პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა
ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა

ნო­და­რი და თა­მუ­ნა... გი­უ­ლი და ასა­წყო­ბი კაცი... ქე­თი­ნო და ბად­რი... ლე­ი­ლა და ზღვა... სტა­ლი­ნი და ბოზი მაყ­ვა­ლა... - ესე­ნი სპექ­ტაკ­ლის - "7+1" პერ­სო­ნა­ჟე­ბი, უფრო სწო­რად, ნო­ვე­ლე­ბის გმი­რე­ბი არი­ან, წარ­მოდ­გე­ნა ხომ 8 ამ­ბის­გან შედ­გე­ბა! ლაშა ბუ­ღა­ძის (15 წლის წინ და­წე­რი­ლი) პი­ე­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის სცე­ნა­ზე და­იდ­გა, ამ სცე­ნის გახ­სნა კი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ "7+1"-ის პრე­მი­ე­რას და­ამ­თხვია.

ასე რომ, ახლა პრე­მი­ე­რის დღე­ე­ბია და თე­ატ­რში მი­სულ მა­ყუ­რე­ბელს რე­ჟი­სორ გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ას სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი ელის. მათ თვალ­წინ ნაც­ნო­ბი, ხში­რად კი აბ­სურ­დუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ლაშა ბუ­ღა­ძის დრა­მა­ტურ­გი­ულ ოს­ტა­ტო­ბას ფეხი რე­ჟი­სორ­მაც აუ­წყო... ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­ჩო­თი­რო მა­ინც, "ბოლო ღა­მეა", რომ­ლის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი სტა­ლი­ნია. ის სა­როს­კი­პო­ში, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­თან - მაყ­ვა­ლას­თან ერ­თად 1942 წელს ანუ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს აღ­მოჩ­ნდე­ბა. ის სა­რე­ლაქ­სა­ცი­ოდ მოს­კო­ვი­დან ფოთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩაფ­რინ­და...

გოგა ქა­ჩი­ბა­ია, რე­ჟი­სო­რი:

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ლაშა ბუ­ღა­ძის ეს პი­ე­სე­ბი?

- სა­ერ­თოდ, ლა­შას შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წლე­ბის წინ, რო­დე­საც მისი 25 პი­ე­სა გა­მო­ვი­და გა­ყიდ­ვა­ში, მა­შინ­ვე წა­ვი­კი­თხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... ახლა კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე შე­მერ­ჩია და მათ მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლი და­მედ­გა. მა­ში­ნაც, როცა ეს პი­ე­სე­ბი პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ არც ერთს წერ­ტი­ლი არ აქვს დას­მუ­ლი. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი რა­ღაც პრობ­ლე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მწა­რე რე­ა­ლო­ბაა. ვე­ცა­დეთ, თი­თო­ე­ულ ამ­ბავ­ში ის პრობ­ლე­მა დაგ­ვე­ნა­ხა, რო­მელ­საც ავ­ტო­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა; ლაშა ხომ ყო­ველ­თვის ცხოვ­რე­ბის მან­კი­ერ მხა­რე­ებს აშიშ­ვლებს და ყვე­ლა­ფერს სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით გად­მოგ­ვცემს. მას რიგი სა­კი­თხე­ბი­სად­მი თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა და სტი­ლი აქვს... ისე, კი ვე­ცა­დეთ, რა­ღა­ცე­ბი შეგ­ვერ­ბი­ლე­ბი­ნა...

- თუმ­ცა, ნო­ვე­ლებ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბის (ფა­რი­სევ­ლო­ბა, ღა­ლა­ტი, ტყუ­ი­ლი, ცრუ პატ­რი­ო­ტიზ­მი...) და­ნახ­ვა ძნე­ლი არ არის და რე­ჟი­სო­რის თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ჩანს...

- მო­მე­წო­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა­ზე აწყო­ბი­ლი ამ­ბე­ბი. ჩემი აზ­რით, ნო­ვე­ლებ­ში ისე­თი ტექ­სტე­ბია, რა­ზეც ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამა­ზე ფიქ­რო­ბენ... ჩვენ სხვა კუ­თხი­დან ვი­მუ­შა­ვეთ, - ყვე­ლა­ფე­რი ერთი იდე­ის გარ­შე­მო გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ და ვე­ცა­დეთ, ვი­ღა­ცის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო.

- ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მა­ინც, რო­მელ ნო­ვე­ლა­ზე იმუ­შა­ვეთ?

- სტა­ლინ­ზე ანუ პი­ე­სა­ზე - "ბოლო ღამე"...

- მაგ­რამ ეს უკვე არა რე­ა­ლო­ბა, არა­მედ სამ­წუ­ხა­რო წარ­სუ­ლია. სტა­ლი­ნის ასე­თი კუ­თხით წარ­მოდ­გე­ნა ძნე­ლი არ იყო?

- სა­ერ­თოდ, ამა­ზე მე­ტად თა­მამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც მი­ვე­სალ­მე­ბი, - სკან­და­ლურს, სა­კა­მა­თოს და ამ ყვე­ლაფ­რის სცე­ნა­ზე გა­მო­ტა­ნა­საც არას­დროს ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. ნამ­დვი­ლად ვარ ხმა­უ­რი­ა­ნი და სა­ჩო­თი­რო პი­ე­სის დამ­დგმე­ლი! ვფიქ­რობ, სხვა­ნა­ი­რად თე­ატ­რი წინ ვერ წავა, ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა...

- ერთ-ერთ ნო­ვე­ლა­ში გა­სა­ბე­რი კაცი მღვდე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამით სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს დას­ცი­ნით?

- იმ მღვდელ­ში სწო­რედ ისე­თი ტი­პა­ჟი ვუჩ­ვე­ნე, რო­გო­რიც ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი რე­ა­ლუ­რად არის (უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე ამას ვერ ვი­ტყვი). მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი და პრობ­ლე­მა ჩანს...

- ჰო, მაგ­რამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ასეთ ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­ჩე­ნა მკრე­ხე­ლო­ბა ხომ არ არის?

- ამა­ზე ბევ­რი რომ გვე­ფიქ­რა, შე­იძ­ლე­ბა, ის ტი­პა­ჟი სხვა­ნა­ი­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. ლაშა სტე­რე­ო­ტი­პულ გმი­რებ­ზე ანეკ­დო­ტუ­რად გვიყ­ვე­ბა. ასე­თე­ბი ჩემ ირ­გვლივ ნამ­დვი­ლად არი­ან და შე­იძ­ლე­ბა, შე­წუ­ხე­ბუ­ლიც კი ვიყო მათი საქ­ცი­ე­ლით...

- ჰოდა, ადე­ქით და მათ ნი­ღა­ბი ჩა­მოხ­სე­ნით?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ნიღ­ბის ჩა­მოხ­სნის პრინ­ციპ­ზეა აწყო­ბი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა.

მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე, სტა­ლი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- თა­ვი­დან რომ მი­თხრეს, სტა­ლი­ნი უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­როო, შე­მე­შინ­და. დიახ, ბე­ლა­დის თა­მა­ში რთუ­ლია!.. მაგ­რამ ეს ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­საა და მას თა­ვი­სე­ბუ­რი ხრი­კე­ბი ახა­სი­ა­თებს: სტა­ლი­ნი სა­როს­კი­პო­ში არა­ვის უნა­ხავს და ამ თე­მა­ზე მგო­ნი, არც არ­სად და­წე­რი­ლა; ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­გა­ლი­თად, რო­გორ იხ­სნის სა­როს­კი­პო­ში მყო­ფი ბე­ლა­დი სტრესს. რო­დე­საც მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქით, ვი­ფიქ­რეთ იმა­ზეც, რომ ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­თა­ნაც და­დი­ო­და. მაგ­რამ სი­ცილს იწ­ვევს ერთი ფაქ­ტი: რო­დე­საც მე­ძა­ვი გა­ი­გებს, თუ ვისი მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­უ­წევს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარს ამ­ბობს, მო­ტი­ვით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვე­ნი!"

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფი­ნა­ლო სცე­ნას, - ბოზ­მა მაყ­ვა­ლამ სტა­ლინს ეს­რო­ლა. ფრთა­შეს­ხმუ­ლი ბე­ლა­დი ზე­ცა­ში მიფ­რი­ნავს... რო­გორ ფიქ­რობთ, სტა­ლინ­მა სა­მო­თხე­ში და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი?

- მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ამა­ზე კა­მა­თო­ბენ - ზოგი ამ­ბობს, მორ­წმუ­ნე იყო და "მა­მაო ჩვე­ნოს" კი­თხუ­ლობ­დაო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ხალ­ხს სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ე­ბის გახ­სნის­კენ მო­უ­წო­დებ­და და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ო­დაო. მოკ­ლედ, მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბა­ში ორაზ­როვ­ნე­ბაა ჩა­დე­ბუ­ლი, - სა­მო­თხე თუ ჯო­ჯო­ხე­თი?.. გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ას­თან მე­სა­მედ ვმუ­შა­ობ. კარ­გი ხედ­ვა აქვს და ერ­თმა­ნე­თის მშვე­ნივ­რად გვეს­მის. ასე რომ, ვიც­ნობ რე­ჟი­სო­რის ხელ­წე­რას და თვი­თო­ნაც მიც­ნობს. ის თა­ვი­სას მე­უბ­ნე­ბა, მე ჩემ­სას ვამ­ბობ და ასე აგურ-აგურ ვქმნით ყვე­ლა­ფერს. გოგა მსა­ხი­ობს ჩარ­ჩო­ში არას­დროს აქ­ცევს, პი­რი­ქით - თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს. მოკ­ლედ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლურ კო­მფორ­ტს გიქ­მნის... ვფიქ­რობ, სტა­ლი­ნის ეს როლი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში "ოქ­როს ასო­ე­ბით" ჩა­ი­წე­რე­ბა (იღი­მის)...

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა გი­თხრათ, - ბოზი მაყ­ვა­ლას როლი უნდა ითა­მა­შო­თო?

სოფო ფე­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ძა­ლი­ან "გემ­რი­ე­ლი" სა­მუ­შაო აღ­მოჩ­ნდა. რე­ჟი­სორ გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ა­სა და ჩემს პარტნი­ორ - მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვე. კარ­გი გუნ­დი შე­იკ­რა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით და მგო­ნი, ცუდი ნა­მუ­შე­ვა­რი არ გა­მო­ვი­და. ბუ­ღა­ძის პი­ე­სა­ში პირ­ვე­ლად ვი­თა­მა­შე და ამ ავ­ტო­რით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- თქვენს პერ­სო­ნაჟს თა­ნა­უგ­რძნობთ? მაყ­ვა­ლა რო­გო­რი ქა­ლია?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვი­საა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია.

ნო­ვე­ლა­ში - "გი­უ­ლის ძღვე­ნი" მსა­ხი­ო­ბი პა­ა­ტა მხე­ი­ძე ასა­წყო­ბი კა­ცის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლოს მღვდე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა:

- რო­დე­საც მი­თხრეს, - ასა­წყო­ბი კაცი ანუ მღვდე­ლი უნდა იყოო, ცოტა და­ვი­ძა­ბე, მაგ­რამ მერე რე­ჟი­სორ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე და როლი გა­ვი­თა­ვი­სე. ვე­ცა­დეთ, ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო...

- თუმ­ცა, ნო­ვე­ლა­ში "ლე­ი­ლა და ზღვა" მე­ო­რე რო­ლიც გაქვთ - მე­ზღვა­უ­რი ხართ, რო­მელ­საც ცოლი ღა­ლა­ტობს...

- ნა­ოს­ნო­ბი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­რა­ბი შინ მა­შინ მივა, როცა ცოლი ღა­ლა­ტობს... ეს სამ­წუ­ხა­როდ, ის თე­მაა, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არც ისე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ისე­ვე, რო­გორც თა­ვად პი­ე­სის ავ­ტო­რი, იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქით.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა

ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა

ნოდარი და თამუნა... გიული და ასაწყობი კაცი... ქეთინო და ბადრი... ლეილა და ზღვა... სტალინი და ბოზი მაყვალა... - ესენი სპექტაკლის - "7+1" პერსონაჟები, უფრო სწორად, ნოველების გმირები არიან, წარმოდგენა ხომ 8 ამბისგან შედგება! ლაშა ბუღაძის (15 წლის წინ დაწერილი) პიესები ერთმანეთის თანამიმდევრობით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული დარბაზის სცენაზე დაიდგა, ამ სცენის გახსნა კი თეატრის ხელმძღვანელობამ "7+1"-ის პრემიერას დაამთხვია.

ასე რომ, ახლა პრემიერის დღეებია და თეატრში მისულ მაყურებელს რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას საინტერესო ნამუშევარი ელის. მათ თვალწინ ნაცნობი, ხშირად კი აბსურდული, მაგრამ ძალიან სასაცილო თბილისური ამბები გაცოცხლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა ბუღაძის დრამატურგიულ ოსტატობას ფეხი რეჟისორმაც აუწყო... ჩემი აზრით, ყველაზე საჩოთირო მაინც, "ბოლო ღამეა", რომლის მთავარი მოქმედი გმირი სტალინია. ის საროსკიპოში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან - მაყვალასთან ერთად 1942 წელს ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდება. ის სარელაქსაციოდ მოსკოვიდან ფოთში სპეციალურად ჩაფრინდა...

გოგა ქაჩიბაია, რეჟისორი:

- რატომ აირჩიეთ ლაშა ბუღაძის ეს პიესები?

- საერთოდ, ლაშას შემოქმედება ძალიან მიყვარს. წლების წინ, როდესაც მისი 25 პიესა გამოვიდა გაყიდვაში, მაშინვე წავიკითხე და ძალიან მომეწონა... ახლა კი საშუალება მომეცა, ამ ნაწარმოებებიდან რამდენიმე შემერჩია და მათ მიხედვით სპექტაკლი დამედგა. მაშინაც, როცა ეს პიესები პირველად წავიკითხე, მომეჩვენა, რომ არც ერთს წერტილი არ აქვს დასმული. ყოველი მათგანი რაღაც პრობლემას ეხმიანება, რაც ჩვენი ცხოვრების მწარე რეალობაა. ვეცადეთ, თითოეულ ამბავში ის პრობლემა დაგვენახა, რომელსაც ავტორი ეხმიანება; ლაშა ხომ ყოველთვის ცხოვრების მანკიერ მხარეებს აშიშვლებს და ყველაფერს საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს. მას რიგი საკითხებისადმი თავისებური მიდგომა და სტილი აქვს... ისე, კი ვეცადეთ, რაღაცები შეგვერბილებინა...

- თუმცა, ნოველებში ჩვენი ცხოვრების მანკიერი მხარეების (ფარისევლობა, ღალატი, ტყუილი, ცრუ პატრიოტიზმი...) დანახვა ძნელი არ არის და რეჟისორის თამამი გადაწყვეტილებაც ჩანს...

- მომეწონა მოულოდნელობაზე აწყობილი ამბები. ჩემი აზრით, ნოველებში ისეთი ტექსტებია, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ამაზე ფიქრობენ... ჩვენ სხვა კუთხიდან ვიმუშავეთ, - ყველაფერი ერთი იდეის გარშემო გავაერთიანეთ და ვეცადეთ, ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით მაინც, რომელ ნოველაზე იმუშავეთ?

- სტალინზე ანუ პიესაზე - "ბოლო ღამე"...

- მაგრამ ეს უკვე არა რეალობა, არამედ სამწუხარო წარსულია. სტალინის ასეთი კუთხით წარმოდგენა ძნელი არ იყო?

- საერთოდ, ამაზე მეტად თამამ გადაწყვეტილებებსაც მივესალმები, - სკანდალურს, საკამათოს და ამ ყველაფრის სცენაზე გამოტანასაც არასდროს ვეწინააღმდეგები. ნამდვილად ვარ ხმაურიანი და საჩოთირო პიესის დამდგმელი! ვფიქრობ, სხვანაირად თეატრი წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება...

- ერთ-ერთ ნოველაში გასაბერი კაცი მღვდელი აღმოჩნდა. ამით სასულიერო პირებს დასცინით?

- იმ მღვდელში სწორედ ისეთი ტიპაჟი ვუჩვენე, როგორიც ზოგიერთი მათგანი რეალურად არის (უმრავლესობაზე ამას ვერ ვიტყვი). მოკლედ, ამ ყველაფრის მიღმა მთავარი სათქმელი და პრობლემა ჩანს...

- ჰო, მაგრამ სასულიერო პირის ასეთ ამპლუაში წარმოჩენა მკრეხელობა ხომ არ არის?

- ამაზე ბევრი რომ გვეფიქრა, შეიძლება, ის ტიპაჟი სხვანაირი გამოსულიყო. ლაშა სტერეოტიპულ გმირებზე ანეკდოტურად გვიყვება. ასეთები ჩემ ირგვლივ ნამდვილად არიან და შეიძლება, შეწუხებულიც კი ვიყო მათი საქციელით...

- ჰოდა, ადექით და მათ ნიღაბი ჩამოხსენით?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ნიღბის ჩამოხსნის პრინციპზეა აწყობილი. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა.

მერაბ მაისურაძე, სტალინის როლის შემსრულებელი:

- თავიდან რომ მითხრეს, სტალინი უნდა განასახიეროო, შემეშინდა. დიახ, ბელადის თამაში რთულია!.. მაგრამ ეს ლაშა ბუღაძის პიესაა და მას თავისებური ხრიკები ახასიათებს: სტალინი საროსკიპოში არავის უნახავს და ამ თემაზე მგონი, არც არსად დაწერილა; ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, როგორ იხსნის საროსკიპოში მყოფი ბელადი სტრესს. როდესაც მუშაობას შევუდექით, ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და შესაბამისად, ქალთანაც დადიოდა. მაგრამ სიცილს იწვევს ერთი ფაქტი: როდესაც მეძავი გაიგებს, თუ ვისი მომსახურება მოუწევს, მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მოტივით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვენი!"

- რაც შეეხება საფინალო სცენას, - ბოზმა მაყვალამ სტალინს ესროლა. ფრთაშესხმული ბელადი ზეცაში მიფრინავს... როგორ ფიქრობთ, სტალინმა სამოთხეში დაიმკვიდრა ადგილი?

- მართლმადიდებლები ამაზე კამათობენ - ზოგი ამბობს, მორწმუნე იყო და "მამაო ჩვენოს" კითხულობდაო. იმასაც ამბობენ, ხალხს სასულიერო აკადემიების გახსნისკენ მოუწოდებდა და ქრისტიანული სარწმუნოების პროპაგანდას ეწეოდაო. მოკლედ, მის ზეცად ამაღლებაში ორაზროვნებაა ჩადებული, - სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?.. გოგა ქაჩიბაიასთან მესამედ ვმუშაობ. კარგი ხედვა აქვს და ერთმანეთის მშვენივრად გვესმის. ასე რომ, ვიცნობ რეჟისორის ხელწერას და თვითონაც მიცნობს. ის თავისას მეუბნება, მე ჩემსას ვამბობ და ასე აგურ-აგურ ვქმნით ყველაფერს. გოგა მსახიობს ჩარჩოში არასდროს აქცევს, პირიქით - თავისუფლებას ანიჭებს. მოკლედ, მუშაობის პროცესში მაქსიმალურ კო­მფორტს გიქმნის... ვფიქრობ, სტალინის ეს როლი ჩემს შემოქმედებაში "ოქროს ასოებით" ჩაიწერება (იღიმის)...

- როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც რეჟისორმა გითხრათ, - ბოზი მაყვალას როლი უნდა ითამაშოთო?

სოფო ფერაძე, მსახიობი:

- ძალიან "გემრიელი" სამუშაო აღმოჩნდა. რეჟისორ გოგა ქაჩიბაიასა და ჩემს პარტნიორ - მერაბ მაისურაძესთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავე. კარგი გუნდი შეიკრა, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და მგონი, ცუდი ნამუშევარი არ გამოვიდა. ბუღაძის პიესაში პირველად ვითამაშე და ამ ავტორით კმაყოფილი ვარ.

- თქვენს პერსონაჟს თანაუგრძნობთ? მაყვალა როგორი ქალია?

- მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ყოფაქცევისაა, ძალიან საყვარელი ქალია.

ნოველაში - "გიულის ძღვენი" მსახიობი პაატა მხეიძე ასაწყობი კაცის როლში გვევლინება, რომელიც ბოლოს მღვდელი აღმოჩნდება:

- როდესაც მითხრეს, - ასაწყობი კაცი ანუ მღვდელი უნდა იყოო, ცოტა დავიძაბე, მაგრამ მერე რეჟისორთან ერთად ყველაფერი გავაანალიზე და როლი გავითავისე. ვეცადეთ, ეს გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო...

- თუმცა, ნოველაში "ლეილა და ზღვა" მეორე როლიც გაქვთ - მეზღვაური ხართ, რომელსაც ცოლი ღალატობს...

- ნაოსნობიდან შინ დაბრუნებული მერაბი შინ მაშინ მივა, როცა ცოლი ღალატობს... ეს სამწუხაროდ, ის თემაა, რაც ჩვენს ცხოვრებაში არც ისე იშვიათად ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს ისევე, როგორც თავად პიესის ავტორი, იუმორით მივუდექით.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია