სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი
ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი

ეკა­ტე­რი­ნა ფან­გან­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში ის­წავ­ლა. სის­წრა­ფის მოყ­ვა­რუ­ლია და ამის გამო, ხში­რა­დაც აჯა­რი­მე­ბენ. თუმ­ცა, ეკო აღ­ნიშ­ნავს, რომ პატ­რუ­ლის მი­მართ მა­ინც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი მი­ლი­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი იმე­დიც აქვს.

- რო­დის ის­წავ­ლეთ მან­ქა­ნის მარ­თვა და ამ­ჟა­მად რა მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გყავთ?

- სა­ჭის მარ­თვა დიდი ხნის წინ ვის­წავ­ლე და სხვა­თა შო­რის, ამის­თვის მას­წავ­ლე­ბელ­თან სი­ა­რუ­ლი არ დამ­ჭირ­ვე­ბია. მამა და ჩემი მე­გობ­რე­ბი ხში­რად მსვამ­დნენ სა­ჭეს­თან და მარ­თვის მოწ­მო­ბაც ად­ვი­ლად ავი­ღე. პირ­ვე­ლად BMW-ს მარ­კის "ტრო­ი­კა" მყავ­და, ახლა - Audi A4 მყავს. სის­წრა­ფე მიყ­ვარს, რა­შიც ჩემი ახ­ლან­დე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­წყობს ხელს.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლა თუ გე­ხერ­ხე­ბათ? მის ნა­წი­ლებ­ში ერ­კვე­ვით?

- სხვა­თა შო­რის, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლა ბევრ ბიჭ­ზე უკე­თე­სა­დაც შე­მიძ­ლია. როცა რა­ი­მე გა­მო­დის მწყობ­რი­დან, შე­კე­თე­ბა თა­ვა­დაც შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, ზე­თის ჩა­სა­მა­ტებ­ლად და ან­ტიფ­რი­ზის ჩა­სას­ხმე­ლად ხე­ლო­სან­თან არ წა­ვალ.

- თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა სა­ბუ­რა­ვის შეც­ვლა თა­ვად მო­გიხ­დათ?

- მე თვი­თონ არას­დროს შე­მიც­ვლია, მაგ­რამ ვიცი, რომ ძნე­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, ძალა უნდა, ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ოა და როცა ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით, გაპ­რან­ჭუ­ლი სა­დღაც მი­დი­ხარ, ცოტა მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ტაქ­სი გა­მი­ჩე­რე­ბია ან და­სახ­მა­რებ­ლად ვინ­მე მო­სუ­ლა.

- ხში­რად და­უ­ჯა­რი­მე­ბი­ხართ?

- მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­პატ­რუ­ლო ჯა­რი­მე­ბი მომ­დის ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რის­თვის, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის და ა.შ. მას შემ­დეგ, რაც გზებ­ზე ვი­დე­ოთ­ვა­ლი და­ა­ყე­ნეს, უკვე იმ­დე­ნი ჯა­რი­მა მო­მი­ვი­და, რომ ვცდი­ლობ, წე­სე­ბი აღარ და­ვარ­ღვიო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი მან­ქა­ნა "სითი პარ­კის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს და ამის გამო ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი... ერთხელ, და­ახ­ლო­ე­ბით რვა წლის წინ, პატ­რუ­ლი თვი­თონ და­მე­ჯა­ხა, მაგ­რამ მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს და ავა­რი­ის­თვის ჯა­რი­მა გა­და­ვი­ხა­დე.

- არ გა­აპ­რო­ტეს­ტეთ?

- კი, მაგ­რამ მა­შინ პატ­რუ­ლი ახა­ლი ხილი იყო, სა­მა­გა­ლი­თო უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მე ვინ რას და­მით­მობ­და? თა­ნაც, წესი ცო­ტა­თი მეც და­ვარ­ღვიე, ალ­ბათ. ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა იყო, ჩემს გზა­ზე მივ­დი­ო­დი, მათ კი მან­ქა­ნა უცებ მო­ატ­რი­ა­ლეს ისე, რომ მე არც შე­მომ­ხე­დეს... ჰოდა, რა ვიცი, ავა­რია ვისი ბრა­ლი იყო (იცი­ნის)?

- ამა თუ იმ საგ­ზაო ნიშ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა თუ აგ­რე­ვი­ათ ან დაგ­ვი­წყე­ბი­ათ?

- რო­გორ არა! ხომ არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მუდ­მი­ვად და­დი­ხარ და უკვე "გამ­ჯდა­რი" გაქვს, სა­ი­დან უნდა შე­უხ­ვიო და ა.შ. ამი­ტომ იქ საგ­ზაო ნიშ­ნებს აღარ ვუ­ყუ­რებ და როცა ცვლი­ან, ამას არ ვაკ­ვირ­დე­ბი. ჰოდა, პატ­რუ­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მა­ჯა­რი­მებს. ძი­რი­თა­დად, გზას ვუ­ყუ­რებ და არა - საგ­ზაო ნიშ­ნებს.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ პატ­რულ­თან?

- პატ­რუ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და პი­რა­დად მე, მათ­და­მი კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. მა­ინც 90-იანი წლე­ბი­დან მოვ­დი­ვარ და კარ­გად მახ­სოვს მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცია. როცა ვიცი, რომ ქა­ლაქ­ში პატ­რუ­ლი ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზეა, იმე­დი­ა­ნად ვარ. შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლო დარ­ღვე­ვე­ბის გამო მო­სუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გამო გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, მათ­და­მი და­დე­ბი­თად ვარ გან­წყო­ბი­ლი. პატ­რუ­ლის მხრი­დან ჩემ მი­მართ აგ­რე­სია არას­დროს მიგ­რძნია.

- ღვედს ყო­ველ­თვის იკე­თებთ?

- თა­ვი­დან სულ ვი­კე­თებ­დი, ახლა ცოტა გავ­ზარ­მაც­დი... იმე­დია, ამ ინ­ტერ­ვი­უს პატ­რუ­ლის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი არ წა­ი­კი­თხავს და არ გა­მა­კონ­ტრო­ლებს (იცი­ნის). უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა ღვე­დის გა­კე­თე­ბა... მიკ­ვირს, ზოგ გო­გო­ნას ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა რომ უძ­ნელ­დე­ბა. "პედ­ლებს" ხომ ფე­ხის წინა ნა­წი­ლით ეხე­ბი და ქუსლმა ხელი რო­გორ უნდა შე­გი­შა­ლოს?

- მან­ქა­ნის სა­ლონს რო­გორ უვ­ლით? ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­მა­კა­ცის ავ­ტო­მო­ბი­ლი ბევ­რად უფრო მოვ­ლი­ლია, ვიდ­რე - ქა­ლის.

- კი, ჩე­მიც ასეა. მან­ქა­ნის სა­ლონ­ში, ისე­ვე, რო­გორც სა­ბარ­გულ­ში, ბევ­რი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი და ქა­ლის­თვის სა­ჭი­რო სხვა ნივ­თე­ბი დევს და როცა მა­გა­ლი­თად, გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, სა­მოსს მან­ქა­ნა­ში­ვე ვიც­ვლი.

- რას ურ­ჩევთ ქალ­ბა­ტონ მძღო­ლებს?

- ამ ქვე­ყა­ნა­ში ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც და ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბიც სა­შინ­ლად და­დი­ან! მან­ქა­ნის ნორ­მა­ლუ­რად მარ­თვა არა­ვინ იცის, რი­გებ­ში უწეს­რი­გო­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამას თუ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი

ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი

ეკატერინა ფანგანმა ავტომობილის მართვა თინეიჯერობის ასაკში ისწავლა. სისწრაფის მოყვარულია და ამის გამო, ხშირადაც აჯარიმებენ. თუმცა, ეკო აღნიშნავს, რომ პატრულის მიმართ მაინც კეთილგანწყობილია და შევარდნაძის დროინდელი მილიციისგან განსხვავებით, მათი იმედიც აქვს.

- როდის ისწავლეთ მანქანის მართვა და ამჟამად რა მარკის ავტომობილი გყავთ?

- საჭის მართვა დიდი ხნის წინ ვისწავლე და სხვათა შორის, ამისთვის მასწავლებელთან სიარული არ დამჭირვებია. მამა და ჩემი მეგობრები ხშირად მსვამდნენ საჭესთან და მართვის მოწმობაც ადვილად ავიღე. პირველად BMW-ს მარკის "ტროიკა" მყავდა, ახლა - Audi A4 მყავს. სისწრაფე მიყვარს, რაშიც ჩემი ახლანდელი ავტომობილი მიწყობს ხელს.

- ავტომობილის მოვლა თუ გეხერხებათ? მის ნაწილებში ერკვევით?

- სხვათა შორის, ავტომობილის მოვლა ბევრ ბიჭზე უკეთესადაც შემიძლია. როცა რაიმე გამოდის მწყობრიდან, შეკეთება თავადაც შემიძლია. მაგალითად, ზეთის ჩასამატებლად და ანტიფრიზის ჩასასხმელად ხელოსანთან არ წავალ.

- თუ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა საბურავის შეცვლა თავად მოგიხდათ?

- მე თვითონ არასდროს შემიცვლია, მაგრამ ვიცი, რომ ძნელი არ არის. უბრალოდ, ძალა უნდა, ფიზიკური სამუშაოა და როცა ქუსლიანი ფეხსაცმლით, გაპრანჭული სადღაც მიდიხარ, ცოტა მოუხერხებელია. ასეთ შემთხვევაში, ტაქსი გამიჩერებია ან დასახმარებლად ვინმე მოსულა.

- ხშირად დაუჯარიმებიხართ?

- მრავალფეროვანი საპატრულო ჯარიმები მომდის ხოლმე. მაგალითად, საჭესთან ტელეფონზე საუბრისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ა.შ. მას შემდეგ, რაც გზებზე ვიდეოთვალი დააყენეს, უკვე იმდენი ჯარიმა მომივიდა, რომ ვცდილობ, წესები აღარ დავარღვიო. რამდენიმე დღის წინ ჩემი მანქანა "სითი პარკის" თანამშრომლებმა წაიყვანეს და ამის გამო ძალიან გავბრაზდი... ერთხელ, დაახლოებით რვა წლის წინ, პატრული თვითონ დამეჯახა, მაგრამ მე დამადანაშაულეს და ავარიისთვის ჯარიმა გადავიხადე.

- არ გააპროტესტეთ?

- კი, მაგრამ მაშინ პატრული ახალი ხილი იყო, სამაგალითო უნდა ყოფილიყო და მე ვინ რას დამითმობდა? თანაც, წესი ცოტათი მეც დავარღვიე, ალბათ. ცალმხრივი მოძრაობა იყო, ჩემს გზაზე მივდიოდი, მათ კი მანქანა უცებ მოატრიალეს ისე, რომ მე არც შემომხედეს... ჰოდა, რა ვიცი, ავარია ვისი ბრალი იყო (იცინის)?

- ამა თუ იმ საგზაო ნიშნის მნიშ­ვნელობა თუ აგრევიათ ან დაგვიწყებიათ?

- როგორ არა! ხომ არის ადგილები, სადაც მუდმივად დადიხარ და უკვე "გამჯდარი" გაქვს, საიდან უნდა შეუხვიო და ა.შ. ამიტომ იქ საგზაო ნიშნებს აღარ ვუყურებ და როცა ცვლიან, ამას არ ვაკვირდები. ჰოდა, პატრულიც აუცილებლად მაჯარიმებს. ძირითადად, გზას ვუყურებ და არა - საგზაო ნიშნებს.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ პატრულთან?

- პატრული ძალიან მიყვარს და პირადად მე, მათდამი კარგი დამოკიდებულება მაქვს. მაინც 90-იანი წლებიდან მოვდივარ და კარგად მახსოვს მაშინდელი მილიცია. როცა ვიცი, რომ ქალაქში პატრული ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, იმედიანად ვარ. შეიძლება, უბრალო დარღვევების გამო მოსული ჯარიმების გამო გავბრაზებულვარ, მაგრამ საერთო ჯამში, მათდამი დადებითად ვარ განწყობილი. პატრულის მხრიდან ჩემ მიმართ აგრესია არასდროს მიგრძნია.

- ღვედს ყოველთვის იკეთებთ?

- თავიდან სულ ვიკეთებდი, ახლა ცოტა გავზარმაცდი... იმედია, ამ ინტერვიუს პატრულის რომელიმე თანამშრომელი არ წაიკითხავს და არ გამაკონტროლებს (იცინის). უბრალოდ, ზოგჯერ მავიწყდება ღვედის გაკეთება... მიკვირს, ზოგ გოგონას ქუსლიანი ფეხსაცმლით ავტომობილის მართვა რომ უძნელდება. "პედლებს" ხომ ფეხის წინა ნაწილით ეხები და ქუსლმა ხელი როგორ უნდა შეგიშალოს?

- მანქანის სალონს როგორ უვ­ლით? ხშირად აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ავტომობილი ბევრად უფრო მოვლილია, ვიდრე - ქალის.

- კი, ჩემიც ასეა. მანქანის სალონში, ისევე, როგორც საბარგულში, ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქალისთვის საჭირო სხვა ნივთები დევს და როცა მაგალითად, გადაღებაზე მივდივარ, სამოსს მანქანაშივე ვიცვლი.

- რას ურჩევთ ქალბატონ მძღოლებს?

- ამ ქვეყანაში ქალბატონებიც და ვაჟბატონებიც საშინლად დადიან! მანქანის ნორმალურად მართვა არავინ იცის, რიგებში უწესრიგობაა და კარგი იქნება, ამას თუ ყურადღებას მიაქცევენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება