ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ვერძი
მიზანშეწონილია ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ: დღეს მოგეჩვენებათ, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობთ, ამიტომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ დასვენებას დაუთმოთ დღე. ან მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, უფრო სასიამოვნო. მთავარია ძალების აღდგენა.
ტყუპი
გადალახეთ სიამაყე და დაურეკეთ იმ ადამიანს, ვისთანაც დიდი ხანია არ გქონიათ ურთიერთობა: თქვენ უკვე ხანია მიხვდით, რომ მასთან დაშორების მიზეზი, რბილად რომ ვთქვათ, უმნიშვნელო იყო.
კირჩხიბი
დღევანდელი დღეს წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იყოთ რაც შეიძლება მეთოდური და პროგრესული: იმუშაოთ იმაზე, რაც დაგეგმეთ დილით.
ლომი
დღეს, კეთილშობილების ნაცვლად, შეიძლება სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომ მომდევნო ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგათ, თუ ყურადღებით გათვლით ყველა შედეგს და სიურპრიზებისთვის ადგილს არ დაიტოვებთ.
ქალწული
საყიდლებზე წასვლისას გახსოვდეთ, რომ მთელი თანხის დახარჯვა შეგიძლიათ, მთავარია ხვალ არ ინანოთ თქვენი ექსტრავაგანტურობა, რადგან ფული ფუჭად დაიხარჯება - ახალნაყიდი ნივთები სიამოვნებას არ მოგიტანთ.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უკიდურესი ფრთხილი თქვენს განცხადებებში - დიდია თქვენი ან სხვისი საიდუმლოების შემთხვევით გამჟღავნების რისკი.
მორიელი
მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები იმსახურებენ თქვენგან გაკიცხვას, შეეცადეთ გამოიჩინოთ მაქსიმალური მოთმინება მათ მიმართ. გახსოვდეთ, რომ შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს, მათ შორის თქვენც.
მშვილდოსანი
დღეს უნდა მოიშოროთ ყველაფერი, რაც უარყოფით ენერგიას ატარებს - ეს შეიძლება იყოს ის, რასაც დიდი ხანია არ იყენებთ, ან უსიამოვნო ადამიანების მიერ მორთმეული საჩუქრები.
თხის რქა
კარგი დღეა ნებისმიერი მიმართულებისა და ხანგრძლივობის მოგზაურობისთვის - რეკომენდებულია მივლინებაც. გარემოებები დადებითად განვითარდება და სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მერწყული
მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ აუცილებელ კითხვაზე პასუხის მოძიება. ღირს ყური დაუგდოთ თქვენს ინტუიციასაც, ის იშვიათად ცდება.
თევზები
ბუმერანგის კანონის საკუთარ თავზე გამოცდა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ დღეს ასეთი გამოცდილება შესაძლოა განსაკუთრებით საშიში იყოს თქვენთვის, ამიტომ არ უნდა მიაყენოთ ზიანი ვინმეს, თუნდაც შემთხვევით.