სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელები გვარბევენ" - უკიდურესი დაძაბულობა ხულოში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის
"პოლიციელები გვარბევენ" - უკიდურესი დაძაბულობა ხულოში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღურ­ტა­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. რო­გორც ღურ­ტა­ში მცხოვ­რე­ბი გუ­რამ გე­ლა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, აქ­ცი­ის დაშ­ლის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­არ­ბი­ეს. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც იყო, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბამ მათი მან­ქა­ნა­ში ჩას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს არ მის­ცეს.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გვარ­ბე­ვენ, გვირ­ტყა­მენ ყვე­ლა­ფერს. მთავ­რო­ბამ ბრძა­ნე­ბა გას­ცა, თუ არ და­გე­მორ­ჩი­ლე­ბათ, და­შა­ლე­თო. კახა კა­ლა­ძის მო­ად­გი­ლე და არ­ჩილ ხა­ბა­ძე აქ არი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით 700 ადა­მი­ა­ნამ­დე ვართ შეკ­რე­ბი­ლი. პო­ლი­ცი­ის 37 მან­ქა­ნაა, შუ­ა­ხე­ვი­დან და ქე­დი­და­ნაც ამო­იყ­ვა­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, მან­ქა­ნა­ში უნდა ჩა­ეს­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ხელი შე­ვუ­შა­ლეთ და არ მი­ვე­ცით და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ გე­ლა­ძემ.

სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ დღეს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძეს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვილს და გა­რე­მოს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს იმ ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, სა­დაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს. ად­გი­ლობ­რი­ვებს მო­რი­გე­ო­ბა ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი და ჰე­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს და­სა­წყე­ბად მთავ­რო­ბას იქ ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ცოტა ხნის წინ სა­პარ­ტუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვის შე­დე­გად გზა გახ­სეს და მთავ­რო­ბის წევ­რებს ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

იხი­ლეთ სტა­ტია: ღურ­ტა­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"პოლიციელები გვარბევენ" - უკიდურესი დაძაბულობა ხულოში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის

"პოლიციელები გვარბევენ" - უკიდურესი დაძაბულობა ხულოში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში დაძაბული ვითარებაა. როგორც ღურტაში მცხოვრები გურამ გელაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მთავრობის წარმომადგენლებმა გასცეს ბრძანება, აქციის დაშლის თაობაზე, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივების დაპატიმრების მცდელობაც იყო, თუმცა მოსახლეობამ მათი მანქანაში ჩასმის შესაძლებლობა პოლიციელებს არ მისცეს.

"პოლიციელები გვარბევენ, გვირტყამენ ყველაფერს. მთავრობამ ბრძანება გასცა, თუ არ დაგემორჩილებათ, დაშალეთო. კახა კალაძის მოადგილე და არჩილ ხაბაძე აქ არიან. დაახლოებით 700 ადამიანამდე ვართ შეკრებილი. პოლიციის 37 მანქანაა, შუახევიდან და ქედიდანაც ამოიყვანეს სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების დაკავების მცდელობა იყო, მანქანაში უნდა ჩაესვათ ადამიანები, მაგრამ ხელი შევუშალეთ და არ მივეცით დაკავების საშუალება", - აღნიშნა გურამ გელაძემ.

სოფლის მოსახლეობამ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. ცოტა ხნის წინ საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

იხილეთ სტატია: ღურტაში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია