სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ლომი
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ლომი

ამი­ტომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ბუ­ნე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით არ და­ა­ჯილ­დო­ვა, მას უზო­მო სი­ა­მა­ყე, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნია. რის ხარ­ჯზეც მისი არ­შემ­ჩნე­ვა, მით უმე­ტეს არ­და­ფა­სე­ბა ქა­ლის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მა­მა­კა­ცი ლომი გა­რეგ­ნუ­ლად გრა­ცი­ო­ზუ­ლი, ამა­ყი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. ში­ნა­გა­ნად კი სით­ბოს მოყ­ვა­რულ ფი­სუ­ნი­ას წა­ა­გავს, რო­მელ­საც სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი პატ­რო­ნი ისე შე­იჩ­ვევს, რომ მო­მა­ვალ­ში გვერ­დი­დან არა­სო­დეს მოს­ცილ­დე­ბა იგი. ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა, ამი­ტომ გახ­სოვ­დეთ, რაც არ უნდა მკაც­რი და შე­უ­ვა­ლი ჩან­დეს ეს კაცი ერთი შე­ხედ­ვით, ში­ნა­გა­ნად ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რულს და­ე­ძებს და მზა­დაა მის­თვის. მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, მას ერ­თობ მგრძნო­ბი­ა­რე ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა გა­აჩ­ნია, ამას ემა­ტე­ბა უზო­მოდ დიდი სი­ა­მა­ყე და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა. ამი­ტომ, როცა ლომს სიყ­ვა­რულ­ში იმე­დი უც­რუვ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, რა­ღაც ვა­დით ცი­ნი­კუ­რი და ქედ­მა­ღა­ლი კა­ცის პო­ზი­ცი­აც კი და­ი­ჭი­როს, რათა თავი და­ი­ზღვი­ოს მო­რი­გი სუ­ლი­ე­რი ჭრი­ლო­ბის­გან.

თუმ­ცა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უსიყ­ვა­რუ­ლოდ ხან­გრძლი­ვად ვერ ძლებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი თქვენ ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, მო­რი­გი იმე­დის გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ მას­თან და­წყე­ბულ რო­მანს შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი პერ­სპექ­ტი­ვა ჰქონ­დეს თქვენ­თვის.
ლომს ამა­ყი, დიდსუ­ლო­ვა­ნი და გუ­ლუხ­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­წონს. იგი ვერ იტანს მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა­სა და მეშ­ჩა­ნურ გა­მოხ­ტო­მებს ქა­ლებ­ში. თუმ­ცა არც ზედ­მე­ტად სადა და უბ­რა­ლო ქალ­ბა­ტო­ნე­ბით იხიბ­ლე­ბა, იგი ხომ მე­ფეა და რა გა­საკ­ვი­რია, თუ სურს, რომ გვერ­დით დე­დო­ფა­ლი ეგუ­ლე­ბო­დეს. მისი სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა გულ­წრფე­ლო­ბით, ბუ­ნებ­რი­ვო­ბით და სი­ა­ლა­ლით შე­იძ­ლე­ბა.

ლომი იხიბ­ლე­ბა ბავ­შვუ­რი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მტკი­ცე ხა­სი­ა­თის ქა­ლე­ბით. მის­თვის ქა­ლის იდე­ა­ლი ლო­ი­ა­ლუ­რი, დამ­ყო­ლი მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე არა­მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მქო­ნე ქა­ლია, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე წინ არა­ნა­ირ საქ­მეს არ აყე­ნებს. ის ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­დე­ბა თუკი პარტნი­ო­რი, მის გა­რე­შე მი­ი­ღებს ხოლ­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ამი­ტომ ლო­მის მო­სა­ხიბ­ლად სა­უ­კე­თე­სო გზაა ხში­რად მი­მარ­თოთ მას რჩე­ვა-და­რი­გე­ბის­თვის. იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გით­მობთ დროს და რე­სურსს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ ასე თავს სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სო­ნად იგ­რძნობს, რი­თაც მისი თვით­შე­ფა­სე­ბა ერ­თი­ო­რად ამაღ­ლდე­ბა.

გახ­სოვ­დეთ, ლომი საკ­მა­ოდ ეჭ­ვი­ა­ნი და ამა­ყი ნა­ტუ­რაა, ამი­ტომ არა­სო­დეს მის­ცეთ თავს უფ­ლე­ბა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ტრი­უ­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აეჭ­ვი­ა­ნოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას კი არ და­ი­წყებს, უბ­რა­ლოდ და მდუ­მა­რედ წავა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ლომი

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ლომი

ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ განსაკუთრებული ნიჭით და ვიზუალური მონაცემებით არ დააჯილდოვა, მას უზომო სიამაყე, საკუთარი თავის რწმენა და ამბიციები გააჩნია. რის ხარჯზეც მისი არშემჩნევა, მით უმეტეს არდაფასება ქალისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

მამაკაცი ლომი გარეგნულად გრაციოზული, ამაყი და გაწონასწორებულია. შინაგანად კი სითბოს მოყვარულ ფისუნიას წააგავს, რომელსაც სწორად შერჩეული პატრონი ისე შეიჩვევს, რომ მომავალში გვერდიდან არასოდეს მოსცილდება იგი. ლომი გულით იმართება, ამიტომ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მკაცრი და შეუვალი ჩანდეს ეს კაცი ერთი შეხედვით, შინაგანად ყოველთვის სიყვარულს დაეძებს და მზადაა მისთვის. მაგრამ ამასთან ერთად, მას ერთობ მგრძნობიარე ნერვული სისტემა გააჩნია, ამას ემატება უზომოდ დიდი სიამაყე და პატივმოყვარეობა. ამიტომ, როცა ლომს სიყვარულში იმედი უცრუვდება, შესაძლოა, რაღაც ვადით ცინიკური და ქედმაღალი კაცის პოზიციაც კი დაიჭიროს, რათა თავი დაიზღვიოს მორიგი სულიერი ჭრილობისგან.

თუმცა მამაკაცი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს განეკუთვნება უსიყვარულოდ ხანგრძლივად ვერ ძლებს. შესაბამისად, თუკი თქვენ ამგვარი ადამიანის მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი, მორიგი იმედის გაცრუების შემდეგ მასთან დაწყებულ რომანს შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს თქვენთვის.
ლომს ამაყი, დიდსულოვანი და გულუხვი ადამიანები მოსწონს. იგი ვერ იტანს მეწვრილმანეობასა და მეშჩანურ გამოხტომებს ქალებში. თუმცა არც ზედმეტად სადა და უბრალო ქალბატონებით იხიბლება, იგი ხომ მეფეა და რა გასაკვირია, თუ სურს, რომ გვერდით დედოფალი ეგულებოდეს. მისი სიყვარულის დამსახურება გულწრფელობით, ბუნებრივობით და სიალალით შეიძლება.

ლომი იხიბლება ბავშვური, მაგრამ ამასთანავე მტკიცე ხასიათის ქალებით. მისთვის ქალის იდეალი ლოიალური, დამყოლი მაგრამ ამასთანავე არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალია, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საყვარელ ადამიანზე წინ არანაირ საქმეს არ აყენებს. ის ძალიან განაწყენდება თუკი პარტნიორი, მის გარეშე მიიღებს ხოლმე ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ლომის მოსახიბლად საუკეთესო გზაა ხშირად მიმართოთ მას რჩევა-დარიგებისთვის. იგი სიამოვნებით დაგითმობთ დროს და რესურსს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე თავს საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად იგრძნობს, რითაც მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება.

გახსოვდეთ, ლომი საკმაოდ ეჭვიანი და ამაყი ნატურაა, ამიტომ არასოდეს მისცეთ თავს უფლება იაფფასიანი ტრიუკების მეშვეობით აეჭვიანოთ. ამ შემთხვევაში იგი ურთიერთობის გარკვევას კი არ დაიწყებს, უბრალოდ და მდუმარედ წავა თქვენი ცხოვრებიდან.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?