სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს
"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს

ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მი­მარ­თავს და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­მარ­თვას უწო­ნებს.

"მი­ხა­რია, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მი­ხა­რია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში რომ შეხ­ვე­დით, მაგ სა­სახ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეგ იყო - გე­მუ­შა­ვათ, ელ­ჩე­ბი, მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი მი­გე­ღოთ, და­სა­ჯილ­დო­ვე­ბე­ლი და­გე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნათ... ისიც გა­მი­ხარ­დე­ბო­და, მაგ დარ­ბაზ­ში იმ სტუ­დენ­ტე­ბის სია გა­მო­გე­ცხა­დე­ბი­ნათ, ვის უცხო­ეთ­ში სწავ­ლა­საც და­ა­ფი­ნან­სებ­დით და ეს ტრა­დი­ცი­აც ახ­სოვს მაგ დარ­ბაზს. ისე­ვე რო­გორც პრე­ზი­დენ­ტე­ბი, პრე­მი­ე­რე­ბი და უდი­დე­სი მსოფ­ლიო დო­ნის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ე­ბი... მანდ არც ფუ­ფუ­ნე­ბა და პომ­პე­ზუ­რო­ბაა... უბ­რა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­სა­ფე­რი სა­მუ­შო პი­რო­ბე­ბია. თქვენც ხომ დარ­წმუნ­დით... გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია... გა­უ­ბე­დეთ, გა­უ­ბე­დეთ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მე ხომ თქვენ თა­ვის დრო­ზე თა­ვი­სუ­ფალ მო­აზ­როვ­ნედ და თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქედ გიც­ნობ­დით", - წერს მან­ჯგა­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არა­რე­ზი­დენ­ტი ელ­ჩე­ბის მიერ რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ასე­ვე: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში (+7 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს

"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და ოფიციალური ღონისძიებების ავლაბრის რეზიდენციაში გამართვას უწონებს.

"მიხარია, ბატონო პრეზიდენტო, მიხარია პრეზიდენტის სასახლეში რომ შეხვედით, მაგ სასახლის დანიშნულება ეგ იყო - გემუშავათ, ელჩები, მაღალი რანგის სტუმრები მიგეღოთ, დასაჯილდოვებელი დაგეჯილდოვებინათ... ისიც გამიხარდებოდა, მაგ დარბაზში იმ სტუდენტების სია გამოგეცხადებინათ, ვის უცხოეთში სწავლასაც დააფინანსებდით და ეს ტრადიციაც ახსოვს მაგ დარბაზს. ისევე როგორც პრეზიდენტები, პრემიერები და უდიდესი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწეეები... მანდ არც ფუფუნება და პომპეზურობაა... უბრალოდ პრეზიდენტისთვის შესაფერი სამუშო პირობებია. თქვენც ხომ დარწმუნდით... გულწრფელად მიხარია... გაუბედეთ, გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო, მე ხომ თქვენ თავის დროზე თავისუფალ მოაზროვნედ და თავისუფალ მოქალაქედ გიცნობდით", - წერს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

იხილეთ ასევე: მარგველაშვილი პირველად პრეზიდენტის რეზიდენციაში (+7 ფოტო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს