მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი
მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მო­რი­ე­ლე­ბის წყვილ­ში უდი­დე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი და კოს­მი­უ­რი ენერ­გია იყ­რის თავს, ამი­ტომ ყვე­ლა ის ვინც ამ წყვილს შო­რი­დან მა­ინც ასე თუ ისე იც­ნობს (ახ­ლოს ცნო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს ძა­ლი­ან ცოტა თუ იგ­რძნობს კომ­ფორ­ტუ­ლად და ისი­ნიც მე­ეჭ­ვე­ბა ყვე­ლა მსურ­ველს უღებ­დნენ სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარს ) დაგ­ვე­თან­ხმე­ბა იმა­ში, რომ ეს ცოლ-ქმა­რი დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს რო­გორც ერ­თმა­ნე­თის­თვის, ისე ყვე­ლა არამ­კი­თხე მო­ამ­ბის­თვის ვი­საც მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა სწა­დია.

მო­რი­ე­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად დიდი სიფრ­თხი­ლით და ეჭ­ვით იწყე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან ნაც­ნო­ბო­ბას. ერ­თიც და მე­ო­რეც კა­ნით გრძნობს, რომ ეს პარტნი­ო­რი, მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლი სიმ­შვი­დი­სა გულ­ში დიდ ცე­ცხლს და სა­შიშ ენერ­გი­ას მა­ლავს . ამას­თან ერ­თად, მო­რი­ე­ლი ქალი ყო­ველ­თვის აფა­სებს მა­მა­კაც­ში უნარს მარ­თოს ემო­ცი­ე­ბი, მა­ში­ნაც კი როცა სა­ა­მი­სოდ სი­ტუ­ა­ცია პიკს უახ­ლოვ­დე­ბა. მათ შო­რის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცია, ამი­ტომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ ეს ორი ერ­თად ყოფ­ნას გა­და­წყვეტს, სა­სურ­ვე­ლია, მათი გზე­ბი არა­სო­დეს გა­და­იკ­ვე­თოს პრო­ფე­სი­უ­ლად. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ომი, თა­ნაც და­უნ­დო­ბე­ლი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

მო­რი­ე­ლე­ბის წყვილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მათი რო­მა­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პო­კე­რის პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­თა­მა­შე­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას წა­ა­გავს. ერ­თიც და მე­ო­რეც ყო­ველ­თვის კარ­გად და­გეგ­მი­ლი სტრა­ტე­გი­ით მოქ­მე­დებს და ცდი­ლობს პარტნი­ო­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ზით "გა­ა­შიშ­ვლოს" ემო­ცი­უ­რად . თუმ­ცა მო­რი­ე­ლი რისი მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა თუ კარ­ტებს ბო­ლომ­დე გა­უხ­სნის ვინ­მეს, თუნ­დაც ეს ვინ­მე მა­სა­ვით ფრთხი­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და ოტე­ლო­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი იყოს.

ამი­ტომ სურ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ბე­ბის ბო­ლომ­დე არ გაჟ­ღე­რე­ბი­სა, ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მო­რი­ე­ლებ­თან. ორი­ვეს უნდა, სი­ტუ­ა­ცია მარ­თოს და მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის პულ­ტი მას ეპყრას ხელთ. თუმ­ცა არც ეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია უჭ­კუო. მოკ­ლედ, ორ­მა­გი აგენ­ტე­ბის ფა­რულ ორ­თაბ­რძო­ლას ჰგავს ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­წყის ეტაპ­ზე მა­ინც სა­ნამ ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ნდო­ბას ასე თუ ისე ის­წავ­ლი­ან.

შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულს მთე­ლი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის სიმ­ძი­მით და "ტა­რა­კა­ნე­ბით", ისევ და ისევ სა­კუ­თა­რი­ვე ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი თუ გა­უ­გებს ბო­ლომ­დე. მაგ­რამ აქ არის ერთი დიდი პრობ­ლე­მა, ღმერ­თმა ნუ ქნას, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა გა­მიზ­ნუ­ლად (მო­რი­ე­ლის­თვის არ არ­სე­ბობს სი­ტყვა "შემ­თხვე­ვით") კუდ­ზე და­ა­ბი­ჯოს მე­ო­რეს ფეხი. ამ მო­მენ­ტი­დან მსუ­ბუ­ქი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ამ წყვილს შო­რის რო­გორც წესი ყო­ველ­თვი­საა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, დიდ და ყოვ­ლის­მომ­ცველ ომში გა­და­იზ­რდე­ბა, სა­დაც დან­დო­ბის იმე­დი არც ერ­თმა არ უნდა იქო­ნი­ოს. მო­რი­ე­ლი არ სცნობს და­მარ­ცხე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას, ჰოდა ბრძო­ლამ ორ ასეთ ინ­დი­ვიდს შო­რის ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ისი­ნი?

შე­საძ­ლოა ამ სტა­ტი­ის კი­თხვი­სას, რო­მე­ლი­მე თქვენ­განს გა­ახ­სენ­დეს კი­დეც მო­რი­ე­ლე­ბის წყვი­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრი­დან, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით ძალ­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და მშვი­დი ოჯა­ხუ­რი ტან­დე­მის ასო­ცი­ა­ცი­ას ტო­ვე­ბენ . მერ­წმუ­ნეთ, ახ­ლოს არ იც­ნობთ მათ ოჯახს, თო­რემ ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ თუ პი­რა­დად მათ­გან არა დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ-სი­დედრ-სი­მამ­რის­გან მა­ინც გექ­ნე­ბო­დათ გა­გო­ნი­ლი.

სა­ი­მი­სოდ, რომ მო­რი­ე­ლის ბუ­ნე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­იც­ნოთ და გა­ი­თა­ვი­სოთ, მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ზრდი­ლო­ბი­ა­ნი გა­მარ­ჯო­ბის გარ­და, ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბის "ბედ­ნი­ე­რე­ბაც" უნდა გა­გაჩ­ნდეთ . თუკი მას ერთხელ მა­ინც და­ად­გამთ კუდ­ზე ფეხს უნდა იცო­დეთ, რომ თქვენ მის­თვის უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობთ, არც მო­მა­ვალ­ში იარ­სე­ბებთ. თუმ­ცა შეც­დო­მას, რო­მე­ლიც მის წი­ნა­შე და­უშ­ვით იგი მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ი­მახ­სოვ­რებს და როცა მი­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი მო­მენ­ტი, შანსს არ გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან, რომ ჭრი­ლო­ბა­ზე მა­რი­ლი დიდი მონ­დო­მე­ბით არ მო­გა­ყა­როთ . სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი და სუ­ლი­ე­რი ჭრი­ლო­ბე­ბი კი და­მე­თან­ხმე­ბით, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გა­აჩ­ნია ცხოვ­რე­ბა­ში.

ამ მარ­ტი­ვი "მო­რი­ე­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის" გა­გე­ბა კი ვის შე­უძ­ლია უკეთ ვიდ­რე თა­ვად მო­რი­ელს? აი, რა­ტომ ვხვდე­ბით ორ მო­რი­ელს შო­რის ძალ­ზე ხში­რად, საკ­მა­ოდ მყარ და ხან­გრძლივ ქორ­წი­ნე­ბებს. მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ტი­პი გა­აჩ­ნია და ეს ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ასე თუ ისე ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კარ­გად იცი­ან. ამი­ტომ თუკი მო­რი­ე­ლი ცოლ-ქმა­რი ე.წ. არ­წი­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დის, მათ დი­ა­ხაც რომ აქვთ შან­სი სა­მო­მავ­ლოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი, ძალ­ზე მყა­რი და იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კავ­ში­რი შექ­მნან. რო­მე­ლიც არა მათ­თვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უკვე სა­ში­ში. თუმ­ცა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი თქვენ ამ ორს უბო­დი­შოდ შე­ე­ხე­ბით. სხვა მხრივ კი ეს იქ­ნე­ბა მშვი­დი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი დუ­ე­ტი, მზარ­დი მა­ტე­რი­ა­ლურ-ფი­ნან­სუ­რი ბა­ზით (ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, ორი­ვე სქე­სის მო­რი­ელს ძა­ლი­ან უყ­ვარს ფული!), კარ­გად აღ­ზრდი­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი­თა და ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ით, რო­მელ­ში შეღ­წე­ვის მსურ­ველ უცხო, ზედ­მე­ტად ჭო­რი­კა­ნა ადა­მი­ა­ნებ­საც უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად, უცე­რე­მო­ნი­ოდ უკე­ტა­ვენ კარს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მორიელების წყვილში უდიდესი სექსუალური და კოსმიური ენერგია იყრის თავს, ამიტომ ყველა ის ვინც ამ წყვილს შორიდან მაინც ასე თუ ისე იცნობს (ახლოს ცნობა წარმოუდგენელია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საზოგადოებაში თავს ძალიან ცოტა თუ იგრძნობს კომფორტულად და ისინიც მეეჭვება ყველა მსურველს უღებდნენ საკუთარი სახლის კარს ) დაგვეთანხმება იმაში, რომ ეს ცოლ-ქმარი დიდ საშიშროებას წარმოადგენს როგორც ერთმანეთისთვის, ისე ყველა არამკითხე მოამბისთვის ვისაც მათ პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა სწადია.

მორიელები თავდაპირველად დიდი სიფრთხილით და ეჭვით იწყებენ ერთმანეთთან ნაცნობობას. ერთიც და მეორეც კანით გრძნობს, რომ ეს პარტნიორი, მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა გულში დიდ ცეცხლს და საშიშ ენერგიას მალავს . ამასთან ერთად, მორიელი ქალი ყოველთვის აფასებს მამაკაცში უნარს მართოს ემოციები, მაშინაც კი როცა საამისოდ სიტუაცია პიკს უახლოვდება. მათ შორის ყოველთვის იქნება კონკურენცია, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ორი ერთად ყოფნას გადაწყვეტს, სასურველია, მათი გზები არასოდეს გადაიკვეთოს პროფესიულად. სხვა შემთხვევაში ომი, თანაც დაუნდობელი გარდაუვალი იქნება.

მორიელების წყვილზე დაკვირვება მათი რომანის მიმდინარეობისას პოკერის პროფესიონალ მოთამაშეებზე დაკვირვებას წააგავს. ერთიც და მეორეც ყოველთვის კარგად დაგეგმილი სტრატეგიით მოქმედებს და ცდილობს პარტნიორი, რაც შეიძლება მაქსიმალური დოზით "გააშიშვლოს" ემოციურად . თუმცა მორიელი რისი მორიელი იქნება თუ კარტებს ბოლომდე გაუხსნის ვინმეს, თუნდაც ეს ვინმე მასავით ფრთხილი, წინდახედული და ოტელოსავით ეჭვიანი იყოს.

ამიტომ სურვილი ემოციური ჰარმონიის მიღწევისა და საიდუმლობების ბოლომდე არ გაჟღერებისა, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მორიელებთან. ორივეს უნდა, სიტუაცია მართოს და მეორე ნახევარზე მანიპულირების პულტი მას ეპყრას ხელთ. თუმცა არც ეს ზემოხსენებული მეორე ნახევარია უჭკუო. მოკლედ, ორმაგი აგენტების ფარულ ორთაბრძოლას ჰგავს ამ ორის ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც სანამ ისინი ერთმანეთის ნდობას ასე თუ ისე ისწავლიან.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს მთელი თავისი ხასიათის სიმძიმით და "ტარაკანებით", ისევ და ისევ საკუთარივე ნიშნით დაბადებული თუ გაუგებს ბოლომდე. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე მათგანმა გამიზნულად (მორიელისთვის არ არსებობს სიტყვა "შემთხვევით") კუდზე დააბიჯოს მეორეს ფეხი. ამ მომენტიდან მსუბუქი ბრძოლა, რომელიც ამ წყვილს შორის როგორც წესი ყოველთვისაა ურთიერთობის საწყის ეტაპზე პოზიციების გასამყარებლად, დიდ და ყოვლისმომცველ ომში გადაიზრდება, სადაც დანდობის იმედი არც ერთმა არ უნდა იქონიოს. მორიელი არ სცნობს დამარცხებულის პოზიციას, ჰოდა ბრძოლამ ორ ასეთ ინდივიდს შორის ხომ წარმოგიდგენიათ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი?

შესაძლოა ამ სტატიის კითხვისას, რომელიმე თქვენგანს გაახსენდეს კიდეც მორიელების წყვილი სანაცნობო წრიდან, რომლებიც ერთი შეხედვით ძალზე ზრდილობიანი, კანონმორჩილი და მშვიდი ოჯახური ტანდემის ასოციაციას ტოვებენ . მერწმუნეთ, ახლოს არ იცნობთ მათ ოჯახს, თორემ ურთიერთობის საწყის ეტაპზე გადატანილი დრამატული ისტორიების შესახებ თუ პირადად მათგან არა დედამთილ-მამამთილ-სიდედრ-სიმამრისგან მაინც გექნებოდათ გაგონილი.

საიმისოდ, რომ მორიელის ბუნება მეტ-ნაკლებად გაიცნოთ და გაითავისოთ, მასთან ყოველდღიური ზრდილობიანი გამარჯობის გარდა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების "ბედნიერებაც" უნდა გაგაჩნდეთ . თუკი მას ერთხელ მაინც დაადგამთ კუდზე ფეხს უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის უბრალოდ აღარ არსებობთ, არც მომავალში იარსებებთ. თუმცა შეცდომას, რომელიც მის წინაშე დაუშვით იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიმახსოვრებს და როცა მიეცემა შესაბამისი მომენტი, შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ ჭრილობაზე მარილი დიდი მონდომებით არ მოგაყაროთ . სუსტი წერტილები და სულიერი ჭრილობები კი დამეთანხმებით, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ცხოვრებაში.

ამ მარტივი "მორიელური ფილოსოფიის" გაგება კი ვის შეუძლია უკეთ ვიდრე თავად მორიელს? აი, რატომ ვხვდებით ორ მორიელს შორის ძალზე ხშირად, საკმაოდ მყარ და ხანგრძლივ ქორწინებებს. მორიელის ზოდიაქოს რამდენიმე ქვეტიპი გააჩნია და ეს ასტროლოგიაში ასე თუ ისე ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან. ამიტომ თუკი მორიელი ცოლ-ქმარი ე.წ. არწივების კატეგორიაში გადის, მათ დიახაც რომ აქვთ შანსი სამომავლოდ ჰარმონიული, ძალზე მყარი და იდეალურთან მიახლოებული კავშირი შექმნან. რომელიც არა მათთვის, არამედ საზოგადოებისთვის იქნება უკვე საშიში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ამ ორს უბოდიშოდ შეეხებით. სხვა მხრივ კი ეს იქნება მშვიდი, მოწესრიგებული ოჯახური დუეტი, მზარდი მატერიალურ-ფინანსური ბაზით (ნუ დაგავიწყდებათ, ორივე სქესის მორიელს ძალიან უყვარს ფული!), კარგად აღზრდილი და დისციპლინირებული შვილებითა და ოჯახური იდილიით, რომელში შეღწევის მსურველ უცხო, ზედმეტად ჭორიკანა ადამიანებსაც უბრალოდ და მარტივად, უცერემონიოდ უკეტავენ კარს!