ვაგზლის მოედანზე, "ბავშვთა სამყაროსთან" ხანძარი უკვე ლოკაზილებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სახანძრო ბრიგადები ახლა სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. გიორგაძის ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია, არ არიან დაშავებულებიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ხანძრის შედეგად დამწვარია 600-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებული სავაჭრო ჯიხურები.