სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანდახან მინდა დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დავიწყო" - ნიკა მემანიშვილი ნიუ-იორკულ ამბებზე
"ხანდახან მინდა დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დავიწყო" - ნიკა მემანიშვილი ნიუ-იორკულ ამბებზე

დი­რი­ჟო­რი ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მე­გობ­რებს "ნიუ-იორ­კულ" ამ­ბებს უზი­ა­რებს.

"ამ სა­ღა­მოს ჩემი დიდი ხნის ნატ­ვრა ამიხ­და და მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი დი­რი­ჟო­რის ჯე­იმს ლე­ვა­ი­ნის სპექ­ტაკლს და­ვეს­წა­რი, აღი­ნიშ­ნე­ბო­და 40 წელი მისი ნიუ-იორ­კის მთა­ვარ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და რაც ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სრულ­დე­ბო­და ჩემი ყვე­ლა­ზე გულ­თან ახ­ლოს მყო­ფი, სი­გი­ჟემ­დე ძვირ­ფა­სი ნა­წარ­მო­ე­ბი: ალ­ბან ბერ­გის ოპე­რა "ვო­ცე­კი"... მე­ო­რე რიგ­ში, დი­რი­ჟო­რის ოდ­ნავ მარ­ცხნივ გა­სას­ვლელ­თან იყო ჩემი ად­გი­ლი და ერთი წუ­თით არ ამი­ხე­დია სცე­ნის­კენ, თვა­ლი ვერ მოვ­წყვი­ტე ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძლით პულტთან მხნედ მყოფ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ლე­გენ­დას და მინ­დო­და მისი ცქე­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კის ფონ­ზე არას­დროს დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო!

ახლა ზუ­ბინ მე­ტას ვნა­ხავ შე­რა­ტონ­ში, ის­რა­ელ ფი­ლარ­მო­ნი­კია ჩა­მო­სუ­ლი, ილია კო­ნო­ვა­ლო­ვიც აქაა, შუა დღეს ნიუ-იორკ ფი­ლარ­მო­ნი­კის კონ­ცერ­ტზე მივ­დი­ვარ, მერე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­დი­უ­სე­რებ­თან და მე­ნე­ჯე­რებ­თან, ხვალ კი ვე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის შეს­რუ­ლე­ბით მა­ლე­რის მე-4 სიმ­ფო­ნი­ას მო­ვის­მენ კარ­ნე­გი-ჰო­ლის დიდ დარ­ბაზ­ში... მა­ნამ­დე ანი­ტას სპექ­ტაკ­ლე­ბი იყო მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში, მერე ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი, რომ­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ დიდი გა­მოდ­გა...

ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა ჩემს გარ­შე­მო და არა­მარ­ტო ჩემს გარ­შე­მო ძა­ლი­ან მტკენს გულს, ძა­ლი­ან... იმ­დე­ნად, რომ ხან­და­ხან მინ­და და­ვი­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და ცხოვ­რე­ბა ხე­ლახ­ლა და­ვი­წყო... ყვე­ლას, ვი­საც გი­ხა­რი­ათ ჩემი ნიუ-იორ­კუ­ლი ამ­ბე­ბი დიდ მად­ლო­ბას და სიყ­ვა­რულს გით­ვლით!!!", - წერს მე­ნა­ნიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ხანდახან მინდა დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დავიწყო" - ნიკა მემანიშვილი ნიუ-იორკულ ამბებზე

"ხანდახან მინდა დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დავიწყო" - ნიკა მემანიშვილი ნიუ-იორკულ ამბებზე

დირიჟორი ნიკა მემანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეგობრებს "ნიუ-იორკულ" ამბებს უზიარებს.

"ამ საღამოს ჩემი დიდი ხნის ნატვრა ამიხდა და მეტროპოლიტენ ოპერაში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დირიჟორის ჯეიმს ლევაინის სპექტაკლს დავესწარი, აღინიშნებოდა 40 წელი მისი ნიუ-იორკის მთავარ თეატრში მოღვაწეობისა და სამხატვრო ხელმძღვანელობის და რაც ყველაზე, ყველაზე მთავარია, სრულდებოდა ჩემი ყველაზე გულთან ახლოს მყოფი, სიგიჟემდე ძვირფასი ნაწარმოები: ალბან ბერგის ოპერა "ვოცეკი"... მეორე რიგში, დირიჟორის ოდნავ მარცხნივ გასასვლელთან იყო ჩემი ადგილი და ერთი წუთით არ ამიხედია სცენისკენ, თვალი ვერ მოვწყვიტე ინვალიდის სავარძლით პულტთან მხნედ მყოფ თანამედროვეობის ლეგენდას და მინდოდა მისი ცქერით გამოწვეული სიამოვნება ჩემი სათაყვანებელი კომპოზიტორის მუსიკის ფონზე არასდროს დამთავრებულიყო!

ახლა ზუბინ მეტას ვნახავ შერატონში, ისრაელ ფილარმონიკია ჩამოსული, ილია კონოვალოვიც აქაა, შუა დღეს ნიუ-იორკ ფილარმონიკის კონცერტზე მივდივარ, მერე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მაქვს საერთაშორისო პროდიუსერებთან და მენეჯერებთან, ხვალ კი ვენის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით მალერის მე-4 სიმფონიას მოვისმენ კარნეგი-ჰოლის დიდ დარბაზში... მანამდე ანიტას სპექტაკლები იყო მეტროპოლიტენში, მერე ჩვენი კონცერტი, რომლის სტრატეგიული შედეგები საკმაოდ დიდი გამოდგა...

ყოველივე ამის ფონზე ქართული რეალობა ჩემს გარშემო და არამარტო ჩემს გარშემო ძალიან მტკენს გულს, ძალიან... იმდენად, რომ ხანდახან მინდა დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დავიწყო... ყველას, ვისაც გიხარიათ ჩემი ნიუ-იორკული ამბები დიდ მადლობას და სიყვარულს გითვლით!!!", - წერს მენანიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს