კი - ღირს ხელსაყრელი გარემოებების გამოყენება.
მერწყული
არ უნდა ეცადოთ საყვარელი ადამიანის დამშვიდებას არგუმენტებით, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება: ტყუილს ვინმეს გადარჩენა არასდროს მოუტანია რაიმე კარგი, ამიტომ არ უნდა სცადოთ თქვენი ურთიერთობის რისკის ქვეშ დაყენება.
თევზები
კამათში თქვენი სიმართლის დამტკიცებისას, ნუ მიმართავთ ამაღლებულ ტონს და გინებას - ამით ვერავის ვერაფერს ახსნით, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცუდი წარმოდგენა შეუქმნათ ადამიანს საკუთარ თავზე.