საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი მორიელი & მამაკაცი კირჩხიბი
ქალი მორიელი & მამაკაცი კირჩხიბი

და პი­რი­ქით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთი სა­დის­ტია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, მე­ო­რე კი მა­ზო­ხის­ტი; ჰოდა, შე­სა­ბა­მი­სი იდი­ლი­აც სა­ხე­ზეა ამ ორს შო­რის. რე­ა­ლუ­რად კი, ეს კავ­ში­რი რთუ­ლი, მაგ­რამ ძალ­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას მო­ი­ცევს, რომ­ლის სიღ­რმე­სა და არსსაც მხო­ლოდ ისი­ნი ჩას­წვდე­ბი­ან, ვი­საც მო­რი­ე­ლი­ვით უგო­ნოდ სიყ­ვა­რუ­ლი/სი­ძულ­ვი­ლი და კირჩხი­ბი­ვით თავ­გან­წირ­ვა შე­უძ­ლია.

მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნია და იგი თა­ნამ­მარ­თველ მარსთან ერ­თად ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს გა­სა­ო­ცარ სუ­ლი­ერ სიძ­ლი­ე­რეს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბას და ამ­ტა­ნო­ბას ანი­ჭებს. რო­მელ­საც თქმა არ უნდა, ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე მნა­თო­ბის - მთვა­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში მყო­ფი კირჩხი­ბი ვე­რა­სო­დეს გა­ე­ჯიბ­რე­ბა. ამას­თან ერ­თად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ კირჩხი­ბი მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლი "სი­სა­თუ­თი­სა" კარ­დი­ნა­ლურ ნი­შან­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, მო­რი­ე­ლი კი წყლის მუდ­მი­ვი ნი­შა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­დი­ნა­ლუ­რი ნიშ­ნის ამო­ცა­ნას "მარ­თოს", მუდ­მი­ვი ნიშ­ნის მყა­რი არ­გუ­მენ­ტი ხვდე­ბა წინ - "არა­სო­დეს და­მორ­ჩილ­დეს სხვას". გარ­და ამი­სა, მა­მა­კა­ცუ­რი და ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის უც­ნა­უ­რი გა­და­ნაც­ვლე­ბა ამ წყვილ­ში, კი­დევ ბევრ თა­ვის­ტკი­ვილს ქმნის , რა­ზეც სტა­ტი­ა­ში თან­მიმ­დევ­რო­ბით ვი­სა­უბ­რებთ. თუმ­ცა, მო­დით, ჯერ კარ­გით და­ვი­წყოთ:

კირჩხი­ბის და მო­რი­ე­ლის სა­ერ­თო თვი­სე­ბა - ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი, ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და გრძნო­ბე­ბის სიღ­რმეა. მათ შე­უძ­ლი­ათ ერ­თად ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი რამ შექ­მნან და­წყე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­ე­რი, კარ­გად აღ­ზრდი­ლი შვი­ლე­ბით და მზარ­დი სა­ო­ჯაო ბიზ­ნე­სით . თუკი ამ ორს შო­რის პი­რად რუ­კებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ას­პექ­ტა­ცია ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­დის ერ­თმა­ნეთ­თან, მო­რი­ელ-კირჩხი­ბის წყვი­ლი ისე­თი­ვე მზარ­დი და მყა­რი ძა­ლაა რო­გო­რიც კუ­რო­სა და თხის რქის ტან­დე­მი. ასე­თი ხალ­ხი ყო­ველ­თვის ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის "გაზ­რდას" და საფრ­თხე­საც წარ­მო­ად­გე­ნენ, ოღონდ არა ერ­თმა­ნე­თის­თვის არა­მედ სხვე­ბის სა­ზი­ა­ნოდ. თუმ­ცა, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ამ ნა­თელ მო­მავ­ლამ­დე მი­ვალთ, მო­რი­ე­ლის და კირჩხი­ბის დუ­ეტს ბევ­რი რა­მის სწავ­ლა მო­უ­წევს ერ­თმა­ნე­თის­გან, ისევ და ისევ მათი ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

სა­ერ­თო თვი­სე­ბებ­თან ერ­თად, რომ ამ წყვილს ბევ­რი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შტრი­ხიც აქვს ხა­სი­ათ­ში ამა­ზე უკვე თავ­შიც ვი­სა­უბ­რე. მო­რი­ე­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი. აქვს პე­რი­ო­დე­ბი, როცა პირ­ქუ­ში და მდუ­მა­რე ხდე­ბა. ეს მა­შინ მოს­დის, თუკი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ ფრონტზე ან ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ვინ­მემ მის­თვის კუდ­ზე ფე­ხის უბო­დი­შოდ და­ბი­ჯე­ბა გა­ნიზ­რა­ხა. ასეთ დროს, კირჩხი­ბის გუ­ლი­თა­დი ჩა­რე­ვა და "ტვი­ნის ბურ­ღვა" შე­გო­ნე­ბე­ბით, მას მხო­ლოდ გა­აფ­თრებს და გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს. კირჩხი­ბი კი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის სი­ჩუ­მით დათ­რგუ­ნუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყებს მი­ზე­ზის ძებ­ნას სა­კუ­თარ თავ­ში და სას­მე­ლის ბოთლთან ერ­თად მი­ე­ცე­მა "თვითგვე­მას" არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო. მას შე­იძ­ლე­ბა ამ დროს მო­რი­ე­ლის ბას­რი და გეს­ლი­ა­ნი კუ­დიც მოხ­ვდეს პა­სუ­ხად "არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ო­ბის გამო", რის შე­დე­გა­დაც კირჩხი­ბი თა­ვის ბუ­ნებ­რივ პო­ზი­ცი­ას მი­ი­ღებს - გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტე­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია, როცა მო­რი­ე­ლი ბრა­ზობს კირჩხიბ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია უნდა და­ი­ჭი­როს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლის­ტკე­ნა და წყე­ნა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

კი­დევ ერთი უთან­ხმო­ე­ბა მათ კირჩხი­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლად ფრთხი­ლი ხა­სი­ა­თის და მო­რი­ე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რის­კის სიყ­ვა­რუ­ლის გამო ელით. ამ ქალს შე­საძ­ლოა სიმ­ხდა­ლე­დაც კი მო­ეჩ­ვე­ნოს სა­კუ­თა­რი ქმრის მხრი­დან სი­ახ­ლე­ე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. მო­რი­ე­ლი ბუ­ნე­ბით ექ­სტრე­მა­ლია, კირჩხიბს კი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ შე­უძ­ლია ისე თუ ყვე­ლა შე­საძ­ლო სვლა კარ­გად არ გა­ი­აზ­რა. მას არც მო­რი­ე­ლი­ვით ღია და­პი­რის­პი­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­ტო­ქე­ებ­თან. ასეთ დროს მო­რი­ელ­მა უნდა გა­იხ­სე­ნოს - კირჩხი­ბის ფსი­ქო­ლო­გია, ნე­ბის­მი­ე­რი კიბო შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით არ­ჩევს რე­ვან­შის აღე­ბას და იქ­ნებ მისი ეს საქ­ცი­ე­ლი ზოგ­ჯერ მო­რი­ე­ლურ შემ­ტევ ქმე­დე­ბა­ზე უფრო ეფექ­ტუ­რიც კი იყოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "შუ­რის­ძი­ე­ბა, ისე­თი კერ­ძია, რო­მე­ლიც ცი­ვად უნდა მი­ირ­თვას ადა­მი­ან­მა".

გვერდს ვერ ავუვ­ლით კი­დევ ერთ "წყალ­ქვე­შა რიფს" ამ წყვი­ლის თავ­სე­ბა­დო­ბის გან­ხილ­ვი­სას, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სო­ბას შე­ე­ხე­ბა. მო­რი­ე­ლი თა­ვი­სი არ­სი­თა და ბუ­ნე­ბით, სექ­სის "გუ­რუა". ამი­ტომ მის­თვის სექსში ჰარ­მო­ნი­ას უპირ­ვე­ლე­სი როლი ეკის­რე­ბა პარტნი­ორ­თან ჰარ­მო­ნი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. კირჩხი­ბი კი გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დე­ბი, როცა იგი ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სის, უხა­სი­ა­თო­ბის ან უბ­რა­ლოდ წყე­ნის გამო უარს იტყვის ფი­ზი­კურ კონ­ტაქ­ტზე შე­საძ­ლოა არა­ერ­თგზის დად­გეს ამ ორის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ მო­რი­ელს უნდა ახ­სოვ­დეს ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნოს შხა­მის დიდი დოზა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ. თო­რემ შე­დე­გი, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბას მოჰ­ყვე­ბა, ორი­ვეს­თვის სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბა. კირჩხი­ბი უბ­რა­ლოდ "ჩა­ი­კე­ტე­ბა" და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს არა ერთი ან ორი დღით, არა­მედ სა­მუ­და­მოდ - ზოგ­ჯერ გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დეც.

ვე­რა­ვინ იტყვის იმას, რომ ორი წყლის ნიშ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­ტი­ვი და სავ­სე­ბით ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ეს სტი­ქია, ყო­ველ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე და გა­სა­ო­ცა­რი სიღ­რმე­ე­ბი გა­აჩ­ნია. ისე­თი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რს ხში­რად ზე­და­პი­რუ­ლა­დაც არ გა­აჩ­ნია წარ­მოდ­გე­ნა. ამი­ტომ, მო­რი­ე­ლი­სა და კირჩხი­ბის დუ­ეტს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ წინ, ერ­თმა­ნე­თის უამ­რა­ვი სუ­ლი­ე­რი სა­ი­დუმ­ლოს ამო­სახ­სნე­ლად. თუმ­ცა, ტალ­ღე­ბი, რო­მელ­საც წყლის ნიშ­ნე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა წარ­მო­შობს, ხში­რად გა­მო­იწ­ვევს მათ ოჯახ­ში რყე­ვებს - და­წყე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო ღელ­ვით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა­თა ცუ­ნა­მი­თა და შტორ­მით. რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა სა­ბო­ლო­ოდ კირჩხი­ბის გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლით და მო­რი­ე­ლის გა­მო­და­რე­ბით. ყვე­ლა მიქ­ცე­ვას ხომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რად მოს­დევს მოქ­ცე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ოდეს­მე სიმ­შვი­დეც აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­სად­გუ­რებს და მი­წაც გა­მოჩ­ნდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ქალი მორიელი & მამაკაცი კირჩხიბი

ქალი მორიელი & მამაკაცი კირჩხიბი

და პირიქით. მოგეხსენებათ, ერთი სადისტია თავისი ბუნებით, მეორე კი მაზოხისტი; ჰოდა, შესაბამისი იდილიაც სახეზეა ამ ორს შორის. რეალურად კი, ეს კავშირი რთული, მაგრამ ძალზე ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიას მოიცევს, რომლის სიღრმესა და არსსაც მხოლოდ ისინი ჩასწვდებიან, ვისაც მორიელივით უგონოდ სიყვარული/სიძულვილი და კირჩხიბივით თავგანწირვა შეუძლია.

მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია და იგი თანამმართველ მარსთან ერთად ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს გასაოცარ სულიერ სიძლიერეს, პრინციპულობას და ამტანობას ანიჭებს. რომელსაც თქმა არ უნდა, ქალური ენერგეტიკის მქონე მნათობის - მთვარის კომპეტენციაში მყოფი კირჩხიბი ვერასოდეს გაეჯიბრება. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ კირჩხიბი მიუხედავად გარეგნული "სისათუთისა" კარდინალურ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნება, მორიელი კი წყლის მუდმივი ნიშანია. შესაბამისად, კარდინალური ნიშნის ამოცანას "მართოს", მუდმივი ნიშნის მყარი არგუმენტი ხვდება წინ - "არასოდეს დამორჩილდეს სხვას".  გარდა ამისა, მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის უცნაური გადანაცვლება ამ წყვილში, კიდევ ბევრ თავისტკივილს ქმნის , რაზეც სტატიაში თანმიმდევრობით ვისაუბრებთ. თუმცა, მოდით, ჯერ კარგით დავიწყოთ:

კირჩხიბის და მორიელის საერთო თვისება - ერთგულების უნარი, ემოციური მიჯაჭვულობა და გრძნობების სიღრმეა. მათ შეუძლიათ ერთად ბევრი უნიკალური რამ შექმნან დაწყებული დრამატული ურთიერთობებით, დამთავრებული ნიჭიერი, კარგად აღზრდილი შვილებით და მზარდი საოჯაო ბიზნესით . თუკი ამ ორს შორის პირად რუკებში განლაგებული ასპექტაცია ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, მორიელ-კირჩხიბის წყვილი ისეთივე მზარდი და მყარი ძალაა როგორიც კუროსა და თხის რქის ტანდემი. ასეთი ხალხი ყოველთვის ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების "გაზრდას" და საფრთხესაც წარმოადგენენ, ოღონდ არა ერთმანეთისთვის არამედ სხვების საზიანოდ. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ ნათელ მომავლამდე მივალთ, მორიელის და კირჩხიბის დუეტს ბევრი რამის სწავლა მოუწევს ერთმანეთისგან, ისევ და ისევ მათი ოჯახური ბედნიერების სასარგებლოდ.

საერთო თვისებებთან ერთად, რომ ამ წყვილს ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო შტრიხიც აქვს ხასიათში ამაზე უკვე თავშიც ვისაუბრე. მორიელი გაღიზიანებადობისკენაა მიდრეკილი. აქვს პერიოდები, როცა პირქუში და მდუმარე ხდება. ეს მაშინ მოსდის, თუკი სამსახურეობრივ ფრონტზე ან ზოგადად ურთიერთობაში, ვინმემ მისთვის კუდზე ფეხის უბოდიშოდ დაბიჯება განიზრახა. ასეთ დროს, კირჩხიბის გულითადი ჩარევა და "ტვინის ბურღვა" შეგონებებით, მას მხოლოდ გააფთრებს და გააღიზიანებს. კირჩხიბი კი საყვარელი ქალის სიჩუმით დათრგუნული, აუცილებლად დაიწყებს მიზეზის ძებნას საკუთარ თავში და სასმელის ბოთლთან ერთად მიეცემა "თვითგვემას" არჩადენილი დანაშაულის გამო. მას შეიძლება ამ დროს მორიელის ბასრი და გესლიანი კუდიც მოხვდეს პასუხად "არამკითხე მოამბეობის გამო", რის შედეგადაც კირჩხიბი თავის ბუნებრივ პოზიციას მიიღებს - განაწყენებული, საკუთარ თავში ჩაიკეტება. გამოსავალი ერთია, როცა მორიელი ბრაზობს კირჩხიბმა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გულისტკენა და წყენა გარდაუვალი იქნება.

კიდევ ერთი უთანხმოება მათ კირჩხიბის გადამეტებულად ფრთხილი ხასიათის და მორიელისთვის დამახასიათებელი რისკის სიყვარულის გამო ელით. ამ ქალს შესაძლოა სიმხდალედაც კი მოეჩვენოს საკუთარი ქმრის მხრიდან სიახლეების სრული უგულებელყოფა. მორიელი ბუნებით ექსტრემალია, კირჩხიბს კი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია ისე თუ ყველა შესაძლო სვლა კარგად არ გაიაზრა. მას არც მორიელივით ღია დაპირისპირების სურვილი აქვს წაგების შემთხვევაში მეტოქეებთან. ასეთ დროს მორიელმა უნდა გაიხსენოს - კირჩხიბის ფსიქოლოგია, ნებისმიერი კიბო შემოვლითი გზებით არჩევს რევანშის აღებას და იქნებ მისი ეს საქციელი ზოგჯერ მორიელურ შემტევ ქმედებაზე უფრო ეფექტურიც კი იყოს. მოგეხსენებათ, "შურისძიება, ისეთი კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვას ადამიანმა".

გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ "წყალქვეშა რიფს" ამ წყვილის თავსებადობის განხილვისას, რომელიც სექსუალური ტემპერამენტის შესაბამისობას შეეხება. მორიელი თავისი არსითა და ბუნებით, სექსის "გურუა". ამიტომ მისთვის სექსში ჰარმონიას უპირველესი როლი ეკისრება პარტნიორთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად. კირჩხიბი კი განწყობის ადამიანია. შესაბამისად, პერიოდები, როცა იგი ემოციური დისბალანსის, უხასიათობის ან უბრალოდ წყენის გამო უარს იტყვის ფიზიკურ კონტაქტზე შესაძლოა არაერთგზის დადგეს ამ ორის თანაცხოვრებაში. ამიტომ მორიელს უნდა ახსოვდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - არასოდეს გამოიყენოს შხამის დიდი დოზა საყვარელი მამაკაცის წინააღმდეგ. თორემ შედეგი, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვება, ორივესთვის სავალალო აღმოჩნდება. კირჩხიბი უბრალოდ "ჩაიკეტება" და ეს მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს არა ერთი ან ორი დღით, არამედ სამუდამოდ - ზოგჯერ  განქორწინებამდეც.

ვერავინ იტყვის იმას, რომ ორი წყლის ნიშნის ურთიერთობა მარტივი და სავსებით ჰარმონიული იქნება. ეს სტიქია, ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე და გასაოცარი სიღრმეები გააჩნია. ისეთი, რომლის შესახებაც ბევრს ხშირად ზედაპირულადაც არ გააჩნია წარმოდგენა. ამიტომ, მორიელისა და კირჩხიბის დუეტს მთელი ცხოვრება აქვთ წინ, ერთმანეთის უამრავი სულიერი საიდუმლოს ამოსახსნელად. თუმცა, ტალღები, რომელსაც წყლის ნიშნების თანაარსებობა წარმოშობს, ხშირად გამოიწვევს მათ ოჯახში რყევებს - დაწყებული უმნიშვნელო ღელვით, დამთავრებული გრძნობათა ცუნამითა და შტორმით. რომელიც აუცილებლად დასრულდება საბოლოოდ კირჩხიბის გულიანი სიცილით და მორიელის გამოდარებით. ყველა მიქცევას ხომ კანონზომიერად მოსდევს მოქცევა. შესაბამისად, ოდესმე სიმშვიდეც აუცილებლად დაისადგურებს და მიწაც გამოჩნდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?