სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბრაზებული ვანო მერაბიშვილი: "ნუ შემაჩვიეთ ენა"
გაბრაზებული ვანო მერაბიშვილი: "ნუ შემაჩვიეთ ენა"

შოთა უტი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რის პრო­კუ­რო­რე­ბის შე­კი­თხვებ­მა პრო­ცეს­ზე დამ­სწრე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. შს სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, შოთა უტი­აშ­ვი­ლის მი­მართ პრო­კუ­რო­რის მხრი­დან დას­მუ­ლი შე­კი­თხვი­სას, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა რეპ­ლი­კა გა­ა­კე­თა, რის გა­მოც მო­სა­მარ­თლის შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო.

"ნუ შე­მაჩ­ვი­ეთ ენა და შე­ნიშ­ვნე­ბის მო­ცე­მა. თუ უნ­დათ, რომ უტი­აშ­ვი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ არ ვიცი, წყნა­რად და­უს­ვან შე­კი­თხვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა და მა­გი­დას რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა ხელი.

მან სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რომ მის მი­მართ მე­ტად კო­რექ­ტუ­ლი იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა უტი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვას, მან ისა­უბ­რა 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ამ­დე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. რო­გორც უტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბობ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ინი­ცი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი შე­დი­ო­და გრუ-ს ინ­ტე­რე­სებ­ში. ამას­თან, უტი­აშ­ვი­ლის თქმით, შს სა­მი­ნის­ტროს გა­აჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და ვლა­დი­კავ­კაზ­ში და გეგ­მავ­და თა­ვი­სი რაზ­მით შე­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხელი შე­ე­შა­ლა 26 მა­ი­სის აღ­ლუ­მის­თვის.

რო­გორც უტი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, სწო­რედ ამ მიზ­ნით და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მელ­საც სო­ზარ სუ­ბა­რი და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მისი თქმით, იგეგ­მე­ბო­და ქუ­ჩის გა­და­კეტ­ვა, რათა ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი რაზ­მით შე­მო­სუ­ლი­ყო ქა­ლაქ­ში.

შოთა უტი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ "და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ შს სა­მი­ნის­ტრო­ში შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბი 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უტი­აშ­ვილ­მა აქ­ცი­ის დაშ­ლის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, დაშ­ლის და­სა­წყის­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და მი­ტინ­გის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

უტი­აშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, გა­აჩ­ნდათ ე.წ.მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც ის ამ­ბობს, მათი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია. თა­ვად უტი­აშ­ვილ­მა, რო­გორც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას აღ­ნიშ­ნა, აქ­ცი­ის დაშ­ლას მო­ნი­ტო­რის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებ­და თვალს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან გაწ­მენ­და 2-3 წუთ­ში მოხ­და.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი დღის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

გაბრაზებული ვანო მერაბიშვილი: "ნუ შემაჩვიეთ ენა"

გაბრაზებული ვანო მერაბიშვილი: "ნუ შემაჩვიეთ ენა"

შოთა უტიაშვილის დაკითხვისას ბრალდების მხარის პროკურორების შეკითხვებმა პროცესზე დამსწრე ვანო მერაბიშვილის გაბრაზება გამოიწვია. შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის მიმართ პროკურორის მხრიდან დასმული შეკითხვისას, ვანო მერაბიშვილმა რეპლიკა გააკეთა, რის გამოც მოსამართლის შენიშვნა მიიღო.

"ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები", - განაცხადა მერაბიშვილმა და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

მან სასამართლოს მიმართა, რომ მის მიმართ მეტად კორექტული იყოს.

რაც შეეხება უტიაშვილის დაკითხვას, მან ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციამდე განვითარებულ მოვლენებზე. როგორც უტიაშვილმა განაცხადა, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის ინიცირებული აქციები შედიოდა გრუ-ს ინტერესებში. ამასთან, უტიაშვილის თქმით, შს სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და გეგმავდა თავისი რაზმით შემოსულიყო საქართველოში და ხელი შეეშალა 26 მაისის აღლუმისთვის.

როგორც უტიაშვილი აცხადებს, სწორედ ამ მიზნით და ოქრუაშვილის ინტერესის შესაბამისად, ამერიკის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, იგეგმებოდა ქუჩის გადაკეტვა, რათა ოქრუაშვილი თავისი რაზმით შემოსულიყო ქალაქში.

შოთა უტიაშვილის შეფასებით, სწორედ "დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შს სამინისტროში შეიქმნა სპეციალური შტაბი 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

უტიაშვილმა აქციის დაშლის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაშლის დასაწყისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, თუმცა მალევე დატოვა.

უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, გააჩნდათ ე.წ.მოლოტოვის კოქტეილები. თუმცა, როგორც ის ამბობს, მათი აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. თავად უტიაშვილმა, როგორც ჩვენების მიცემისას აღნიშნა, აქციის დაშლას მონიტორის მეშვეობით ადევნებდა თვალს. მისივე ინფორმაციით, რუსთაველის მომიტინგეებისგან გაწმენდა 2-3 წუთში მოხდა.

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ