პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე
სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე

მსა­ხი­ობ სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძის­თვის ტე­ლე­ვი­ზია ინ­ტერ­ნეტ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა: ბევრ გა­და­ცე­მას სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში უყუ­რებს მა­შინ, როცა სცა­ლია... ამ­ჟა­მად სო­ფი­ას ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი აქვს: პა­ველ პრი­აშ­კოს პი­ე­სის - "ტრუ­სე­ბი" მი­ხედ­ვით ბე­ლო­რუ­სი რე­ჟი­სო­რი - კა­ლევ კუდუ სპექ­ტაკლს დგამს.

- სპექ­ტაკ­ლი ერთ გო­გო­ნა­ზეა, რო­მე­ლიც ტრუ­სებს აგ­რო­ვებს. ჩემს პერ­სო­ნაჟს - ნი­ნას ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მოს­დის. ძი­რი­თა­დად, ერთ ბი­ჭთან, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მე­გობ­რობს... ყვე­ლა­ფერს ვერ მო­გიყ­ვე­ბით (იცი­ნის).

- მა­შინ შენი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე: სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ხში­რად სარ­გებ­ლობ?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით რამ­დენ­ჯერ­მე ვსარ­გებ­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბით - "ფე­ის­ბუ­კით". ეს უკვე ჩვე­ვა­ში გა­და­მე­ზარ­და: როცა მცა­ლია, "ფე­ის­ბუკ­ზე" შევ­დი­ვარ, ამ­ბებს ვი­გებ და გა­მოვ­დი­ვარ ან შე­იძ­ლე­ბა, ჩარ­თუ­ლიც დავ­ტო­ვო.

- სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ხომ არ გა­გა­ზარ­მა­ცა? მე­გობ­რებ­თან პი­რა­დად შეხ­ვედ­რას ვირ­ტუ­ა­ლურ მო­კი­თხვას ხომ არ ამ­ჯო­ბი­ნებ?

- მხო­ლოდ მე კი არა, მგო­ნი, ეს პრობ­ლე­მა მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს აწუ­ხებს, XXI სა­უ­კუ­ნის სე­ნია: ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბას გა­და­ეჩ­ვივ­ნენ. ურ­ჩევ­ნი­ათ, მე­გობ­რებს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ელა­პა­რა­კონ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს კომ­ფორ­ტუ­ლიც არის. ხომ იცი, ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა წი­ნას­წარ უნდა და­გეგ­მო, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კი მა­შინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, როცა გინ­და. შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე თვე ისე გა­ვი­დეს, მე­გობ­რებ­მა ერ­თმა­ნე­თი ვერ ვნა­ხოთ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­დღე არ ვკონ­ტაქ­ტობთ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენს ყუ­რა­დღე­ბას რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია იპყრობს? შენს "კე­დელ­ზე" რას აქ­ვეყ­ნებ ხოლ­მე?

- რაც მა­ინ­ტე­რე­სებს და ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, იმას ვაქ­ვეყ­ნებ. შე­საძ­ლოა, ეს იყოს: მუ­სი­კა, სტა­ტია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი... მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას "ვა­ზი­ა­რებ", მაგ­რამ ჩემს ფო­ტო­ებს - არა­სო­დეს.

- შვილ­თან - მა­რი­ამ­თან ურთი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ წერ ხოლ­მე, როცა მა­გა­ლი­თად, შენი გო­გო­ნა "არა­სა­ბავ­შვო" შე­კი­თხვებს გის­ვამს. ამ "პოს­ტებს" თა­ვად მა­რი­ა­მი თუ კი­თხუ­ლობს და რო­გო­რი რე­ა­ცია აქვს?

- ხან­და­ხან აპ­რო­ტეს­ტებს. ზოგ­ჯერ, თუ რა­ღაც სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი გა­დაგ­ვხდე­ბა, ღი­მი­ლით ამ­ბობს, - დედა, იცო­დე, ახლა ეს არ "და­პოს­ტოო" (იცი­ნის). ვფიქ­რობ, ეს უწყი­ნა­რი "პოს­ტე­ბია": გულ­სატ­კე­ნი არ არის, პი­რი­ქით - სა­სა­ცი­ლოა. მა­რი­ა­მიც ზუს­ტად ხვდე­ბა, რო­დის და რას დავ­წერ.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია ჩარ­თუ­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლია.

- რამ­დე­ნი წლის არის?

- 11-ის.

- რო­გორც ვიცი, "ფე­ის­ბუკ­ზე" და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბობს.

- ჰო, მაგ­რამ მისი თა­ნა­ტო­ლე­ბიც, მისი სკო­ლის მე­გობ­რე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი.

- მა­რი­ამს ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში თუ აკონ­ტრო­ლებ?

- არა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, - ეს სა­ჭი­რო ხომ არ არის? ის თა­ვი­სე­ბუ­რი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია. არას­დროს გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ "ფე­ის­ბუკ­ზე" მისი პი­რა­დი გვერ­დის პა­რო­ლი მცოდ­ნო­და. ვფიქ­რობ, არ შე­იძ­ლე­ბა, მის სამ­ყა­რო­ში უხე­შად ჩა­ვე­რიო, მით უმე­ტეს, რომ დროს თა­ვა­დაც ზუს­ტად ანა­წი­ლებს: იცის, კომ­პი­უ­ტერ­თან რო­დის დაჯ­დეს, რო­დის იმე­ცა­დი­ნოს... ვამ­პი­რე­ბის შე­სა­ხებ სე­რი­ა­ლებს უყუ­რებს და ძი­რი­თა­დად, ამის გამო "ვჩხუ­ბობთ". ასეთ დროს ვე­უბ­ნე­ბი, რომ იმე­ცა­დი­ნოს, დრო უქ­მად არ და­კარ­გოს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­მათ­ში ჩაბ­მულ­ხარ?

- ასე­თი რამ ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღაც სწო­რად არ გა­უ­გი­ათ და შე­უ­რა­ცხყო­ფაც მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვინ­მეს ლან­ძღვა არ მიყ­ვარს. ისე­დაც, კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. ჩემს აზრს კო­რექ­ტუ­ლად ვა­ფიქ­სი­რებ.

- რა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი "დაბ­ლო­კო"?

- ადრე მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში უფრო მეტ ადა­მი­ანს ვი­მა­ტებ­დი, ახლა - თუ 50-100 სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი არ გვყავს, აღარ ვი­მა­ტებ... "ფე­ის­ბუკ­ზე" 4000-მდე მე­გო­ბა­რი მყავს და დღე­ში 20-30 ადა­მი­ანს მა­ინც აინ­ტე­რე­სებს, - რო­გორ ვარ, რას ვა­კე­თებ? ცხა­დია, ყვე­ლას ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. ამი­ტომ ძი­რი­თა­დად, "სა­მე­გობ­რო­ში" ისეთ ადა­მი­ა­ნებს ვი­მა­ტებ, ვი­საც ვიც­ნობ ან ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს. როცა მწე­რენ, - რა ლა­მა­ზი ხარო და სად­მე ყა­ვის ან ჩაის და­სა­ლე­ვად მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, მას მა­შინ­ვე "ვბლო­კავ"... აგ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებ­საც ანა­ლო­გი­უ­რად ვექ­ცე­ვი. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ ერთი გოგო "დავბლო­კე", რო­მე­ლიც სულ გა­ტყა­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის, კა­ტე­ბის, დამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ჩონ­ჩხე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ფოტო ადა­მი­ან­მა რამ­დენ­ჯერ­მე და­დოს, მაგ­რამ როცა სულ ასე იქ­ცე­ვა, ცოტა არ იყოს, დამ­თრგუნ­ვე­ლია... მოკ­ლედ, ვისი პოს­ტე­ბიც მთრგუ­ნავს, ისეთ ადა­მი­ა­ნებს "ვბლო­კავ" ხოლ­მე.

- უც­ნობ ადა­მი­ან­თან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ გა­გიგ­რძე­ლე­ბია?

- რო­გორ არა! ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მე­გობ­რე­ბი ვყო­ფილ­ვართ, მერე ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვედ­რი­ვართ. ადა­მი­ანს 1-2 წელი ინ­ტერ­ნე­ტით რომ ეკონ­ტაქ­ტე­ბი და მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი, რა­ღაც­ნა­ი­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა...

- ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მე­გობ­რის პი­რა­დად გა­საც­ნო­ბად შეხ­ვედ­რა არას­დროს და­გი­გეგ­მავს?

- არა (იცი­ნის). ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტად მი­მაჩ­ნია და ამას ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ.

- შენი "ფრენ­დე­ბის" ვირ­ტუ­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას გო­ნე­ბის თვა­ლი გა­და­ავ­ლე და გვი­თხა­რი, - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე რო­გო­რი წარ­მოდ­გე­ნა გაქვს?

- ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­კი­თხვაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­ბის­მი­ე­რი შეგ­ნე­ბის, დო­ნის, გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ზოგი ყვე­ლა­ფერს, რა­საც აკე­თებს, ინ­ტერ­ნეტ­ში "პოს­ტავს". ვი­ღა­ცის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მარ­თლა დღი­უ­რი­ვით არის. ხან­და­ხან ისეთ რა­ღა­ცებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, რომ ხვდე­ბი, ადა­მი­ა­ნი კონ­კრე­ტულ ერთ დღეს რო­გორ ატა­რებს; ზოგი ლექ­სებს აქ­ვეყ­ნებს... ადა­მი­ა­ნის პი­რად გვერ­დზე რომ შევ­დი­ვარ, მისი პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ტიპს მა­შინ­ვე ვხვდე­ბი

- "პოს­ტე­ბით", "და­შე­ა­რე­ბუ­ლი" მა­სა­ლით ეს მარ­ტი­ვი გა­მო­საც­ნო­ბია.

- "ფე­ის­ბუ­კით" "ხმა­მა­ღა­ლი" გან­ცხა­დე­ბა თუ გა­გი­კე­თე­ბია ან ისე­თი რამ თუ და­გი­წე­რია, რაც შემ­დეგ გი­ნა­ნია?

- ახ­ლა­ხან იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი "პოს­ტი" სტა­ტი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. ის "სტა­ტუ­სი" მარ­თლა გუ­ლის­წყვე­ტით დავ­წე­რე. მინ­დო­და, ხალ­ხი გა­მეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, რად­გან სა­კი­თხი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­ცი­რე­ბას ეხე­ბო­და და არა - წარ­მა­ტე­ბას. გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და­წე­რი­ლი "პოს­ტი" ერთ-ერთ სა­იტ­ზე ისე­თი სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მე­ლიც კონ­ტექ­სტში სა­ერ­თოდ არ "ჯდე­ბო­და". თან, ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა (მათ შო­რის - ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც), რო­მელ­მაც "პოს­ტი" "და­მი­ლა­ი­ქა", სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მერე, ჩათ­ში მომ­წე­რა, - შენ ხომ არ გა­გიჟ­დი, ეს რა და­გი­წე­რი­აო? სტა­ტია ცო­ტამ წა­ი­კი­თხა, ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ სა­თა­უ­რით გან­სა­ზღვრეს.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სარ­გებ­ლობ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის წინ, პირ­ვე­ლად "მა­ის­პე­ის­ზე" დავ­რე­გის­ტრირ­დი, შემ­დეგ "ოდ­ნოკ­ლას­ს­ნი­კით" ვსარ­გებ­ლობ­დი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გა­ვა­უქ­მე; მერე "ფე­ის­ბუკ­ზე" დავ­რე­გის­ტრირ­დი. სხვა ქსე­ლე­ბით არ მი­სარ­გებ­ლია - ამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც არ მაქვს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე

სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე

მსახიობ სოფია სებისკვერაძისთვის ტელევიზია ინტერნეტმა ჩაანაცვლა: ბევრ გადაცემას სწორედ ინტერნეტში უყურებს მაშინ, როცა სცალია... ამჟამად სოფიას ახმეტელის თეატრში რეპეტიციები აქვს: პაველ პრიაშკოს პიესის - "ტრუსები" მიხედვით ბელორუსი რეჟისორი - კალევ კუდუ სპექტაკლს დგამს.

- სპექტაკლი ერთ გოგონაზეა, რომელიც ტრუსებს აგროვებს. ჩემს პერსონაჟს - ნინას ხალხთან ურთიერთობა არ გამოსდის. ძირითადად, ერთ ბიჭთან, ვირტუალურად მეგობრობს... ყველაფერს ვერ მოგიყვებით (იცინის).

- მაშინ შენი ვირტუალური სამყაროს შესახებ გვიამბე: სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- დღის განმავლობაში სოციალური ქსელით რამდენჯერმე ვსარგებლობ, განსაკუთრებით - "ფეისბუკით". ეს უკვე ჩვევაში გადამეზარდა: როცა მცალია, "ფეისბუკზე" შევდივარ, ამბებს ვიგებ და გამოვდივარ ან შეიძლება, ჩართულიც დავტოვო.

- სოციალურმა ქსელმა ხომ არ გაგაზარმაცა? მეგობრებთან პირადად შეხვედრას ვირტუალურ მოკითხვას ხომ არ ამჯობინებ?

- მხოლოდ მე კი არა, მგონი, ეს პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, XXI საუკუნის სენია: ადამიანები ერთმანეთთან რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობას გადაეჩვივნენ. ურჩევნიათ, მეგობრებს ვირტუალურ სივრცეში ელაპარაკონ, ალბათ იმიტომ, რომ ეს კომფორტულიც არის. ხომ იცი, ადამიანთან შეხვედრა წინასწარ უნდა დაგეგმო, ინტერნეტსივრცეში კი მაშინ დაელაპარაკები, როცა გინდა. შეიძლება, რამდენიმე თვე ისე გავიდეს, მეგობრებმა ერთმანეთი ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე არ ვკონტაქტობთ.

- სოციალურ ქსელში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს? შენს "კედელზე" რას აქვეყნებ ხოლმე?

- რაც მაინტერესებს და ჩემზე ზეგავლენას ახდენს, იმას ვაქვეყნებ. შესაძლოა, ეს იყოს: მუსიკა, სტატია, ფოტოგრაფების ნამუშევრები... მოკლედ, სხვადასხვა სახის ინფორმაციას "ვაზიარებ", მაგრამ ჩემს ფოტოებს - არასოდეს.

- შვილთან - მარიამთან ურთი­ერთობის შესახებ წერ ხოლმე, როცა მაგალითად, შენი გოგონა "არასაბავშვო" შეკითხვებს გისვამს. ამ "პოსტებს" თავად მარიამი თუ კითხულობს და როგორი რეაცია აქვს?

- ხანდახან აპროტესტებს. ზოგჯერ, თუ რაღაც სასაცილო ამბავი გადაგვხდება, ღიმილით ამბობს, - დედა, იცოდე, ახლა ეს არ "დაპოსტოო" (იცინის). ვფიქრობ, ეს უწყინარი "პოსტებია": გულსატკენი არ არის, პირიქით - სასაცილოა. მარიამიც ზუსტად ხვდება, როდის და რას დავწერ.

- რამდენი ხანია, რაც მარიამი სოციალურ ქსელშია ჩართული?

- დაახლოებით 4 წელია.

- რამდენი წლის არის?

- 11-ის.

- როგორც ვიცი, "ფეისბუკზე" დასარეგისტრირებლად ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს.

- ჰო, მაგრამ მისი თანატოლებიც, მისი სკოლის მეგობრებიც სოციალურ ქსელში არიან ჩართული.

- მარიამს ვირტუალურ სამყაროში თუ აკონტროლებ?

- არა. ხანდახან ვფიქრობ, - ეს საჭირო ხომ არ არის? ის თავისებური და ჭკვიანი ბავშვია. არასდროს გამჩენია სურვილი, რომ "ფეისბუკზე" მისი პირადი გვერდის პაროლი მცოდნოდა. ვფიქრობ, არ შეიძლება, მის სამყაროში უხეშად ჩავერიო, მით უმეტეს, რომ დროს თავადაც ზუსტად ანაწილებს: იცის, კომპიუტერთან როდის დაჯდეს, როდის იმეცადინოს... ვამპირების შესახებ სერიალებს უყურებს და ძირითადად, ამის გამო "ვჩხუბობთ". ასეთ დროს ვეუბნები, რომ იმეცადინოს, დრო უქმად არ დაკარგოს.

- სოციალურ ქსელში კამათში ჩაბმულხარ?

- ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც სწორად არ გაუგიათ და შეურაცხყოფაც მოუყენებიათ. სოციალურ ქსელში ვინმეს ლანძღვა არ მიყვარს. ისედაც, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ჩემს აზრს კორექტულად ვაფიქსირებ.

- რა მიზეზით შეიძლება, ადამიანი "დაბლოკო"?

- ადრე მეგობრების სიაში უფრო მეტ ადამიანს ვიმატებდი, ახლა - თუ 50-100 საერთო მეგობარი არ გვყავს, აღარ ვიმატებ... "ფეისბუკზე" 4000-მდე მეგობარი მყავს და დღეში 20-30 ადამიანს მაინც აინტერესებს, - როგორ ვარ, რას ვაკეთებ? ცხადია, ყველას ვერ ვუპასუხებ. ამიტომ ძირითადად, "სამეგობროში" ისეთ ადამიანებს ვიმატებ, ვისაც ვიცნობ ან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. როცა მწერენ, - რა ლამაზი ხარო და სადმე ყავის ან ჩაის დასალევად მეპატიჟებიან, მას მაშინვე "ვბლოკავ"... აგრესიულ ადამიანებსაც ანალოგიურად ვექცევი. მაგალითად, ამას წინათ ერთი გოგო "დავბლოკე", რომელიც სულ გატყავებული ძაღლების, კატების, დამხრჩვალი ადამიანების, ჩონჩხების ფოტოებს აქვეყნებდა. შეიძლება, ასეთი ფოტო ადამიანმა რამდენჯერმე დადოს, მაგრამ როცა სულ ასე იქცევა, ცოტა არ იყოს, დამთრგუნველია... მოკლედ, ვისი პოსტებიც მთრგუნავს, ისეთ ადამიანებს "ვბლოკავ" ხოლმე.

- უცნობ ადამიანთან ვირტუალური ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში თუ გაგიგრძელებია?

- როგორ არა! ვირტუალურად მეგობრები ვყოფილვართ, მერე ქუჩაში შემთხვევით შევხვედრივართ. ადამიანს 1-2 წელი ინტერნეტით რომ ეკონტაქტები და მერე მოულოდნელად, ქუჩაში ხვდები, რაღაცნაირად სასიამოვნოა...

- ვირტუალური მეგობრის პირადად გასაცნობად შეხვედრა არასდროს დაგიგეგმავს?

- არა (იცინის). ადამიანის ცხოვრებაში ეს ყველაზე სასაცილო მომენტად მიმაჩნია და ამას ალბათ, ვერასოდეს გავაკეთებ.

- შენი "ფრენდების" ვირტუალურ აქტიურობას გონების თვალი გადაავლე და გვითხარი, - საზოგადოებაზე როგორი წარმოდგენა გაქვს?

- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. სოციალურ ქსელში ნებისმიერი შეგნების, დონის, განათლების, ინტელექტის ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული. მაგალითად, ზოგი ყველაფერს, რასაც აკეთებს, ინტერნეტში "პოსტავს". ვიღაცისთვის სოციალური ქსელი მართლა დღიურივით არის. ხანდახან ისეთ რაღაცებს აქვეყნებენ, რომ ხვდები, ადამიანი კონკრეტულ ერთ დღეს როგორ ატარებს; ზოგი ლექსებს აქვეყნებს... ადამიანის პირად გვერდზე რომ შევდივარ, მისი პიროვნების ფსიქოტიპს მაშინვე ვხვდები

- "პოსტებით", "დაშეარებული" მასალით ეს მარტივი გამოსაცნობია.

- "ფეისბუკით" "ხმამაღალი" განცხადება თუ გაგიკეთებია ან ისეთი რამ თუ დაგიწერია, რაც შემდეგ გინანია?

- ახლახან იყო შემთხვევა, როცა ჩემი "პოსტი" სტატიისთვის გამოიყენეს. ის "სტატუსი" მართლა გულისწყვეტით დავწერე. მინდოდა, ხალხი გამეფრთხილებინა, რადგან საკითხი ადამიანების დამცირებას ეხებოდა და არა - წარმატებას. გულისტკივილით დაწერილი "პოსტი" ერთ-ერთ საიტზე ისეთი სათაურით გამოაქვეყნეს, რომელიც კონტექსტში საერთოდ არ "ჯდებოდა". თან, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ბევრმა ადამიანმა (მათ შორის - ჩემმა მეგობრებმაც), რომელმაც "პოსტი" "დამილაიქა", სტატიის გამოქვეყნების მერე, ჩათში მომწერა, - შენ ხომ არ გაგიჟდი, ეს რა დაგიწერიაო? სტატია ცოტამ წაიკითხა, შინაარსი მხოლოდ სათაურით განსაზღვრეს.

- რამდენი ხანია, რაც სოციალური ქსელებით სარგებლობ?

- დაახლოებით 8 წლის წინ, პირველად "მაისპეისზე" დავრეგისტრირდი, შემდეგ "ოდნოკლასსნიკით" ვსარგებლობდი, რომელიც მალევე გავაუქმე; მერე "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი. სხვა ქსელებით არ მისარგებლია - ამდენი თავისუფალი დროც არ მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება