სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?
რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა ე.წ. "სპე­ი­სებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ამ სა­მი­ო­დე დღის წინ ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ ნივ­თი­ე­რე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ი­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იწე­რენ და მისი ფასი 50 ევ­რო­დან იწყე­ბა. არო­მა­ტი­ზა­ტო­რის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს,ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ჩაია, ზოგი კი - აბა­ზა­ნის მა­რი­ლი, თუმ­ცა მათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით თით­ქმის არა­ვინ იყე­ნებს, მათი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა კი მცი­რედ თუ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ქარ­თულ ფო­რუ­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა, რამ­დე­ნად "კარ­გი" ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა "ბიო".

აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა ეს ნივ­თი­ე­რე­ბა მის მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნებ­ში და რო­გორ აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი სა­ი­ტე­ბი­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­წე­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას?

"ალი­ას" ესა­უბ­რე­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გელა ლეჟა­ვა:

- ის, რომ ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კი დღეს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ეს პრე­პა­რა­ტე­ბი შექ­მნი­ლია მა­ფი­ის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე­თი სა­ხით (მა­რი­ხუ­ა­ნას ტი­პის პრე­პა­რა­ტე­ბია), რომ გა­ე­როს აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში არ შე­დის. ამ­დე­ნად, მისი რე­ა­ლი­ზა­ცია და მოხ­მა­რე­ბა დას­ჯა­დიც არ არის, ამი­ტო­მაც აწარ­მო­ე­ბენ თა­ვი­სუფ­ლად. ზა­ფხულ­ში მი­ი­ღო კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა ე.წ. ბი­ო­სა და "კრა­კა­დი­ლის" ანა­ლო­გი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ტო­ლი­რე­ბად სი­ა­ში შეყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სი­ა­ში შეყ­ვა­ნა არ იყო საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­რო იყო პო­ლი­ცი­ას ჰქო­ნო­და ტეს­ტი, რო­მე­ლიც და­ად­გენ­და ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას. თუკი არ იცი, ნივ­თი­ე­რე­ბა რა არის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რა შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს, მას ვერ შე­იყ­ვან აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში. ეს ტეს­ტე­ბი შს სა­მი­ნის­ტრომ უკვე მო­ი­პო­ვა და ახლა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ე.წ. ბიოს სა­კი­თხებს, ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში ეს სა­კი­თხიც გა­და­წყდე­ბა. შეხ­ვედ­რა უკვე შედ­გა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტე­ბი, ნარ­კო­ლო­გე­ბი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა­ზე ვიმ­სჯე­ლეთ იმა­ზე, რო­გო­რი უნდა იყოს დას­ჯა­დო­ბის სა­კი­თხი ე.წ. ბიოს მოხ­მა­რე­ბა­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მო­იხ­მარს ამ ნარ­კო­ტიკს. ზო­გა­დად, ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბი­სად­მი შიშს ქმნის არა მისი ფასი, არა­მედ შიში იმი­სა, რომ და­გი­ჭე­რენ და სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა მკაც­რი. გარ­და ამი­სა, რაკი ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა­ზე სას­ჯე­ლი არ იყო და ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო შე­ძე­ნა და მოხ­მა­რე­ბა, ნარ­კო­ტი­კიც იაფი ღირ­და და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ვი­ნა­ი­დან ამ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას მო­იხ­მარს ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა, იყო მსჯე­ლო­ბა და შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, რომ, თუკი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის არის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და 11-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, ე.წ. ბიოს მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი გა­ნი­სა­ზღვროს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით და პა­ტიმ­რო­ბის ვადა იყოს 5 წელი. სა­ბო­ლო­ოდ რა ცვლი­ლე­ბე­ბი შევა კა­ნონ­ში, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ასე­თი პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს და, ჩემი აზ­რით, ამ სა­ხით­ვე გავა პრო­ექ­ტი.

- გა­ე­რომ ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში არ შე­იყ­ვა­ნა ე.წ. ბიო, თუმ­ცა ის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ შე­დეგს იძ­ლე­ვა. თა­ვის დრო­ზე რა­ტომ არ მოხ­და ე.წ. ბიო აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­უყ­ვა­ნია გა­ე­როს ეს ნივ­თი­ე­რე­ბა აკ­რძა­ლულ სი­ა­ში, თო­რემ არა­ვინ ამ­ბობს, რომ მო­მა­ვალ­ში ე.წ. ბიო არ მოხ­ვდე­ბა ამ სი­ა­ში. იმის­თვის, რომ გა­ე­რომ ე.წ. ბიო შე­იყ­ვა­ნოს ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ დროს მო­ი­თხოვს. ამი­ტომ, ვიდ­რე ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ამ პრო­ცე­დუ­რებს გა­ივ­ლის და მოხ­დე­ბა მისი ძი­რე­უ­ლი კვლე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, მა­ნამ­დე ამ­დე­ნი ხალ­ხის­თვის იქ­ნე­ბა საფრ­თხე ეს ნივ­თი­ე­რე­ბა. მარ­ტო ჩვენ­თან არ ხდე­ბა ეს, ეს ხდე­ბა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შიც. თუმ­ცა ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებს აქვთ არ­ჩე­ვა­ნი, რომ ე.წ. ბიო შე­იყ­ვა­ნონ ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კამ უკვე შე­იყ­ვა­ნა აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში, ევ­რო­პა­შიც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ შე­ი­ტა­ნა, ირ­ლან­დი­ას შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს, სა­ქარ­თვე­ლო­მაც ჩათ­ვა­ლეთ, რომ უკვე შე­იყ­ვა­ნა ე.წ. ბიო აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ეს ნივ­თი­ე­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა.

- ამ დრო­ის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს­პა­ნე­თი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­წე­რა ამ ნივ­თი­ე­რე­ბის. რო­გორ გა­კონ­ტროლ­დე­ბა, რომ არას­რულ­წლოვ­ნის­თვის არ იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ნივ­თი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა?

- ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც მოხ­დე­ბა. არ­სე­ბობს გა­ე­როს წი­ნას­წა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამის შე­სა­ხებ. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დრო­საც იყო მო­სუ­ლი და ამის შე­სა­ხებ ვსა­ბუ­რობ­დი, თუმ­ცა ყური არა­ვინ შე­ი­ბერ­ტყა. ახლა ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მუ­შავ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც მოხ­დე­ბა კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობს ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- და­წეს­დეს კონ­ტრო­ლი ინ­ტერ­ნეტ­ზე და იმ ვებგ­ვერ­დებ­ზე, სა­ი­და­ნაც ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­წე­რაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ამ დრო­ის­თვის 66 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებ­ზე, სა­ი­და­ნაც 57 შემ­თხვე­ვა­ში დად­გინ­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ი­ცავს ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. ეს სია რო­დის იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი და რო­დის შევა კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, რომ აფ­თი­ა­ქებ­ში მათი შე­ძე­ნა რე­ცეპ­ტის გა­რე­შე არ მოხ­დეს?

- ვი­ნა­ი­დან შს სა­მი­ნის­ტრო­ში გაჩ­ნდა ახა­ლი აპა­რა­ტუ­რა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბაც ამა თუ იმ მე­დი­კა­მენტზე. ეს სია ჯერ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შედ­გე­ბა ეს სია და მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბაც პარ­ლა­მენ­ტში. მაგ­რამ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ მარ­ტო 2013 წელს 70 ახა­ლი მსგავ­სი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი მო­ი­გო­ნეს. ხდე­ბა თუ არა აკ­რძალ­ვა ქვეყ­ნე­ბის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის, მა­ფია თა­ვი­დან იგო­ნებს, ამი­ტომ, ალ­ბათ, კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა­სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბაც გა­მო­ი­ღებს შე­დეგს. ახლა ყვე­ლა გან­წყო­ბი­ლია, რომ ე.წ. ბიოს აკ­რძალ­ვა და მის მოხ­მა­რე­ბა­ზე სას­ჯე­ლის გაზ­რდა მოხ­დეს. ასე­ვე, 60 მე­დი­კა­მენ­ტის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა აიკ­რძა­ლოს, ახლა ყვე­ლა­ზე საჩ­ქა­რო ეს არის და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან უკვე შევა პარ­ლა­მენ­ტში ეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და და­ი­წყე­ბა გან­ხილ­ვა.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?

რა მეთოდით აკრძალავენ ინტერნეტით "ბიოს" გამოწერას?

უკვე რამდენიმე დღეა, აჟიოტაჟი არ წყდება ე.წ. "სპეისებთან" დაკავშირებით, რომელსაც ამ სამიოდე დღის წინ ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ნივთიერებას სხვადასხვა საიტების მეშვეობით იწერენ და მისი ფასი 50 ევროდან იწყება. არომატიზატორის რამდენიმე სახეობა არსებობს,ზოგიერთი მათგანი ეგზოტიკური ჩაია, ზოგი კი - აბაზანის მარილი, თუმცა მათ დანიშნულების მიხედვით თითქმის არავინ იყენებს, მათი ქიმიური შემადგენლობა კი მცირედ თუ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართულ ფორუმებზე აქტიურად მიმდინარეობს განხილვა, რამდენად "კარგი" ნარკოტიკული საშუალებაა "ბიო".

აკრძალულია თუ არა ეს ნივთიერება მის მწარმოებელ ქვეყნებში და როგორ აპირებს ხელისუფლება სხვადასხვა უცხოური საიტებიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოწერის გაკონტროლებას?

"ალიას" ესაუბრება ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გელა ლეჟავა:

- ის, რომ ე.წ. ბიონარკოტიკი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, იმითაა გამოწვეული, რომ ეს პრეპარატები შექმნილია მაფიის მიერ სპეციალურად ისეთი სახით (მარიხუანას ტიპის პრეპარატებია), რომ გაეროს აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ შედის. ამდენად, მისი რეალიზაცია და მოხმარება დასჯადიც არ არის, ამიტომაც აწარმოებენ თავისუფლად. ზაფხულში მიიღო კანონი პარლამენტმა ე.წ. ბიოსა და "კრაკადილის" ანალოგი ნივთიერებების კონტოლირებად სიაში შეყვანის თაობაზე, მაგრამ მხოლოდ კონტროლირებად სიაში შეყვანა არ იყო საკმარისი, საჭირო იყო პოლიციას ჰქონოდა ტესტი, რომელიც დაადგენდა ამ ნივთიერებების არსებობას. თუკი არ იცი, ნივთიერება რა არის, ლაბორატორიულად არ არის დამტკიცებული, რა შემადგენლობა აქვს, მას ვერ შეიყვან აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. ეს ტესტები შს სამინისტრომ უკვე მოიპოვა და ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში.

რაც შეეხება ამ ე.წ. ბიოს საკითხებს, ძალიან მოკლე ხანში ეს საკითხიც გადაწყდება. შეხვედრა უკვე შედგა იუსტიციის სამინისტროში, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ექსპერტები, ნარკოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს დასჯადობის საკითხი ე.წ. ბიოს მოხმარებაზე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს. ზოგადად, ნარკოტიკის მოხმარებისადმი შიშს ქმნის არა მისი ფასი, არამედ შიში იმისა, რომ დაგიჭერენ და სასჯელი იქნება მკაცრი. გარდა ამისა, რაკი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი არ იყო და ნებისმიერს შეეძლო შეძენა და მოხმარება, ნარკოტიკიც იაფი ღირდა და ხელმისაწვდომი იყო ახალგაზრდებისთვის. ვინაიდან ამ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, იყო მსჯელობა და შეთანხმება იმაზე, რომ, თუკი ნარკოტიკული საშუალებების მიღებისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 11-წლიანი სასჯელი, ე.წ. ბიოს მოხმარების შემთხვევაში სასჯელი განისაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით და პატიმრობის ვადა იყოს 5 წელი. საბოლოოდ რა ცვლილებები შევა კანონში, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასეთი პროექტი არსებობს და, ჩემი აზრით, ამ სახითვე გავა პროექტი.

- გაერომ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში არ შეიყვანა ე.წ. ბიო, თუმცა ის მომაკვდინებელ შედეგს იძლევა. თავის დროზე რატომ არ მოხდა ე.წ. ბიო აკრძალულ ნივთიერებათა სიაში?

- ჯერჯერობით არ შეუყვანია გაეროს ეს ნივთიერება აკრძალულ სიაში, თორემ არავინ ამბობს, რომ მომავალში ე.წ. ბიო არ მოხვდება ამ სიაში. იმისთვის, რომ გაერომ ე.წ. ბიო შეიყვანოს ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში, არსებობს ძალიან რთული პროცედურები, რომელიც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვიდრე ეს ნივთიერება ამ პროცედურებს გაივლის და მოხდება მისი ძირეული კვლევა ლაბორატორიულად, მანამდე ამდენი ხალხისთვის იქნება საფრთხე ეს ნივთიერება. მარტო ჩვენთან არ ხდება ეს, ეს ხდება ევროპულ ქვეყნებშიც. თუმცა ცალკეულ ქვეყნებს აქვთ არჩევანი, რომ ე.წ. ბიო შეიყვანონ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში. მაგალითად, ამერიკამ უკვე შეიყვანა აკრძალულ ნივთიერებათა სიაში, ევროპაშიც რამდენიმე ქვეყანამ შეიტანა, ირლანდიას შეყვანილი ჰყავს, საქართველომაც ჩათვალეთ, რომ უკვე შეიყვანა ე.წ. ბიო აკრძალულ ნივთიერებათა სიაში, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ეს ნივთიერება თავისუფლად იყიდება.

- ამ დროისთვის შესაძლებელია, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ეგვიპტიდან გამოწერა ამ ნივთიერების. როგორ გაკონტროლდება, რომ არასრულწლოვნისთვის არ იყოს შესაძლებელი ამ ნივთიერების მოპოვება?

- ამის გაკონტროლებაც მოხდება. არსებობს გაეროს წინასწარი რეკომენდაციები ამის შესახებ. ეს რეკომენდაციები წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც იყო მოსული და ამის შესახებ ვსაბურობდი, თუმცა ყური არავინ შეიბერტყა. ახლა ეს რეკომენდაციები მუშავდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ თვალსაზრისითაც მოხდება კონტროლის დაწესება.

- რას გულისხმობს ეს რეკომენდაციები?

- დაწესდეს კონტროლი ინტერნეტზე და იმ ვებგვერდებზე, საიდანაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოწერაა შესაძლებელი.

- ამ დროისთვის 66 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა სხვადასხვა პრეპარატებზე, საიდანაც 57 შემთხვევაში დადგინდა, რომ კონკრეტული ნივთიერება შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ეს სია როდის იქნება ცნობილი და როდის შევა კანონში ცვლილება, რომ აფთიაქებში მათი შეძენა რეცეპტის გარეშე არ მოხდეს?

- ვინაიდან შს სამინისტროში გაჩნდა ახალი აპარატურა, შესაძლებელი გახდა ტესტის ჩატარებაც ამა თუ იმ მედიკამენტზე. ეს სია ჯერ არ არსებობს, თუმცა უახლოეს მომავალში შედგება ეს სია და მოხდება ცვლილებების პროექტის ინიცირებაც პარლამენტში. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მარტო 2013 წელს 70 ახალი მსგავსი ფსიქოტროპული მედიკამენტი მოიგონეს. ხდება თუ არა აკრძალვა ქვეყნების მიერ კონკრეტული მედიკამენტის, მაფია თავიდან იგონებს, ამიტომ, ალბათ, კიდევ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო. მუდმივი პროცესია, თუმცასასჯელის გამკაცრებაც გამოიღებს შედეგს. ახლა ყველა განწყობილია, რომ ე.წ. ბიოს აკრძალვა და მის მოხმარებაზე სასჯელის გაზრდა მოხდეს. ასევე, 60 მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემა აიკრძალოს, ახლა ყველაზე საჩქარო ეს არის და, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან უკვე შევა პარლამენტში ეს ინიციატივები და დაიწყება განხილვა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია