პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურმან დუმბაძე - მომაცილეთ ბათუმის ინფექცია მერაბ ღოღობერიძე
მურმან დუმბაძე - მომაცილეთ ბათუმის ინფექცია მერაბ ღოღობერიძე

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, მურ­მან დუმ­ბა­ძე მის მიერ მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

რო­გორც მურ­მან დუმ­ბა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე შე­უ­რა­ცხა­დია და პი­რა­დად მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უშ­ლის ხელს.

"საქ­მე გვაქვს სე­რი­ო­ზულ, ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბა­თუმ­ში. ეს კაცი ბოლო 5-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უშ­ლის ხელს. მე ვერ მი­ბე­დავს პი­რა­დად, სა­დაც და­მი­ნა­ხავს გარ­ბის, მაგ­რამ, შე­უძ­ლია ბი­უ­როს კა­რებ­თან, სა­დაც მე ვმუ­შობ, მო­ვი­დეს, აჭე­დოს, კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლოს. შე­უძ­ლია პო­ლი­ცი­ას დედა აგი­ნოს იმის გამო, რომ რა­ტომ არის აქ ეს კაცი, რა­ტომ მუ­შა­ობ­სო. სახ­ლში ამო­ვი­და ჩემ­თან და ეკ­ლე­სი­ის მა­კე­ტი დაწ­ვა. ეს არის ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფი", -გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის პი­რა­დად "ფე­ის­ბუქს" იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობს, თუმ­ცა უთხრეს, რომ ღო­ღო­ბე­რი­ძის მიერ მისი მი­სა­მარ­თით ად­გი­ლი ჰქონ­და დე­დის გი­ნე­ბას. "სა­კა­ნონ­დებ­ლო ხარ­ვე­ზია, მეს­მის, რომ ჩვენ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ დე­დის გი­ნე­ბა მო­უთ­მე­ნე­ლია. ჩემი პი­რა­დი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ ის ვინც დე­დას შე­გა­გი­ნებს, პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცით", – აღ­ნიშ­ნა დუმ­ბა­ძემ.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას დღეს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია არც მისი მხრი­დან და არც მსგავ­სი და­უ­ნა­ხავს.

"მაგ­რამ, მე არ მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი სხვა­ზე, ჩემი შვი­ლი იქ­ნე­ბა მე­გო­ბა­რი თუ მხარ­დამ­ჭე­რი, ვი­საც ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი აქვს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ის ხვალ, ზეგ ვინ­მემ სცე­მოს. ამ კა­ცის იზო­ლა­ცი­აა სა­ჭი­რო. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო არის უძ­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის თავს იცა­ვენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა, სამ­მარ­თვე­ლო, პო­ლი­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი უბა­ნი, ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს – მო­მა­ცი­ლეთ ეს კაცი, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. მე სი­ტყვი­ე­რად მივ­მარ­თე ყვე­ლას. ერთი კვი­რის წინ კი პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს მივ­მარ­თე. ღურ­ტა­ში რომ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და, მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია. ინ­ფექ­ცი­აა ეს კაცი, ჩე გე­ვა­რა გახ­და. სუ­ლი­ე­რად ავად­მყო­ფია და სა­ხელ­მწი­ფომ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი დაგ­ვიც­ვას. თო­რემ, პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბას ვერ ავი­ღებ, დე­დის გი­ნე­ბის გამო ვერ გავ­ჩერ­დე­ბი. მე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ ჩემი ოჯა­ხი და ღირ­სე­ბა და­ვიც­ვა", - გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში ად­გი­ლო­ბი­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ღო­ღო­ბე­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში, მე­მედ აბა­ში­ძი­სა და ასა­თი­ა­ნე­ბის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან მე­გობ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით "DUM 777" გა­ჩერ­და, გად­მო­ვი­და მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა და მას "გა­უს­წორ­დნენ".

"ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვიდ­ნენ მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა ნუგ­ზარ დუმ­ბა­ძე. მურ­მან დუმ­ბა­ძემ დედა შე­მა­გი­ნა, ხოლო მისი ძმა მო­მი­ახ­ლოვ­და და ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მოხ­და ჩვენს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. ად­გილ­ზე გა­მო­ვი­ძა­ხე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებს არ­კვევს", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

რო­გორც ღო­ღო­ბე­რი­ძე აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ობიქ­ტე­ბის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ მურ­მან დუმ­ბა­ძის შვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მუხ­რან დუმ­ბა­ძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვედ­რას სთხოვს და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მურმან დუმბაძე - მომაცილეთ ბათუმის ინფექცია მერაბ ღოღობერიძე

მურმან დუმბაძე - მომაცილეთ ბათუმის ინფექცია მერაბ ღოღობერიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე მის მიერ მერაბ ღოღობერიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც მურმან დუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მერაბ ღოღობერიძე შეურაცხადია და პირადად მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში უშლის ხელს.

"საქმე გვაქვს სერიოზულ, ვირუსულ დაავადებასთან ბათუმში. ეს კაცი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში პირადად ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას უშლის ხელს. მე ვერ მიბედავს პირადად, სადაც დამინახავს გარბის, მაგრამ, შეუძლია ბიუროს კარებთან, სადაც მე ვმუშობ, მოვიდეს, აჭედოს, კვერცხები ესროლოს. შეუძლია პოლიციას დედა აგინოს იმის გამო, რომ რატომ არის აქ ეს კაცი, რატომ მუშაობსო. სახლში ამოვიდა ჩემთან და ეკლესიის მაკეტი დაწვა. ეს არის ფსიქიკურად ავადმყოფი", -განაცხადა დუმბაძემ.

მისივე თქმით, ის პირადად "ფეისბუქს" იშვიათად ნახულობს, თუმცა უთხრეს, რომ ღოღობერიძის მიერ მისი მისამართით ადგილი ჰქონდა დედის გინებას. "საკანონდებლო ხარვეზია, მესმის, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ დედის გინება მოუთმენელია. ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ ის ვინც დედას შეგაგინებს, პასუხი აუცილებლად გაეცით", – აღნიშნა დუმბაძემ.

მისივე მტკიცებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას დღეს ადგილი არ ჰქონია არც მისი მხრიდან და არც მსგავსი დაუნახავს.

"მაგრამ, მე არ მაქვს პასუხისმგებლობა აღებული სხვაზე, ჩემი შვილი იქნება მეგობარი თუ მხარდამჭერი, ვისაც ღირსება და პატივი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ის ხვალ, ზეგ ვინმემ სცემოს. ამ კაცის იზოლაციაა საჭირო. როდესაც სახელმწიფო არის უძლური, ადამიანები თავის თავს იცავენ. პროკურატურა, სამმართველო, პოლიცია, ადგილობრივი უბანი, ყველა გაფრთხილებული მყავს – მომაცილეთ ეს კაცი, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება განვახორციელო. მე სიტყვიერად მივმართე ყველას. ერთი კვირის წინ კი პოლიციის მთავარ სამმართველოს მივმართე. ღურტაში რომ შეხლა-შემოხლა მოხდა, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, მისი ორგანიზებულია. ინფექციაა ეს კაცი, ჩე გევარა გახდა. სულიერად ავადმყოფია და სახელმწიფომ ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ თანამდებობის პირები დაგვიცვას. თორემ, პასუხისმგბელობას ვერ ავიღებ, დედის გინების გამო ვერ გავჩერდები. მე თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემი ოჯახი და ღირსება დავიცვა", - განაცხადა დუმბაძემ.

ხელვაჩაურში ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ღოღობერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი სანომრე ნიშნით "DUM 777" გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას "გაუსწორდნენ".

"ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევს", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

როგორც ღოღობერიძე აცხადებს, შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მერაბ ღოღობერიძემ მურმან დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მუხრან დუმბაძე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა