თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ნადარეიშვილი Facebook-ზე წერს.
Facebook/ ანი ნადარეიშვილი:
"რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში. დამირეკეს ისეთ ნომერზე, რომელიც არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე, რომ ჩემია. ჩემს კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ნომერი პროკურატურას, ძალიან დაიბნენ, მერე მიპასუხეს - ადვოკატებმა მოგვცესო. ვკითხე, როგორ მოგცეს ადვოკატებმა როცა ეს ნომერი არ იციან მეთქი? პასუხი იყო: "ნუ, მოვიპოვეთო". გასაგებია, მისმინეთ და იყავით, იქნებ რამე ისწავლოთ ჩემგან მეთქი!"