საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილის 7 400 000 დოლარი დაყადაღებულია
დავით კეზერაშვილის 7 400 000 დოლარი დაყადაღებულია

ად­ვო­კა­ტი შოთა მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ან­გა­რი­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბას უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ "სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას" მო­ახ­დენს.

ამის შე­სა­ხებ მინ­დელ­მა დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით სპირ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის საქ­მე­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ წინა პრო­ცეს­ზე და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­ნა­კო­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე – 7 400 000 დო­ლარ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა მე­რაბ ჯა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მოხ­სნა, რაც იმით გან­მარ­ტა, რომ მო­ნა­კო­ში არ­სე­ბულ ან­გა­რიშ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზე­პი­რი მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, "კე­ზე­რაშ­ვი­ლის ან­გა­რი­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბა ზე­პი­რი მოს­მე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ძირი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც მარ­თა­ლია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­დე­ბულ იქ­ნას ყა­და­ღა, თუ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ეს არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა".

"პრო­კუ­რორ­მა ბრძა­ნა, რომ ყა­და­ღა და­ე­დო ამ საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე. უნდა მო­გახ­სე­ნოთ, რომ იმ საქ­მე­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ ბრალ­დე­ბუ­ლა­დაც არ არის ცნო­ბი­ლი. საქ­მე გა­მო­ი­ყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პი­რე­ბის მი­მართ. იქ კე­ზე­რაშ­ვი­ლის გვა­რიც კი არ არის ნახ­სე­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გვერ­დის ავ­ლით, სრუ­ლი­ად სხვა საქ­მე­ში, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვილს ბრა­ლიც არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მო­ახ­დი­ნა თან­ხის და­ყა­და­ღე­ბა, რაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა შოთა მინ­დელ­მა და დას­ძი­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ხელთ არ აქვს დო­კუ­მენ­ტა­ცია, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ან­გა­რი­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და როცა მას გა­ეც­ნო­ბა, სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დავით კეზერაშვილის 7 400 000 დოლარი დაყადაღებულია

დავით კეზერაშვილის 7 400 000 დოლარი დაყადაღებულია

ადვოკატი შოთა მინდელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ "სამართლებრივ რეაგირებას" მოახდენს.

ამის შესახებ მინდელმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის საქმეზე დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურამ წინა პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაკოში არსებულ ქონებაზე – 7 400 000 დოლარზე ყადაღის დადებას ითხოვდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მერაბ ჯანაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნა, რაც იმით განმარტა, რომ მონაკოში არსებულ ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით უკვე მიიღო.

პროკურორის განმარტებით, "კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე მოხდა ძირი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მართალია დავით კეზერაშვილი ბრალდებული არ არის, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, დადებულ იქნას ყადაღა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს არის დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხა".

"პროკურორმა ბრძანა, რომ ყადაღა დაედო ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ საქმეში კეზერაშვილი საერთოდ ბრალდებულადაც არ არის ცნობილი. საქმე გამოიყო აბსოლუტურად სხვა პირების მიმართ. იქ კეზერაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები. შესაბამისად, პროკურატურამ გვერდის ავლით, სრულიად სხვა საქმეში, სადაც კეზერაშვილს ბრალიც არ აქვს წაყენებული, მოახდინა თანხის დაყადაღება, რაც გამაოგნებელია", - განაცხადა ადვოკატმა შოთა მინდელმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით, ხელთ არ აქვს დოკუმენტაცია, კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით და როცა მას გაეცნობა, სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ