სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება
ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება

ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია გან­მარ­ტავს, თუ რა კონ­ტექსში ჰქონ­და სა­უ­ბა­რი თან­ხა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან. ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

"რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხას, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე თან­ხა­ზე მქონ­და სა­უ­ბა­რი, იყო იმ კონ­ტექ­სტში, რომ რო­დე­საც მე ვცდი­ლობ­დი, რომ სხვა ვერ­სი­ებ­ზეც მე­ლა­პა­რა­კა. ჩემი ერთ-ერთი ვერ­სია იყო, რომ რად­გან დაც­ვის უფ­როს­მა ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან გა­სა­ღე­ბი, ღამე გახ­სნა მისი ორი­ვე სე­ი­ფი, იქ­ნებ, აქ იყო ადა­მი­ა­ნუ­რი ან­გა­რე­ბის მო­მენ­ტიც და მკვლე­ლო­ბა მოხ­და შე­იძ­ლე­ბა იმის გა­მოც, რომ ამ ადა­მი­ან­მა იქი­დან რა­ღაც მო­ი­პა­რა. შე­იძ­ლე­ბო­და, ეს თან­ხაც ყო­ფი­ლი­ყო. მით უფრო, რომ მე ვი­ცო­დი, რომ ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც იყო სე­ი­ფებ­ში, იყო და­კარ­გუ­ლი. სულ ეს იყო, თან­ხა­ზე რაც იყო ლა­პა­რა­კი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თით­ქოს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მი­თხრა რა­ღა­ცა, ეს თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძის გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის მოწ­მედ მოყ­ვა­ნას ჰგავს ძა­ლი­ან", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ის არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა "იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ოჯა­ხის ღირ­სე­ბით ვაჭ­რო­ბენ".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნინო ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­იხ­სე­ნა.

"როცა ზუ­რა­ბი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ე­ბის ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა - მის­მა ძმამ, მე­უღ­ლემ. მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, მო­ვი­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ნინო, შენ ხომ იყა­ვი ად­გილ­ზე, სა­დაც ეს მოხ­და, ნახე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­დი, შენ გგო­ნია, რომ ვინ­მე რა­მეს მა­ლავს ან სხვა­ნა­ი­რად არის თუ..., არა, არა მგო­ნი­აო - თქვა, შენ­თან რა პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დე­სო. მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა რაც მი­თხრა: ხომ იცი, ზუ­რას რო­გორც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ბევ­რი ფული ჰქონ­დაო, მე ვუ­თხა­რი, მე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ფული და არა მგო­ნია ზუ­რას ჰქო­ნო­და ფული და სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ ორი დღით ადრე მის­ცა მას ძა­ლი­ან დიდი თან­ხაო და ამ თან­ხის ნა­წი­ლი მინ­და ამო­ვი­ღოო, ალ­ბათ იმ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ნამ ჩვენ მი­ვი­დო­დით, ხომ არ წა­ი­ღეს ეს თან­ხა შემ­თხვე­ვი­თო. მე ვუ­თხა­რი - ახლა გა­მო­დის, რომ აქ ფულ­ზე ვლა­პა­რა­კობთ ხომ ჩვენ, ფულ­ზე ვერ შევ­თან­ხმდე­ბით ჩვენ-თქო. მერე გა­ირ­კვა, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, რო­გორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვა­ნი­ას მის­ცა ბევ­რი ფული და ეს გა­ა­კე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მერე ამუ­შა­ვებ­და ჟვა­ნი­ას ძმას, მას­თან ოფის­ში, ისე, რო­გორც ყვე­ლა ოლი­გარ­ქს უნ­დო­და ამ თე­მის აგო­რე­ბა. ახალ­მაც - ივანშვილ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. როცა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მე­უღ­ლეს­თან და ძმას­თან, მე რა თქმა უნდა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი ზუ­რას დე­დას­თან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი მარ­თლა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება

ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება

ნინო ქადაგიძე-ჟვანია განმარტავს, თუ რა კონტექსში ჰქონდა საუბარი თანხაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, რომ როდესაც მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა მოხდა შეიძლება იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო. მით უფრო, რომ მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც იყო სეიფებში, იყო დაკარგული. სულ ეს იყო, თანხაზე რაც იყო ლაპარაკი. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაცა, ეს თამარ დეკანოსიძის გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"