ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
ვერძი
ურთიერთგაგება, რომელიც წარმოიქმნება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, დაგეხმარებათ მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები და თავიდან აიცილოთ დაძაბულობა, რომელიც გუშინ განწყობას გიფუჭებდათ.
კურო
დღე, მიუხედავად სამუშაო დღის სტატუსისა, იდეალურია დასუფთავებისთვის, დღის მთავარი მიზანია მოიძიოთ ისეთი რამე, რაც დიდი ხანია არავის გამოუყენებია და ახალი სიცოცხლე მისცეთ ან გადასცეთ გაჭირვებულებს.
ტყუპი
არ უნდა დანებდეთ იმ გაღიზიანებას, რომელიც დღეს შეგაწუხებთ. შედეგად, ადვილი იქნება შეურაცხყოფა მიაყენოთ ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს, რადგან მას ცუდი არაფერი გაუკეთებია თქვენთვის.
კირჩხიბი
კრეატიულობა დაგეხმარებათ ცუდი განწყობის დაძლევაში - და არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ხართ თუ მოყვარული, მთავარია, მასთან დაკავშირებულ პოზიტიურ ტალღას მოერგოთ.
ლომი
არ უნდა მოახდინოთ რეაგირება ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილსინდისიერები ავრცელებენ თქვენს ზურგს უკან - ეს არის ყველაფერი, რაც მათ სურთ, ასე რომ უნდა მოუშალოთ ნერვები თქვენი სიმშვიდით.
ქალწული
დღე აბსოლუტურად არ არის შესაფერისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ვერ შეძლებთ ობიექტურად შეაფასოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რაც სავსეა შეცდომით და რაც ყველაზე მთავარია მათ სწრაფად ვერ შეასწორებთ.
სასწორი
დღეს ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ ყველაფრის ერთბაშად დაწყებას: ვერც ერთში წარმატებას ვერ მიაღწევთ, ბევრად უკეთესია თქვენი სამუშაო დღე ისე დაგეგმოთ, რომ ჯერ ერთი პრობლემა მოაგვაროთ, მერე - მეორე.
მორიელი
ვარსკვლავები მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას დაიწყოთ ახალი გვერდი თქვენს ცხოვრებაში - თუმცა ამას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ გააანალიზებთ თქვენს წინა ქმედებებს და აღიარებთ ადრე დაშვებულ შეცდომებს.
მშვილდოსანი
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა ყველაფერში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებას ეხება: გაფრთხილდით, უწყინარი კამათიც კი შეიძლება სკანდალად იქცეს.
თხის რქა
სამუშაო საკითხების მოგვარება დღეს თქვენთვის პრიორიტეტული არ არის, დადებით შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, უმჯობესია ფოკუსირება საყვარელ აქტივობებზე გაამახვილოთ.
მერწყული
ეცადეთ, თავი აარიდოთ მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას და სერიოზული კონტრაქტების ხელმოწერას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსური მნიშვნელობა აქვთ: უმჯობესია გადადოთ ისინი სხვა დღეს, ვიდრე დაკარგოთ ფული.
თევზები
აუცილებელია შეინარჩუნოთ თქვენი ძალა - ფიზიკურიც და მორალურიც, რომელიც ამ დღეს მოგცათ ვარსკვლავებმა: თუ დღეს არ გაქვთ უპირველესი მნიშვნელობის აქტივობები, ჯობია საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე ტყუილად დახარჯოთ ენერგია.