მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორალური სექსის აგიტაციის კვირეული საქართველოში" და "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟის სექსუალური ეპატაჟების ვარიაციები
"ორალური სექსის აგიტაციის კვირეული საქართველოში" და "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟის სექსუალური ეპატაჟების ვარიაციები

2014 წლის 6 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 12.20 სა­ათ­ზე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან მი-8 ტი­პის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და გა­და­უფ­რი­ნა გო­რი­სა და კას­პის რა­ი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გუ­შა­გო­ებ­სა და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბებს.

და­ახ­ლო­ე­ბით 18 სა­ათ­სა და 22 წუთ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ბა­ზი­დან რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან შე­მო­იჭ­რა ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და გა­და­უფ­რი­ნა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში გან­ლა­გე­ბულ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გუ­შა­გო­ებს.

გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შეშ­ფო­თე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ტექ­სტი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ დროს სულ სხვა რამ აშ­ფო­თებ­დათ.

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ვი­წყეს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა; ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ თავი გა­და­დო ისეთ თე­მა­ზე სა­დის­კუ­სი­ოდ, რო­გო­რი­ცაა ორა­ლუ­რი სექ­სი...

ქვეყ­ნის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის პრა­იმ-ტა­ი­მი და­ეთ­მო გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც თე­მას "ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხეს"... წამ­ყვან­მა გა­და­ცე­მა­ში წა­რად­გი­ნა გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, სტე­რე­ო­ტი­პებს ან­გრე­ვენ და მო­ვის­მი­ნეთ მო­საზ­რე­ბე­ბი ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექსზე, ორა­ლურ სექსზე, "ძუ­ძუ­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე" და ქა­ლის უფ­ლე­ბა­ზე, რომ მას შე­უძ­ლია არ ატა­როს აზღუ­დი და "ამა­ში ცუდი არა­ფე­რია"...

წამ­ყვა­ნი გაშ­მა­გე­ბუ­ლი მო­ი­თხოვ­და ტაშს სი­ტყვებ­ზე, "დიახ, მე ბოზი ვარ!"...

კი­დევ უფრო მხურ­ვა­ლე ტაშს რეს­პო­დენ­ტის ნათ­ქვამ­ზე, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბნე­ლია.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბნე­ლია, რად­გან მათ­თვის "ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სი მო­სუ­ლი პონ­ტი არ არის" - ვის­მენ­დით თვა­ლან­თე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ იმის გამო, რომ დიახ, მათ ჰყავ­დათ რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი და "ეს სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია"...

დიახ, ქარ­თვე­ლი ერის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა, მარ­თლაც არის ბნე­ლი, თუ ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი მარ­თლა ფიქ­რობს, რომ "სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­მამ­სხვრე­ვე­ლი ქა­ლე­ბი" ჰყავ­და გა­და­ცე­მა­ში, რომ­ლე­ბიც ისეთ მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბებ­ზე, სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით სა­უბ­რობ­დნენ, რო­გო­რი­ცაა "თუ ორ ადა­მი­ანს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარს, მათ აქვთ უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ სექ­სი ქა­ღალ­დზე და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე"...

დიახ, ქარ­თვე­ლი ერის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა, მარ­თლაც არის ბნე­ლი, თუ ის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის მიღ­მა მთა­ვარ გან­სა­ხილ­ველ თე­მად "ორა­ლუ­რი სექ­სის სკან­დალს" ირ­ჩევს...

დიახ, ქარ­თვე­ლი ერის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა, მარ­თლაც არის ბნე­ლი, თუ ვინ­მე მერ­სი მათ­ზე "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა" მხო­ლოდ იმი­ტომ, ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში ბუს­ჰალ­ტე­რის გა­რე­შე გა­მო­ვი­და და ჩვენ, მისი თქმით, გა­უნ­თლებ­ლე­ბი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი და ბნე­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ რომ, მის მსგავ­სად არ ვსა­უბ­რობთ ისეთ მარ­ტივ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა - და­საშ­ვე­ბია თუ არა სექ­სი ქორ­წი­ნე­ბამ­დე, შე­უძ­ლია თუ არა ჰქონ­დეს ქალს სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე, და "მო­სუ­ლა თუ არა ორა­ლუ­რი სექ­სი ლო­გინ­ში... "

და წამ­ყვა­ნი - ის ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ მის გა­და­ცე­მა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა­მო­წყუ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი მკერდს იშიშ­ვლე­ბენ "ბნე­ლი ხალ­ხის­თვის"...

და წამ­ყვა­ნი - ის ბედ­ნი­ე­რია, რო­დე­საც მისი აუ­დი­ტო­რია მის მი­ერ­ვე "შეკ­ვე­თი­ლი" მხურ­ვა­ლე ტა­შით "გვა­ფხიზ­ლებს" ჩვენ, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლებს...

... და ჩვენ - არ გვბეზ­რდე­ბა მათი ყუ­რე­ბა;

ჩვენ არ გვბეზ­რდე­ბა მათ სა­სა­ცი­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე სჯა-ბა­ა­სი სა­სა­ცი­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით;

არ გვბეზ­რდე­ბა მათ­თვის თქმა, რომ დიახ, ისი­ნი არი­ან ბნე­ლე­ბი და გო­ი­მე­ბი, რომ დღეს, ასეთ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი "სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვა" ჰგო­ნი­ათ...

და ისი­ნიც არ იღ­ლე­ბი­ან, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ეპა­ტა­ჟე­ბის გან­ხილ­ვა­ში: "პრო­ფილ­ზე" "უფრო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ" გა­და­ცე­მა­ში "თე­მის გა­საშ­ლე­ლად" "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" პერ­სო­ნა­ჟე­ბი შე­მოჰ­ყავთ. ასე, მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნალ National Geographic-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მის სექ­სუ­ა­ლურ ფან­ტა­ზი­ებს გვიმ­ხელს და ამ­ბობს, რომ მისი წარ­მოდ­გე­ნით, "ფატ­მა­ნი გა­და­სა­რე­ვად აკე­თებ­და მინ...ტს"...

და მკი­თხვე­ლიც არ იღ­ლე­ბა კი­თხვით, მერე კო­მენ­ტა­რებ­ში იმის მტკი­ცე­ბით, რომ დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ასეთ პრი­მი­ტი­ულ თე­მებ­ზე უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი სა­ხით ელა­პა­რა­კე­ბი­ან, "მარ­თლაც ბო­ზე­ბი არი­ან"..

...და ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­აც, რო­მე­ლიც დღეს სრუ­ლი­ად ჩარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ დის­კუ­სი­ებ­ში, აგ­რძე­ლებს ამ ერ­თმა­ნეთ­ზე ბა­ნა­ლუ­რად სკან­და­ლურ თე­მებ­ზე წე­რას, რად­გან სხვაგ­ვა­რად ის მათ­თვის (მკი­თხვე­ლის­თვის) უინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა. მკი­თხვე­ლი წავა იქ, სა­დაც "მი­ნე­ტებ­ზე" და­წე­რენ და შენ (მე­დი­ას) მო­გი­წევს ას­ცდე მათ­თვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს... ისი­ნი ხომ და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ კი­დევ უფრო მეტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბებს "ორა­ლუ­რი სექ­სის სკან­დალ­ზე"...

... და ამ დროს ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბა­ზი­დან მი-8 ტი­პის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნი შე­მო­იჭ­რა...

Ambebi.ge გულ­წრფე­ლად იმე­დოვ­ნებს, რომ მკი­თხველს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ბეზ­რდე­ბა ორა­ლურ სექსზე სა­უ­ბა­რი და ჩვენ, ჩვე­ნი მხრივ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ვწე­როთ არა თინა მა­ხა­რა­ძის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე და შემ­დეგ მის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე გა­კე­თე­ბულ მო­რიგ შე­ფა­სე­ბებ­ზე, არა­მედ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ეხე­ბა... ეს ასეც არის, ჩვენ ვწერთ პო­ლი­ტი­კა­ზე, სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე, კრი­მი­ნალ­ზე, სა­მარ­თალ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ წერა შეგ­ვიძ­ლია; ხოლო რა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი, ამას მკი­თხვე­ლი თა­ვად ირ­ჩევს.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ორალური სექსის აგიტაციის კვირეული საქართველოში" და "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟის სექსუალური ეპატაჟების ვარიაციები

"ორალური სექსის აგიტაციის კვირეული საქართველოში" და "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟის სექსუალური ეპატაჟების ვარიაციები

2014 წლის 6 მარტს, დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.

დაახლოებით 18 საათსა და 22 წუთზე ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული ბაზიდან რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.

გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთების გამომხატველი ტექსტი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ამ დროს სულ სხვა რამ აშფოთებდათ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში დაივიწყეს ყველა სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენა; ინტერნეტმომხმარებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი გადადო ისეთ თემაზე სადისკუსიოდ, როგორიცაა ორალური სექსი...

ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სატელევიზიო არხის პრაიმ-ტაიმი დაეთმო გადაცემას, რომელშიც თემას "ცეცხლზე ნავთი დაასხეს"... წამყვანმა გადაცემაში წარადგინა გოგონები, რომლებიც, მისი თქმით, სტერეოტიპებს ანგრევენ და მოვისმინეთ მოსაზრებები ქორწინებამდე სექსზე, ორალურ სექსზე, "ძუძუების თავისუფლებაზე" და ქალის უფლებაზე, რომ მას შეუძლია არ ატაროს აზღუდი და "ამაში ცუდი არაფერია"...

წამყვანი გაშმაგებული მოითხოვდა ტაშს სიტყვებზე, "დიახ, მე ბოზი ვარ!"...

კიდევ უფრო მხურვალე ტაშს რესპოდენტის ნათქვამზე, რომ ქართული საზოგადოება ბნელია.

ქართული საზოგადოება ბნელია, რადგან მათთვის "ქორწინებამდე სექსი მოსული პონტი არ არის" - ვისმენდით თვალანთებული ახალგაზრდა გოგონებისგან, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ დიახ, მათ ჰყავდათ რამდენიმე პარტნიორი და "ეს სრულიად ნორმალურია"...

დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ერთი ყველაზე ცნობილი გადაცემის წამყვანი მართლა ფიქრობს, რომ "სტერეოტიპების დამამსხვრეველი ქალები" ჰყავდა გადაცემაში, რომლებიც ისეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე, სრულიად სერიოზული სახით საუბრობდნენ, როგორიცაა "თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ სექსი ქაღალდზე დაკანონებული ხელმოწერის გარეშე"...

დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ის ირგვლივ მიმდინარე უამრავი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პრობლემების მიღმა მთავარ განსახილველ თემად "ორალური სექსის სკანდალს" ირჩევს...

დიახ, ქართველი ერის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის ბნელი, თუ ვინმე მერსი მათზე "განათლებული, თავისუფალი და თანამედროვეა" მხოლოდ იმიტომ, ის სატელევიზიო შოუში ბუსჰალტერის გარეშე გამოვიდა და ჩვენ, მისი თქმით, გაუნთლებლები, ჩამორჩენილები და ბნელები ვართ, იმიტომ რომ, მის მსგავსად არ ვსაუბრობთ ისეთ მარტივ თემებზე, როგორიცაა - დასაშვებია თუ არა სექსი ქორწინებამდე, შეუძლია თუ არა ჰქონდეს ქალს სქესობრივი ცხოვრება ქორწინებამდე, და "მოსულა თუ არა ორალური სექსი ლოგინში... "

და წამყვანი - ის ბედნიერია იმით, რომ მის გადაცემაში პოპულარობამოწყურებული გოგონები მკერდს იშიშვლებენ "ბნელი ხალხისთვის"...

და წამყვანი - ის ბედნიერია, როდესაც მისი აუდიტორია მის მიერვე "შეკვეთილი" მხურვალე ტაშით "გვაფხიზლებს" ჩვენ, ჩამორჩენილებს...

... და ჩვენ - არ გვბეზრდება მათი ყურება;

ჩვენ არ გვბეზრდება მათ სასაცილოდ უმნიშვნელო გამონათქვამებზე სჯა-ბაასი სასაცილოდ სერიოზული სახით;

არ გვბეზრდება მათთვის თქმა, რომ დიახ, ისინი არიან ბნელები და გოიმები, რომ დღეს, ასეთ თემებზე საუბარი "სტერეოტიპების დამსხვრევა" ჰგონიათ...

და ისინიც არ იღლებიან, სექსუალური ხასიათის ეპატაჟების განხილვაში: "პროფილზე" "უფრო ინტელექტუალურ" გადაცემაში "თემის გასაშლელად" "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები შემოჰყავთ. ასე, მაგალითად, ჟურნალ National Geographic-ის მთავარი რედაქტორი მის სექსუალურ ფანტაზიებს გვიმხელს და ამბობს, რომ მისი წარმოდგენით, "ფატმანი გადასარევად აკეთებდა მინ...ტს"...

და მკითხველიც არ იღლება კითხვით, მერე კომენტარებში იმის მტკიცებით, რომ დიახ, ადამიანები, რომლებიც მათ ასეთ პრიმიტიულ თემებზე უსერიოზულესი სახით ელაპარაკებიან, "მართლაც ბოზები არიან"..

...და ინტერნეტმედიაც, რომელიც დღეს სრულიად ჩართულია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის აქტუალურ დისკუსიებში, აგრძელებს ამ ერთმანეთზე ბანალურად სკანდალურ თემებზე წერას, რადგან სხვაგვარად ის მათთვის (მკითხველისთვის) უინტერესო გახდება. მკითხველი წავა იქ, სადაც "მინეტებზე" დაწერენ და შენ (მედიას) მოგიწევს ასცდე მათთვის აქტუალურ თემებს... ისინი ხომ დაჟინებით ითხოვენ კიდევ უფრო მეტი პოპულარული ადამიანის მოსაზრებებს "ორალური სექსის სკანდალზე"...

... და ამ დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული რუსული ბაზიდან მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა...

Ambebi.ge გულწრფელად იმედოვნებს, რომ მკითხველს რაც შეიძლება მალე მობეზრდება ორალურ სექსზე საუბარი და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვწეროთ არა თინა მახარაძის გამონათქვამებზე და შემდეგ მის გამონათქვამებზე გაკეთებულ მორიგ შეფასებებზე, არამედ პრობლემებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება... ეს ასეც არის, ჩვენ ვწერთ პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე, კრიმინალზე, სამართალზე, კულტურაზე, რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წერა შეგვიძლია; ხოლო რა იქნება ყველაზე კითხვადი, ამას მკითხველი თავად ირჩევს.

გიორგი გიორგაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია