მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა
ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნებს მო­ღა­ლა­ტე­ებს უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ამ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, ამ ბა­ნე­რის სა­ზე­ი­მოდ აღ­მარ­თვის გამო ჩემ­თვის აღარ არ­სე­ბო­ბენ ეს სპოტსმე­ნე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბა, ის, რომ მთავ­რო­ბა უნდა გა­ვაკ­რი­ტი­კოთ და არა სპორ­ტსმე­ნე­ბი! მან, ვინც ასეთ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტულ ნა­ბიჯს დგამს, უნდა იცო­დეს, რომ ვე­რა­სო­დეს გა­ი­მარ­თლებს თავს ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე. გა­სა­გე­ბია, რომ ახლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ასე ჩათ­ვა­ლა, გა­სა­გე­ბია, რომ დღეს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი მთავ­რო­ბა გვყავს, რომ რუსი ჯა­შუ­შე­ბი, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი გმი­რე­ბად, ქარ­თუ­ლი ჯა­რის, პო­ლი­ცი­ის, სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლე­ბი კი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად არი­ან შე­რა­ცხუ­ლი, გა­სა­გე­ბია, რომ დღეს პუ­ტი­ნი "თბი­ლი" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "სის­ხლის­მსმე­ლის" ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მაგ­რამ ნუთუ ინ­ტუ­ი­ცი­ი­თაც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ეს დრო­ე­ბი­თია?!

არა­და რა ად­ვი­ლად შე­ეძ­ლოთ ერთი, პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ის­ტო­რი­ა­ში ღირ­სე­უ­ლი სა­ხე­ლე­ბის გვერ­დით შე­სუ­ლიყ­ვნენ და არა მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის.

ბა­ქოს, რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი რა­ტომ უნდა ეწყი­ნოთ თქვე­ნი აზ­რით? გგო­ნი­ათ, ტექ­სტი არ მოს­წონთ ან მე­ლო­დია? უბ­რა­ლოდ, იმი­ტომ, რომ ის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბას გა­მო­ხა­ტავს და იმი­ტომ. სა­ქა­რათ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის და ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის ფონ­ზე დაკ­რულ ჰიმნს სი­ხა­რუ­ლით და­უკ­რა­ვენ ტაშს, მერ­წმუ­ნეთ! ჰიმნთან ერ­თად სწო­რედ მიშა გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბას რუ­სე­ბის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­ში და ამი­ტომ ვერ იტანს მას პუ­ტი­ნი. მარ­გვე­ლაშ­ვილს კი ეს პა­ტი­ვი ვე­რა­სო­დეს ეღირ­სე­ბა, თუნ­დაც მცი­რე ხნით ის იყოს ერის რჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სოჭ­ში გა­ემ­გზავ­რა. ოლმპი­ა­და­ში სულ ოთხი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რის სამი მო­თხი­ლა­მუ­რე: ნინო წიკ­ლა­უ­რი, ია­სონ აბ­რა­მაშ­ვი­ლი, ალექ­სი ბე­ნი­ა­ი­ძე. მო­ცი­გუ­რა­ვე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებს სოჭ­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­ნა­დი­დან შე­ურთდე­ბა. სოჭ­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე პირ­ვე­ლად ას­პა­რე­ზო­ბა­ში მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, 18 თე­ბერ­ვალს ნინო წიკ­ლა­უ­რი შე­ეც­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის ჩვე­ნე­ბას.

იხი­ლეთ ასე­ვე: ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი - ვერ­ცერ­თი ოქ­როს მე­და­ლი ვერ ჩა­მო­რე­ცხავს ერს ამ სირ­ცხვილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა

ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს მოღალატეებს უწოდებს. ამის შესახებ დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო, ამ ბანერის საზეიმოდ აღმართვის გამო ჩემთვის აღარ არსებობენ ეს სპოტსმენები, როგორც საქართველოს მოქალაქეები. არ მაინტერესებს პოლიტკორექტულობა, ის, რომ მთავრობა უნდა გავაკრიტიკოთ და არა სპორტსმენები! მან, ვინც ასეთ მოღალატეობრივ, კოლაბორაციონისტულ ნაბიჯს დგამს, უნდა იცოდეს, რომ ვერასოდეს გაიმართლებს თავს ისტორიის წინაშე. გასაგებია, რომ ახლა მოქალაქეების უმრავლესობამ ასე ჩათვალა, გასაგებია, რომ დღეს კოლაბორაციონისტი მთავრობა გვყავს, რომ რუსი ჯაშუშები, მეამბოხეები გმირებად, ქართული ჯარის, პოლიციის, სახელმწიფოს მშენებლები კი დამნაშავეებად არიან შერაცხული, გასაგებია, რომ დღეს პუტინი "თბილი" და მიხეილ სააკაშვილი "სისხლისმსმელის" ეპითეტებით მოიხსენიება, მაგრამ ნუთუ ინტუიციითაც ვერ ხვდებიან, რომ ეს დროებითია?!

არადა რა ადვილად შეეძლოთ ერთი, პრინციპული გადაწყვეტილებით ისტორიაში ღირსეული სახელების გვერდით შესულიყვნენ და არა მოღალატეების.

ბაქოს, რუსებს საქართველოს ჰიმნი რატომ უნდა ეწყინოთ თქვენი აზრით? გგონიათ, ტექსტი არ მოსწონთ ან მელოდია? უბრალოდ, იმიტომ, რომ ის ქართული სახელმწიფოს ღირსებას გამოხატავს და იმიტომ. საქარათველოს მთავრობის და ქართველი სპორტსმენების უღირსი საქციელის ფონზე დაკრულ ჰიმნს სიხარულით დაუკრავენ ტაშს, მერწმუნეთ! ჰიმნთან ერთად სწორედ მიშა განასახიერებს ქართულის სახელმწიფოს ღირსებას რუსების და მთელი მსოფლიოს თვალში და ამიტომ ვერ იტანს მას პუტინი. მარგველაშვილს კი ეს პატივი ვერასოდეს ეღირსება, თუნდაც მცირე ხნით ის იყოს ერის რჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე", - წერს თაქთაქიშვილი.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. ოლმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ოლიმპიურ ნაკრებს სოჭში მოგვიანებით, კანადიდან შეურთდება. სოჭში უკვე იმყოფებიან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობაში მოთხილამურეები ჩაერთვებიან, 18 თებერვალს ნინო წიკლაური შეეცდება საუკეთესო შედეგის ჩვენებას.

იხილეთ ასევე: ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს